ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2011 ძალადაკარგული 27.07.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.118.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110223006, 02/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №06

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

მუხლი 2. დადგინდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 ლარის ოდენობით.

2. მოსაკრებლის ოდენობა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

 ა) ქ. ონში ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარის ოდენობით თვეში;

 ბ) მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელთა დაკავებული ფართობი არ აღემატება 20კვ.მ მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 5 ლარით, ხოლო 20 კვ.მ-ს ზემოთ ყოველ დაკავებულ კვ.მ-ზე 0.1 ლარის ოდენობით;

 გ) ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დასაქმებული პერსონალის გათვალისწინებით, ყოველდასაქმებულ მუშაკზე 0.5 ლარის ოდენობით;

 დ) მოსაკრებლის ოდენობა ბაზრობის ტიპის ობიექტებისათვის განისაზღვროს 1 მ​3 ნარჩენზე 0.85 ლარის ოდენობით.

2​1. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების თ ვის გადახდილი უნდა იქნეს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის დადგენილება №19- ვებგვერდი, 06.04.2011წ.

მუხლი 3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №25 დადგენილება.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                   შ. ჯაფარიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის დადგენილება №19- ვებგვერდი, 06.04.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №06, 22.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.118.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215609-1/