„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2010 ძალადაკარგული 11.08.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 130111, 13/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის     1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 აპრილის №65 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე          დ. თოფურია

შეტანილი ცვლილებები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №7- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

(აქტის სრული კოდიფიკაცია ვერ განხორციელდა ცვლილების ტექსტის ძირითად ტექსტთან შეუსაბამობის გამო)

 

დანართი №1

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1) ეს დებულება შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილების საფუძველზე;

2) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შექმნილი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;

3) სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმრთველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „იძულებით გადაადგ ი ლებულ პირთა შესახებ“, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“ საქართველოს კანონებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით;

4) სამსახურს აქვს ბლანკი საკუთარი სახელწოდებით;

5)სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;

ვ)სამსახურის დაფინანსება ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;

6) სამსახურის იურიდიული მისამართია: აბაშა, ტროფი დარასელიას ქ.№1.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №7- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

     მუხლი2. სამსახურის უფლებამოსილებანი

  სამსახურის ფუნქციებია:

1) შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და აბაშის მუნიციპალიტეტის თვიმმართველობის მიერ დასახული ძირითადი პრიორიტეტებისა და მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა;

2) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია. ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა და პროგრამების შემუშავება, მონიტორინგი;

3) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

4) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მიზნობრივი ჯგუფების(უმუშევრები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ვეტერანები, დევნილები და სხვა) საჭიროებების შესწავლა, მათზე შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება, სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

5) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოება, მათი სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება, კოორდინაცია;

6) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობა, აღრიცხვა;

7) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზაცია, მათი პრობლემების, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. მათი უფლებების დაცვა;

8) სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზ ა ციებთან;

9) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია

1) სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. (სამსახურში შეიძლება შეიქმნას განყოფილება);

2) სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნ იშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;

3) სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით;

4)  სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი

1) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

2) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

3) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

4) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

5) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

6) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

7) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

8) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი წარდგინებითა და გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;

9) სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №7- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №32, 24.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1168699-2/