საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2011 ბოლო ცვლილება 26.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.016206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №45

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 17.02.2012წ.

მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 33​2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადა და საფასური“.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 17.02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის  დადგენილება №32  – ვებგვერდი, 29.01.2018წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

დანართი

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 07.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 17.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №673 – ვებგვერდი, 11.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №587 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №177 – ვებგვერდი, 12.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №494 – ვებგვერდი, 20.10.2022წ.
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადა და საფასური  

   მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომსახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური და სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისათვის წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში განაცხადის შეტანის დღის მომდევნო სამუშაო დღეს ან განაცხადის 10:00 საათამდე შეტანის დღის იმავე სამუშაო დღეს და მთავრდება მომსახურების გაწევის ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

3. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა მთავრდება უქმე ან დასვენების დღის მომდევნო სამუშაო დღის გასვლასთან ერთად.

4. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო დაინტერესებულ პირს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორებამდე მომსახურების გაწევის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. მომსახურების გაწევის ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა, წარმოება წყდება და დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება.  

მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური
 

№

მომსახურების სახე

 

მომსახურების

ვადა

მომსახურების ტარიფი ლარში (დღგ-ის ჩათვლით)

1

საექსპორტო ან/და იმპორტირებულ   ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენზე VI 1 სერტიფიკატის გაცემა

1 სამუშაო დღე

 

2 სამუშაო დღე

 

3 სამუშაო დღე

 

4 და მეტი სამუშაო დღე

           

 

300

 

250

 

150

 

50

 

 

2

 

 

 

 

 

 

საქართველოში წარმოებულ და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღვინოზე, მათ შორის, ჩამოსასხმელ ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის  ეთილის სპირტზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა

 

 

1 სამუშაო დღე

 

 

უფასო

3

მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება

 

თითოეულ დასახელებაზე

300

4

ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე ახალი ადგილწარმოშობის დასახელებისა და ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა-დადგენაზე დასკვნის მომზადება და გადაცემა

 

500

 

5

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ორგანოლეპტიკური შემოწმება

 

ყოველ ნიმუშზე

50

6

სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს (სასაქონლო ნიშნის) ლოგოს გამოყენების უფლებით სარგებლობა

 

თითოეულ ბოთლზე

0,05.“.

 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №615 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 07.06.2023წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №45, 26.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016206 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1192451-9/