ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2004 ძალადაკარგული 22.01.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.10.003.000.132
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 10/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესრულების მიზნით:

1. შეიქმნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.

2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №94 - სსმ III, №68, 18.05.2006წ., მუხ.856

3.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.

4. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქმნება ყოფილი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №94 - სსმ III, №68, 18.05.2006წ., მუხ.856

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №237 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2312

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №97 - სსმ III, №65, 11.05.2007წ., მუხ.732

 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №97 - სსმ III, №65, 11.05.2007წ., მუხ.732

 

 

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №97 - სსმ III, №65, 11.05.2007წ., მუხ.732

    მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

3. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

4. აპარატის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს აპარატს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

გ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს;

დ) სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს;

ე) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

ვ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;

ზ) ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები

აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა შესრულებას.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

2

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

1

3

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

1

4

სამსახურის უფროსი

5

5

სამსახურის უფროსის მოადგილე

5

6

მთავარი ბუღალტერი

1

7

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

8

მთავარი სპეციალისტი

8

9

წამყვანი სპეციალისტი

3

10

მდივან-რეფერენტი

1

11

მდივანი

1

12

სამეურნეო მოხელე

1

13

მძღოლი

1

სულ:

32

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №94 - სსმ III, №68, 18.05.2006წ., მუხ.856

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №237 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2312

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №97 - სსმ III, №65, 11.05.2007წ., მუხ.732

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“, №133, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.10.003.000.132 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10948-4/