საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
2000 წლის 12 დ ე კემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე სტრუქტურულ გარდაქმნათა პროგრამის შესრულების ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შემდგომი სრულყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაცი ათა მომსახურე სუბიექტებ ის მიმართ არსებულ დავალიანებათა შემცირება, მათი შემდგომი ზრდის თავიდან აცილებ ა. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივლისის №725 განკარგულების მიხედვით ხაზინას კანონმდებლობით უნდა მიეცეს დარგობრივი სამინისტროების მიერ 5000 ლარზე მეტი თანხის შესახებ დადებული კონტრაქტების შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებათა აღრიცხვისა და კონტროლის საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) შეისწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებული ვალდებულებები და შეადგინოს მათი დაფარვის გრაფიკი.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მომსახურე სუბიექტებთან თანხის მინიმალური ოდენობის ზემოთ გაფორმებული ხელშეკრულებები გაატარონ რეგისტრაციაში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების დაფარვის ვადისათვის ორგანიზაციის შესაბამისი ხარჯვითი მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელს.
4. დარგობრივი სამინისტროების მიერ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე (5,0 ათასი ლარი) ზემოთ დადებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაცია ხაზინაში სავალდებულოა მხოლოდ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შემდეგი მუხლებისათვის:
ა) სხვა საქონელი და მომსახურება (კომუნალურის გარდა);
ბ) სუბსიდიები;
გ) კაპიტალური ხარჯები.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და მომსახურე სუბიექტებს შორის გაფორმებული და ხაზინაში რეგისტრირებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მიხედვით სახაზინო სამსახური ადგენს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკს შემოსავლების ყოველთვიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.
6. სახაზინო სამსახურს უფლება აქვს გადაავადოს ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციაზე, თუ განაღდების მომენტისათვის საპროგნოზო მაჩვენებლები არ იძლევა მისი დაფარვის საშუალებას.
7. ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით.
8. 2000 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. თბილისის №1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების, №2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, №3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და №5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურე ხაზინები.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს საოპერაციო და საანგარიშსწორებო ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ უწყებებსა და დაწესებულებებს.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე მუდმივი რეზერვის სახით იყოს სულ ცოტა 0,5 მლნ ლარი, რომლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
ე. შევარდნაძე
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
2000 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე სტრუქტურულ გარდაქმნათა პროგრამის შესრულების ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შემდგომი სრულყოფა, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებულ დავალიანებათა შემცირება, მათი შემდგომი ზრდის თავიდან აცილება. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივლისის №725 განკარგულების მიხედვით ხაზინას კანონმდებლობით უნდა მიეცეს დარგობრივი სამინისტროების მიერ 5000 ლარზე მეტი თანხის შესახებ დადებული კონტრაქტების შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებათა აღრიცხვისა და კონტროლის საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62
„საჯარო სამსახურის შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე სტრუქტურულ გარდაქმნათა პროგრამის შესრულების ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შემდგომი სრულყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებულ დავალიანებათა შემცირება, მათი შემდგომი ზრდის თავიდან აცილება. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივლისის №725 განკარგულების მიხედვით ხაზინას კანონმდებლობით უნდა მიეცეს დარგობრივი სამინისტროების მიერ 5000 ლარზე მეტი თანხის შესახებ დადებული კონტრაქტების შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებათა აღრიცხვისა და კონტროლის საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) შეისწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებული ვალდებულებები და შეადგინოს მათი დაფარვის გრაფიკი.
2. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მომსახურე სუბიექტებთან ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით 5000 (ხუთი ათასი) ლარზე ზევით, ერთჯერადი ფულადი ვალდებულების აღება თითოეულ მხარესთან განახორციელონ მხოლოდ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე და გაატარონ რეგისტრაციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №511 - სსმ III, №133, 18.12.2001 წ., მუხ.953
21. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმებასა და პირობებზე პასუხისმგებელია საბიუჯეტო ორგანიზაცია და მომსახურე სუბიექტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №511 - სსმ III, №133, 18.12.2001 წ., მუხ.953
3. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების შესრულების ვადისათვის ორგანიზაციისათვის საბიუჯეტო ხარჯების გეგმური განწერით ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62
2. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მომსახურე სუბიექტებთან თანხის მინიმალური ოდენობის ზემოთ გაფორმებული ხელშეკრულებები გაატარონ რეგისტრაციაში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების დაფარვის ვადისათვის ორგანიზაციის შესაბამისი ხარჯვითი მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელს.
4. დარგობრივი სამინისტროების მიერ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე (5,0 ათასი ლარი) ზემოთ დადებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაცია ხაზინაში სავალდებულოა მხოლოდ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შემდეგი მუხლებისათვის:
ა) სხვა საქონელი და მომსახურება (კომუნალურის გარდა);
ბ) სუბსიდიები;
გ) კაპიტალური ხარჯები;
დ) პროგრამული ხარჯები.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62
5. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და მომსახურე სუბიექტებს შორის გაფორმებული და ხაზინაში რეგისტრირებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მიხედვით სახაზინო სამსახური ადგენს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკს შემოსავლების ყოველკვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №511 - სსმ III, №133, 18.12.2001 წ., მუხ.953
გ) კაპიტალური ხარჯები.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და მომსახურე სუბიექტებს შორის გაფორმებული და ხაზინაში რეგისტრირებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მიხედვით სახაზინო სამსახური ადგენს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკს შემოსავლების ყოველთვიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.
6. სახაზინო სამსახურს უფლება აქვს გადაავადოს ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციაზე, თუ განაღდების მომენტისათვის საპროგნოზო მაჩვენებლები არ იძლევა მისი დაფარვის საშუალებას.
61. შეუსრულებელი ვალდებულებების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), რომელიც ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად ექვემდებარება რეგისტრაციას, გაითვალისწინონ მუხლი, რომლის შესაბამისადაც იგი ძალაში შევა მხოლოდ სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №511 - სსმ III, №133, 18.12.2001 წ., მუხ.953
7. ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით.
8. 2000 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. თბილისის №1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების, №2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, №3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და №5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურე ხაზინები.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს საოპერაციო და საანგარიშსწორებო ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ უწყებებსა და დაწესებულებებს.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე მუდმივი რეზერვის სახით იყოს სულ ცოტა 0,5 მლნ ლარი, რომლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №16 - სსმ III, №7, 23.01.2001 წ., მუხ.62
2. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №511 - სსმ III, №133, 18.12.2001 წ., მუხ.953
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 12.12.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №523. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.05.002.001..
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2004.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №523, 12.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114406/