პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი XVII.შრომის ინსპექციის სამსახური
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-1454-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
…სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იგი ხანდაზმული არ არის და მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება 05.10.2020-10.10.2020 წლის პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ამ დროისათვის მოქმედი შრომის კოდექსის 74-ე მუხლის რეგულაციიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ამოქმედდა ხანდაზმულობის სპეციალური 1 წლიანი ვადა, რომელიც განსახილველ შემთხვევაში სარჩელის შეტანის დროისათვის გასული იყო, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
- საქმე №ას-621-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2024
დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ შრომის კოდექსი 2020 წლის 5 ოქტომბერს განხორციელებული და ძალაში შესული ცვლილებებით, კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
- საქმე №ას-1551-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2024
აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 74-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე, სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
- საქმე №ას-1149-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2023
სასამართლოს ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული 1 წლიანი და არა სსკ 129-ე მუხლით განსასზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადით.
- საქმე №ას-499-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას დამატებით გაამახვილებს საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბერს განხორციელებულ ცვლილებებსა და დამატებებზე, კერძოდ, შრომის კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების თაობაზე სარჩელის შეტანის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით დასაქმებულს (პირს) უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ.
- საქმე №ას-49-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-627-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება