თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №72
2011 წლის 28 მარტი
ქ. რუსთავი
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის„მ“ ქვეპუნქტების, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 25 იანვრის №265 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კ. ბარათაშვილი
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
3. ფიზიკურ პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი | 141 |
| 2 | საკარმიდამო | 105 |
| 3 | სათიბები | 30 |
| 4 | საძოვრები | 27 |
| 5 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 24 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3,75 |
5. ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:
| ზონა | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ |
| I – ზონა (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა) | 0.91 | 0.2184 |
| II – ზონა (მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა) | 0.7 | 0.168 |
| III – ზონა (ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად) | 0.595 | 0.1428 |
6. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
შენიშვნა: მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.
+
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №72
2011 წლის 28 მარტი
ქ. რუსთავი
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 25 იანვრის №265 დადგენილება.
მუხლი 3🔗
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კ. ბარათაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კ. ბარათაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 15.04.2011 წ.
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
3. ფიზიკურ პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები
ლარი/ჰა
1
სათიბები (მათ შორის გაკულტურებული)
27
სახნავი
141
2
საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული)
22,50
საკარმიდამო
105
3
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
სათიბები
30
4
საძოვრები
27
5
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები
24
6
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3,75
5
კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები
105
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 15.04.2011 წ.
5. ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:
| ზონა |
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ
I – ზონა (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა)
0.91
0.2184
II – ზონა (მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა)
0.7
0.168
III – ზონა (ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად)
0.595
0.1428
6. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
შენიშვნა: მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.
შენიშვნა: მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2012.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“?
- „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.03.2011. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. დოკუმენტის ნომერი — №72. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.160.016055.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2012.
- სად არის „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №72, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.160.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1255509/