1. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცებამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
2. (ამოღებულია).
3. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისათვის პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა.
5. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი.
6. 2010 წლის 1 დეკემბრამდე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1023
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის განცხადებით მიმართვისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისათვის განცხადებით მიმართვის დროებითი წესი [მუხლი 47. სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის განცხადებით მიმართვისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისთვის განცხადებით მიმართვის დროებითი წესი (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] 1. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცებამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“. 2. (ამოღებულია). 3. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისათვის პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა. 5. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი. 6. 2010 წლის 1 დეკემბრამდე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-335(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
…საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით კანონმდებელი ადგენს მოიჯარის ვალდებულებას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული…
- საქმე №ას-1032-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2023
…გადაწყვეტილების მიმართ აპელანტის პრეტენზიას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ბ.ჯ–ვას კეთილსინდისიერების თაობაზე და რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 ნაწილი, როდესაც მიიჩნია, რომ უძრავი ქონების აუქციონზე გატანის მოთხოვნით, მოსარჩელემ დაკარგა იჯარის უფლება.
- საქმე №ბს-896(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
…შესახებ, რომ აუქციონში გამარჯვებული პირისათვის აუქციონის შედეგად უძრავ ნივთზე მოპოვებული უფლების გაუქმების წესს დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს, თუმცა აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობას არ ქმნის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 47.5 მუხლის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი.
- საქმე №ბს-615(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
- საქმე №ბს-748(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2020
…ადმინისტრაციულ აქტს (ობიექტის პრივატიზების ფორმების შესახებ), ახორციელებს საჯარო მოქმედებებს (რეალაქტებს) (მაგ. განცხადებების მიღება, შედეგების შეჯამება, ობიექტის გადაცემა და სხვ.). "სახელმწიფო ქონების შესახებ" 21.07.10წ. კანონის 47.5 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი.
- საქმე №ბს-339(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
- საქმე №ბს-1285(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
- საქმე №ბს-366-355(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2015
- საქმე №ბს-708-693(3კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2013
- საქმე №ბს-1296-1281(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2012
- საქმე №330310016001284053 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330310016001304652 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №330310115754716 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2018
- საქმე №140310019002950702 · გორის რაიონული სასამართლო · 25.06.2019
- საქმე №330310017002148214 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება