"ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერი ს
ბრძანება №34
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 პუნქტის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულება დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერის 2009 წლის 29 ივნისის № 35 ბრძანება „ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“
3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური (შემდგომში– სამსახური) შექმნილია „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქ. თბილისის მერის, საკრებულოს, მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
თავი II
სამსახურის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 2
1. სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაცია და განვითარება;
ბ) ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება.
2. საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:
ა) ქ. თბილისის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ქ. თბილისის გარე- განათების, მხატვრული მინათების და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
დ) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ორგანიზება;
ე) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
ვ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ზ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და მონიტორინგის ორგანიზება;
თ) საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების რეაბილიტაციის, მშენებლობის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
ი) ქ. თბილისის შადრევან-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
კ) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ლ) სამსახურში მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;
მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ნ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ო) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიული პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან;
პ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან, რაიონის გამგეობისაგან, ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი წესით განსაზღვროს შესასრულებელი ანაზღაურებადი სამუშაოების ნუსხა;
გ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები დედაქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი სტატისტიკური ორგანიზაციებისაგან და დაწესებულებებისაგან;
დ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გასაჩივრებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილოს საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება დადგენილების სახით.
ე) თავისი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგად მოთხოვნებს.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვა და დაცვა;
ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
თავი III
სამსახურის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 3
1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
გ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
დ) საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური დავალებების ორგანიზების განყოფილება;
ე) ანალიტიკური განყოფილება;
ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება.
2. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოვლა- პატრონობა;
ბ) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელის რეაბილიტაცია და მოვლა- პატრონობა;
გ) გარე- განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების რეაბილიტაცია და მოვლა- პატრონობა;
დ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
ე) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ზედამხედველობა;
ვ) დედაქალაქის შადრევან-აუზებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა- პატრონობა, გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოაჯირებისა და პარაპეტების მოვლა- პატრონობა;
ზ) ქ. თბილისში მაწანწალა, უზედამხედველო ცხოველების დაჭერა და მათ იზოლაციაზე ზედამხედველობის განხორციელება;
თ) ავარიული შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოების ზედამხედველობა;
ი) ხიდების, გვირაბების აღდგენისა და მშენებლობის სამუშაოების ზედამხედველობა;
კ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და საყრდენი კედლების მოწყობა;
ლ) ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურებთან კოორდინირებულად მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა და მისი მონიტორინგი.
3. (ამოღებულია - 28.06.11 №21);
4. (ამოღებულია - 28.06.11 №21);
5. საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური დავალებების ორგანიზების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება;
ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო ღონისძიებების გატარება, შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიღება და ექსპერტიზაზე გადაცემა.
6. ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ერთეულის ფასებისა და საერთო ღირებულებების კონტროლი, ანალიზი და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა, შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების გადამოწმება;
გ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დასუფთავების წესების დარღვევისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჩივრის განხილვა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
გ) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებელ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება;
ე) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება და ამოღებული თანხების მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში;
ვ) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვის ორგანიზება, დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების უზრუნველყოფა;
ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 4
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) უშუალოდ, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მეშვეობით წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ე) თვალყურს ადევნებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებს სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;
ი) დადგენილი წესით ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ლ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმების გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით;
მ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
მუხლი 5
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სტრუქტურული ერთეულის უფროსთან ერთად მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ამოწმებს და ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას წარმოადგენს ფუნქციურად მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურულ ერთეულს;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების პრემირების, მატერიალური სტიმულირების, ან მათზე დისციპლინური პასუხუსმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) სამსახურის უფროსს მიმართავს შესაბამისი შუამდგომლობით იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ფუნქციურად მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით და სამსახურის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ დავალებათა შესრულებაზე;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების, აგრეთვე მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 7
სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და ქ. თბილისის მერიის შინაგანაწესით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.
თავი V
სამსახურის ქონება და ფინანსები
მუხლი 8
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე.
მუხლი 9
სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
მუხლი 10
1. სამსახური საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობისათვის ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგენს:
ა) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებულ გაანგარიშებებს და ინფორმაციას;
ბ) მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს ან წერილს საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ, დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებისათვის სამსახურის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესაბამის ინფორმაციებს (განმარტებით ბარათს);
დ) ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების – პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საბიუჯეტო ვალდებულებების და დამოწმების დოკუმენტის მოსამზადებლად შესაბამის დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ- ფაქტურა და სხვა) წერილობით;
ე) მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემ თანხებზე სათანადო დოკუმენტებს (უწყისები);
ვ) სამსახურში განსაზღვრულ ვადაში ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ მონაცემებს საქალაქო სამსახურების ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.
2. საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახური ამზადებს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი პროგრამების პროექტებს.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11
1. სამსახურის დებულებას სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12
ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
+
ქ. თბილისის მერი ს
ბრძანება №34
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ ნ” ქვეპუნქტის, „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის, „ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 პუნქტის პირველი პუნქტის „ ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულება დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერის 2009 წლის 29 ივნისის № 35 ბრძანება „ ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“
3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
2. ქ. თბილისის მერის 2011 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური (შემდგომში– სამსახური) შექმნილია „ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქ. თბილისის მერის, საკრებულოს, მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
სამსახურის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 2🔗
1. სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაცია და განვითარება;
ბ) ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება.
2. საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:
ა) ქ. თბილისის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ქ. თბილისის გარე- განათების, მხატვრული მინათების და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
დ) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ორგანიზება;
ე) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
ვ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ზ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და მონიტორინგის ორგანიზება;
თ) საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების რეაბილიტაციის, მშენებლობის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
ი) ქ. თბილისის შადრევან-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
კ) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ლ) სამსახურში მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;
მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ნ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ო) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიული პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან;
პ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან, რაიონის გამგეობისაგან, ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი წესით განსაზღვროს შესასრულებელი ანაზღაურებადი სამუშაოების ნუსხა;
გ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები დედაქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი სტატისტიკური ორგანიზაციებისაგან და დაწესებულებებისაგან;
დ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გასაჩივრებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილოს საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება დადგენილების სახით.
ე) თავისი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგად მოთხოვნებს.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვა და დაცვა;
ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 3🔗
1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
ბ) საპროექტო განყოფილება;
გ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
გ) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილება;
დ) საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური დავალებების ორგანიზების განყოფილება;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება.
ე) ანალიტიკური განყოფილება;
2. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;
2. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ბ) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოვლა- პატრონობა;
გ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
ბ) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელის რეაბილიტაცია და მოვლა- პატრონობა;
დ) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ზედამხედველობა;
გ) გარე- განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების რეაბილიტაცია და მოვლა- პატრონობა;
ე) დედაქალაქის შადრევან-აუზებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების, მოაჯირების და პარაპეტების, საყრდენი კედლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;
დ) (ამოღებულია - 28.06.11 №21);
ვ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და გატარება;
ე) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ზედამხედველობა;
ზ) საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების (მათ შორის , გზები, ქუჩები, გზაგამტარები, ხიდები, გვირაბები, ჯებირები, პარაპეტები), სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების, საყრდენი კედლების, ავარიული შენობა -ნაგებობების აღდგენა -რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესის მონიტორინგი და ზედამხედველობა;
ვ) დედაქალაქის შადრევან-აუზებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა- პატრონობა, გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოაჯირებისა და პარაპეტების მოვლა- პატრონობა;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ზ) ქ. თბილისში მაწანწალა, უზედამხედველო ცხოველების დაჭერა და მათ იზოლაციაზე ზედამხედველობის განხორციელება;
3. საპროექტო განყოფილების ფუნქციებია:
თ) ავარიული შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოების ზედამხედველობა;
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება და გატარება (საპროექტო დავალებების შედგენა, ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება, დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა და სხვა) ;
ი) ხიდების, გვირაბების აღდგენისა და მშენებლობის სამუშაოების ზედამხედველობა;
ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა:
კ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და საყრდენი კედლების მოწყობა;
ბ.ა) გზებისა და ქუჩების მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაზე;
ლ) ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურებთან კოორდინირებულად მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა და მისი მონიტორინგი.
ბ.ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე;
3. (ამოღებულია - 28.06.11 №21);
ბ.გ) საყრდენი კედლების, მოაჯირებისა და პარაპეტების მოწყობაზე;
4. (ამოღებულია - 28.06.11 №21);
ბ.დ) სანიაღვრე ქსელების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე;
5. საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური დავალებების ორგანიზების განყოფილების ფუნქციებია:
ბ.ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე;
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება;
გ ) შედგენილი ან/და მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემა;
ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო ღონისძიებების გატარება, შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიღება და ექსპერტიზაზე გადაცემა.
დ) ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება, კანონმდებლობით გათვალისწინეულ შემთხვევებში;
6. ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ე) მცირე მოცულობის ან პროექტით გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე დეფექტური აქტების შედგენა. საჭიროების შემთხვევაში – პროექტის კორექტირება;
ა) სამსახურის მიერ შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ერთეულის ფასებისა და საერთო ღირებულებების კონტროლი, ანალიზი და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ვ) დაფარული სამუშაოების აქტების, საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების ოქმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა, შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების გადამოწმება;
ზ) ობიექტის საბოლოო მიღება -ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
გ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
4. ტექნიკურ -ეკონომიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის ( სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვა) ტექნიკური დავალებების მომზადე ბა;
ბ ) სამსახურის მიერ შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ერთეულის ფასებისა და საერთო ღირებულებების სისტემატიური კონტროლი, ანალიზი და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადება ;
გ ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებული გაანგარიშებები ს მომზადება. მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების ფორმირებაში;
დ) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ე ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშისათვის სამსახურის ბიუჯეტით განხორციელებუ ლი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციები ს მომზადება ;
ვ) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დასუფთავების წესების დარღვევისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჩივრის განხილვა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
გ) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებელ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება;
ე) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება და ამოღებული თანხების მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში;
ვ) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვის ორგანიზება, დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების უზრუნველყოფა;
ვ) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვის ორგანიზება, დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების უზრუნველყოფა;
ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;
თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
ქ. თბილისის მერის 2011 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) უშუალოდ, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მეშვეობით წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ე) თვალყურს ადევნებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებს სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;
ი) დადგენილი წესით ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ლ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმების გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით;
მ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
მუხლი 5🔗
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სტრუქტურული ერთეულის უფროსთან ერთად მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ამოწმებს და ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას წარმოადგენს ფუნქციურად მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურულ ერთეულს;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების პრემირების, მატერიალური სტიმულირების, ან მათზე დისციპლინური პასუხუსმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) სამსახურის უფროსს მიმართავს შესაბამისი შუამდგომლობით იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ფუნქციურად მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით და სამსახურის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6🔗
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ დავალებათა შესრულებაზე;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების, აგრეთვე მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 7🔗
სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და ქ. თბილისის მერიის შინაგანაწესით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.
სამსახურის ქონება და ფინანსები
მუხლი 8🔗
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე.
მუხლი 9🔗
სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
მუხლი 10🔗
1. სამსახური საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობისათვის ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგენს:
ა) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებულ გაანგარიშებებს და ინფორმაციას;
ბ) მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს ან წერილს საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ, დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებისათვის სამსახურის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესაბამის ინფორმაციებს (განმარტებით ბარათს);
დ) ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების – პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საბიუჯეტო ვალდებულებების და დამოწმების დოკუმენტის მოსამზადებლად შესაბამის დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ- ფაქტურა და სხვა) წერილობით;
ე) მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემ თანხებზე სათანადო დოკუმენტებს (უწყისები);
ვ) სამსახურში განსაზღვრულ ვადაში ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ მონაცემებს საქალაქო სამსახურების ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.
2. საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახური ამზადებს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი პროგრამების პროექტებს.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11🔗
1. სამსახურის დებულებას სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗
ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მერის ბრძანება "ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №34, 29.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1160029-1/