საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.12.2000 ბოლო ცვლილება 03.12.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№523
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 19/12/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №523

2000 წლის 12 დ ე კემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე სტრუქტურულ გარდაქმნათა პროგრამის შესრულების ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შემდგომი სრულყოფა, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაცი ათა მომსახურე სუბიექტებ ის მიმართ არსებულ დავალიანებათა შემცირება, მათი შემდგომი ზრდის თავიდან აცილებ ა. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივლისის №725 განკარგულების მიხედვით ხაზინას კანონმდებლობით უნდა მიეცეს დარგობრივი სამინისტროების მიერ 5000 ლარზე მეტი თანხის შესახებ დადებული კონტრაქტების შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებათა აღრიცხვისა და კონტროლის საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრი ს ბრძან ე ბულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) შეისწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებული ვალდებულებები და შეადგინოს მათი დაფარვის გრაფიკი.

2. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მომსახურე სუბიექტებთან ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში თანხის მინიმალური ოდენობის (5000 ლარი) ზემოთ გაფორმებული ხელშეკრულებები გაატარონ რეგისტრაციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრი ს ბრძან ე ბულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62

3. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების შესრულების ვადისათვის ორგანიზაციისათვის საბიუჯეტო ხარჯების გეგმური განწერით ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრი ს ბრძან ე ბულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62

4. დარგობრივი სამინისტროების მიერ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე (5,0 ათასი ლარი) ზემოთ დადებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაცია ხაზინაში სავალდებულოა მხოლოდ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შემდეგი მუხლებისათვის:

ა) სხვა საქონელი და მომსახურება (კომუნალურის გარდა);

ბ) სუბსიდიები;

გ) კაპიტალური ხარჯები;

დ) პროგრამული ხარჯები.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრი ს ბრძან ე ბულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62

5. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და მომსახურე სუბიექტებს შორის გაფორმებული და ხაზინაში რეგისტრირებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მიხედვით სახაზინო სამსახური ადგენს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკს შემოსავლების ყოველთვიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრი ს ბრძან ე ბულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62

6. სახაზინო სამსახურს უფლება აქვს გადაავადოს ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციაზე, თუ განაღდების მომენტისათვის საპროგნოზო მაჩვენებლები არ იძლევა მისი დაფარვის საშუალებას.

7. ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით.

8. 2000 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. თბილისის №1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების, №2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, №3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და №5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურე ხაზინები.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს საოპერაციო და საანგარიშსწორებო ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ უწყებებსა და დაწესებულებებს.

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე მუდმივი რეზერვის სახით იყოს სულ ცოტა 0,5 მლნ ლარი, რომლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრი ს ბრძან ე ბულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №523, 12.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114406-1/