საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2011 ბოლო ცვლილება 26.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.016206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №45

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 33​2 და 33​3 მუხლების 1​1 პუნქტების შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

№

მომსახურების სახე

 

მომსახურების

ვადა

მომსახურების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით)

1

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAF TA) წევრ ქვეყნებში ღვინოების ექსპორტირებისას წარმოშობის ნიშნის (სტიკერის) დატანა

 

 

0.5 ლარი

2

ახალი ადგილწარმოშობის

რეგისტრაციისათვის დასკვნის გაცემა

 

 

5000 ლარი

3

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებზე შესაბამისობის სერტიფიკატისა და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა

ერთი დღე

ორი დღე

სამი დღე

250 ლარი

100 ლარი

უფასო

4

მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნის ღვინოების წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციების შეთანხმება

 

 

300 ლარი

5

რეკლამის განთავსება ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ ვებგვერდზე

 

ერთი წელი

 

500 ლარი

6

ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ ერთი ბოთლი სახელობითი ღვინო

 

 

 

10 ლარი

7

ექსპორტის მონაცემების გაცემა

ერთი წელი

1200 ლარი

8

ეტიკეტის შეთანხმება

 

250 ლარი.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №45, 26.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016206 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1192451-3/