სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2010 ძალადაკარგული 07.08.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.120.000305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 18/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.35.120.000.305

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 4 აგვისტო

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ“ქვეპუნქტისა და 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ქვეპუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

დამტკიცდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი (დანართი№1) .

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი

შეტანილი ცვლილებები :

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20 - სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

დანართი №1

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179

თავი I

ზოგადი ნაწილი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. იგი არეგულირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე აუქციონის, ხოლო სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ორგანიზების წესსა და პირობებს.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით, იღებს გადაწყვეტილებებს:

ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ.

3. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა ექვემდებარება ქონების კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს.

4. საჯარო- სამართლებრივი, არქიტექტურულ- გეგმარებითი და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა ცალკეული კატეგორიების ქონების მიმართ, ძალაში რჩება მისი განკარგვის შემდეგაც, რაც აღნიშნულ უნდა იქნეს ქალაქ- გეგმარებით და საკადასტრო გეგმებზე, რომელიც გამოიყენება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.

    მუხლი 2. ქონების განკარგვის კომისიის ორგანიზება

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის-პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზებას ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის კომისია (შემდგომში – კომისია) კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქმნის ქონების განკარგვის კომისიას.

2. კომისიაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.

3. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრი, ხოლო კომისიის წევრთაგან, კომისიის აუქციონატორს, რეგისტრატორს და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე .

4. კომისია შედგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგობის მიწისა და ქონების საკითხების, სივრცით-ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების, სამართლებრივი სფეროსა და საფინანსო და ეკონომიკური სამსახურების წარმომადგენლებისაგან.

5. კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისას. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია დასაბუთებული მიზეზით დაითხოვოს კომისიის წევრი.

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა პასუხისმგებელია კომისიის მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე.

7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

8. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

9. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თითოეულ წევრს გააჩნია უფლება წერილობით დაურთოს ოქმს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში.

10. კომისიის არც ერთ წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს საკუთრებაში გაცემაზე აუქციონის, ხოლო სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის დროს კენჭისყრაში, თუ:

ა) დაინტერესებული მხარე არის ოჯახის წევრი ;

ბ) დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან გასული სამი წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო ფინანსური გარიგებებით ან სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად.

გ) გარდა „ა“და „ბ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა, ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრებზე მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომლებსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179

თავი II

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის წესი და ფორმები

    მუხლი 3. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის მიზანი

1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით –  საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ მყიდველს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

3. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყის ფასს კომისია (გამყიდველის) განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დადგენილი საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის ოდენობის შესაბამისად.

4. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.

5. აუქციონი ცხადდება, კომისიის მიერ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე .

6. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ ( მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 4. აუქციონის ორგანიზება

1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს კომისია.

2. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

3. კომისია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.

4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) კომიის დასახელებას ;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ( აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს ( მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. აქციების ან აქციათა პაკეტის ( წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) სააქციო საზოგადოების ( შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის ( წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.

6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას.

8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას კომისიის მიერ ივსება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179

    მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და კომისიის მიერ დადგენილ საათამდე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პიროებებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.

ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კომისიის მიერ მითითებულ ანგარიშზე). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასის 30%-ზე ნაკლები.

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. მონაწილე, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს “აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში’’, იტოვებს წამოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 6. აუქციონის ჩატარების წესი

1 აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია, რომელიც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმათველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, რომელიც შეივსება აუქციონის დამთავრების შემდეგ, წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდებათ და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

9​1. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის სხვა წესი ან/და პირობები (გარდა იმისა, რაც აღნიშნულია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში), აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 7. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი

1. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

1​1. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის ჩატარების მიმართ გამოიყენება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესით “ დადგენილი პირობები.

3. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

4. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

5. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

6. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

7. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

8. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

9. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

10. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

11. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

12. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ანგარიშსწორების წესი

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.

2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საფასური. ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან იმ ვადის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს აუქციონის ჩატარებიდან.

2​1. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საფასური. ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან იმ ვადის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს აუქციონის ჩატარებიდან.

3. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

5. (ამოღებული ა - 24.02.2011, №9).

6. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

7. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

8. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

9. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .

10. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

10​1. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

12. ამ წესის მიზნებისათვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრივატიზებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 9. (ამოღებულია - 05.10.2010, №41)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში

1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე 6 თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე, სამტრედიის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

3. მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები შესრულებულად ითვლება მათი დადსტურების მომენტიდან.

5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1 %, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 %, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.

6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 11. ქონების პირდაპირი წესით განკარგვა

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე _ საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

2. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტს (გამყიდველს) შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 12. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

    მუხლი 13. პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობა

1. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. პრივატიზებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

თავი III

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი და ფორმები

    მუხლი 14. სარგებლობაში გადაცემის შესახებ ზოგადი დებულებები

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.

3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.

4. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).

5. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აღინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 15. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა

1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:

ა) აღნაგობა;

ბ) უზუფრუქტი;

გ) ქირავნობა;

დ) იჯარა;

ე) თხოვება;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.

2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადაეცემა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 16. ქონების აუქციონის წესით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება

1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს კომისია გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 17. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები

1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.

2. ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირი სათანადო განაცხადს წარუდგენს კომისიას. გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე, წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

3. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).

4. აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ქონების სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ის პირი, ხოლო იურიდიული პირის (ორგანიზაციის) შემთხვევაში იმ იურიდიული პირის (ორგანიზაციის) უფლებამოსილი პირი (წარმომადგენელი), რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.

5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტს (თვითმმართველ ერთეულს) იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 18. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა

1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.

2. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 18​1. ქონების უზუფრუქტის უფლებით გადაცემა

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის უძრავი ნივთი პირს გადაეცემა სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. უზუფრუქტით გადაცემული ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტი ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 19. ქონების ქირავნობა

1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე , თუ:

ა) დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად , დაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას ქმნის;

ბ) დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 20. ქონების იჯარა

1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.

2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ ის, მის სანაცვლოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.

3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო.

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:

ა) მოიჯარე, მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;

ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 21. ქონების თხოვება

1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.

3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 22. ქონების აუქციონის წესით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება

1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემის მიზანია ქონება სარგებლობაში გადაეცეს იმ პირს, რომელიც კომისიას ყველაზე მაღალ ქირას შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – ქონება სარგებლობაში გადაეცეს იმ პირს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და კომისიას ყველაზე მაღალ ქირას შესთავაზებს.

    2. აუქციონი ცხადდება კომისიის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე.

    3. კომისია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.

   4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

   ა) კომისიის დასახელებას;

   ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

   გ) ქონების დასახელებას;

   დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;

   ე) ბეს , ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს;

   ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

  ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც კონკრეტული შემთხვევისათვის იქნება აუცილებელი.

5. შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ქირის 30%-ზე ნაკლები.

6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.

7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ქირის გადახდის შეთავაზება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 23. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის სარგებლობაში მიღებაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პიროს შემთხვევაში);

დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. მონაწილე, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს “აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წამოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების მოსარგებლედ (მფლობელად);

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 24. აუქციონის ჩატარების წესი.

1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერი შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტეზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის ქირას, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია, რომელიც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ქირის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ვაჭრობის მიმდინარეობისას დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ქირიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ქირაზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის. თუ ქირის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ქირის ოდენობა, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ქირის ოდენობას. ქირის ოდენობის სამჯერ გამოცხადებისა და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ქირის ოდენობა შესთავაზა.

6​1. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა (სარგებლობაში გადაცემა), სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი ქირით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის (სარგებლობაში გადაცემის) შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ქირა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიცა სარგებლობაში, ქირა შეიძლება კიდევ შემცირდეს.

6​2. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის ფორმით განკარგვისას კომისიის მიერ ივსება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი, რომელიც წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, რომელიც შეივსება აუქციონის დამთავრების შემდეგ, წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად , მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდებათ და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

10. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის სხვა წესი ან/და პირობები (გარდა იმისა, რაც აღნიშნულია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში), აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

10​1. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პერიოდულად გადასახდელი ქირის პირველი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად , მას შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

10​2. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 25. პირდაპირი წესით ქონების სარგებლობის უფლებით ორგანიზება

1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.

2. პირადაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს კომისიას და წარუდგენს:

     ა) განცხადებას;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ( პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

გ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).” ;

დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვილ იქნეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების გათვალისწინებით.

3. კომისია იხილავს შემოსულ განცხადებას 30 კალენდარული დღის ვადაში, შეიმუშავებს პირობებს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, რის შემდეგაც გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე, წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.

    მუხლი 26. გარიგებათა გაფორმების წესი

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შეთანხმებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და იმ პირს შორის, ვისაც სარგებლობაში გადაეცა ქონება, იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ის პირი, ვისაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემისას სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.

3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.

4. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).

5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება პირს გადაეცემა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ხოლო თუ სარგებლობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 27. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა

1. ქონების მიმღები (მოსარგებლე) ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. ქონების მიმღები (მოსარგებლე) პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს (მოსარგებლეს) ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს (მოსარგებლეს) ეკისრება პირგასამტეხლო, კერძოდ:

ა) ქირის თანხის გადუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179

    მუხლი 28. დავათა განხილვის წესი

სამტრედიის მუნიციპალიტეტს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვით წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, №14, 04.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.120.000305 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155175-2/