„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.041
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №740/926
2006 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის გაცემისა და გადატანის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 19-20 მარტი ს ერთობლივი ბრძანება №232/258 - სსმ III, №47, 28.03.2008წ., მუხ.534
დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესი
მუხლი 1. ვაუჩერის გაცემის საფუძველი
1. ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი (შემდგომში – ვაუჩერი) გაიცემა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის სრული ზოგადი განათლების დასაფინანსებლად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობის შესაბამისად არა უმეტეს 12 წლის განმავლობაში.
2. ვაუჩერის გაცემა ხორციელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის თანხის გადაცემის გზით, სადაც სწავლობს მოსწავლე.
მუხლი 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვაუჩერის გაცემის წესი
1. ვაუჩერის გაცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის წარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერის ოდენობების შესაბამისად.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს ახალ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერი არ გაიცემა მოსწავლის მიერ სწავლის შეჩერების შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესისა და ვადების დაცვით.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსული მოსწავლისგან მიიღოს ფინანსური სახსრები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება დროის იმ პერიოდის დაფინანსება, რომელშიც ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მიმღებ დაწესებულებას არ ერიცხება სახსრები ვაუჩერის სახით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 200 8 წლის 19-20 მარტი ს ერთობლივი ბრძანება № 232/258 - სსმ III, № 47 , 28 . 03 .200 8 წ., მუხ. 534
მუხლი 3. ვაუჩერის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვაუჩერის მისაღებად 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრი) წარუდგენს სკოლის მომსახურე ბანკის დასახელებას, ბანკის მისამართს, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერს, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერს, რომლებსაც რესურსცენტრი სამინისტროს წარუდგენს 10 ოქტომბრამდე.
2. სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გადასცემს ზოგადსაგანმანათლებლ ო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
3. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება ვაუჩერის მისაღებად რესურსცენტრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, წარუდგენს ინფორმაციას დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების შესახებ წლის განმავლობაში ორჯერ, შემდეგი ვადების დაცვით:
ა) არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;
ბ) არა უგვაინეს 5 აპრილისა – 1 აპრილის მდგომარეობით.
4. რესურსცენტრი სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობის თაობაზე, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით:
ა) ყოველი წლის 10 ოქტომბრამდე – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;
ბ) ყოველი წლის 10 აპრილამდე – 1 აპრილის მდგომარეობით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რესურსცენტრში წარსადგენი ინფორმაცია:
ა.ა) დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.ბ) ცნობა ბანკიდან სადაც მითითებული იქნება: მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.გ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების საერთო რაოდენობა;
ა.დ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების სახელობითი ნუსხა;
ა.ე) დაწესებულებაში რიცხული იმ მოსწავლეების საერთო რაოდენობა და სახელობითი ნუსხა, რომლებსაც შეჩერებული აქვთ განათლების მიღება, შეჩერების ხანგრძლივობის და კლასის მითითებით;
ა.ვ) იმ მოსწავლეთა რაოდენობები და სახელობითი ნუსხები, რომლებიც გადმოვიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და გადავიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, აგრეთვე სხვა მიზეზით გაირიცხნენ/ამოირიცხნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ა.ზ.) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში შესაბამის რესურსცენტრს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს 5 დღის ვადაში.
ბ) რესურსცენტრის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია:
ბ.ა) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორია;
ბ.ბ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობებში არ აისახება ის მოსწავლეები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სწავლა ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ.გ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თითოეული სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.დ.) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეტყობინებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.
მუხლი 4. ვაუჩერის გაცემა მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის, სწავლის შეჩერების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის შემთხვევაში
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის გადასვლის დროს ვაუჩერი მიმღებ სკოლას გადაეცემა:
ა) 1 ოქტომბრიდან, თუ მოსწავლე 1-ლი აპრილის შემდგომ გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) 1 აპრილიდან, თუ მოსწავლე 1-ლი ოქტომბრის შემდგომ გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საიდანაც გაირიცხა/ამოირიცხა მოსწავლე, უნარჩუნდება ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა:
ა) 1-ლ აპრილამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 1 ოქტომბრის შემდგომ;
ბ) 1-ლ ოქტომბრამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 1 აპრილის შემდგომ.
3. მოსწავლის მიერ სწავლის შეჩერების შემთხვევაში შესაბამის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებას ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა შეუნარჩუნდება:
ა) 1-ლ ოქტომბრამდე, თუ მოსწავლეს სწავლება შეუჩერდა 1 აპრილის შემდგომ;
ბ) 1-ლ აპრილამდე, თუ მოსწავლეს სწავლება შეუჩერდა 1 ოქტომბრის შემდგომ.
მუხლი 5. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
2006-2007 სასწავლო წლის დასაწყისში მე-11 კლასში მყოფ მოსწავლეებს ვაუჩერი ამ დებულების ძალაში შესვლის შემდეგ მიეცემათ 1 წლის განმავლობაში.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.041
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №740/926
2006 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის გაცემისა და გადატანის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 19-20 მარტის ერთობლივი ბრძანება №232/258 - სსმ III, №47, 28.03.2008წ., მუხ.534
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 ივნისის ერთობლივი ბრძანება №534/510 - სსმ III, №89, 24.06.2008წ., მუხ.967
დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესი
მუხლი 1. ვაუჩერის გაცემის საფუძველი🔗
1. ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი (შემდგომში – ვაუჩერი) გაიცემა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის სრული ზოგადი განათლების დასაფინანსებლად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობის შესაბამისად არა უმეტეს 12 წლის განმავლობაში.
2. ვაუჩერის გაცემა ხორციელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის თანხის გადაცემის გზით, სადაც სწავლობს მოსწავლე.
მუხლი 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვაუჩერის გაცემის წესი🔗
1. ვაუჩერის გაცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის წარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერის ოდენობების შესაბამისად.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს ახალ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერი არ გაიცემა მოსწავლის მიერ სწავლის შეჩერების შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესისა და ვადების დაცვით.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსული მოსწავლისგან მიიღოს ფინანსური სახსრები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება დროის იმ პერიოდის დაფინანსება, რომელშიც ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მიმღებ დაწესებულებას არ ერიცხება სახსრები ვაუჩერის სახით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 200 8 წლის 19-20 მარტი ს ერთობლივი ბრძანება № 232/258 - სსმ III, № 47 , 28 . 03 .200 8 წ., მუხ. 534
მუხლი 3. ვაუჩერის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვაუჩერის მისაღებად 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრი) წარუდგენს სკოლის მომსახურე ბანკის დასახელებას, ბანკის მისამართს, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერს, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერს, რომლებსაც რესურსცენტრი სამინისტროს წარუდგენს 10 ოქტომბრამდე.
1. (ამოღებულია).
2. სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გადასცემს ზოგადსაგანმანათლებლ ო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გასცემს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
3. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება ვაუჩერის მისაღებად რესურსცენტრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, წარუდგენს ინფორმაციას დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების შესახებ წლის განმავლობაში ორჯერ, შემდეგი ვადების დაცვით:
3. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება ვაუჩერის მისაღებად სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, წლის განმავლობაში ორჯერ, შემდეგი ვადების დაცვით:
ა) არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;
ბ) არა უგვაინეს 5 აპრილისა – 1 აპრილის მდგომარეობით.
4. რესურსცენტრი სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობის თაობაზე, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით:
4. რესურსცენტრი სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით:
ა) ყოველი წლის 10 ოქტომბრამდე – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;
ბ) ყოველი წლის 10 აპრილამდე – 1 აპრილის მდგომარეობით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რესურსცენტრში წარსადგენი ინფორმაცია:
ა.ა) დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.ბ) ცნობა ბანკიდან სადაც მითითებული იქნება: მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ბ) ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება: მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.გ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების საერთო რაოდენობა;
ა.დ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების სახელობითი ნუსხა;
ა.დ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების სახელობითი ნუსხა, რომელშიც მითითებული იქნება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ასევე ინფორმაცია მოსწავლის დაბადების წლისა და კლასის შესახებ;
ა.ე) დაწესებულებაში რიცხული იმ მოსწავლეების საერთო რაოდენობა და სახელობითი ნუსხა, რომლებსაც შეჩერებული აქვთ განათლების მიღება, შეჩერების ხანგრძლივობის და კლასის მითითებით;
ა.ვ) იმ მოსწავლეთა რაოდენობები და სახელობითი ნუსხები, რომლებიც გადმოვიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და გადავიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, აგრეთვე სხვა მიზეზით გაირიცხნენ/ამოირიცხნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ა.ზ.) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში შესაბამის რესურსცენტრს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს 5 დღის ვადაში.
ბ) რესურსცენტრის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია:
ბ.ა) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორია;
ბ.ბ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობებში არ აისახება ის მოსწავლეები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სწავლა ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ.გ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თითოეული სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.გ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების სახელობითი ნუსხა, რომელშიც მითითებული იქნება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ასევე ინფორმაცია მოსწავლის დაბადების წლისა და კლასის შესახებ;
ბ.დ.) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეტყობინებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.
ბ.დ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თითოეული სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეტყობინებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 200 8 წლის 12 ივნისი ს ერთობლივი ბრძანება № 534/510 - სსმ III, № 89 , 24 . 06 .200 8 წ., მუხ. 967
მუხლი 31. კერძო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი🔗
1. ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსგან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ, ვაუჩერით დაფინანსების მიღების მიზნით, რესუსცენტრს წარუდგენს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას დაწესებულების შესახებ.
2. რესურსცენტრი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დაწესებულების შესახებ.
3. სამინისტრო ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გადარიცხვას განახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 200 8 წლის 12 ივნისი ს ერთობლივი ბრძანება № 534/510 - სსმ III, № 89 , 24 . 06 .200 8 წ., მუხ. 967
მუხლი 32. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი🔗
1. ახალდაფუძნებული საჯარო სკოლა ვალდებულია დაფუძნებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინოს რესურსცენტრს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დაწესებულების შესახებ.
2. რესურსცენტრი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დაწესებულების შესახებ.
3. სამინისტრო საჯარო სკოლისათვის ვაუჩერის გადარიცხვას განახორციელებს სკოლის დაფუძნების თვის ჩათვლით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 200 8 წლის 12 ივნისი ს ერთობლივი ბრძანება № 534/510 - სსმ III, № 89 , 24 . 06 .200 8 წ., მუხ. 967
მუხლი 4. ვაუჩერის გაცემა მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის, სწავლის შეჩერების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის შემთხვევაში🔗
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის გადასვლის დროს ვაუჩერი მიმღებ სკოლას გადაეცემა:
ა) 1 ოქტომბრიდან, თუ მოსწავლე 1-ლი აპრილის შემდგომ გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) 1 აპრილიდან, თუ მოსწავლე 1-ლი ოქტომბრის შემდგომ გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საიდანაც გაირიცხა/ამოირიცხა მოსწავლე, უნარჩუნდება ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა:
ა) 1-ლ აპრილამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 1 ოქტომბრის შემდგომ;
ბ) 1-ლ ოქტომბრამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 1 აპრილის შემდგომ.
3. მოსწავლის მიერ სწავლის შეჩერების შემთხვევაში შესაბამის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებას ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა შეუნარჩუნდება:
ა) 1-ლ ოქტომბრამდე, თუ მოსწავლეს სწავლება შეუჩერდა 1 აპრილის შემდგომ;
ბ) 1-ლ აპრილამდე, თუ მოსწავლეს სწავლება შეუჩერდა 1 ოქტომბრის შემდგომ.
მუხლი 5. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა🔗
ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი🔗
2006-2007 სასწავლო წლის დასაწყისში მე-11 კლასში მყოფ მოსწავლეებს ვაუჩერი ამ დებულების ძალაში შესვლის შემდეგ მიეცემათ 1 წლის განმავლობაში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ", №740, 03.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.009041 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1107458-1/