საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სოციალური განვითარების კონცეფციის რეალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის №156 ბრძანებულების შესაბამისად:
1. „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და „სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
2. დამტკიცდეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანდართული დებულება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თანდართული შემადგენლობა.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და „სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ უფლებამონაცვლე.
4. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის“ ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) ფინანსთა სამინისტროსთან ერთად 2003 წლის 15 მარტამდე წარმოადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ და „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ 2003 წლისთვის რიცხული მოთხოვნილებისა და ვალდებულების დაფარვის ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ წინადადებები და შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი.
7. საქართველოს პრეზიდენტის ყველა ნორმატიულ აქტში სიტყვები: „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“ და „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია“ შეიცვალოს სიტყვებით: „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“.
8. ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №181 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №102 ბრძანებულება“;
გ) „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №102 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №142 ბრძანებულება;
დ) „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის N303 განკარგულება;
ე) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №414 განკარგულება;
ვ) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №414 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 ივლისის N836 განკარგულება;
ზ) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №414 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 ოქტომბრის №1130 განკარგულება.
9. ბრძანებულება ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არის „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ უფლებამონაცვლე.
2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტით.
4. ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, თხოვების და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცემს სახელმწიფო ქონებას.
5. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ფონდის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები (მათ შორის – სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში, რომლებიდანაც ახორციელებს ფონდი ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი სახსრებისა და სოციალური დაზღვევის გადასახადების აკუმულაციასა და ანგარიშსწორებას.
6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2. ფონდის მიზნები
1. ფონდის მიზნებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სახელმწიფო სოციალური დაზღვევის პროგრამების განხორციელება;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სოციალური დაზღვევის სისტემაში მოქცევის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია და პერსონიფიცირებული აღრიცხვა;
გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
მუხლი 3. ფონდის ფუნქციები
1. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, ფონდი:
ა) მონაწილეობს დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის, სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხილვაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა სოციალური დაზღვევის, სამედიცინო დახმარებების, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებს;
გ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამებში მონაწილე დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან აფორმებს სათანადო ხელშეკრულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ანგარიშებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ფილიალების მუშაობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, მართვასა და კონტროლს;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისტემატურად უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას სოციალური დაზღვევის საკითხებზე. ახორციელებს საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთები, ჟურნალები და სხვ.) გამოცემას;
ზ) მოსახლეობის სოციალური დაზღვევის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ პარტნიორებთან, პროფესიულ კავშირებთან, სამთავრობო და არასამთავრობო და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან. სოციალური დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) ფონდის მუშაკთა პროფესიული კვალიფიკაციის სისტემატურად ამაღლების მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ი) შეიმუშავებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის პროგრამებისა და სოციალური დაზღვევის სისტემის გაუმჯობესების შესახებ“;
კ) მონაწილეობს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში.
მუხლი 4. ფონდის უფლება-მოვალეობანი
1. ფონდი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, მოსახლეობის სოციალური დაზღვევის ორგანიზაცია, მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაცემლების დანიშვნა;
ბ) მიღებული შემოსავლების (დაფინანსების) ფარგლებში ოპერატიულად უზრუნველყოს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, დასაქმების და სხვა სახელმწიფო პროგრამების მიხედვით შესრულებული სამუშაოს, პენსიების, დახმარებების და სხვა სოციალური სადაზღვევო გასაცემლების გადარიცხვა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
ე) თავისი მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას სტრუქტურული ერთეულები (განყოფილებები, დეპარტამენტები, სამმართველოები, წარმომადგენლობები) და ფილიალები;
ვ) მოაწყოს კონფერენციები, თათბირები, სემინარები და გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები.
მუხლი 5. ფონდის მართვა და სტრუქტურა
1. ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:
- გენერალური დირექტორი;
- ფონდის სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 6. გენერალური დირექტორი
1. ფონდს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. გენერალური დირექტორი:
ა) პერსონალურად ხელმძღვანელობს ფონდის საქმიანობას და აწესრიგებს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს წერილობით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, აგრეთვე, სასამართლოში ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ფილიალების დირექტორებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს;
ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;
ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, რომლითაც რეგულირდება ფონდის პერსონალის მართვის საკითხები და მისი შესრულება სავალდებულოა ფონდის თითოეული თანამშრომლისათვის;
თ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში ან მფლობელობაში და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ი) ფონდის საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
3) ფონდის გენერალურ დირექტორს ჰყავს ხუთი მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის გენერალური დირექტორი. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ფონდის გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორის მოადგილეები უშუალოდ პასუხისმგებლები არიან გენერალური დირექტორის წინაშე.
მუხლი 7. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო
1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სისტემის გამჭირვალობის, ფონდის მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი ორგანო.
2. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით 3 წლის ვადით ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს 15 წევრს (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით). სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი სამი წევრი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე ან ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.
5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს ორი მესამედი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება ფონდის საქმიანობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომის გამართვის შესახებ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ეცნობებათ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.
7. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია სხდომის ოქმში დააფიქსიროს.
8. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
10. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) განიხილავს ფონდის საქმიანობის პერიოდულ და წლიურ ანგარიშს, შემოსავალ-გასავლის ბალანსის – ბიუჯეტის პროექტს;
ბ) ამტკიცებს ფონდის წლიურ სამუშაო პროგრამას;
გ) სახელმწიფოს მიერ წინა პერიოდის დავალიანების სუბსიდირების შემთხვევაში ამტკიცებს გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი დავალიანების დაფარვის გრაფიკს;
დ) განიხილავს ფონდის ფილიალების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;
ე) განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
11. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პირობის დაცვით) და შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორე.
12. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურ ანგარიშს თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
მუხლი 8. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, მისი მიზნების განსახორციელებლად აუცილებელ საქმიანობას, რესურსების ეკონომიურ გამოყენებას და ამავე დროს ამოწმებს ფონდის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფონდისაგან გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
5. ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და შრომის ანაზღაურების ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა.
8. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 9. ფონდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიები და მიზნობრივი ტრანსფერი;
ბ) სოციალური დაზღვევის გადასახადი;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული ნებაყოფლობითი შენატანები და შემოწირულობები;
დ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ე) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის, ფონდის მიერ გატარებული ფინანსური სანქციებით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
3. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ფონდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ფონდის დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა:
ამირან გამყრელიძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მერაბ ქავთარაძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – წევრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თინა დანელია – წევრი, „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ – სოციალური უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი
რევაზ თათარაძე – წევრი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
ნათია თურნავა – წევრი, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე
ირინე იმერლიშვილი – წევრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი მალაზონია – წევრი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სიხარულიძე – წევრი, „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის“ პრეზიდენტი
ლონდა სიხარულიძე – წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე – წევრი
ია შალამბერიძე – წევრი
ლერი ჭალაგანიძე – წევრი, საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირ „აბჯრის“ გამგეობის წევრი
იოსებ ხაზარაძე – წევრი, საქართველოს პენსიონერთა და ვეტერანთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე
დაზმირ ჯოჯუა – წევრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.
+

ბ) (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება - სსმ III, №150 29.12.2003 წ., მუხ.1225
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივნისის №229 ბრძანებულება - სსმ III, №63 22.06.2004 წ., მუხ.546
3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 ოქტომბრის №442 ბრძანებულება - სსმ III, №112 10.10.2004 წ., მუხ.987
4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1037 ბრძანებულება - სსმ III, №144 12.12.2005 წ., მუხ.1596
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის №25 ბრძანებულება - სსმ III, №6 17.01.2006 წ., მუხ.43
6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის №604 ბრძანებულება - სსმ III, №140 12.10.2006 წ., მუხ.1930
7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 ოქტომბრის №620 ბრძანებულება - სსმ III, №145 24.10.2006 წ., მუხ.1992
8. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არის „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ უფლებამონაცვლე.
2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტით.
4. ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, თხოვების და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცემს სახელმწიფო ქონებას.
5. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ფონდის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები (მათ შორის – სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში, რომლებიდანაც ახორციელებს ფონდი ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი სახსრებისა და სოციალური დაზღვევის გადასახადების აკუმულაციასა და ანგარიშსწორებას.
6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2. ფონდის მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი🔗
1. ფონდის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
2. ფონდის ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება ან განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ დანიშნულებით მიღებული დაფინანსების ფარგლებში;
დ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დახმარების მიმღებთა დადგენა, აღრიცხვა, დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;
ვ) განხორციელებული პროგრამებისა და დაფინანსების შესახებ ანგარიშების სამინისტროსათვის წარდგენა;
ზ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა;
თ) თავისი მიზნების მისაღწევად დადგენილი წესით სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები) შექმნა;
ი) ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები) მუშაობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) ფონდის საქმიანობისათვის საჭირო შიდაორგანიზაციულ საკითხებზე აქტების შემუშავება და გამოცემა;
მ) ფონდის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ნ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება;
ო) ფონდზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საკუთარი ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვ.) გამოცემა;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ფონდმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება:
ა) შეიძინოს უძრავი ქონება, გაასხვისოს და დატვირთოს;
ბ) აიღოს სესხი;
გ) განახორციელოს თავდებობა;
დ) განსაზღვროს საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურების ფონდი;
ე) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება - სსმ III, №150 29.12.2003 წ., მუხ.1225
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 3. ფონდის მართვა და სტრუქტურა🔗
1. ფონდი შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულებისაგან (ფილიალებისაგან).
2. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდეგში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).
3. ფონდის დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვის, ფონდის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის.
4. დირექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.
5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება - სსმ III, №150 29.12.2003 წ., მუხ.1225
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1037 ბრძანებულება - სსმ III, №144 12.12.2005 წ., მუხ.1596
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის №25 ბრძანებულება - სსმ III, №6 17.01.2006 წ., მუხ.43
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 4. დირექტორი🔗
დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
გ) ფონდის საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის;
დ) ახორციელებს ფონდის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ე) წარმოადგენს ფონდს ან ანიჭებს წარმომადგენლობას;
ვ) ახორციელებს ფონდში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ზ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში ან მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
თ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეების კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) ახორციელებს ფონდში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
მ) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ფონდის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ო) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
ჟ) სამინისტროში წარადგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
რ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს) ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება - სსმ III, №150 29.12.2003 წ., მუხ.1225
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის №25 ბრძანებულება - სსმ III, №6 17.01.2006 წ., მუხ.43
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 5. (ძალადაკარგულია)🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 6. (ძალადაკარგულია)🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება - სსმ III, №150 29.12.2003 წ., მუხ.1225
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის №604 ბრძანებულება - სსმ III, №140 12.10.2006 წ., მუხ.1930
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 7. (ძალადაკარგულია)🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 8. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი🔗
მუხლი 2. ფონდის მიზნები
1. ფონდის მიზნებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სახელმწიფო სოციალური დაზღვევის პროგრამების განხორციელება;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სოციალური დაზღვევის სისტემაში მოქცევის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია და პერსონიფიცირებული აღრიცხვა;
გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
მუხლი 3. ფონდის ფუნქციები
1. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, ფონდი:
ა) მონაწილეობს დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის, სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხილვაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა სოციალური დაზღვევის, სამედიცინო დახმარებების, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებს;
გ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამებში მონაწილე დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან აფორმებს სათანადო ხელშეკრულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ანგარიშებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ფილიალების მუშაობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, მართვასა და კონტროლს;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისტემატურად უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას სოციალური დაზღვევის საკითხებზე. ახორციელებს საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთები, ჟურნალები და სხვ.) გამოცემას;
ზ) მოსახლეობის სოციალური დაზღვევის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ პარტნიორებთან, პროფესიულ კავშირებთან, სამთავრობო და არასამთავრობო და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან. სოციალური დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) ფონდის მუშაკთა პროფესიული კვალიფიკაციის სისტემატურად ამაღლების მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ი) შეიმუშავებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის პროგრამებისა და სოციალური დაზღვევის სისტემის გაუმჯობესების შესახებ“;
კ) მონაწილეობს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში.
მუხლი 4. ფონდის უფლება-მოვალეობანი
1. ფონდი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, მოსახლეობის სოციალური დაზღვევის ორგანიზაცია, მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაცემლების დანიშვნა;
ბ) მიღებული შემოსავლების (დაფინანსების) ფარგლებში ოპერატიულად უზრუნველყოს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, დასაქმების და სხვა სახელმწიფო პროგრამების მიხედვით შესრულებული სამუშაოს, პენსიების, დახმარებების და სხვა სოციალური სადაზღვევო გასაცემლების გადარიცხვა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
ე) თავისი მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას სტრუქტურული ერთეულები (განყოფილებები, დეპარტამენტები, სამმართველოები, წარმომადგენლობები) და ფილიალები;
ვ) მოაწყოს კონფერენციები, თათბირები, სემინარები და გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები.
მუხლი 5. ფონდის მართვა და სტრუქტურა
1. ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:
- გენერალური დირექტორი;
- ფონდის სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 6. გენერალური დირექტორი
1. ფონდს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. გენერალური დირექტორი:
ა) პერსონალურად ხელმძღვანელობს ფონდის საქმიანობას და აწესრიგებს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს წერილობით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, აგრეთვე, სასამართლოში ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ფილიალების დირექტორებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს;
ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;
ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, რომლითაც რეგულირდება ფონდის პერსონალის მართვის საკითხები და მისი შესრულება სავალდებულოა ფონდის თითოეული თანამშრომლისათვის;
თ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში ან მფლობელობაში და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ი) ფონდის საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
3) ფონდის გენერალურ დირექტორს ჰყავს ხუთი მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის გენერალური დირექტორი. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ფონდის გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორის მოადგილეები უშუალოდ პასუხისმგებლები არიან გენერალური დირექტორის წინაშე.
მუხლი 7. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო
1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სისტემის გამჭირვალობის, ფონდის მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი ორგანო.
2. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით 3 წლის ვადით ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს 15 წევრს (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით). სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი სამი წევრი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე ან ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.
5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს ორი მესამედი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება ფონდის საქმიანობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომის გამართვის შესახებ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ეცნობებათ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.
7. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია სხდომის ოქმში დააფიქსიროს.
8. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
10. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) განიხილავს ფონდის საქმიანობის პერიოდულ და წლიურ ანგარიშს, შემოსავალ-გასავლის ბალანსის – ბიუჯეტის პროექტს;
ბ) ამტკიცებს ფონდის წლიურ სამუშაო პროგრამას;
გ) სახელმწიფოს მიერ წინა პერიოდის დავალიანების სუბსიდირების შემთხვევაში ამტკიცებს გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი დავალიანების დაფარვის გრაფიკს;
დ) განიხილავს ფონდის ფილიალების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;
ე) განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
11. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პირობის დაცვით) და შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორე.
12. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურ ანგარიშს თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
მუხლი 8. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, მისი მიზნების განსახორციელებლად აუცილებელ საქმიანობას, რესურსების ეკონომიურ გამოყენებას და ამავე დროს ამოწმებს ფონდის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფონდისაგან გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
5. (ძალადაკარგულია).
6. (ძალადაკარგულია).
7. (ძალადაკარგულია).
8. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 9. ფონდის ქონება და დაფინანსების წყაროები🔗
1. ფონდს აქვს ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. ფონდი კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
5. ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და შრომის ანაზღაურების ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა.
8. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 9. ფონდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიები და მიზნობრივი ტრანსფერი;
ბ) სოციალური დაზღვევის გადასახადი;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული ნებაყოფლობითი შენატანები და შემოწირულობები;
დ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ე) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის, ფონდის მიერ გატარებული ფინანსური სანქციებით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
3. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ფონდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი🔗
მუხლი 11. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ფონდის დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა - (ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება - სსმ III, №150 29.12.2003 წ., მუხ.1225
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივნისის №229 ბრძანებულება - სსმ III, №63 22.06.2004 წ., მუხ.546
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 ოქტომბრის №442 ბრძანებულება - სსმ III, №112 10.10.2004 წ., მუხ.987
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 ოქტომბრის №620 ბრძანებულება - სსმ III, №145 24.10.2006 წ., მუხ.1992
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III, №21 15.02.2007 წ., მუხ.238
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა:
ამირან გამყრელიძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მერაბ ქავთარაძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – წევრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თინა დანელია – წევრი, „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ – სოციალური უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი
რევაზ თათარაძე – წევრი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
ნათია თურნავა – წევრი, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე
ირინე იმერლიშვილი – წევრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი მალაზონია – წევრი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სიხარულიძე – წევრი, „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის“ პრეზიდენტი
ლონდა სიხარულიძე – წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე – წევრი
ია შალამბერიძე – წევრი
ლერი ჭალაგანიძე – წევრი, საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირ „აბჯრის“ გამგეობის წევრი
იოსებ ხაზარაძე – წევრი, საქართველოს პენსიონერთა და ვეტერანთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე
დაზმირ ჯოჯუა – წევრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ მიღებულია 31.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №558. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.05.002.002..
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2007.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“, №558, 31.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116548/