იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2010 ძალადაკარგული 24.12.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№401
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №401

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია, განისაზღვრონ:

ა) შემოსავლების სამსახური;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

გ) (ამოღებულია – 26.01.2011, №42);

დ) საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;

დ​1) ფინანსთა სამინისტროს აკადემია;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება№42 – ვებგვერდი, 31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №202 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება№42 - ვებგვერდი, 31.01.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №202 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“, №401, 28.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1164755-2/