საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2011 ძალადაკარგული 12.02.2019
ნომერი
№23/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.016062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240211, 24/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №2 3/ნ

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებ ის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    დ. შაშკინი


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

მუხლი 2

დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ე) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ვ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

ზ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და  მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;

მ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ო) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება;

პ) პერსონალის შერჩევა, კონკურსების ორგანიზება, ასევე  სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება;

ჟ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;

რ) თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, ასევე სამინისტროს სისტემის შესაბამის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი;

ს) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სამართლიანი სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.09.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 6

    დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

    ა ) სამართალშემოქმედების სამმართველო ;

    ბ) სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

    გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

    დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის ბრძანება №01/ნ - ვებგვერდი, 10.01.2017წ.

​საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

 

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

მუხლი 7

1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №128/ნ - ვებგვერდი, 11.08.2017წ.


მუხლი 8

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

 ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის მოხელეთა მიერ;

ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს და ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანების პროექტებს;

ი) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მინისტრის მოთხოვნით ნებისმიერ დროს;

კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახე ბ ;

 მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად;

ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  ცალკეულ დავალებებს;

ჟ) კოორდინაციას უწევს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობას  და ხელს უწყობს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;

რ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში;

 ს) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის განუხორციელებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.

 

მუხლი 9

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. 

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

დ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში;

დ​1) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ​2) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ​3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია  დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №196/ნ - ვებგვერდი, 05.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №73/ნ - ვებგვერდი,06.07.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის ბრძანება №78/ნ - ვებგვერდი,15.07.2016წ.

 

მუხლი 10

1. სამართალშემოქმედების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

დ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ე) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და  მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამართალშემოქმედების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და სამმართველოს მოხელეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვაზე;

დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. სამართალშემოქმედების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალშემოქმედების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

მუხლი 11

1. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს  კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

დ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვაზე;

დ) ახორციელებს სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას, ასევე ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში.

ე) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე​1 ) მინისტრის მიერ დელეგირებული უფლების საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში;

ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 5 ივლისის ბრძანება №73/ნ - ვებგვერდი,06.07.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 07.09.2016წ.

 

მუხლი 12.

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოსთან ერთად;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ქალაქ თბილისის, დაბა თიანეთის, ქალაქ დუშეთის, დაბა ყაზბეგის, ქალაქ მცხეთის და ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (შემდგომში – დაწესებულება) მათი მომართვის საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს:

ე.ა) განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას;

ე.ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივ დახმარებას;

ე.გ) დაწესებულებების წარმომადგენლობის უზრუნველყოფას სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ე.დ) დაწესებულებისათვის სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მათი მომართვის საფუძველზე;

ვ​1) საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ მინისტრის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვაზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და აგზავნის მოთხოვნილ ინფორმაციას სამინისტროს სახელით;

ვ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ზ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის ბრძანება №01/ნ - ვებგვერდი, 10.01.2017წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.09.2017წ.

 

 

მუხლი 13.

1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;

გ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; 

დ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ე) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 

ვ) საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და  გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება;

ზ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კარიერის მართვა, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ი) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება, დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

კ) სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა პირადი საქმეების შექმნა და წარმოება;

მ)  სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვა და შემდგომი რეაგირება;

ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში მონაწილეობა;

ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და ამ მიზნით შესაბამისი  ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორატიული ფასეულობებისა და კულტურის ჩამოყალიბება და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;

ს)  სამინისტროში ახლად მიღებულ  საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა;

ტ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე;

უ) სამინისტროში ადამიანური რესურსების გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი;

ფ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.  სხვადასხვა სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან   ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;

ქ) სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის გაცემა;

ღ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა;

ყ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შემდეგი ბაზების წარმოება:

ყ.ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ბ) სამინისტროში დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.დ) საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა  საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) ხელმძღვანელებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული მათი მოადგილეების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ვ) მინისტრის მიერ დანიშნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების/მივლინების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.თ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) შესახებ მონაცემთა ბაზა;

შ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლისა და სპეციალური კითხვარის შევსების ორგანიზება;

ჩ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;

ც) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;

ძ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა   და მათზე რეაგირება;

წ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;

ე) სამინისტროს სახელით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით მივლინებასა და შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით და ხელს აწერს შესაბამის ბრძანებებს;

ვ) აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე, სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

ზ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს სამინისტროს  მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი – საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;

კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;

ლ) უფლებამოსილია სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

მ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ნ)  დეპარტამენტის უფროსის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში  უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის;

ო) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

​საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 30.01.2018წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23/ნ, 22.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.016062 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215395-12/