თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2011 ძალადაკარგული 27.01.2012
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.160.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110329015, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №72

2011 წლის 28 მარტი

ქ. რუსთავი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 25 იანვრის №265 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კ. ბარათაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

 1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 15.04.2011 წ.

დანართი

ქონების გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

3. ფიზიკურ პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

ა)  100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ)  100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.

4.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ები ა (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის გაკულტურებული)

27

2

საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული)

22,50

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

24

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები

105

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 15.04.2011 წ.

5.  ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:

 

ზონა

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ

I – ზონა (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა)

0.91

0.2184

II – ზონა (მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა)

0.7

0.168

III – ზონა (ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად)

0.595

0.1428

 

6. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ)  საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

შენიშვნა: მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №72, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.160.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1255509-1/