საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2011 ძალადაკარგული 12.02.2019
ნომერი
№23/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.016062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240211, 24/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №2 3/ნ

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებ ის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №196/ნ - ვებგვერდი, 05.12.2013წ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

მუხლი 2

დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ე) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ვ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

ზ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და  მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა ) სამართალშემოქმედების სამმართველო ;

ბ) სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

გ ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველო .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

მუხლი 7

1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) მთავარი სპეციალისტი;

ე) უფროსი სპეციალისტი;

ვ) სპეციალისტი.

2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

მუხლი 8

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

 ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის მოხელეთა მიერ;

ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს და ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ბრძანების პროექტებს;

ი) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მინისტრის მოთხოვნით ნებისმიერ დროს;

 კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

 ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახე ბ ;

 მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად;

ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  ცალკეულ დავალებებს;

ჟ) კოორდინაციას უწევს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობას  და ხელს უწყობს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;

რ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში;

 ს) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის განუხორციელებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

მუხლი 9

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. 

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

დ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში;

დ​1) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს;

დ​2) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს;

 ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია  დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №196/ნ - ვებგვერდი, 05.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

მუხლი 10

1. სამართალშემოქმედების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

დ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ე) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და  მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამართალშემოქმედების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და სამმართველოს მოხელეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვაზე;

დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. სამართალშემოქმედების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალშემოქმედების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

მუხლი 11

1. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს  კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

დ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვაზე;

დ) ახორციელებს სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას, ასევე ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში.

ე) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

 5. სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება № 27 /ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

მუხლი 12

1. საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოსთან ერთად;

ე) საქართველოს კანონმდებლობით და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.

3. საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვაზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და აგზავნის მოთხოვნილ ინფორმაციას სამინისტროს სახელით;

ვ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ზ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №05/ნ - ვებგვერდი, 14.01.2014წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23/ნ, 22.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.016062 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215395-3/