ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.12.2010 ბოლო ცვლილება 09.08.2023
ნომერი
№398/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 07/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №398/ნ

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

 მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

დამტკიცდეს:
ა) ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი (დანართი 1);
ბ) ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი 2).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე

დანართი 1

ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. წინამდებარე წესი ადგენს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) სავალდებულო შეტყობინების წესსა და პირობებს.
2. სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის (საქმიანობების) განხორციელება.
3. შეტყობინებას ექვემდებარება როგორც საქმიანობის დაწყება, ისე გაუქმება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-67/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 20.02.2014წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-72/ნ- ვებგვერდი, 23.10.2019წ.


მუხლი 2. შეტყობინების ფორმის შევსების წესი
შეტყობინების ფორმა (დანართი 1​1) ივსება შემდეგი სახით:
ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – მიეთითება: იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი,  გვარი, პირადი ნომერი;
ბ) რეკვიზიტები – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი,  ელ.ფოსტა, სხვა);
გ) უფლებამოსილი პირი – მიეთითება უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სხვა);
დ) ინფორმაცია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების შესახებ – აღინიშნება შესაბამისი საქმიანობის/საქმიანობების გრაფა;
ე) შეტყობინების ფორმას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი, მიუთითებს შევსების თარიღს და ამოწმებს ბეჭდით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 20.02.2014წ.

 

მუხლი 3. შეტყობინების წარმოდგენის წესი
1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს მიაწოდოს დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული შეტყობინების ფორმა.
2. ის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 2014 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით არ ექვემდებარებოდა მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიწოდების შეტყობინების ვალდებულებას, 2014 წლის 1 მაისამდე ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი შეტყობინება ამ წესის შესაბამისად.
3. შეტყობინება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც.
4. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია ასახოს რეესტრში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 20.02.2014წ.

დანართი 1​1  

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 20.02.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 30.07.2015წ.

შეტყობინების ფორმა

 

1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი

 

 

 

 (აღინიშნება:  სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი)

 

2. რეკვიზიტები

 

 

(აღინიშნება: მომსახურების მიწოდების ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ. ფოსტა, სხვ.)

 

3. საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი № __________________________________

 

4. უფლებამოსილი პირი

                                                                            სახელი, გვარი, პირადი ნომერი

 

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სხვ.)

 

  5.  ინფორმაცია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/საქმიანობების შესახებ:

  დაწყება                                                                                             დასრულება

° სტომატოლოგია                                                                             ° სტომატოლოგია

   ------------------------------------                                                         ------------------------------------

   ------------------------------------                                                         ------------------------------------       

° ქირურგია    (ყველა პროფილის, მ.შ.                                     ° ქირურგია (ყველა პროფილის, მ.შ.

    ოფთალმოლოგია)                                                                  ოფთალმოლოგია) 

  ------------------------------------                                                         ------------------------------------

   ------------------------------------                                                         ------------------------------------

   ------------------------------------                                                         ------------------------------------

   ------------------------------------                                                         ------------------------------------

° მეანობა - გინეკოლოგია                                                                   ° მეანობა - გინეკოლოგია

° გადაუდებელი სამედიცინო                                                          ° გადაუდებელი სამედიცინო

დახმარება (Emergency)                                                                 დახმარება (Emergency)

° დერმატოვენეროლოგია (მ.შ.                                                     ° დერმატოვენეროლოგია (მ.შ.

   დერმატოკოსმეტოლოგია)                                                           დერმატოკოსმეტოლოგია)

° რადიოლოგია                                                                               ° რადიოლოგი

(გარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა)                                    (გარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა)

 ------------------------------------                                                                ------------------------------------                                                                                                                               

  ----------------------------------                                                                   ------------------------------------
                                                        

           ° დიალიზი                                                                                   ° დიალიზი

° ინფექციურ დაავადებებთან                                                 ° ინფექციურ დაავადებებთან                                                           

(მათ შორის,  აივ ინფექციასთან/შიდსთან)                   (მათ შორის, აივ ინფექციასთან/შიდსთან)

  დაკავშირებული საქმიანობა                                               დაკავშირებული  საქმიანობა              

                                                                                                                                

     ° ფთიზიატრია                                                                                    ° ფთიზიატრია

     ° ენდოსკოპია                                                                                       ° ენდოსკოპია

      ° იმუნიზაცია                                                                                       ° იმუნიზაცია

     ° ოფთალმოლოგიური სერვისის ფარგლებში                             ° ოფთალმოლოგიური სერვისის ფარგლებში

       ორგანოს, ორგანოთა   ნაწილების, ქსოვილებისა და                   ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და

       უჯრედების აღება და/ან შენახვა და/ან გადანერგვა                     უჯრედების აღება და/ან შენახვა და/ან გადანერგვა

 

 ° ლაბორატორია (ლაბორატორიული სერვისის                                ° ლაბორატორია (ლაბორატორიული სერვისის

     მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს                                            მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს

     ადამიანის ბიოლოგიური მასალის                                                     ადამიანის ბიოლოგიური მასალის

    ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას)                                                     ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას)

   ------------------------------------                                                     ------------------------------------   

   ------------------------------------                                                    ------------------------------------     

   ------------------------------------                                                    -----------------------------------

   ------------------------------------                                                    ------------------------------------   

 

6. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                                              ბ. ა.

 

   შეტყობინების შევსების თარიღი   

 

„---------” „-----------------” 20 _ წ

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №01-20/ნ - ვებგვერდი, 30.05.2016წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 06.12.2016წ.

დანართი 2

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრის წარმოების წესი

 მუხლი 1

1. წინამდებარე წესი ადგენს „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებით განსაზღვრული, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრის წარმოების წესს.

2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-67/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 20.02.2014წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-72/ნ- ვებგვერდი, 23.10.2019წ.

 

მუხლი 2
1. სააგენტო ვალდებულია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან, შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში რეესტრში ასახოს ინფორმაცია საქმიანობის წარმოების ან გაუქმების თაობაზე.
2. რეესტრში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) მომსახურების მიწოდების ფაქტობრივი მისამართი;
გ) სამედიცინო საქმიანობა/საქმიანობები, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად ეწევა სამედიცინო დაწესებულება;
დ) დამატებითი ინფორმაცია რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
ე) შეტყობინების მიღების თარიღი.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრში შეტანილი ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 20.02.2014წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, №398/ნ, 07.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1128167-6/