„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.06.2004 ძალადაკარგული 25.12.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
040110000.05.02.002000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 10/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №209

2004 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვიანობის, გამოყენებისა და განკარგვის პროცესის მოწესრიგების მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

მ. სააკაშვილი

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისი ს ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529

2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლი ს ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124

3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344

4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტი ს ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469

5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტო ს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478

6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტო ს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514

7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრი ს ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4

8. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრი ს ბრძანებულება №513 - სსმ III, №127, 11.09.2007 წ., მუხ.1377

9. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანებულება №605 - სსმ III, №151, 26.10.2007 წ., მუხ.1683

10. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლი ს ბრძანებულება №50 - სსმ III, №15, 10.02.2009 წ., მუხ.174

11. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტი ს ბრძანებულება №157 - სსმ III, №40, 31.03.2009 წ., მუხ.455

12. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ

    მუხლი 1

1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესს.

2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელ საქონელზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებულ მერქნულ რესურსებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთებზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონება არ მოიცავს „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისი ს ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტი ს ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტო ს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრი ს ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრი ს ბრძანებულება №513 - სსმ III, №127, 11.09.2007 წ., მუხ.1377

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანებულება №605 - სსმ III, №151, 26.10.2007 წ., მუხ.1683

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლი ს ბრძანებულება №50 - სსმ III, №15, 10.02.2009 წ., მუხ.174

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 2

1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებასა და/ან რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს მომსახურების სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მეშვეობით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ამ დებულებით გათვალისწინებული ქონება შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაეცემა სააგენტოს.

3. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლი ს ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტი ს ბრძანებულება №157 - სსმ III, №40, 31.03.2009 წ., მუხ.455

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 3

1. ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.

2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ არსებული დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობის, რაოდენობრივი, თვისებრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

3. ქონების აღრიცხვის პროცესში ხორციელდება მისი უსაფრთხოების შემოწმება.

4. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.

5. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.

6. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.

7. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო (პირი) ჩამორთმეული ქონების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სააგენტოს.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლი ს ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტი ს ბრძანებულება №157 - სსმ III, №40, 31.03.2009 წ., მუხ.455

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 4

1. ქონების აღრიცხვა წარმოებს ოქმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს ქონების აღრიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.

2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ქონების მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეორე რჩება ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ხოლო მესამე დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმის მესამე ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს.

3. ოქმში აღინიშნება ქონების სახეობა, მისი დამახასიათებელი ნიშნები და ზუსტი რაოდენობა.

4. ოქმში მითითებული მონაცემების სიზუსტისათვის პასუხისმგებელია ოქმის შემდგენი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტო ს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტი ს ბრძანებულება №157 - სსმ III, №40, 31.03.2009 წ., მუხ.455

    მუხლი 5

1. ქონება ინახება ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოება და ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.

2. ქონება ინახება მისი განაწილების, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 6

1. ქონების შენახვას მის შესაბამის ორგანოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.

2. ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ წესდება შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:

ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;

ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

გ) სატრანსპორტო საშუალებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

დ) სასურსათო საქონელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;

ე) ფარმაცევტული – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებელი განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებებისათვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ქონების შენახვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დასაშვებია ქონების შენახვა განსხვავებული წესით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.

6. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ინახება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სათავსოში ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლი ს ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრი ს ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტი ს ბრძანებულება №157 - სსმ III, №40, 31.03.2009 წ., მუხ.455

    მუხლი 7

1. ქონების შეფასებას აწარმოებს ქონების რეალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შერჩეული ექსპერტი და/ან აუდიტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) შიდა ბაზარზე ამ ტიპის ქონების საბაზრო ღირებულება, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ღირებულება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად;

ბ) ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული და მოსალოდნელი ხარჯი (მათ შორის: შენახვის, შეფასების, დახარისხების, ტრანსპორტირებისა და სხვ.);

გ) ქონების ხარისხი;

დ) ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.

3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში სარეალიზაციო ფასის დადგენა ხდება გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლი ს ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრი ს ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 8

1. ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

2. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.

3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) არ აღემატება 700 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტო ს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრი ს ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 9 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 10

1. სააგენტოს მიერ ქონების განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. ქონების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა საჯარო აუქციონი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტი ს ბრძანებულება №157 - სსმ III, №40, 31.03.2009 წ., მუხ.455

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 11 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 12 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 13 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 14 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 15 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 16 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 17

ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.

    მუხლი 18

1. საქონლის განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი.

2. საქონლის განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.

3. საქონელი უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

4. საქონლის განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 19

1. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციის და/ან განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად, განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

    მუხლი 20 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისი ს ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივნისი ს ბრძანებულება №334 - სსმ III, №74, 18.06.2009 წ., მუხ.813

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №209, 09.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 040110000.05.02.002000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1113833-12/