ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.12.2010 ბოლო ცვლილება 09.08.2023
ნომერი
№398/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 07/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №398/ნ

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
 დამტკიცდეს:
ა) ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი (დანართი 1);
ბ) ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი 2).

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე

დანართი 1

ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. წინამდებარე წესი ადგენს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) სავალდებულო შეტყობინების წესსა და პირობებს.
2. სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 63​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება, გარდა სტომატოლოგიური საქმიანობისა.
3. შეტყობინებას ექვემდებარება როგორც საქმიანობის დაწყება, ისე გაუქმება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-67/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 2. შეტყობინების ფორმის შევსების წესი
1. შეტყობინების ფორმა (დანართი №1​1) ივსება შემდეგი სახით:
 2. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – მიეთითება: იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული დასახელება, სამართლებრივი ფორმა, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი.
 3. რეკვიზიტები – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა.
 4. რეგისტრაციის ადგილი, თარიღი და ნომერი – მიეთითება იურიდიული/ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილი, ნომერი და თარიღი.
  5. უფლებამოსილი პირი – მიეთითება უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა.
 6. ინფორმაცია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების შესახებ – აღნიშნება შესაბამისი საქმიანობ(ებ)ის გრაფა. გაუტკივარებით ინვაზიური ჩარევების განხორციელების შემთხვევაში მიეთითება შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა/საქმიანობები.
 7. შეტყობინების ფორმას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი, მიუთითებს შევსების თარიღს და ამოწმებს ბეჭდით.

    მუხლი 3. შეტყობინების წარმოდგენის წესი
1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს მიაწოდოს დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული შეტყობინების ფორმა.
2. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 63​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას (გარდა სტომატოლოგიური საქმიანობისა), ვალდებულია, ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს შეტყობინება დადგენილი წესის შესაბამისად.
3. შეტყობინება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც.
4. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია ასახოს რეესტრში.

(დანართი 1​1)

შეტყობინების ფორმა

 

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი _______________________________________

______________________________________________________________________________

    სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი

 

რეკვიზიტები _________________________________________________________________

                                                               მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა

 

რეგისტრაციის ადგილი, თარიღი, № ____________________________________________

 

უფლებამოსილი პირი _________________________________________________________

                                                                                                            სახელი, გვარი

 ______________________________________________________________________________

ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა

 

ინფორმაცია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის შესახებ

 

○  სამედიცინო საქმიანობები, რომელიც მოითხოვს ინვაზიურ ჩარევას გაუტკივარებით:

____________________________________________________________________________

​ 

____________________________________________________________________________

○ დერმატო-ვენეროლოგია;

 

○ სამედიცინო რადიოლოგია;

 

○ დიალიზი;

 

○ ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული საქმიანობა (მათ შორის, ივ/შიდსთან

 დაკავშირებული);

 

○ ფთიზიატრია.

 

6. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                                              ბ. ა.

 

შეტყობინების შევსების თარიღი                                    „---------” „-----------------” 201_ წ

 

დანართი 2

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1

1. წინამდებარე წესი ადგენს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 63​1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრის წარმოების წესს.
2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-67/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

   მუხლი 2
1. სააგენტო ვალდებულია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან, შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში რეესტრში ასახოს ინფორმაცია საქმიანობის წარმოების ან გაუქმების თაობაზე.
2. რეესტრში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი; ფაქტობრივი მისამართი;
ბ) რეგისტრაციის მონაცემები – რეგისტრაციის ადგილი, თარიღი და ნომერი;
გ) სამედიცინო საქმიანობა/საქმიანობები, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად ეწევა სამედიცინო დაწესებულება;
დ) დამატებითი ინფორმაცია რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
ე) შეტყობინების მიღების თარიღი.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრში შეტანილი ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.    

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, №398/ნ, 07.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1128167-1/