შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.02.2011 ბოლო ცვლილება 30.12.2025
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
040170050.21.014.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110211, 11/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება № 2

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 2​1, 3​1 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმა (დანართი №1);

გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);

დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);

ე) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის  შევსების ინსტრუქცია (დანართი №4).

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.

2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.

3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

5. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

6. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.

7. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.

 

შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონის) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 2​1, 3​1 და მე-10 პუნქტების საფუძველზე.

2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. წესი გამოიყენება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონსოლიდირებული ტენდერის და კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევებში.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში–სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) www.procureme№t.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);

ბ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;

გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);

დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);

ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ხელშეკრულება).

ე1) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია;

ვ) ინსპექტირება – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩეული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;

ზ) კლასიფიკატორი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი თ“ (შემდგომში – შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი) დადგენილი კლასიფიკატორი;

თ) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი).

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წეს ში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.

    მუხლი 3. კოორდინაცია და ზედამხედველობა

1. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას შესყიდვების პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

2. კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:

ა) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის ან/და მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციას და მოითხოვოს მისგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს და დააყენოს მათ წინაშე შესაბამის პირთა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

გ) განსაზღვროს ის აუცილებელი პირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს ხელშეკრულება;

დ) შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.

3. შ ემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით .

4. სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოსათვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისტემაში შენახვას წარდგენიდან არანაკლებ 3 წლის ვადით.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

    მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

1. შ ემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში – გეგმა) წარმოდგენა სააგენტოსთვის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში დანართი №1-ის შესაბამისად სისტემის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმას, რომელიც მოიცავს ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ყველა სახელმწიფო შესყიდვას დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოსათვის გეგმის წარდგენად ჩაითვლება გეგმის სისტემის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე. გეგმის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში სააგენტოსათვის გეგმის სისტემის გამოყენების გარეშე წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

3. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.

3​1. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი  გახდება მასთან ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისობაში მოყვანა,  კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა გეგმაში და შეცვლილი  გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ პარამეტრებს. ბიუჯეტის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ პუნქტში აღნიშნული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.

5. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის  გეგმ ა ს თან დაკავშირებული ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის დაწყებამდე.

6. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.

7. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი,  ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500  000 ლარს,  ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არის 500 000  ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება № 5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.

 

მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში

1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის  ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე ვალდებულია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი  ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის  შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. 

2. იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა სააგენტოს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენად ჩაითვლება მისი სისტემის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის სისტემის გამოყენების გარეშე წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

4. თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნული გარემოების დადგომამდე დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ასლები). იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის მე-4 კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში შესაბამისი ტენდერის შედეგების ველში. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია შესაბამისი ტენდერის შედეგების ველის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის  შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.

6. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს. სისტემაში აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვა ხდება სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად მისი ხელმოწერისთანავე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი არ ვრცელდება კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კანონის ამ ნორმის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სისტემის მეშვეობით წარუდგენს ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოებდა პროცედურა, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.

8. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.

 

მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1. 2010 წლის მე-4 კვარტალის ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართი №4-ის და დანართი №4-ის შევსების ინსტრუქციის შესაბამისად.

2. 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა.

3. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 16 მარტის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის, ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 30 აპრილისა.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

 


დანართი №1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმა

      1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

4. დაფინანსების წყარო _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

5. სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ჯამური თანხა დაფინანსების წყაროს

შესაბამისად _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ლარი

 

№

დანაყოფის კოდი

დანაყოფის დასახელება

სავარაუდო ღირებულება

შესყიდვის საშუალება

შესყიდვების დაწყების სავარაუდო ვადები

შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადა

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესყიდვების კოორდინატორი _________________________

                                                              (ხელმოწერა)

შემსყიდველი ორგანიზაციის

ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი _________________________

                                                                       (ხელმოწერა)

დანართი №2 (ამოღებულია)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

დანართი №3  (ამოღებულია)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.


დანართი №4

შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის  შევსების ინსტრუქცია

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.

1. დანართი №1-ის შევსების და წარდგენის ინსტრუქცია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია დანართ №1-ს ავსებს და წარუდგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს შესაბამისად.

ბ) დანართი №1-ის პირველი პუნქტის გასწვრივ მიეთითება კონკრეტული გეგმის შედგენის თარიღი;

გ) დანართი №1-ის მე-2 პუნქტის გასწვრივ მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) დანართი №1-ის მე-3 პუნქტის გასწვრივ შემსყიდველი ორგანიზაციის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით;

ე) დანართი №1-ის მე-4 პუნქტის გასწვრივ მიეთითება დაფინანსების წყარო, რომლის ფარგლებშიც არის შედგენილი კონკრეტული გეგმა;

ვ) დანართი №1-ის მე-5 პუნქტის გასწვრივ მიეთითება ჯამური თანხა, ლარებში, იმ სავარაუდო ღირებულებისა, რასაც მთლიანობაში ითვალისწინებს კონკრეტული გეგმა;

ზ) დანართი №1-ის პირველ სვეტში მიეთითება თითოეული ჰორიზონტალური ველის ნომერი, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეავსებს;

თ) დანართი №1-ის მე-2 სვეტში მიეთითება შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი ს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაყოფის (შემდგომში – დანაყოფი) კოდი;

ი) დანართი №1-ის მე-3 სვეტში მიეთითება დანართი №1-ის მე-2 სვეტში მითითებული დანაყოფის დასახელება;

კ) დანართი №1-ის მე-4 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის განსაზღვრული სავარაუდო ღირებულება;

ლ) დანართი №1-ის მე-5 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის განსაზღვრული შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი, კონსოლიდირებული ტენდერი ან კონკურსი);

მ) დანართი №1-ის მე-6 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის დაწყების სავარაუდო ვადა;

ნ) დანართი №1-ის მე-7 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადა;

ო) დანართი №1-ის მე-8 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის ნებისმიერი სახის შენიშვნა. მათ შორის, მიეთითება გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საფუძველი, იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს;

პ) გეგმას ხელს აწერს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი და შესყიდვების კოორდინატორი, როგორიცაა მაგ: შესყიდვების სამმართველოს/სამსახურის/განყოფილების უფროსი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

2. (ამოღებულია - 16.03.12 №1);

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

3. (ამოღებულია - 16.03.12 №1);

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №2, 10.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040170050.21.014.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1203736-7/