ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.09.2005 ძალადაკარგული 24.06.2011
ნომერი
№380
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.007730
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 27/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.730

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №380

2005 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების მე-8 მუხლის “ა.გ” ქვეპუნქტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 12.08.2005 წ., №94, მუხ. 1066) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29

სექტემბრის ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

დებულება

,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ”

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

1. დებულება “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ” (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების მე-8 მუხლის “ა.გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. ამ დებულებით რეგულირდება ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ “ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტისა” (შემდგომში – კანონიერების დოკუმენტი) და “ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის” (შემდგომში – წარმოშობის დოკუმენტი) გაცემისა და გამოყენების წესი.

    მუხლი 2. კანონიერებისა და წარმოშობის დოკუმენტების მიღებაზე და გაცემაზე უფლებამოსილი პირები და ორგანოები

1. წარმოშობის დოკუმენტი გაიცება ლიცენზიანტზე ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მის ნდობით აღჭურვილ პირზე.

2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა იურუდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ლიცენზიანტისგან ან/და კანონიერების დოკუმენტის მფლობელისაგან საკუთრების ნებისმიერი ფორმით იღებენ ხე-ტყეს.

3. წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების, სატყეო უბნის უფროსის, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებამისილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, მისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების უფლებამისილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

5. კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები არის საბუთი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის პირის მიერ კანონიერ ფლობას და გამოიყენება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ისე ხე-ტყის ექსპორტირებისას.

6. პირმა ხე-ტყის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას ან/და ექსპორტირებისას თან უნდა იქონიოს კანონიერებისა ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

7. წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვა საბუთით შეცვლა დაუშვებელია.

    მუხლი 3. დებულებაში გამოყენებული ტერმინები

1. ხე-ტყე – მოჭრილი ხე, ხის დახარისხების (დამზადების) შედეგად მიღებული სამასალე ან საშეშე მერქანი.

2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია – ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილი სათბობი შეშა, შავად ნამზადი დეტალი;

3. ხე-ტყის უკანონო პროდუქცია – ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რომელსაც არ ახლავს ხე-ტყის კანონიერების ან წარმოშობის დოკუმენტი.

4. ლიცენზიანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ფლობს ტყით სარგებლობის გენერალურ ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას.

5. ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ექსპორტი – ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა.

    მუხლი 4. დოკუმენტის გამცემი ორგანოების უფლებამოსილება

1. დოკუმენტების გამცემი ორგანო უფლებამოსილია:

ა) გასცეს დოკუმენტები ამ დებულებით განსაზღვრული წესით;

ბ) დაადგინოს შესაბამისობა ფაქტობრივად დამზადებულ ხე-ტყესა ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციასა და დოკუმენტით განსაზღვრულ რაოდენობას შორის.

2. დოკუმენტის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე, თუ:

ა) არ არსებობს წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საფუძველი;

ბ) დარღვეულია ტყით სარგებლობის ან ხანძარსაწინაამღდეგო წესები, მათ შორის ტყით მოსარგებლეს შეჩერებული აქვს ტყით სარგებლობის უფლება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები ან/და დარღვეულია ტყით სარგებლობის ვადები;

გ) სახეზე არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით დადგენილი შესაბამისობა;

დ) დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

მუხლი 5. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების მოქმედების ვადა

1. წარმომავლობის დოკუმენტის ვადა განისაზღვრება ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის ტყიდან გამოტანისა და დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის 24 საათით, სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის წარმომავლობის დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.

2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან 24 საათით. სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის კანონიერების დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული 24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტის მფლობელი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციას, რომელიც სათანადო დასაბუთების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის

ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

    მუხლი 6. დოკუმენტების გაცემის საფუძვლები

1. წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს ტყით სარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია.

2. კანონიერების დოკუმენტის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელიც სხვა პირს საკუთრების ნებისმიერი ფორმით გადასცემს ხე-ტყეს და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტს.

    მუხლი 7. წარმოშობის დოკუმენტის გაცემა

1. წარმოშობის დოკუმენტი ლიცენზიანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის ნდობით აღჭურვილ პირზე გაიცემა ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას ხე-ტყის დატვირთვისთანავე თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ.

2. დოკუმენტის გაცემა არის აუცილებელი პირობა ტყით მოსარგებლესა და ადგილობრივ სატყეო ორგანოს შორის ფაქტობრივი ხე-ტყის მიღება-ჩაბარებისას.

3. დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი პირი გაიცემა ლიცენზიანტზე, დანარჩენი ორი რჩება მის გამცემ ორგანოში.

4. ძირითადი დოკუმენტის პირველი პირი ინახება ლიცენზიანტთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.

    მუხლი 8. კანონიერების დოკუმენტის გაცემა

1. კანონიერების დოკუმენტი გაიცემა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში, წარმოშობის ან კანინიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. კანონიერების დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი პირი გაიცემა დოკუმენტის მიმღებზე, დანარჩენი ორი რჩება მის გამცემ ორგანოში.

3. ძირითდი დოკუმენტის პირველი პირი ინახება დოკუმენტის მიმღებთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.

    მუხლი 9. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება)

1. დოკუმენტების მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ დარღვეულია ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

2. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედება წყდება:

ა) ლიცენზიანტის მიერ წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის საკუთრების ნებისმიერი ფორმით სხვა პირებზე გადაცემისთანავე;

ბ) ლიცენზიანტის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის ექსპორტირებისთანავე.

3. კანონიერების დოკუმენტის მოქმედება წყდება:

ა) კანონიერების დოკუმენტის მფლობელის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის საკუთრების ნებისმიერი ფორმით სხვა პირებზე გადაცემისთანავე;

ბ) კანონიერების დოკუმენტის მფლობელის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის ექსპორტირებისთანავე.

4. კანინიერებისა და წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის არასრული ოდენობის ექსპორტისას ან არასრული ოდენობის სხვა პირზე საკუთრების ნებისმიერი ფორმით გადაცემისას დარჩენილი ხე-ტყის ოდენობისათვის დოკუმენტის მოქმედების ვადა ძალაშია, რის თაობაზეც დოკუმენტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

5. ამ მუხლში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება აღირიცხება ამ დებულების მე-2 მუხლის 3-4 პუნქტებით განსაზღრულ წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

    მუხლი 10. დოკუმენტის ფორმა

წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების ფორმები დადგენილია წინამდებარე დებულების დანართი 1-ით და დანართი 2-ით.

    მუხლი 11. დოკუმენტის შევსების წესი

1. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების ფორმა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომლის შემუშავების, დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს “მკაცრი აღიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონი.

2. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების ფორმა ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, მელნით ან ბურთულიანი კალმით და სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლში მოყვანილი შემთხვევისა. ნებისმიერი ჩანაწერის გადასწორება დასტურდება ამ დებულების მე-2 მუხლის 3-4 პუნქტებით განსაზღრული უფლებამოსილი პირის შესაბამისი ხელმოწერით.

3. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტებში ასახული მონაცემების რეალობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის გამცემ პირს.

    მუხლი 12. ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ექსპორტი

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის მფლობელს განზრახული აქვს ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ექსპორტირება, ეს უკანასკნელი წერილობითი განცხადებით მიმართავს დოკუმენტის გაცემაზე ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით უფლებამოსილ ორგანოს, რის თაობაზეც დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო აკეთებს ჩანაწერს (“ექსპორტისათვის”) დოკუმენტის ფორმაში, რასაც ადასტურებს ხელმოწერით და ბეჭდის დარტყმით.

    მუხლი 13. დოკუმენტის აღრიცხვის მოთხოვნები

1. დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მისი გაყალბება ისჯება კანონით.

2. დოკუმენტის მიღების, გაცემისა და ხარჯვის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ ჟურნალში, დოკუმენტის გამცემ და მიმღებ ორგანოში.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოებისა და თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ სატყეოს უფროსებზე დოკუმენტის ფორმები გაიცემა (ასევე გაფუჭებული ან გაუქმებული ბრუნდება) შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით.

4. დოკუმენტების აღიცხვის, შენახვის და განადგურების წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და “მკაცრი აღიცხის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

 

დანართი  №1

ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი

 დოკუმენტი

სერია 00 № 0000

 

 1. გაცემის დრო და თარიღი: ––––– სთ. ––––––– წთ. „–––––––“ „–––––––––––––––“ 200  წ.

2. დოკუმენტის გამცემი ორგანო - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

                                                (სატყეო მეურნეობის დასახელება)

 3. სატყეო უბანი - - - - - - - - - - კვარტალი № - - - - - - - - - ლიტერი № - - - - - -

4. ტყით მოსარგებლე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - - - -

                                                      (ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი)

 5. ტყის ჭრის საფუძველი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

                                                                                           (ლიცენზიის №)

 6. ტყის ჭრის სახე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

 

სახეობა

(ჯიში)

ხის

ნომერი

სორტიმენტი (ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია)

Mმოცულობა

(კბმ. მეტრი)

ერთეულის ფასი (ლარებში)

თანხა სულ (ლარებში)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 გადახდილია თანხა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

                                                       (საგადასახადო დავალებით №, ან სალაროს შემოსავლის ორდერი №)

დოკუმენტი გასცა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მიიღო - - - - - - - - - - -

                                               (თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა)                             (ხელმოწერა)

დანიშნულება - - - - - - - - - - - - - - -                    ბ.ა.

 

შენიშვნა: ცხრილის მე-2 გრაფაში მიეთითება მოჭრილი ხის ნომერი (ნომრები), ხის ნომერი ასევე დაიტანება შესაბამისი დანომრილი და მოჭრილი ხისგან დამზადებულ მორზე ან მორებზე. დაუნომრავი მორის ტრანსპორტირება აკრძალულია. ხე-ტყის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით დამტკიცებული `ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ~ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის

ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

 


დანართი №2

ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი

დოკუმენტი

სერია № 0000

 

 1. გაცემის თარიღი „–––––––“ „–––––––––––––––“ 200  წ.

2. დოკუმენტის გამცემი ორგანო - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

3. სატყეო უბანი - - - - - - - - - - კვარტალი № - - - - - - - - - ლიტერი № - - - - - - - - -

4. ხე-ტყის მიმღები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

 5. ხ.წ.დ.დ.-ის გაცემის თარიღი და № - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

                                                                                        (ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება)

 6. ტყის ჭრის საფუძველი - - - - - - - - - - - - - - - - ჭრის სახე - - - - - - - - - - - - - -                                                 

                                                                       (ლიცენზიის №)

​ 

სახეობა

(ჯიში)

ხის

ნომერი

მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა სორტიმენტის მიხედვით (კბმ.)

ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (კბმ.)

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

დოკუმენტი გასცა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მიიღო - - - - - - - - - 

                                              (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)                        (ხელმოწერა)

         

           ბ.ა.

 დანიშნულება - - - - - - - - - - - -

 

შენიშვნა:

ცხრილის მე-2 გრაფაში მიეთითება მოჭრილი ხის ნომერი (ნომრები), ხის ნომერი ასევე დაიტანება შესაბამისი დანომრილი და მოჭრილი ხისგან დამზადებულ მორზე ან მორებზე. დაუნომრავი მორის ტრანსპორტირება აკრძალულია. ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის ნედლეულის გაყიდვისას ამ დანართის ცხრილში მე-3 და მე-4 გრაფები ივსება იდენტური ოდენობის ამსახველი ციფრებით; ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის გაყიდვისას დანართის ცხრილში მე-3 გრაფა ივსება გასაყიდი პროდუქციის მოცულობის, ხოლო მე-4 გრაფა ხე-ტყის ნედლეულის პირველადი მოცულობის ამსახველი ციფრებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის

ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №380, 22.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.007730 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1123826-1/