სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრის დადგენისა და შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.12.2002 ძალადაკარგული 24.08.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№508
სარეგისტრაციო კოდი
390.050.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 13/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №508

2002 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის VI თავის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და� XXXV თავის 116-ე მუხლის �ბ.დ� ქვეპუნქტის მოთხოვ�ნებიდან გამომდინარე დამტკიცდეს �სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ� თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №817, სსმIII,№142, 19.11.2009წ., მუხ.1645

������������������������������������������������� დებულება

სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ

��� მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიისა და სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ფარგლებში არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენის წესსა და ამ სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს.

��� მუხლი 2. კონტურული საზღვრის მონიშვნის ზოგადი მიზანი

ამ დებულებით განსაზღვრული კონტურული საზღვრის მონიშვნის მიზანია საქართველოს სატყეო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღრიცხვისა და შესაბამისი ტერიტორიების მართვის ღონისძიებების სრულფასოვანი და ეფექტიანი განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის და საქართველოს ტყის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კატეგორიების ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

��� მუხლი 3. კონტურული საზღვარი

1. სახელმწიფო ტყის, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ერთმანეთისაგან გამოყოფის ან მოცემულ გეოგრაფიულ სივრცეში მათი ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება კონტურული საზღვარი, რომელიც ექვემდებარება მონიშვნას.

2. კონტურული საზღვარი წარმოადგენს საგეგმო-კარტოგრაფიული, კადასტრისა და ტყეთმოწყობის მასალების, მიწათსარგებლობის გეგმების, ორთოფოტოგეგმების და ტოპოგრაფიული რუკების დამუშავების ან/და საველე სამუშაოების შედეგად შექმნილ (არსებულ) რუკებზე (ინსტრუმენტალურად ან გეოინფორმაციული სისტემის გამოყენებით) მონიშნულ კონტურს.

3. სახელმწიფო ტყის, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კონტურული საზღვრების დადგენა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიისა და სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შემდეგ.

4. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კონტურული საზღვრისათვის ორთოფოტოგეგმების და ტოპოგრაფიული რუკების შერჩევის და მასზე კონტურული საზღვრის მონიშვნის, დამტკიცების და მონიშნულ კონტურულ საზღვარში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

��� მუხლი 4. კონტურული საზღვრის მონიშვნა და დამტკიცება

1. კონტურული საზღვრის მონიშვნა გულისხმობს არსებული რუკების ანალიზისა და განახლების შემდეგ შესაბამისი ხაზის (საზღვრის, ვექტორების) რუკაზე დატანას.

2. კონტურული საზღვრის მონიშვნას ახორციელებს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო შესაბამისი ტყის ფონდის ნაწილში ან მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი.

3. კონტურული საზღვრის მონიშვნა შეიძლება განხორციელდეს როგორც საველე პირობებში, ისე ველზე გაუსვლელად.

4. კონტურულ საზღვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 10 წელიწადში ერთხელ ადგენს (ამტკიცებს) ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო.

��� მუხლი 5. კონტურული საზღვრის შეცვლა

1. კონტურული საზღვრის შეცვლა ნიშნავს მონიშნულ კონტურულ საზღვრებში ცვლილებების შეტანას.

2. კონტურული საზღვრის შეცვლა შესაძლოა განპირობებულ იქნეს ბუნებრივი, ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედებით, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ან სხვა გარემოებების გამო სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ფართობის მნიშვნელოვანი ცვლილებით.

��� მუხლი 6. კონტურული საზღვრის მონიშვნის სამუშაოთა დაფინანსება

1. კონტურული საზღვრის მონიშვნაზე, გარდა საბიუჯეტო სახსრებისა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყაროები.

2. ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან შეთანხმებით კონტურული საზღვრის მონიშვნისათვის საჭირო სამუშაოები შესაძლებელია განახორციელოს დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა თავისი სახსრებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №817, სსმIII,№142, 19.11.2009წ., მუხ.1645

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრის დადგენისა და შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №508, 10.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116488-1/