შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 2
2011 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი;
ბ) (ამოღებულია - 19.02.13 №7);
გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
ე) (ამოღებულია - 19.02.13 №7);
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.
2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.
5. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
6. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
7. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
8. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
9. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონის) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების საფუძველზე.
2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. წესი გამოიყენება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონსოლიდირებული ტენდერის და კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში–სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) www.procureme№t.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);
ბ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;
გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ხელშეკრულება).
ე1) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია;
ვ) ინსპექტირება – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩეული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;
ზ) კლასიფიკატორი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესით“ (შემდგომში – შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი) დადგენილი კლასიფიკატორი;
თ) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი);
ი) სისტემის “ePLAN” მოდული – სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში - გეგმა) შექმნისათვის და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებული მოდული (შემდგომში – ePLAN). გეგმის სააგენტოში წარდგენად ჩაითვლება მისი რეგისტრაცია ePLAN-ში;
კ) სისტემის “CMR” მოდული – ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR ). აღნიშნული ანგარიშის წარდგენად ჩაითვლება CMR-ში მისი რეგისტრაცია ან/და დამატება.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წეს ში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
მუხლი 3. კოორდინაცია და ზედამხედველობა
1. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას შესყიდვების პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
2. კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:
ა) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის ან/და მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციას და მოითხოვოს მისგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს და დააყენოს მათ წინაშე შესაბამის პირთა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
გ) განსაზღვროს ის აუცილებელი პირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს ხელშეკრულება;
დ) შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
3. შ ემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით .
4. სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოსათვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისტემაში შენახვას წარდგენიდან არანაკლებ 3 წლის ვადით.

მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული და ამ წესის მიხედვით რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა. გეგმის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ePLAN-ში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ხორციელდება ePLAN-ში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით.
11. გეგმის დამტკიცების წესი და ფორმა განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. ePLAN-ში გეგმის რეგისტრაციისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზაღვრავს უფლებამოსილ პირს, რომელიც რეგისტრირდება სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისას გეგმა არ საჭიროებს შესაბამისად უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
2. (ამოღებულია - 19.02.13 №7).
3. მომდევნო წლის გეგმას შემსყიდველი ორგანიზაცია არეგისტრირებს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გეგმის რეგისტრაციის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.
31. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა გეგმაში და შეცვლილი გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
32. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე “ და „ ა.ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებიდან, გეგმას არეგისტრირებს ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ პარამეტრებს. ბიუჯეტის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ პუნქტში აღნიშნული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებამდე და არეგისტრირებს ePLAN-ში, დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში.
6. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.
61. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ვ) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;
ზ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
თ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
ი) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
კ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ლ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
მ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
ნ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
7. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არის 500 000 ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება № 5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.

მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში
1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე ვალდებულია CMR-ში დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
2. იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა CMR-ში დაარეგისტრიროს/დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.
3. (ამოღებულია - 17.01.13 №2).
4. თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია CMR-ში დაარეგისტრიროს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნული გარემოების დადგომამდე დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ასლები). იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის მე-4 კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთი ინფორმაციის რეგისტრაციას ახდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.
5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში შესაბამისი ტენდერის შედეგების ველში. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია შესაბამისი ტენდერის შედეგების ველის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
6. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს. სისტემაში აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვა ხდება სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად მისი ხელმოწერისთანავე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი არ ვრცელდება კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კანონის ამ ნორმის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სისტემის მეშვეობით წარუდგენს ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოებდა პროცედურა, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები
1. 2010 წლის მე-4 კვარტალის ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართი №4-ის და დანართი №4-ის შევსების ინსტრუქციის შესაბამისად.
2. 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა.
3. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 16 მარტის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის, ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 30 აპრილისა.
4. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ გეგმების რეგისტრაცია ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, არა უგვიანეს 2013 წლის 15 თებერვლისა.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
დანართი №1 (ამოღებულია)
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
დანართი №2 (ამოღებულია)

დანართი №3 (ამოღებულია)

დანართი №4 (ამოღებულია)

2
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 2
2011 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმა (დანართი №1);
ბ) (ამოღებულია - 19.02.13 №7);
გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
ე) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შევსების ინსტრუქცია (დანართი №4).
ე) (ამოღებულია - 19.02.13 №7);
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.
2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.
5. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
6. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
7. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
8. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
9. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონის) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების საფუძველზე.
2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. წესი გამოიყენება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონსოლიდირებული ტენდერის და კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევებში.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში–სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) www.procureme№t.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);
ბ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;
გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ხელშეკრულება).
ე1) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია;
ვ) ინსპექტირება – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩეული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;
ზ) კლასიფიკატორი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესით“ (შემდგომში – შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი) დადგენილი კლასიფიკატორი;
თ) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი);
ი) სისტემის “ePLAN” მოდული – სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში - გეგმა) შექმნისათვის და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებული მოდული (შემდგომში – ePLAN). გეგმის სააგენტოში წარდგენად ჩაითვლება მისი რეგისტრაცია ePLAN-ში ამ წესით დადგენილი გამონაკლისების გარდა. ePLAN საჯაროა და ხელმისაწვდომია სისტემის ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის;
ი) სისტემის “ePLAN” მოდული – სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში - გეგმა) შექმნისათვის და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებული მოდული (შემდგომში – ePLAN). გეგმის სააგენტოში წარდგენად ჩაითვლება მისი რეგისტრაცია ePLAN-ში;
კ) სისტემის “CMR” მოდული – ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR ). აღნიშნული ანგარიშის წარდგენად ჩაითვლება CMR-ში მისი რეგისტრაცია ან/და დამატება.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
მუხლი 3. კოორდინაცია და ზედამხედველობა
1. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას შესყიდვების პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
2. კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:
ა) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის ან/და მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციას და მოითხოვოს მისგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს და დააყენოს მათ წინაშე შესაბამის პირთა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
გ) განსაზღვროს ის აუცილებელი პირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს ხელშეკრულება;
დ) შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
3. შ ემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით .
4. სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოსათვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისტემაში შენახვას წარდგენიდან არანაკლებ 3 წლის ვადით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული და ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების დაწყება დაუშვებელია შესაბამისი გეგმის ამ წესის მიხედვით ePLAN-ში რეგისტრაციამდე. გეგმის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში ePLAN-ის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული და ამ წესის მიხედვით რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა. გეგმის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ePLAN-ში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ხორციელდება ePLAN-ში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმას, რომელიც მოიცავს ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ყველა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვას დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს ePLAN-ის გამოყენების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით სააგენტოსათვის გეგმის წარდგენად ჩაითვლება გეგმის ePLAN-ის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე.
11. გეგმის დამტკიცების წესი და ფორმა განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. ePLAN-ში გეგმის რეგისტრაციისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზაღვრავს უფლებამოსილ პირს, რომელიც რეგისტრირდება სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისას გეგმა არ საჭიროებს შესაბამისად უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
3. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.
2. (ამოღებულია - 19.02.13 №7).
3. მომდევნო წლის გეგმას შემსყიდველი ორგანიზაცია არეგისტრირებს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გეგმის რეგისტრაციის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.
31. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა გეგმაში და შეცვლილი გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
32. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებიდან, გეგმას არეგისტრირებს ePLAN-ში ან/და წარუდგენს სააგენტოს ამ წესის მიხედვით, შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.
32. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე “ და „ ა.ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებიდან, გეგმას არეგისტრირებს ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ პარამეტრებს. ბიუჯეტის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ პუნქტში აღნიშნული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
5. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ხორციელდება ePLAN-ში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის გეგმასთან დაკავშირებული ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს ePLAN-ის გამოყენების გარეშე შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის დაწყებამდე.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებამდე და არეგისტრირებს ePLAN-ში, დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში.
6. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.
61. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს:
61. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო, მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;
ვ) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;
ვ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
ზ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
თ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
ი) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
კ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
ლ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
მ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
ნ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
7. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არის 500 000 ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება № 5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში🔗
1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე ვალდებულია CMR-ში დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
2. იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა CMR-ში დაარეგისტრიროს/დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.
3. (ამოღებულია - 17.01.13 №2).
4. თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია CMR-ში დაარეგისტრიროს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნული გარემოების დადგომამდე დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ასლები). იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის მე-4 კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთი ინფორმაციის რეგისტრაციას ახდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.
5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში შესაბამისი ტენდერის შედეგების ველში. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია შესაბამისი ტენდერის შედეგების ველის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
6. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს. სისტემაში აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვა ხდება სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად მისი ხელმოწერისთანავე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი არ ვრცელდება კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კანონის ამ ნორმის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სისტემის მეშვეობით წარუდგენს ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოებდა პროცედურა, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები🔗
1. 2010 წლის მე-4 კვარტალის ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართი №4-ის და დანართი №4-ის შევსების ინსტრუქციის შესაბამისად.
2. 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა.
3. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 16 მარტის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის, ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 30 აპრილისა.
4. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ გეგმების რეგისტრაცია ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, არა უგვიანეს 2013 წლის 15 თებერვლისა.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
დანართი №1 (ამოღებულია)
დანართი №1
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმა
1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. დაფინანსების წყარო _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
5. სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ჯამური თანხა დაფინანსების წყაროს
შესაბამისად _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ლარი
N
დანაყოფის კოდი
დანაყოფის დასახელება
სავარაუდო ღირებულება
შესყიდვის საშუალება
შესყიდვების დაწყების სავარაუდო ვადები
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
შესყიდვების კოორდინატორი_________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________
(ხელმოწერა) .
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
დანართი №2 (ამოღებულია)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
დანართი №3 (ამოღებულია)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
დანართი №4 (ამოღებულია)
დანართი №4
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შევსების ინსტრუქცია
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
1. დანართი №1-ის შევსების და წარდგენის ინსტრუქცია:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია დანართ №1-ს ავსებს და წარუდგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს შესაბამისად.
ბ) დანართი №1-ის პირველი პუნქტის გასწვრივ მიეთითება კონკრეტული გეგმის შედგენის თარიღი;
გ) დანართი №1-ის მე-2 პუნქტის გასწვრივ მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) დანართი №1-ის მე-3 პუნქტის გასწვრივ შემსყიდველი ორგანიზაციის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით;
ე) დანართი №1-ის მე-4 პუნქტის გასწვრივ მიეთითება დაფინანსების წყარო, რომლის ფარგლებშიც არის შედგენილი კონკრეტული გეგმა;
ვ) დანართი №1-ის მე-5 პუნქტის გასწვრივ მიეთითება ჯამური თანხა, ლარებში, იმ სავარაუდო ღირებულებისა, რასაც მთლიანობაში ითვალისწინებს კონკრეტული გეგმა;
ზ) დანართი №1-ის პირველ სვეტში მიეთითება თითოეული ჰორიზონტალური ველის ნომერი, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეავსებს;
თ) დანართი №1-ის მე-2 სვეტში მიეთითება შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაყოფის (შემდგომში – დანაყოფი) კოდი;
ი) დანართი №1-ის მე-3 სვეტში მიეთითება დანართი №1-ის მე-2 სვეტში მითითებული დანაყოფის დასახელება;
კ) დანართი №1-ის მე-4 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის განსაზღვრული სავარაუდო ღირებულება;
ლ) დანართი №1-ის მე-5 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის განსაზღვრული შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი, კონსოლიდირებული ტენდერი ან კონკურსი);
მ) დანართი №1-ის მე-6 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის დაწყების სავარაუდო ვადა;
ნ) (ამოღებულია - 17.01.13 №2) .
ო) დანართი №1-ის მე-7 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის ნებისმიერი სახის შენიშვნა. მათ შორის, უნდა მიეთითოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს: კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთობლივ შესყიდვას ან/და კანონის მე-9 მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს.
პ) გეგმას ხელს აწერს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი და შესყიდვების კოორდინატორი, როგორიცაა მაგ: შესყიდვების სამმართველოს/სამსახურის/განყოფილების უფროსი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
2. (ამოღებულია - 16.03.12 №1);
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
3. (ამოღებულია - 16.03.12 №1);
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
2
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 2
2011 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი;
ბ) (ამოღებულია - 19.02.13 №7);
გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
ე) (ამოღებულია - 19.02.13 №7);
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.
2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.
5. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
6. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
7. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
8. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
9. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
10. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.11.2013 წ.
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონის) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების საფუძველზე.
2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. წესი გამოიყენება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონსოლიდირებული ტენდერის და კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევებში.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში–სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) www.procureme№t.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);
ბ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;
გ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
დ) (ამოღებულია - 16.03.12 №1);
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ხელშეკრულება).
ე1) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია;
ვ) ინსპექტირება – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩეული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;
ზ) კლასიფიკატორი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესით“ (შემდგომში – შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი) დადგენილი კლასიფიკატორი;
თ) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი);
ი) სისტემის “ePLAN” მოდული – სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში - გეგმა) შექმნისათვის და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებული მოდული (შემდგომში – ePLAN). გეგმის სააგენტოში წარდგენად ჩაითვლება მისი რეგისტრაცია ePLAN-ში;
კ) სისტემის “CMR” მოდული – ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR ). აღნიშნული ანგარიშის წარდგენად ჩაითვლება CMR-ში მისი რეგისტრაცია ან/და დამატება.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
მუხლი 3. კოორდინაცია და ზედამხედველობა🔗
1. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას შესყიდვების პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
2. კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:
ა) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის ან/და მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციას და მოითხოვოს მისგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს და დააყენოს მათ წინაშე შესაბამის პირთა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
გ) განსაზღვროს ის აუცილებელი პირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს ხელშეკრულება;
დ) შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
3. შ ემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით .
4. სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოსათვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისტემაში შენახვას წარდგენიდან არანაკლებ 3 წლის ვადით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა🔗
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული და ამ წესის მიხედვით რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა. გეგმის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ePLAN-ში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ხორციელდება ePLAN-ში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით.
11. გეგმის დამტკიცების წესი და ფორმა განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. ePLAN-ში გეგმის რეგისტრაციისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზაღვრავს უფლებამოსილ პირს, რომელიც რეგისტრირდება სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისას გეგმა არ საჭიროებს შესაბამისად უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
2. (ამოღებულია - 19.02.13 №7).
3. მომდევნო წლის გეგმას შემსყიდველი ორგანიზაცია არეგისტრირებს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გეგმის რეგისტრაციის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.
31. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა გეგმაში და შეცვლილი გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
32. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე “ და „ ა.ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებიდან, გეგმას არეგისტრირებს ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ პარამეტრებს. ბიუჯეტის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ პუნქტში აღნიშნული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებამდე და არეგისტრირებს ePLAN-ში, დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში.
6. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.
61. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ვ) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;
ზ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
თ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
ი) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
კ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ლ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
მ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
ნ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
7. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არის 500 000 ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 თებერვლის ბრძანება № 5 - ვებგვერდი, 28.02.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში🔗
1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე ვალდებულია CMR-ში დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
2. იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა CMR-ში დაარეგისტრიროს/დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.
3. (ამოღებულია - 17.01.13 №2).
4. თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია CMR-ში დაარეგისტრიროს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნული გარემოების დადგომამდე დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ასლები). იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის მე-4 კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთი ინფორმაციის რეგისტრაციას ახდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.
5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში შესაბამისი ტენდერის შედეგების ველში. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია შესაბამისი ტენდერის შედეგების ველის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
6. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს. სისტემაში აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვა ხდება სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად მისი ხელმოწერისთანავე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი არ ვრცელდება კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კანონის ამ ნორმის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სისტემის მეშვეობით წარუდგენს ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოებდა პროცედურა, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
მუხლი 51. ანგარიშსწორება უწყვეტი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას🔗
ნავთობპროდუქციის (საწვავის) საბარათე სისტემით სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ყოველი წლის დეკემბრის თვის საჭირო მოცულობის საწვავის მიწოდების უწყვეტ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება ხორციელდება უწყვეტი მომსახურების (მაგ. მობილური კავშირის მომსახურება, ინტერნეტის მომსახურება, დაცვის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვისას ანგარიშსწორების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 27 ნოემბრის ბრძანება№16 - ვებგვერდი, 27.11.2013 წ.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები🔗
1. 2010 წლის მე-4 კვარტალის ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართი №4-ის და დანართი №4-ის შევსების ინსტრუქციის შესაბამისად.
2. 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა.
3. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 16 მარტის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის, ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 30 აპრილისა.
4. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ გეგმების რეგისტრაცია ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, არა უგვიანეს 2013 წლის 15 თებერვლისა.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
დანართი №1 (ამოღებულია)
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
დანართი №2 (ამოღებულია)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
დანართი №3 (ამოღებულია)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
დანართი №4 (ამოღებულია)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 14.04.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №2, 10.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040170050.21.014.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1203736-9/