ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2007 ძალადაკარგული 19.02.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.000769
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 28/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

1. ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვროს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2007 წლის ბოლომდე, გარდა ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტის ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესისა“, რომლის დამტკიცებაც განხორციელდეს 2008 წლის ბოლომდე.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №268 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1923

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებისთანავე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №268 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1923

 დანართი

ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც იმართება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;

– ,,სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;

– ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;

– ,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;

– ,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

– ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრო-მისა და დასვენების რეჟიმები“;

– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“.

სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

– ,,საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

– ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;

– ,,აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;

– ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;

– ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;

– ,,საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

– ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;

– ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №268 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1923

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“, №128, 27.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.000769 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1102957-1/