საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (19)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №59
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 31 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომსახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოსათვის მიმართვისას წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარუდგენლობა მომსახურების გაწევის თაობაზე უარის თქმის საფუძველია.
4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი წესით სააგენტოსათვის მიმართვის მომენტიდან.
5. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
6. საფასურის ეტაპობრივი გადახდის საკითხს წყვეტს სააგენტოს უფროსი.
7. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური
| № | მომსახურების სახე | მომსახურების ვადა | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) |
| |||||
| 1 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გა ცემა | 20 სამუშაო დღე* 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 20 ლარი 40 ლარი 50 ლარი |
| |||||
| 2 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა | 20 სამუშაო დღე* 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 10 ლარი 20 ლარი 25 ლარი |
| |||||
| 3 | ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარ ი ული სერტიფიკატი ს გაცემა |
| 25 ლარი |
| |||||
| 4 | ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა |
| 50 ლარი |
| |||||
| 5 | სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა | 5 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე
| 50 ლარი 75 ლარი 100 ლარი
|
| |||||
| 6 | წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორ იის სერტიფიკატის გაცემა |
| 50 ლარი |
| |||||
| 7 | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცი ა | 3 თვე* 2 თვე 1 თვე | უფასო 300 ლარი 500 ლარი |
| |||||
| 8 | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში: ა) პირველი რიგის ცვლილების რეგისტრაცია
| 20 სამუშაო დღე* 10 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 50 ლარი 100 ლარი 150 ლარი |
| |||||
| ბ) მეორე რიგის ცვლილებ ის რეგისტრაცია | 3 თვე* 2 თვე 1 თვე | უფასო 100 ლარი 200 ლარი |
| ||||||
| 9 | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია | 10 სამუშაო დღე* 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 200 ლარი 300 ლარი |
| |||||
| 10
| პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია: |
|
|
| |||||
| ა) პესტიციდის სარეგისტრაციო განაცხადის (დოსიეს) განხილვა
| 2 თვე 1 თვე 2 კვირა | უფასო 500 ლარი 800 ლარი |
| ||||||
| ბ) ექსპერტიზის და პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება | 1 თვე 2 კვირა
| უფასო 500 ლარი
|
| ||||||
| გ) აგროქიმიკატის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა | 2 თვე 1 თვე 2 კვირა | უფასო 300 ლარი 500 ლარი |
| ||||||
| გ.ა) აგროქიმიკატის, რომელსაც ტარაზე გააჩნია მარკირება „EC“ სასუქები, სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა | 2 თვე 1 თვე 2 კვირა 2 დღე | უფასო 300 ლარი 500 ლარი 800 ლარი |
| ||||||
| დ) ექსპერტიზის და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარება | 1 თვე 2 კვირა | უფასო 300 ლარი
|
| ||||||
| ე) რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა | 20 სამუშაო დღე* 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე | უფასო 50 ლარი 100 ლარი |
| ||||||
| 11 | (ამოღებულია – 24.05.2011, №217) |
|
|
| |||||
| 12 | (ამოღებულია – 24.05.2011, №217) |
|
|
| |||||
| 13 | ვეტერინარ ექიმთა საკვალიფიკაციო კურსი ტრენინგი | 1 საათი
| 200 ლარი 10 ლარი |
| |||||
| 14 | სურსათის განადგურების პროცესზე ზედამხედველობა | გასანადგურებელი სურსათის საერთო ღირებულების 2% (არანაკლებ 100 ლარისა) | |||||||
| 15 | მავნებელ დაავადებებთან ბრძოლი ს ღონისძიებების გატარება, გარდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისა | 1 ჰა – 50 ლარი | |||||||
| 16 | სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დადგენა (გამოკვლევა) | მომსახურება – 10 ლარი, თითოეულ ჰა-ზე დამატებით – 5 ლარი | |||||||
| 17 | მეტეორო ლო გიუ რ ი მომსახურება (მეტეოროლოგიური პროგნოზი) ერთი წლის განმავლობაში | მომსახურება – 300 ლარი, თითოეულ ჰა-ზე დამატებით – 50 ლარი | |||||||
| 18 | პესტიციდების კატალოგი აგროქიმიკატის კატალოგი |
| 50 ლარი 25 ლარი | ||||||
| 19 | ვეტერინარული ზედამხედველობა (ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა) | მსხვილი რქოსანი ცხოველების ტანხორცი ღორის ტანხორცი ცხვრის, თხის ტანხორცი (ყველა ასაკის) კენტჩლიქიანის ტანხორცი ბოცვერის, თახვის ტანხორცი ტყავი, ტყავნედლეული (1 პარტია) | 5 ლარი
3 ლარი 2 ლარი
5 ლარი
0.5 ლარი
5 ლარი | ||||||
| 20 | საწარმოებში წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი, რომელიც ხორციელდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნით მხოლოდ არაკეთილსაიმედო ქვეყნებში (გარდა ასეთ ქვეყნებში ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებისა) | მოსაზღვრე ქვეყნები | 800 აშშ დოლარი | ||||||
| აღმოსავლეთ ევროპა | 1 500 აშშ დოლარი | ||||||||
| დასავლეთ ევროპა | 1 800 აშშ დოლარი | ||||||||
| აზია | 2 200 აშშ დოლარი | ||||||||
| ჩრდილოეთ აფრიკა | 1 200 აშშ დოლარი | ||||||||
| სამხრეთ აფრიკა | 2 200 აშშ დოლარი | ||||||||
| ავსტრალია | 2 500 აშშ დოლარი | ||||||||
| ჩრდილოეთ ამერიკა | 2 300 აშშ დოლარი | ||||||||
| სამხრეთ ამერიკა | 2 500 აშშ დოლარი | ||||||||
| 21 | პესტიციდების ხარისხისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი |
| 10 ლარი | ||||||
| 22 | კონსულტაცია (გარდა კანონმდებლობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული, ასევე დადგენილი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით გაცემული კონსულტაციებისა) |
| 20 ლარი | ||||||
| 23 | ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების პროცესზე ზედამხედველობა |
| 100 ლარი | ||||||
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში
კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №59, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197022-1/