იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №401
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია, განისაზღვრონ:
ა) შემოსავლების სამსახური;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია;
დ) საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“, №401, 28.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1164755-9/