ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.09.2005 ძალადაკარგული 24.06.2011
ნომერი
№380
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.007730
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 27/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.730

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №380

2005 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2009 წლის 6 ნოემბრის

  ბრძანება№39-სსმIII,№137,06.11.2009წ.,მუხ.1582

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29

სექტემბრის ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21

აგვისტოს ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 18

სექტემბრის ბრძანებ1349-სსმIII,№132,21.09.2007წ.,მუხ.1434

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10დეკემბრის ბრძანება№806-სსმIII,№177, 12.12.2008წ.,მუხ.1804

5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება№845-სსმIII,№186,30.12.2008წ.,მუხ.1945

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება№7-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.298

7. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება№21-სსმIII,№68,03.06.2009წ.,მუხ.749

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2009 წლის 26 აგვისტოს ბრძანება№29-სსმIII,№106,27.08.2009წ.,მუხ.1219

9 .საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2009 წლის 6 ნოემბრის  ბრძანება№39-სსმIII,№137,06.11.2009წ.,მუხ.1582

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2010 წლის 14

ივნისის ბრძანება№21-სსმIII,№71,18.06.2010წ.,მუხ.1035

11. ძალადაკარგულია- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2010 წლის 27 აგვისტოს ბრძანება№38-სსმIII,№106,27.08.2010წ.,მუხ.1602

(ამოქმედდეს 2011 წლის 1იანვრიდან)

დ ებულება

,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ”

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

1.დებულება “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ” (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების მე-8 მუხლის “ა.გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. ამ დებულებით რეგულირდება ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ “ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტისა” (შემდგომში – კანონიერების დოკუმენტი) და “ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის” (შემდგომში – წარმოშობის დოკუმენტი) გაცემისა და გამოყენების წესი.

    მუხლი 2. კანონიერებისა და წარმოშობის დოკუმენტების მიღებაზე და გაცემაზე უფლებამოსილი პირები და ორგანოები

1.წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა ლიცენზიანტზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის განკარგვის უფლების მქონე სხვა პირზე (შემდეგში – უფლებამოსილი პირის) ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ ნდობით აღჭურვილ პირზე.

2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ლიცენზიანტისგან, უფლებამოსილი პირისაგან ან/და კანონიერების დოკუმენტის მფლობელისაგან საკუთრების ნებისმიერი ფორმით იღებენ ხე-ტყეს.

3. წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (რეგიონალური სატყეო სამმართველოს) ტყის მცველის (რეინჯერის), დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსის, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უბნის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამისილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (რეგიონალური სატყეო სამმართველოს) ტყის მცველის (რეინჯერის), დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსის, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უბნის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

5. წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები არის საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ხე-ტყის კანონიერ ფლობას და გამოიყენება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ისე ხე-ტყის ექსპორტირებისას.

6. პირმა ხე-ტყის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას ან/და ექსპორტირებისას თან უნდა იქონიოს კანონიერებისა ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

7. წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვა საბუთით შეცვლა დაუშვებელია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს

ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 18 სექტემბრის

ბრძანებ1349-სსმIII,№132,21.09.2007წ.,მუხ.1434

 

 

    მუხლი 3. დებულებაში გამოყენებული ტერმინები

1. ხე-ტყე – ხის დახარისხების (დამზადების) შედეგად მიღებული სამასალე მორი ან საშეშე მერქანი.

2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია – ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, შავად ნამზადი დეტალი.

3. ხე-ტყის უკანონო პროდუქცია – ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რომელსაც არ ახლავს ხე-ტყის კანონიერების ან წარმოშობის დოკუმენტი.

4. ლიცენზიანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ფლობს ტყით სარგებლობის გენერალურ ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას.

5. ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ექსპორტი – ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 18 სექტემბრის

ბრძანებ1349-სსმIII,№132,21.09.2007წ.,მუხ.1434

    მუხლი 4. დოკუმენტის გამცემი ორგანოების უფლებამოსილება

1. დოკუმენტების გამცემი ორგანო უფლებამოსილია:

ა) გასცეს დოკუმენტები ამ დებულებით განსაზღვრული წესით;

ბ) დაადგინოს შესაბამისობა ფაქტობრივად დამზადებულ ხე-ტყესა ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციასა და დოკუმენტით განსაზღვრულ რაოდენობას შორის.

 2. დოკუმენტის გამცემი ორგანო ვალდებულია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე, თუ:

ა) არ არსებობს წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საფუძველი;

ბ) დარღვეულია ტყით სარგებლობის ან ხანძარსაწინაამღდეგო წესები, მათ შორის ტყით მოსარგებლეს შეჩერებული აქვს ტყით სარგებლობის უფლება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები ან/და დარღვეულია ტყით სარგებლობის ვადები;

გ) სახეზე არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შესაბამისობა;

დ) 4 სმ და მეტი დიამეტრის (წვრილი ბოლო) მქონე საშეშე მერქნის შემთხვევაში არ არის დაკოტრილი სიგრძით არა უმეტეს ერთ მეტრამდე;

ე) დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

3. სამასალე მორისთვის და საშეშე მერქნისთვის დოკუმენტის გაცემა ხდება ცალ-ცალკე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 18 სექტემბრის

ბრძანებ1349-სსმIII,№132,21.09.2007წ.,მუხ.1434

მუხლი 5. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების მოქმედების ვადა

1. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის ტყიდან გამოტანისა და დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის 24 საათით, სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის წარმოშობის დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან 24 საათით. სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის კანონიერების დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული 24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტის მფლობელი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციას, რომელიც სათანადო დასაბუთების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის

 ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს

ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

    მუხლი 6. დოკუმენტების გაცემის საფუძვლები

1. წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან უფლებამოსილი პირისათვის ხე-ტყის გადაცემის შესაბამისი აქტი.

2. კანონიერების დოკუმენტის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელიც სხვა პირს საკუთრების ნებისმიერი ფორმით გადასცემს ხე-ტყეს და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს

ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

    მუხლი 7. წარმოშობის დოკუმენტის გაცემა

1. წარმოშობის დოკუმენტი ლიცენზიანტზე, უფლებამოსილი პირზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ ნდობით აღჭურვილ პირზე გაიცემა ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას ხე-ტყის დატვირთვისთანავე თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ.

2. დოკუმენტის გაცემა არის აუცილებელი პირობა ტყით მოსარგებლესა და ადგილობრივ სატყეო ორგანოს შორის ფაქტობრივი ხე-ტყის მიღება-ჩაბარებისას.

3. დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი და მესამე პირი გაიცემა ლიცენზიანტზე ან უფლებამოსილ პირზე, ხოლო მეორე პირი რჩება მის გამცემ ორგანოში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაცემული დოკუმენტის პირები ინახება ლიცენზიანტთან ან უფლებამოსილ პირთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ლიცენზიანტი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხე-ტყის ტრანსპორტირების ან რეალიზაციისას თან იქონიოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული დოკუმენტის პირველი პირი, რომელიც ასევე სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს

ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის

ბრძანება№21-სსმIII,№71,18.06.2010წ.,მუხ.1035

    მუხლი 8. კანონიერების დოკუმენტის გაცემა

1. კანონიერების დოკუმენტი გაიცემა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში, წარმოშობის ან კანინიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. კანონიერების დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი და მესამე პირი გაიცემა დოკუმენტის მიმღებზე, ხოლო მეორე პირი რჩება მის გამცემ ორგანოში.“.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაცემული დოკუმენტის პირები ინახება დოკუმენტის მიმღებთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი პირი ვალდებულია ხე-ტყის ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების ან რეალიზაციისას თან იქონიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული დოკუმენტის პირველი პირი, რომელიც ასევე სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის

ბრძანება№21-სსმIII,№71,18.06.2010წ.,მუხ.1035

    მუხლი 9. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება)

1. დოკუმენტების მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ დარღვეულია ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

2. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედება წყდება:

ა) ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის საკუთრების ნებისმიერი ფორმით სხვა პირებზე გადაცემისთანავე;

ბ) ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის ექსპორტირებისთანავე.

3. კანონიერების დოკუმენტის მოქმედება წყდება:

ა) კანონიერების დოკუმენტის მფლობელის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის საკუთრების ნებისმიერი ფორმით სხვა პირებზე გადაცემისთანავე;

ბ) კანონიერების დოკუმენტის მფლობელის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის სრული ოდენობის ექსპორტირებისთანავე.

4. კანინიერებისა და წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებული ხე-ტყის არასრული ოდენობის ექსპორტისას ან არასრული ოდენობის სხვა პირზე საკუთრების ნებისმიერი ფორმით გადაცემისას დარჩენილი ხე-ტყის ოდენობისათვის დოკუმენტის მოქმედების ვადა ძალაშია, რის თაობაზეც დოკუმენტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

5. ამ მუხლში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება აღირიცხება ამ დებულების მე-2 მუხლის 3-4 პუნქტებით განსაზღრულ წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს

ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

    მუხლი 10. დოკუმენტის ფორმა

წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების ფორმები დადგენილია წინამდებარე დებულების დანართი 1-ით და დანართი 2-ით.

    მუხლი 11. დოკუმენტის შევსების წესი

1. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების ფორმა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომლის შემუშავების, დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს “მკაცრი აღიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონი.

2. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების ფორმა ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, მელნით ან ბურთულიანი კალმით და სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლში მოყვანილი შემთხვევისა. ნებისმიერი ჩანაწერის გადასწორება დასტურდება ამ დებულების მე-2 მუხლის 3-4 პუნქტებით განსაზღრული უფლებამოსილი პირის შესაბამისი ხელმოწერით.

3. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტის გაცემა დადასტურდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღრული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დარტყმით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დოკუმენტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის გამცემ პირს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 18 სექტემბრის

ბრძანებ1349-სსმIII,№132,21.09.2007წ.,მუხ.1434

    მუხლი 12. ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ექსპორტი

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის მფლობელს განზრახული აქვს ხე-ტყის და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ექსპორტირება, ეს უკანასკნელი წერილობითი განცხადებით მიმართავს დოკუმენტის გაცემაზე ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით უფლებამოსილ ორგანოს, რის თაობაზეც დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო აკეთებს ჩანაწერს (“ექსპორტისათვის”) დოკუმენტის ფორმაში, რასაც ადასტურებს ხელმოწერით და ბეჭდის დარტყმით.

    მუხლი 13. დოკუმენტის აღრიცხვის მოთხოვნები

1. დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მისი გაყალბება ისჯება კანონით.

2. დოკუმენტის მიღების, გაცემისა და ხარჯვის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ ჟურნალში, დოკუმენტის გამცემ და მიმღებ ორგანოში.

     3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოებისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირზე დოკუმენტის ფორმები გაიცემა (ასევე გაფუჭებული ან გაუქმებული ბრუნდება) შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით.

4. დოკუმენტების აღიცხვის, შენახვის და განადგურების წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და “მკაცრი აღიცხის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 18 სექტემბრის

ბრძანებ1349-სსმIII,№132,21.09.2007წ.,მუხ.1434

დანართი 1

ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი

დოკუმენტი

სერია №00  0000

 

1. გაცემის დრო და თარიღი: ––––– სთ. ––––––– წთ. “–––––––“ “–––––––––––––––“ 200  წ.

2. დოკუმენტის გამცემი ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სატყეო მეურნეობის დასახელება)

3. სატყეო უბანი - - - - - - - - - - - -- კვარტალი №- - - - - - ლიტერი №- - - -- ან ხე-ტყის

 განთავსების სხვა ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ტყით მოსარგებლე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი)

5. ტყის ჭრის ან/და ხე-ტყის გაცემის საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ლიცენზიის ან ხე-ტყის გადაცემის შესაბამისი აქტის ნომერი №)

6. ტყის ჭრის სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პროდუქცია)

  მოცულობა (კბმ.)  ერთეულის ფასი (ლარებში) თანხა სულ (ლარებში)

 

სახეობა

(ჯიში)

სორტიმენტი (ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია)

მოცულობა

(კბმ.)

ერთეულის ფასი (ლარებში)

თანხა სულ (ლარებში)

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადახდილია თანხა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(საგადასახადო დავალებით ან სალაროს შემოსავლის ორდერი)

 

დოკუმენტი გასცა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მიიღო - - - - - - - - - - -

                                     (თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა)                     (ხელმოწერა)

     

დანიშნულება - - - - - - - - - - - - - - -                      ბ.ა.

 

შენიშვნა: ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენეტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის “––––“ “–––––––––“ №––––– ბრძანებით დამტკიცებული “ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ. მრგვალი მორის ტრანსპორტირებისას მორის გადანაჭრელზე დოკუმეტის გამცემი ორგანოს მიერ შავი საღებავით (გარკვევით) ეწერება მორის წვრილი თავის დიამეტრი სანტიმეტრებში და მორის სიგრძე მეათედი მეტრის სიზუსტით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის

ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს

ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

დანართი 2

ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი

დოკუმენტი

სერია  № 0000

1. გაცემის თარიღი “–––––––” “–––––––––––––––” 200  წ.

2. დოკუმენტის გამცემი ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. სატყეო უბანი ––––––––––––––– კვარტალი № –––––––––––––––– ლიტერი № ––––––– ან ხე-ტყის განთავსების სხვა ადგილი –––––––––––––––––

4. ხე-ტყის მიმღები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ხ.წ.დ.დ.-ის გაცემის თარიღი და № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ინდ. მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება)

6. ტყის ჭრის ან/და ხე-ტყის გაცემის საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––

ჭრის სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ლიცენზიის ან ხე-ტყის გადაცემის შესაბამისი აქტის ნომერი)

 

    

სახეობა

(ჯიში

მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა სორტიმენტის მიხედვით (კბმ.)

ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (კბმ.)

1

2

3

სულ

 

 

 

 

    

 

დოკუმენტი გასცა –––––––––––––––––––––––––––––––––  მიიღო –––––––––––––––––––––––

                                 (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)                            (ხელმოწერა)

         

 

დანიშნულება –––––––––––––––––––––––––––                     ბ.ა.

 

შენიშვნა: ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის ნედლეულის გაყიდვისას ამ დანართის ცხრილში მე-2 და მე-3 გრაფები ივსება იდენტური ოდენობის ამსახველი ციფრებით; ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის გაყიდვისას დანართის ცხრილში მე-2 გრაფა ივსება ხე-ტყის ნედლეულის პირველადი მოცულობის ამსახველი ციფრებით, ხოლო გასაყიდი პროდუქციის მოცულობა აისახება მე-3 გრაფაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის

ბრძანება№389-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1272

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს

ბრძანებ745-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1551

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №380, 22.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.007730 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1123826-11/