საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ბოლო ცვლილება 23.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 040211, 04/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (20)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის  ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1.   სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 21 ​2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №481 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომსახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოსათვის მიმართვისას წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ელექტრონული საშუალებით გადახდა), გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარუდგენლობა მომსახურების გაწევის თაობაზე უარის თქმის საფუძველია.

4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი წესით სააგენტოსთვის მიმართვის დღის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მომსახურების ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის 4​1 – 4​3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

4​1. თუ დაინტერესებულმა პირმა ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მიმართა სააგენტოს 1 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევის მოთხოვნით და განცხადების შეტანა მოხდა დღის 12 საათამდე, მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე დღეს, ხოლო თუ განცხადების შეტანა მოხდა დღის 12 საათის შემდეგ, მომსახურების გაწევა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

4​2. შაბათ-კვირას ან უქმე დღეს მომსახურების გაწევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მიმართა სააგენტოს შაბათ-კვირას ან უქმე დღეს მომსახურების გაწევის მოთხოვნით და წარმოდგენილი აქვს  შაბათ-კვირის ან უქმე დღისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4​3. თუ პირს გადახდილი აქვს საფასური კონკრეტულ ვადაში მომსახურების გაწევისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში მას მომსახურება შესაძლებელია გაეწიოს აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე (მ.შ., სააგენტოში განცხადების რეგისტრაციის დღესაც), თუ ამ სახის მომსახურებისათვის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

5. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო დაინტერესებულ პირს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორებამდე მომსახურების გაწევის ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა. მომსახურების გაწევის ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრისთანავე. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. საფასურის ეტაპობრივი გადახდის საკითხს წყვეტს სააგენტოს უფროსი.

7. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) ბიზნესოპერატორები, რომელთაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვთ  მცირე  ბიზნესის  სტატუსი  და  იღებენ  ამ  დანართის   მე-2  მუხლის     მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებას.

8. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი განცხადების შეტანამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე;

ბ) საფასური გადახდილია ამ დადგენილების შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ;

გ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;

დ) დაინტერესებული პირი განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში უარს განაცხადებს მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი განცხადებით მომსახურების გაწევას ითხოვს 5 სამუშაო დღის ან ნაკლებ ვადაში ან სააგენტოს მიერ გაწეულია მომსახურება, ამ მუხლის 4​3 პუნქტის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №377 - ვებგვერდი, 10.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №481 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 22.01.2021წ.

    მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

 

№

მომსახურების   სახე

მომსახურების   ვადა

მომსახურების საფასური ( დღგ - ის ჩათვლით)

 1

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

50 ლარი

70 ლარი

90 ლარი

100 ლარი

 2

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

25 ლარი

35 ლარი

45 ლარი

50 ლარი

3

ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება:

 

 

ა) ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ფიზიკური შემოწმების გარეშე

5 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

25 ლარი

100 ლარი

ბ) ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ინსპექტირებით
5 სამუშაო დღე
შაბათ-კვირა ან უქმე დღე
85 ლარი
200 ლარი

გ) საფოსტო გზავნილის, მგზავრის ბარგის,ხელბარგის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება

5 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

30 ლარი

100 ლარი

4 ვეტერინარული სერტიფიცირება:    
ა) ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიცირება, გარდა ცოცხალი ცხოველების ექსპორტისა
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე
შაბათ-კვირა ან უქმე დღე
100 ლარი
150 ლარი
200 ლარი
ბ) ცოცხალი ცხოველების ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა 1 დღე 100 ლარი

5

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიცირება (გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა)

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

50 ლარი

75 ლარი

100 ლარი

5​1

სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემა

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

50 ლარი

75 ლარი

100 ლარი

6
წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭების პროცედურების განხორციელება
3 თვე
2 თვე
1 თვე
250 ლარი
500 ლარი
650 ლარი
7
ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია:
 
ა) ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია
3 თვე
2 თვე
1200 ლარი
1600 ლარი
ბ) ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
1000 ლარი
1300 ლარი
გ) ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში პირველი რიგის ცვლილების რეგისტრაცია
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
25 ლარი
50 ლარი
დ) ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მეორე რიგის ცვლილების რეგისტრაცია
3 თვე
2 თვე
1000 ლარი
1300 ლარი
ე) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
500 ლარი
700 ლარი
ვ) აღიარებითი რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
300 ლარი
400 ლარი
ზ) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის ცვლილების რეგისტრაცია
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
50 ლარი
75 ლარი
8
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია:
 
ა) პესტიციდის სარეგისტრაციო განაცხადის (დოსიეს) განხილვა
2 თვე
1 თვე
2 კვირა
1000 ლარი
2000 ლარი
3000 ლარი
ბ) ექსპერტიზისა და პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება
1 თვე
2 კვირა
1 კვირა
1000 ლარი
2000 ლარი
3000 ლარი
გ) აგროქიმიკატის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა:
2 თვე
1 თვე
2 კვირა
500 ლარი
1300 ლარი
1700 ლარი
გ.ა) აგროქიმიკატის, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და ტარაზე მარკირება - „EC“ სასუქები, სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა
2 თვე
1 თვე
2 კვირა
1 კვირა
500 ლარი
1200 ლარი
1600 ლარი
2500 ლარი
დ) ექსპერტიზისა და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარება
1 თვე
2 კვირა
1 კვირა
500 ლარი
1000 ლარი
1500 ლარი
ე) რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
50 ლარი
100 ლარი
200 ლარი
9
პესტიციდის ან აგროქიმიკატის  ხარჯვის ნორმის გადაანგარიშება/კორექტირება
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
200 ლარი
300 ლარი
10
წინასაექსპორტო და ვეგეტაციის პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინსპექტირება
1ჰა-მდე
თითოეულ ჰა-ზე დამატებით
100 ლარი
20 ლარი
10​1
შესაფუთი ხის მასალის მარკირების უფლების მინიჭება
 
2000 ლარი
11 მცენარეთა დაავადებების პროგნოზირება მეტეოროლოგიური მონაცემების საფუძველზე, ერთი წლის განმავლობაში, ერთი მეტეოსადგურის დაფარვის ზონაში

ფიზიკური პირისთვის – 50 ლარი,

იურიდიული პირისთვის – 300 ლარი

 
11​1
სადეზინფექციო სამუშაოების ან მცენარეთა მავნე ორგანიზმების/ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების წინააღმდეგ ღონისძიებების  (გარდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებისა) ჩატარება:
ა) თერმული ნისლის ტექნოლოგიით 160 ლიტრი სამუშაო ნაზავით - 60 ჰექტარი ფართობის დამუშავება - 1400 ლარი  
ბ) მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიით 400 ლიტრი სამუშაო ნაზავით- 20 ჰექტარი ფართობის დამუშავება - 900 ლარი  
12
ვეტერინარული ზედამხედველობა (ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა)
მსხვილფეხა საქონლის
ტანხორცი
7 ლარი
ღორის ტანხორცი
5 ლარი
ცხვრის, თხის ტანხორცი
(ყველა ასაკის)
2 ლარი
კენტჩლიქიანის ტანხორცი
5 ლარი
ბოცვრის, თახვის ტანხორცი
0,08 ლარი
ფრინველის ტანხორცი
0,015 ლარი
ტყავი, ტყავნედლეული
(1 პარტია)
20 ლარი

13

საექსპორტო ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა

მსხვილფეხა პირუტყვი

1 სული –

1,5 ლარი

ღორი

1 სული –

0,5 ლარი

წვრილფეხა პირუტყვი

1 სული –

0,5 ლარი

კენტჩლიქიანი ცხოველი

1 სული –

1 ლარი

ბოცვერი, კურდღელი, თახვი

1 სული –

0, 1 ლარი

ძაღლი, კატა

1 სული –

15 ლარი

13​1
იმპორტირებულ ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა
მსხვილფეხა პირუტყვი
1 სული
1,5 ლარი
ღორი
1 სული
0,5 ლარი
წვრილფეხა პირუტყვი
1 სული
0,5 ლარი
კენტჩლიქიანი ცხოველი
1 სული
1 ლარი
ბოცვერი, კურდღელი,
თახვი
1 სული
0, 1 ლარი
ძაღლი, კატა
1 სული
15 ლარი
14
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებულ ქვეყნების საწარმოში წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება ადგილზე ან დისტანციურად კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
სომხეთი,
აზერბაიჯანი
2000 აშშ დოლარი
რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა
3000 აშშ დოლარი
აზია
8000 აშშ დოლარი
ჩრდილოეთ აფრიკა
5000 აშშ დოლარი
სამხრეთ აფრიკა
6000 აშშ დოლარი
ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა
8000 აშშ დოლარი
[14. (ამოღებულია - 13.03.2020, №164) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
15 კონსულტაცია:  
  ა) სამუშაო ადგილზე   30 ლარი
  ბ) გასვლითი კონსულტაცია   200 ლარი
15​1
ტრენინგი:
1 საათი
1 პირი
20 ლარი

16

დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების პროცესზე ზედამხედველობა

 

100 ლარი

17
ბიზნესოპერატორის მოთხოვნის (გარდა სავალდებულო აღიარების მოთხოვნისა) საფუძველზე, მათ შორის, გაცემული მითითებების გამოსწორებისთვის დადგენილი გონივრული ვადის გასვლამდე,  ინსპექტირების განხორციელება
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისთვის
200 ლარი
ბიზნესოპერატორისთვის (გარდა მცირე ბიზნესის სტატუ-სისა)
400 ლარი

18

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისობის დადგენა

 

2500 ლარი

19

სურსათის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცისათვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

200 ლარი

400 ლარი

600 ლარი

20

სურსათის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაცისათვის დასკვნის გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

200 ლარი

400 ლარი

600 ლარი

21

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

200 ლარი

400 ლარი

600 ლარი.

 

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №318 - ვებგვერდი, 17.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 26.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №267 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №377 - ვებგვერდი, 10.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №481 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №686 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 აპრილის დადგენილება №209 - ვებგვერდი, 01.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №458 - ვებგვერდი, 23.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 22.01.2021წ.

    მუხლი 3

1. ერთი საკარანტინო ვადის განმავლობაში მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მინიმალური ღირებულება არის:

ა) მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე, კენტჩლიქიან ცხოველსა და ღორზე – 100 ლარი;

ბ) ბოცვერზე, კურდღელზე, თახვზე – 25 ლარი.

2. (ამოღებულია - 21.01.20201, №24).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №378 - ვებგვერდი, 12.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №377 - ვებგვერდი, 10.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 22.01.2021წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №267 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №377 - ვებგვერდი, 10.08.2017წ.
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №59, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197022-14/