ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2011 ძალადაკარგული 27.07.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.118.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110223006, 02/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №06

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

მუხლი 2. დადგინდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალ - ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 ლარის ოდენობით .

2. მოსაკრებლის ოდენობა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ქ. ონში ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარის ოდენობით თვეში;

 ბ) მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელთა დაკავებული ფართობი არ აღემატება 20კვ.მ . მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 5 ლარით, ხოლო 20 კვ.მ-ს ზემოთ –ყოველ დაკავებულ კვ.მ-ზე 0.1 ლარის ოდენობით ;

 გ) ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დასაქმებული პერსონალის გათვალისწინებით, ყოველ დასაქმებულ მუშაკზე 0.5 ლარის ოდენობით ;

 დ) მოსაკრებლის ოდენობა ბაზრობის ტიპის ობიექტებისათვის განისაზღვროს 1 მ​3 ნარჩენზე 0.85 ლარის ოდენობით .

3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გადახდილი უნდა იქნეს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 1 აპრილის დადგენილება № 1 9- ვებგვერდი, 06.04.2011წ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

მუხლი 3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №25 დადგენილება.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე               შ. ჯაფარიძე

 

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის დადგენილება №1 9 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №06, 22.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.118.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215609-2/