სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.35.120.000.305
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 4 აგვისტო
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესი (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესი
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. იგი არეგულირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე აუქციონის, ხოლო სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ორგანიზების წესსა და პირობებს.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით, იღებს გადაწყვეტილებებს:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ.
3. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა ექვემდებარება ქონების კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს.
4. საჯარო-სამართლებრივი, არქიტექტურულ-გეგმარებითი და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა ცალკეული კატეგორიების ქონების მიმართ, ძალაში რჩება მისი განკარგვის შემდეგაც, რაც აღნიშნულ უნდა იქნეს ქალაქ-გეგმარებით და საკადასტრო გეგმებზე, რომელიც გამოიყენება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.
მუხლი 2. ქონების განკარგვის კომისიის ორგანიზება
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვას, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის კომისია (შემდგომში – კომისია) კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქმნის ქონების მართვისა და განკარგვის კომისიას.
2. კომისიაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.
3. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან/ გამგებლის მოადგილე, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრი, ხოლო კომისიის წევრთაგან, კომისიის აუქციონატორს, რეგისტრატორს და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისია შედგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგობის მიწისა და ქონების საკითხების, სივრცით-ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების, სამართლებრივი სფეროსა და საფინანსო და ეკონომიკური სამსახურების წარმომადგენლებისაგან.
5. კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისას. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია დასაბუთებული მიზეზით დაითხოვოს კომისიის წევრი.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა პასუხისმგებელია კომისიის მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე.
7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თითოეულ წევრს გააჩნია უფლება წერილობით დაურთოს ოქმს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში.
10. კომისიის არც ერთ წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს საკუთრებაში გაცემაზე აუქციონის, ხოლო სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის დროს კენჭისყრაში, თუ:
ა) დაინტერესებული მხარე არ არის ოჯახის წევრი;
ბ) დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან გასული სამი წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო ფინანსური გარიგებებით ან სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად.
გ) გარდა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა, ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრებზე მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომლებსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის წესი და ფორმები
მუხლი 3. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის მიზანი
1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში კომისიას (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით_საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. კომისიას, საკრებულოს თანხმობით, შეუძლია შეასრულოს გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც კომისია მიანიჭებს სათანადო უფლებამოსილებას.
3. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი კომისიის (გამყიდველის) მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად.
4. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
5. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 4. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს კომისია.
2. იმ შემთხვევაში, როცა კომისია აუქციონის ორგანიზატორის ფუქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენლის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.
3. კომისია, “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში და შესაძლებელია სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კომისიის (გამყიდველის) დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას.
8. კომისია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელით, ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას).
მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან 30-ე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კომისიის (გამყიდველის) მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილე, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს “აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში’’, იტოვებს წამოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 6. აუქციონის ჩატარების წესი
1 აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია (გამყიდველი)).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმათველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 7. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდა 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამოტანილი ან ქონების პრივატიზების პროცესის ერთი წლით გაგრძელების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, აღნიშნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი.
2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
5. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი კომისისს (გამყიდველის) მიერ) ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომიისა (გამყიდველი)).
6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის და მინიმალური გასაყიდი ფასის გამოცხდების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
7. აუქციონში მონაწილეს, რომელსაც სურს შეისყიდოს საწყის ფასად ქონება, სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის რაოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე.
8. იმ შემთხვევაში, თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეული იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას, როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა.
9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.
10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
11. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრივატიზებისას ანგარიშსწორების წესი
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება.
4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, კომისის ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები კომისიისა (გამყიდველს) და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი:
გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს კომისიის (გამყიდველის) მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის პირგასამტეხლოს.
9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების უფლება კომისიის (გამყიდველის) მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს ბე არ უბრუნდება.
11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
12. ამ წესის მიზნებისათვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრივატიზებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 9. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებულ აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე კომისიის (გამყიდველის) მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას (გამყიდველს). შესაძლებელია ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, კომისიასთან (გამყიდველთან) შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. კომისიის (გამყიდველის) მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს კომისიას (გამყიდველს).
4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულები შესრულებულად ითვლება კომისიის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
6. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა კომისიის (გამყიდველის) მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
მუხლი 11. ქონების პირდაპირი წესით განკარგვა
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე _ საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
2. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტს (გამყიდველს) შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 12. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 13. პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობა
1. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პრივატიზებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი და ფორმები
მუხლი 14. სარგებლობაში გადაცემის შესახებ ზოგადი დებულებები
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, “სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ამ წესის შესაბამისად.
4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
7. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
3. კომისია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 16. ქონების აუქციონის წესით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის, ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს კომისია, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 17. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას. გამგებელი აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიღების მიზნით.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ კომისიის თანხმობით.
4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას კომისიასა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტს (თვითმმართველ ერთეულს) იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 18. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. ქონების როგორც სასყიდლის, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
მუხლი 19. ქონების ქირავნობა
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. კომისიას შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე თუ:
ა) დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, დაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას ქმნის;
ბ) დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 20. ქონების იჯარა
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ კომისიას (მეიჯარეს) შესთავაზებს ახალ გადახდიუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ კომისიას (მეიჯარეს) შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. კომისიას (მეიჯარეს) შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;

მუხლი 21. ქონების თხოვება
1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.
2. კომისია იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.
3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
მუხლი 22. აუქციონის ორგანიზება

2. კომისია “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებებშიც.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კომისიის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობების გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია კონკრეტული შემთხვევისათვის ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
მუხლი 23. აუქციონში მონაწილეობის პირობები

2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და კომისიის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის სარგებლობაში მიღებაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პიროს შემთხვევაში);

4. მონაწილე, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს “აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წამოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მოსარგებლედ (მფლობელად).

მუხლი 24. აუქციონის ჩატარების წესი.
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერი შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტეზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია).
5. აიქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით, ვაჭრობის მიმდინარეობის წინ დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელოს ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელის მოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს არ მიიღებენ, მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა კომისიას, რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 25. პირდაპირი წესით ქონების სარგებლობის უფლებით ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
2. პირადაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს კომისიას და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს. (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვლ იქნეს კომისიის მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების ვადაა 2 კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
3. კომისია იხილავს შემოსულ განცხადებას 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს.
მუხლი 26. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, კომისიასთან გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ.
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს;
ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის 27-ე მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს;
თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებლობის საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.
მუხლი 27. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების მიმრები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და/ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს კომისიასთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეელოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად კომისიის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 28. დავათა განხილვის წესი
სამტრედიის მუნიციპალიტეტს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვით წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
+

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ ვ“ ქვეპუნქტისა და 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,მუხლი 1
დამტკიცდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი (დანართი№1) .
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179
მუხლი 2🔗
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესი (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი
შეტანილი ცვლილებები :
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20 - სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესი
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ეს წესი შემუშავებულია „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. იგი არეგულირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე აუქციონის, ხოლო სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ორგანიზების წესსა და პირობებს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. იგი არეგულირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე აუქციონის, ხოლო სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ორგანიზების წესსა და პირობებს.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით, იღებს გადაწყვეტილებებს:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ.
3. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა ექვემდებარება ქონების კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს.
4. საჯარო- სამართლებრივი, არქიტექტურულ- გეგმარებითი და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა ცალკეული კატეგორიების ქონების მიმართ, ძალაში რჩება მისი განკარგვის შემდეგაც, რაც აღნიშნულ უნდა იქნეს ქალაქ- გეგმარებით და საკადასტრო გეგმებზე, რომელიც გამოიყენება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.
მუხლი 2. ქონების განკარგვის კომისიის ორგანიზება🔗
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის-პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზებას ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის კომისია (შემდგომში – კომისია) კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქმნის ქონების განკარგვის კომისიას.
4. საჯარო-სამართლებრივი, არქიტექტურულ-გეგმარებითი და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა ცალკეული კატეგორიების ქონების მიმართ, ძალაში რჩება მისი განკარგვის შემდეგაც, რაც აღნიშნულ უნდა იქნეს ქალაქ-გეგმარებით და საკადასტრო გეგმებზე, რომელიც გამოიყენება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.
მუხლი 2. ქონების განკარგვის კომისიის ორგანიზება
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვას, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის კომისია (შემდგომში – კომისია) კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქმნის ქონების მართვისა და განკარგვის კომისიას.
2. კომისიაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.
3. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრი, ხოლო კომისიის წევრთაგან, კომისიის აუქციონატორს, რეგისტრატორს და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე .
4. კომისია შედგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგობის მიწისა და ქონების საკითხების, სივრცით-ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების, სამართლებრივი სფეროსა და საფინანსო და ეკონომიკური სამსახურების წარმომადგენლებისაგან.
3. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან/ გამგებლის მოადგილე, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრი, ხოლო კომისიის წევრთაგან, კომისიის აუქციონატორს, რეგისტრატორს და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისია შედგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგობის მიწისა და ქონების საკითხების, სივრცით-ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების, სამართლებრივი სფეროსა და საფინანსო და ეკონომიკური სამსახურების წარმომადგენლებისაგან.
5. კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისას. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია დასაბუთებული მიზეზით დაითხოვოს კომისიის წევრი.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა პასუხისმგებელია კომისიის მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე.
7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თითოეულ წევრს გააჩნია უფლება წერილობით დაურთოს ოქმს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში.
10. კომისიის არც ერთ წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს საკუთრებაში გაცემაზე აუქციონის, ხოლო სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის დროს კენჭისყრაში, თუ:
ა) დაინტერესებული მხარე არის ოჯახის წევრი ;
ა) დაინტერესებული მხარე არ არის ოჯახის წევრი;
ბ) დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან გასული სამი წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო ფინანსური გარიგებებით ან სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად.
გ) გარდა „ ა“ და „ ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა, ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრებზე მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომლებსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179
გ) გარდა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა, ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრებზე მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომლებსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის წესი და ფორმები
მუხლი 3. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის მიზანი🔗
1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ მყიდველს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
3. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყის ფასს კომისია (გამყიდველის) განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დადგენილი საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის ოდენობის შესაბამისად.
4. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
5. აუქციონი ცხადდება, კომისიის მიერ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე .
6. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ ( მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 4. აუქციონის ორგანიზება🔗
მუხლი 3. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის მიზანი
1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში კომისიას (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით_საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. კომისიას, საკრებულოს თანხმობით, შეუძლია შეასრულოს გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც კომისია მიანიჭებს სათანადო უფლებამოსილებას.
3. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი კომისიის (გამყიდველის) მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად.
4. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
5. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 4. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს კომისია.
2. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
3. კომისია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
2. იმ შემთხვევაში, როცა კომისია აუქციონის ორგანიზატორის ფუქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენლის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.
3. კომისია, “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში და შესაძლებელია სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კომიის დასახელებას ;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ( აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
ა) კომისიის (გამყიდველის) დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს ( მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის ( წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების ( შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის ( წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას.
8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას კომისიის მიერ ივსება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20- სსმ V, №41, 21.10.2010 წ ., მუხ .1179
მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის პირობები🔗
8. კომისია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელით, ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას).
მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და კომისიის მიერ დადგენილ საათამდე.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან 30-ე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პიროებებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კომისიის მიერ მითითებულ ანგარიშზე). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასის 30%-ზე ნაკლები.
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კომისიის (გამყიდველის) მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილე, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს “აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში’’, იტოვებს წამოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 6. აუქციონის ჩატარების წესი🔗
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 6. აუქციონის ჩატარების წესი
1 აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია, რომელიც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში).
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია (გამყიდველი)).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმათველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, რომელიც შეივსება აუქციონის დამთავრების შემდეგ, წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდებათ და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
91. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის სხვა წესი ან/და პირობები (გარდა იმისა, რაც აღნიშნულია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში), აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 7. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი🔗
1. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის ჩატარების მიმართ გამოიყენება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესით “ დადგენილი პირობები.
3. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
4. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
5. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
6. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
7. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
8. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
9. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
10. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
11. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
12. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ანგარიშსწორების წესი🔗
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საფასური. ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან იმ ვადის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს აუქციონის ჩატარებიდან.
21. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო საფასური. ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან იმ ვადის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს აუქციონის ჩატარებიდან.
3. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
მუხლი 7. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდა 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამოტანილი ან ქონების პრივატიზების პროცესის ერთი წლით გაგრძელების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, აღნიშნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი.
2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
5. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი კომისისს (გამყიდველის) მიერ) ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომიისა (გამყიდველი)).
6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის და მინიმალური გასაყიდი ფასის გამოცხდების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
7. აუქციონში მონაწილეს, რომელსაც სურს შეისყიდოს საწყის ფასად ქონება, სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის რაოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე.
8. იმ შემთხვევაში, თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეული იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას, როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა.
9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.
10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
11. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრივატიზებისას ანგარიშსწორების წესი
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება.
4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
5. (ამოღებული ა - 24.02.2011, №9).
6. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
7. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
8. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
9. (ამოღებულია - 05.10.2010, №41) .
10. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
101. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, კომისის ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები კომისიისა (გამყიდველს) და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი:
გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს კომისიის (გამყიდველის) მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის პირგასამტეხლოს.
9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების უფლება კომისიის (გამყიდველის) მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს ბე არ უბრუნდება.
11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
12. ამ წესის მიზნებისათვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრივატიზებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 9. (ამოღებულია - 05.10.2010, №41)🔗
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში🔗
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე 6 თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე, სამტრედიის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები შესრულებულად ითვლება მათი დადსტურების მომენტიდან.
5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1 %, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 %, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
12. ამ წესის მიზნებისათვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრივატიზებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 9. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებულ აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე კომისიის (გამყიდველის) მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას (გამყიდველს). შესაძლებელია ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, კომისიასთან (გამყიდველთან) შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. კომისიის (გამყიდველის) მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს კომისიას (გამყიდველს).
4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულები შესრულებულად ითვლება კომისიის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 11. ქონების პირდაპირი წესით განკარგვა🔗
6. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა კომისიის (გამყიდველის) მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
მუხლი 11. ქონების პირდაპირი წესით განკარგვა
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე _ საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
2. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტს (გამყიდველს) შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 12. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება🔗
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 12. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 13. პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობა🔗
მუხლი 13. პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობა
1. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პრივატიზებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი და ფორმები
მუხლი 14. სარგებლობაში გადაცემის შესახებ ზოგადი დებულებები🔗
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.
4. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).
5. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აღინიშნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 15. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა🔗
მუხლი 14. სარგებლობაში გადაცემის შესახებ ზოგადი დებულებები
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, “სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ამ წესის შესაბამისად.
4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
7. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადაეცემა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 16. ქონების აუქციონის წესით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება🔗
3. კომისია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 16. ქონების აუქციონის წესით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს კომისია გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 17. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები🔗
1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირი სათანადო განაცხადს წარუდგენს კომისიას. გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე, წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
3. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).
4. აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ქონების სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ის პირი, ხოლო იურიდიული პირის (ორგანიზაციის) შემთხვევაში იმ იურიდიული პირის (ორგანიზაციის) უფლებამოსილი პირი (წარმომადგენელი), რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.
5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტს (თვითმმართველ ერთეულს) იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 18. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა🔗
1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 181. ქონების უზუფრუქტის უფლებით გადაცემა🔗
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის უძრავი ნივთი პირს გადაეცემა სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. უზუფრუქტით გადაცემული ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტი ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 19. ქონების ქირავნობა🔗
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე , თუ:
ა) დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად , დაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას ქმნის;
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის, ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს კომისია, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 17. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას. გამგებელი აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიღების მიზნით.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ კომისიის თანხმობით.
4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას კომისიასა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტს (თვითმმართველ ერთეულს) იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 18. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. ქონების როგორც სასყიდლის, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
მუხლი 19. ქონების ქირავნობა
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. კომისიას შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე თუ:
ა) დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, დაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას ქმნის;
ბ) დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 20. ქონების იჯარა🔗
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ ის, მის სანაცვლოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტს (მეიჯარეს) შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე, მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
მუხლი 20. ქონების იჯარა
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ კომისიას (მეიჯარეს) შესთავაზებს ახალ გადახდიუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ კომისიას (მეიჯარეს) შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. კომისიას (მეიჯარეს) შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 21. ქონების თხოვება🔗
მუხლი 21. ქონების თხოვება
1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.
2. კომისია იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.
3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 22. ქონების აუქციონის წესით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება🔗
1. აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემის მიზანია ქონება სარგებლობაში გადაეცეს იმ პირს, რომელიც კომისიას ყველაზე მაღალ ქირას შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – ქონება სარგებლობაში გადაეცეს იმ პირს, რომელიც იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და კომისიას ყველაზე მაღალ ქირას შესთავაზებს.
2. აუქციონი ცხადდება კომისიის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. კომისია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კომისიის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს , ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც კონკრეტული შემთხვევისათვის იქნება აუცილებელი.
5. შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ქირის 30%-ზე ნაკლები.
6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ქირის გადახდის შეთავაზება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 23. აუქციონში მონაწილეობის პირობები🔗
მუხლი 22. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს კომისია.
2. კომისია “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებებშიც.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კომისიის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობების გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია კონკრეტული შემთხვევისათვის ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
მუხლი 23. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და კომისიის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის სარგებლობაში მიღებაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პიროს შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილე, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს “აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წამოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების მოსარგებლედ (მფლობელად);
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 24. აუქციონის ჩატარების წესი.🔗
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მოსარგებლედ (მფლობელად).
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 24. აუქციონის ჩატარების წესი.
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერი შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტეზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის ქირას, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია, რომელიც აისახება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ქირის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ვაჭრობის მიმდინარეობისას დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ქირიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ქირაზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის. თუ ქირის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ქირის ოდენობა, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ქირის ოდენობას. ქირის ოდენობის სამჯერ გამოცხადებისა და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ქირის ოდენობა შესთავაზა.
61. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა (სარგებლობაში გადაცემა), სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი ქირით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის (სარგებლობაში გადაცემის) შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ქირა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიცა სარგებლობაში, ქირა შეიძლება კიდევ შემცირდეს.
62. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის ფორმით განკარგვისას კომისიის მიერ ივსება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი, რომელიც წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე, რომელიც შეივსება აუქციონის დამთავრების შემდეგ, წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად , მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდებათ და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
10. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის სხვა წესი ან/და პირობები (გარდა იმისა, რაც აღნიშნულია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში), აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
101. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პერიოდულად გადასახდელი ქირის პირველი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად , მას შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის ბეს თანხა არ დაუბრუნდება და ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
102. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, შესაბამისად მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარნტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, ის სრულად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 25. პირდაპირი წესით ქონების სარგებლობის უფლებით ორგანიზება🔗
4. თითოეულ ობიექტეზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს კომისია).
5. აიქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით, ვაჭრობის მიმდინარეობის წინ დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელოს ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელის მოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს არ მიიღებენ, მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა კომისიას, რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 25. პირდაპირი წესით ქონების სარგებლობის უფლებით ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
2. პირადაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს კომისიას და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ( პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).” ;
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვილ იქნეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების გათვალისწინებით.
3. კომისია იხილავს შემოსულ განცხადებას 30 კალენდარული დღის ვადაში, შეიმუშავებს პირობებს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, რის შემდეგაც გამგებელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე, წინადადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 16 .0 3 .2011წ.
მუხლი 26. გარიგებათა გაფორმების წესი🔗
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შეთანხმებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და იმ პირს შორის, ვისაც სარგებლობაში გადაეცა ქონება, იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ის პირი, ვისაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემისას სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მითითებულ წერილობით ხელშეკრულებას ხელს აწერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული პირი.
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს. (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვლ იქნეს კომისიის მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების ვადაა 2 კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
3. კომისია იხილავს შემოსულ განცხადებას 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს.
მუხლი 26. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, კომისიასთან გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. (ამოღებულია - 05.10.2010, №41).
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება პირს გადაეცემა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ხოლო თუ სარგებლობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 27. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა🔗
1. ქონების მიმღები (მოსარგებლე) ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. ქონების მიმღები (მოსარგებლე) პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს (მოსარგებლეს) ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს (მოსარგებლეს) ეკისრება პირგასამტეხლო, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №20-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1179
მუხლი 28. დავათა განხილვის წესი🔗
4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ.
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს;
ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის 27-ე მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს;
თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებლობის საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.
მუხლი 27. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების მიმრები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და/ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს კომისიასთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეელოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად კომისიის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 28. დავათა განხილვის წესი
სამტრედიის მუნიციპალიტეტს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვით წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.08.2010. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.35.120.000305.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2023.
- სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, №14, 04.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.120.000305 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155175/