„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №209
2004 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვიანობის, გამოყენებისა და განკარგვის პროცესის მოწესრიგების მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისი ს ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლი ს ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტი ს ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტო ს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტო ს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514
7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრი ს ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ
მუხლი 1
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესს.
2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონება არ მოიცავს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისი ს ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტი ს ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტო ს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრი ს ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 2
1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებასა და/ან რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს (შემდეგში– საფინანსო სააგენტო) მეშვეობით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ამ დებულებით გათვალისწინებული ქონება შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაეცემა საფინანსო სააგენტოს.
3. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლი ს ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტი ს ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 3
1. ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.
2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ არსებული დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობის, რაოდენობრივი, თვისებრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
3. ქონების აღრიცხვის პროცესში ხორციელდება მისი უსაფრთხოების შემოწმება.
4. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.
5. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.
6. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად საფინანსო სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.
7. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო (პირი) ჩამორთმეული ქონების შესახებ შეტყობინებას უგზავნის საფინანსო სააგენტოს სპეციალურ რეესტრში მოქცევის მიზნით.

მუხლი 4
1. ქონების აღრიცხვა წარმოებს ოქმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს ქონების აღრიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ქონების მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეორე რჩება ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ხოლო მესამე დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმის მესამე ეგზემპლარი ეგზავნება საფინანსო სააგენტოს.
3. ოქმში აღინიშნება ქონების სახეობა, მისი დამახასიათებელი ნიშნები და ზუსტი რაოდენობა.
4. ოქმში მითითებული მონაცემების სიზუსტისათვის პასუხისმგებელია ოქმის შემდგენი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტო ს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
მუხლი 5
1. ქონება ინახება ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოება და ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.
2. ქონება ინახება მისი განაწილების, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 6
1. ქონების შენახვას მის შესაბამის ორგანოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.
2. ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ წესდება შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:
ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;
ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
გ) სატრანსპორტო საშუალებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
დ) სასურსათო საქონელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;
ე) ფარმაცევტული – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებელი განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებებისათვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ქონების შენახვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დასაშვებია ქონების შენახვა განსხვავებული წესით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.
6. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ინახება საფინანსო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სათავსოში ან/და საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო, ან დროებითი შენახვის საწყობში, ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში.

მუხლი 7
1. ქონების შეფასებას აწარმოებს ქონების რეალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შერჩეული ექსპერტი და/ან აუდიტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:
ა) შიდა ბაზარზე ამ ტიპის ქონების საბაზრო ღირებულება, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ღირებულება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად;
ბ) ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული და მოსალოდნელი ხარჯი (მათ შორის: შენახვის, შეფასების, დახარისხების, ტრანსპორტირებისა და სხვ.);
გ) ქონების ხარისხი;
დ) ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.

მუხლი 8
1. ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის. სახეობის გათვალისწინებით ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სოციალური მიზნებისათვის.
3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ იღებს შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს გენერალური პროკურორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამოთრმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) არ აღემატება 300 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.

მუხლი 9
1. ის ქონება, რომლის გამოყენებაც არ ხდება ამ ბრძანებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ექვემდებარება რეალიზაციას, ხოლო რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, – განაწილებას ან განადგურებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა მე-19 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში, ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 10
1. საფინანსო სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაციის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ქონების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა საჯარო აუქციონი, რომლის მოწყობა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.

მუხლი 11
1. ინფორმაცია აუქციონის გამართვის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ქონების რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში.
2. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონის დროსა და ადგილს;
ბ) აუქციონზე სარეალიზაციოდ გასატანი საქონლის დასახელებას, რაოდენობასა და საწყის ფასს;
გ) აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს.
მუხლი 12
აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს;
გ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.
მუხლი 13
აუქციონის მოწყობა დასაშვებია, თუ მასში მონაწილეობს ორი პირი მაინც.
მუხლი 14
1. საქონლის რეალიზაცია წარმოებს საჯარო ვაჭრობის გზით.
2. საჯარო აუქციონზე საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 15
1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 16
აუქციონის მოწყობისათვის მონაწილეთა აუცილებელი რაოდენობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ ქონება არ გაიყიდა აუქციონის წესით, ქონება ნაწილდება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ან ნადგურდება.
მუხლი 17
ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
მუხლი 18
1. საქონლის განადგურების პროცესს ესწრება შესაბამისი უწყების უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი და ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი.
2. საქონლის განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.
3. საქონელი უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
4. საქონლის განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 19
ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციის და/ან განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 20
1. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება და მატერიალური ფასეულობები, თუ არსებობს მათი შემდგომი დაზიანების, განადგურების და/ან თვისებრივად სხვაგვარი შეცვლის რეალური საფრთხე, სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მათი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა შეიტანება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე და ინახება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ქონების რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის მიერ საჯარო აუქციონის მეშვეობით ამ დებულების მე-10-15 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისი ს ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №209
2004 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვიანობის, გამოყენებისა და განკარგვის პროცესის მოწესრიგების მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტის ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514
7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ
მუხლი 1
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესს.
2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე.
2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონება არ მოიცავს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტის ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 2
1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებასა და/ან რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს (შემდეგში– საფინანსო სააგენტო) მეშვეობით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ამ დებულებით გათვალისწინებული ქონება შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაეცემა საფინანსო სააგენტოს.
3. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 3
1. ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.
2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ არსებული დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობის, რაოდენობრივი, თვისებრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
3. ქონების აღრიცხვის პროცესში ხორციელდება მისი უსაფრთხოების შემოწმება.
4. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.
5. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.
6. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად საფინანსო სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.
7. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო (პირი) ჩამორთმეული ქონების შესახებ შეტყობინებას უგზავნის საფინანსო სააგენტოს სპეციალურ რეესტრში მოქცევის მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
მუხლი 4
1. ქონების აღრიცხვა წარმოებს ოქმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს ქონების აღრიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ქონების მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეორე რჩება ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ხოლო მესამე დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმის მესამე ეგზემპლარი ეგზავნება საფინანსო სააგენტოს.
3. ოქმში აღინიშნება ქონების სახეობა, მისი დამახასიათებელი ნიშნები და ზუსტი რაოდენობა.
4. ოქმში მითითებული მონაცემების სიზუსტისათვის პასუხისმგებელია ოქმის შემდგენი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
მუხლი 5
1. ქონება ინახება ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოება და ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.
2. ქონება ინახება მისი განაწილების, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 6
1. ქონების შენახვას მის შესაბამის ორგანოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.
2. ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ წესდება შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:
ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;
ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
გ) სატრანსპორტო საშუალებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
დ) სასურსათო საქონელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;
ე) ფარმაცევტული – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებელი განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებებისათვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ქონების შენახვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დასაშვებია ქონების შენახვა განსხვავებული წესით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.
6. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ინახება საფინანსო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სათავსოში ან/და საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო, ან დროებითი შენახვის საწყობში, ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 7
1. ქონების შეფასებას აწარმოებს ქონების რეალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შერჩეული ექსპერტი და/ან აუდიტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:
ა) შიდა ბაზარზე ამ ტიპის ქონების საბაზრო ღირებულება;
ა) შიდა ბაზარზე ამ ტიპის ქონების საბაზრო ღირებულება, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ღირებულება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად;
ბ) ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული და მოსალოდნელი ხარჯი (მათ შორის: შენახვის, შეფასების, დახარისხების, ტრანსპორტირებისა და სხვ.);
გ) ქონების ხარისხი;
დ) ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 8
1. ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის. სახეობის გათვალისწინებით ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სოციალური მიზნებისათვის.
3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ იღებს შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს გენერალური პროკურორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის აღსრულებისთანავე.
4. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამოთრმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) არ აღემატება 300 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 9
1. ის ქონება, რომლის გამოყენებაც არ ხდება ამ ბრძანებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ექვემდებარება რეალიზაციას, ხოლო რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, – განაწილებას ან განადგურებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა მე-19 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში, ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 10
1. საფინანსო სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაციის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ქონების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა საჯარო აუქციონი, რომლის მოწყობა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 11
1. ინფორმაცია აუქციონის გამართვის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ქონების რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში.
2. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონის დროსა და ადგილს;
ბ) აუქციონზე სარეალიზაციოდ გასატანი საქონლის დასახელებას, რაოდენობასა და საწყის ფასს;
გ) აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს.
მუხლი 12
აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს;
გ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.
მუხლი 13
აუქციონის მოწყობა დასაშვებია, თუ მასში მონაწილეობს ორი პირი მაინც.
მუხლი 14
1. საქონლის რეალიზაცია წარმოებს საჯარო ვაჭრობის გზით.
2. საჯარო აუქციონზე საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 15
1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 16
აუქციონის მოწყობისათვის მონაწილეთა აუცილებელი რაოდენობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ ქონება არ გაიყიდა აუქციონის წესით, ქონება ნაწილდება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ან ნადგურდება.
მუხლი 17
ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
მუხლი 18
1. საქონლის განადგურების პროცესს ესწრება შესაბამისი უწყების უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი და ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი.
2. საქონლის განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.
3. საქონელი უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
4. საქონლის განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 19
ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციის და/ან განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 20
1. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება და მატერიალური ფასეულობები, თუ არსებობს მათი შემდგომი დაზიანების, განადგურების და/ან თვისებრივად სხვაგვარი შეცვლის რეალური საფრთხე, სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მათი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა შეიტანება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე და ინახება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ქონების რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის მიერ საჯარო აუქციონის მეშვეობით ამ დებულების მე-10-15 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №209
2004 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვიანობის, გამოყენებისა და განკარგვის პროცესის მოწესრიგების მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტის ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514
7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
8. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრის ბრძანებულება №513 - სსმ III, №127, 11.09.2007 წ., მუხ.1377
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესს.
2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე.
2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებულ მერქნულ რესურსებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონება არ მოიცავს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტის ბრძანებულება №225 - სსმ III, №40, 24.03.2006 წ., მუხ.469
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება №494 - სსმ III, №110, 18.08.2006 წ., მუხ.1514
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრის ბრძანებულება №513 - სსმ III, №127, 11.09.2007 წ., მუხ.1377
მუხლი 2🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებასა და/ან რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს (შემდეგში– საფინანსო სააგენტო) მეშვეობით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ამ დებულებით გათვალისწინებული ქონება შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაეცემა საფინანსო სააგენტოს.
3. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 3🔗
1. ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.
2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ არსებული დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობის, რაოდენობრივი, თვისებრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
3. ქონების აღრიცხვის პროცესში ხორციელდება მისი უსაფრთხოების შემოწმება.
4. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.
5. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.
6. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად საფინანსო სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.
7. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო (პირი) ჩამორთმეული ქონების შესახებ შეტყობინებას უგზავნის საფინანსო სააგენტოს სპეციალურ რეესტრში მოქცევის მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
მუხლი 4🔗
1. ქონების აღრიცხვა წარმოებს ოქმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს ქონების აღრიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ქონების მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეორე რჩება ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ხოლო მესამე დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმის მესამე ეგზემპლარი ეგზავნება საფინანსო სააგენტოს.
3. ოქმში აღინიშნება ქონების სახეობა, მისი დამახასიათებელი ნიშნები და ზუსტი რაოდენობა.
4. ოქმში მითითებული მონაცემების სიზუსტისათვის პასუხისმგებელია ოქმის შემდგენი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
მუხლი 5🔗
1. ქონება ინახება ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოება და ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.
2. ქონება ინახება მისი განაწილების, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 6🔗
1. ქონების შენახვას მის შესაბამის ორგანოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.
2. ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ წესდება შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:
ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;
ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
გ) სატრანსპორტო საშუალებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
დ) სასურსათო საქონელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;
ე) ფარმაცევტული – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებელი განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებებისათვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ქონების შენახვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დასაშვებია ქონების შენახვა განსხვავებული წესით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.
6. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ინახება საფინანსო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სათავსოში ან/და საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო, ან დროებითი შენახვის საწყობში, ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 7🔗
1. ქონების შეფასებას აწარმოებს ქონების რეალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შერჩეული ექსპერტი და/ან აუდიტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:
ა) შიდა ბაზარზე ამ ტიპის ქონების საბაზრო ღირებულება, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ღირებულება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად;
ბ) ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული და მოსალოდნელი ხარჯი (მათ შორის: შენახვის, შეფასების, დახარისხების, ტრანსპორტირებისა და სხვ.);
გ) ქონების ხარისხი;
დ) ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №53 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.124
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 8🔗
1. ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის. სახეობის გათვალისწინებით ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სოციალური მიზნებისათვის.
3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ იღებს შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს გენერალური პროკურორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამოთრმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) არ აღემატება 300 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №481 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1478
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №779 - სსმ III, №1, 03.01.2007 წ., მუხ.4
მუხლი 9🔗
1. ის ქონება, რომლის გამოყენებაც არ ხდება ამ ბრძანებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ექვემდებარება რეალიზაციას, ხოლო რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, – განაწილებას ან განადგურებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა მე-19 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში, ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 10🔗
1. საფინანსო სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაციის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ქონების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა საჯარო აუქციონი, რომლის მოწყობა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 11🔗
1. ინფორმაცია აუქციონის გამართვის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ქონების რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში.
2. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონის დროსა და ადგილს;
ბ) აუქციონზე სარეალიზაციოდ გასატანი საქონლის დასახელებას, რაოდენობასა და საწყის ფასს;
გ) აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს.
მუხლი 12🔗
აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს;
გ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.
მუხლი 13🔗
აუქციონის მოწყობა დასაშვებია, თუ მასში მონაწილეობს ორი პირი მაინც.
მუხლი 14🔗
1. საქონლის რეალიზაცია წარმოებს საჯარო ვაჭრობის გზით.
2. საჯარო აუქციონზე საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 15🔗
1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და აუქციონის გამართვისათვის პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 16🔗
აუქციონის მოწყობისათვის მონაწილეთა აუცილებელი რაოდენობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ ქონება არ გაიყიდა აუქციონის წესით, ქონება ნაწილდება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ან ნადგურდება.
მუხლი 17🔗
ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
მუხლი 18🔗
1. საქონლის განადგურების პროცესს ესწრება შესაბამისი უწყების უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი და ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი.
2. საქონლის განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.
3. საქონელი უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
4. საქონლის განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 19🔗
ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციის და/ან განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის ბრძანებულება №182 - სსმ III, №30, 07.03.2006 წ., მუხ.344
მუხლი 20🔗
1. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება და მატერიალური ფასეულობები, თუ არსებობს მათი შემდგომი დაზიანების, განადგურების და/ან თვისებრივად სხვაგვარი შეცვლის რეალური საფრთხე, სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მათი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა შეიტანება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე და ინახება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ქონების რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის მიერ საჯარო აუქციონის მეშვეობით ამ დებულების მე-10-15 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №222 - სსმ III, №61, 15.06.2004 წ., მუხ.529
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №209, 09.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 040110000.05.02.002000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1113833-7/