ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2007 ძალადაკარგული 19.02.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.000769
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 28/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

1. ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვროს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2008 წლის ბოლომდე, გარდა ამ დადგენილების 21 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტებისა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №268 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1923

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №137 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.910

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №167 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1210

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №68 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.480

21. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქ-ვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის პირველი მუხლის „ზ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით, მე-2 მუხლის „ნ“ ქვე-პუნქტითა და მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2009 წლის ბოლომდე.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №68 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.480

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებისთანავე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №268 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1923

2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №137 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.910

3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №167 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1210

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №68 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.480

 დანართი

ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა

    მუხლი 1. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;

ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იმართება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;

გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;

დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;

ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;

ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;

ზ) „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;

თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;

ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

კ) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;

ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი;

მ) „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“;

ნ) “საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის წესი“.

 

    მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესი“;

გ) „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;

დ) „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;

ე) „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;

ვ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

ზ) „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) „საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;

ი) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;

კ) „გაფრენისწინა შემოწმების წესი“;

ლ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;

მ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;

ნ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი.

    მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) ნავსადგურის წესები;

ბ) სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები;

გ) საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი;

დ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის წესი;

ე) მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები;

ვ) საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესი;

ზ) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №268 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1923

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №137 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.910

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №167 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1210

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №68 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.480

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“, №128, 27.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.000769 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1102957-4/