საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №331
2001 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით საქართველოში მიმდინარე საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად:
1. შეიქმნას საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლი როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის (შემოკლებით -პგრ) თანდართული დებულება.
3. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის მიერ გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 ივნისის №668 განკარგულებით შექმნილმა სტრუქტურული გარდაქმნის მესამე და სტრუქტურული გარდაქმნის ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინაციის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №315 დადგენილება.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება №405, სსმIII, №106, 28.09. 2004წ., მუხ.912
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლი (შემდგომში – პგრ) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია საქართველოში საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების (შემდგომში – პროექტები) განხორციელება.
2. პგრ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის დადებული შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით (შემდგომში – შეთანხმებები), საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. პგრ თავის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს მსოფლიო ბანკის პროექტების საფუძველზე, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.
3. პგრ-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და ქართულ-ინგლისური წარწერით.
4. პგრ-ის ადგილსამყოფელია: 380077 ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №42.
5. პგრ არის საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტთან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №315 დადგენილებით შექმნილი მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი რგოლის უფლებამონაცვლე.
მუხლი 2. პგრ-ის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. პგრ-ის ძირითადი მიზნები, ვალდებულებები და უფლებამოსილებანი საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის სფეროში განსაზღვრულია ამ დებულებით, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილებებით, აგრეთვე საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის ხელშემწყობი პროექტებით.
2. პგრ-ის ამოცანებია:
ა) შეთანხმებების საფუძველზე საქართველოში მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მიმდინარე საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის განვითარების მხარდაჭერა, საინსტიტუციო მშენებლობის პროექტების ღონისძიებათა დაფინანსებისათვის გათვალისწინებული სახსრების, მათ შორის ამ მიზნით არსებული პროექტების ფონდების მართვა;
ბ) საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის განხორციელებისას პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის ხელშეწყობა;
გ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების მახასიათებლების და სამუშაოების აღწერილობის საბოლოო ბენეფიციართან შეთანხმება, მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული პროცედურების შესაბამისად შესყიდვების დოკუმენტის მომზადება და გამოცემა; მომწოდებლების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებული წესების მიხედვით საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება; წარმოდგენილი წინადადებების შეფასება და შეფასებითი მოხსენებების მომზადება; საბოლოო ბენეფიციარის სახელით პროექტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით კონტრაქტების მომზადება და ხელმოწერა;
დ) კონსულტანტების დანიშვნისას კონსულტანტობის კანდიდატთა სიის ბენეფიციართან შეთანხმება, ტენდერში მათი მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევი დოკუმენტაციის მომზადება და დაგზავნა; ბენეფიციარის მიერ კონსულტანტების დაქირავების მიზნით პროექტებით გათვალისწინებული პირობებით ხელმოსაწერი ხელშეკრულებების განსახილველად მომზადება და ბენეფიციარისათვის მიწოდება;
ე) პროექტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ორგანიზაცია.
3. პგრ თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) ხელი მოაწეროს გარიგებას, ხელშეკრულებას, კომერციული და იურიდიული მნიშვნელობის აქტს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან და დაწესებულებებთან, საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან იმ სფეროში, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ემსახურება ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფას და/ან ხელშეწყობას;
ბ) ისარგებლოს ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების მომსახურებით;
გ) პგრ-ის მიზნების გათვალისწინებით დააფინანსოს პროექტების ფარგლებში წარმოებული თემატური გამოკვლევები და სამუშაოები.
მუხლი 3. პგრ-ის მართვა და სახელმწიფო კონტროლი
1. პგრ-ს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. დირექტორს ეკისრება პგრ-ის წარმომადგენლობა. დირექტორი ერთპიროვნულად უძღვება პგრ-ის საქმეებს და ამ მიზნით ახორციელებს ნებისმიერ მოქმედებას, გარდა იმისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით განეკუთვნება სხვა ორგანოს ან პირის კომპეტენციას.
3. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება №405, სსმIII, №106, 28.09. 2004წ., მუხ.912
მუხლი 4. ანგარიშგება
პგრ ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს წინაშე, რომელსაც კვარტალში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 5. პგრ-ის დაფინანსება და საბუღალტრო ანგარიშგება
1. პგრ-ის დაფინანსება ხდება პროექტებით გათვალისწინებული სპეციალური ნაწილით, რომელიც მიზნობრივად განსაზღვრულია პგრ-ის ფუნქციონირებისათვის საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების შეთანხმების საფუძველზე გამოყოფილი სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა წყაროებით.
2. პგრ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მსოფლიო ბანკთან არსებული შეთანხმებით.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
1. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. პგრ-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პგრ-ის ლიკვიდაციის შემთხვევაში ქონება გადადის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის განკარგულებაში.
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №331
2001 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით საქართველოში მიმდინარე საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად:
1. შეიქმნას საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლი როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის (შემოკლებით -პგრ) თანდართული დებულება.
3. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის მიერ გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 ივნისის №668 განკარგულებით შექმნილმა სტრუქტურული გარდაქმნის მესამე და სტრუქტურული გარდაქმნის ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინაციის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ნოემრის ბრძანებულება №547, სსმIII, №141, 03.12.2004წ., მუხ.1260
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №315 დადგენილება.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება №405, სსმIII, №106, 28.09. 2004წ., მუხ.912
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ნოემრის ბრძანებულება №547, სსმIII, №141, 03.12.2004წ., მუხ.1260
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლი (შემდგომში – პგრ) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია საქართველოში საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების (შემდგომში – პროექტები) განხორციელება.
2. პგრ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის დადებული შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით (შემდგომში – შეთანხმებები), საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. პგრ თავის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს მსოფლიო ბანკის პროექტების საფუძველზე, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.
3. პგრ-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და ქართულ-ინგლისური წარწერით.
4. პგრ-ის ადგილსამყოფელია: 380077 ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №42.
5. პგრ არის საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტთან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №315 დადგენილებით შექმნილი მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი რგოლის უფლებამონაცვლე.
მუხლი 2. პგრ-ის ძირითადი მიზნები და ამოცანები🔗
1. პგრ-ის ძირითადი მიზნები, ვალდებულებები და უფლებამოსილებანი საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის სფეროში განსაზღვრულია ამ დებულებით, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილებებით, აგრეთვე საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის ხელშემწყობი პროექტებით.
2. პგრ-ის ამოცანებია:
ა) შეთანხმებების საფუძველზე საქართველოში მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მიმდინარე საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის განვითარების მხარდაჭერა, საინსტიტუციო მშენებლობის პროექტების ღონისძიებათა დაფინანსებისათვის გათვალისწინებული სახსრების, მათ შორის ამ მიზნით არსებული პროექტების ფონდების მართვა;
ბ) საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის განხორციელებისას პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის ხელშეწყობა;
გ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების მახასიათებლების და სამუშაოების აღწერილობის საბოლოო ბენეფიციართან შეთანხმება, მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული პროცედურების შესაბამისად შესყიდვების დოკუმენტის მომზადება და გამოცემა; მომწოდებლების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებული წესების მიხედვით საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება; წარმოდგენილი წინადადებების შეფასება და შეფასებითი მოხსენებების მომზადება; საბოლოო ბენეფიციარის სახელით პროექტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით კონტრაქტების მომზადება და ხელმოწერა;
დ) კონსულტანტების დანიშვნისას კონსულტანტობის კანდიდატთა სიის ბენეფიციართან შეთანხმება, ტენდერში მათი მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევი დოკუმენტაციის მომზადება და დაგზავნა; ბენეფიციარის მიერ კონსულტანტების დაქირავების მიზნით პროექტებით გათვალისწინებული პირობებით ხელმოსაწერი ხელშეკრულებების განსახილველად მომზადება და ბენეფიციარისათვის მიწოდება;
ე) პროექტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ორგანიზაცია.
3. პგრ თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) ხელი მოაწეროს გარიგებას, ხელშეკრულებას, კომერციული და იურიდიული მნიშვნელობის აქტს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან და დაწესებულებებთან, საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან იმ სფეროში, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ემსახურება ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფას და/ან ხელშეწყობას;
ბ) ისარგებლოს ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების მომსახურებით;
გ) პგრ-ის მიზნების გათვალისწინებით დააფინანსოს პროექტების ფარგლებში წარმოებული თემატური გამოკვლევები და სამუშაოები.
მუხლი 3. პგრ-ის მართვა და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 3. პგრ-ს მართვა და სახელმწიფო კონტროლი🔗
1. პგრ-ს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. დირექტორს ეკისრება პგრ-ის წარმომადგენლობა. დირექტორი ერთპიროვნულად უძღვება პგრ-ის საქმეებს და ამ მიზნით ახორციელებს ნებისმიერ მოქმედებას, გარდა იმისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით განეკუთვნება სხვა ორგანოს ან პირის კომპეტენციას.
2. დირექტორი წარმოადგენს პგრ-ს. იგი ერთპიროვნულად უძღვება პგრ-ს ყველა საქმეს, გარდა იმისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით განეკუთვნება სხვა ორგანოს ან პირის კომპეტენციას.
3. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
3. პგრ-ს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
4. პგრ-ს კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით იქმნება პგრ-ს სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭო ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
5. პგრ-ს დირექტორი გაწეული საქმიანობის კვარტალურ ანგარიშს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს.
6. საბჭო შედგება 5 წევრისაგან თავმჯდომარის ჩათვლით. წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს პგრ-ს დირექტორის, საბჭოს, სულ ცოტა, 2 წევრის ან თავმჯდომარის ინიციატივით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ჩაითვლება გადამწყვეტად.
8. საბჭო ამტკიცებს:
ა) პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელ სამუშაოებს;
ბ) პგრ-ს სამუშაო გეგმებს და წლიურ ბიუჯეტს და/ან მათში შესატან ცვლილებებს;
გ) პგრ-ს დირექტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
დ) ახორციელებს პგრ-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება №405, სსმIII, №106, 28.09. 2004წ., მუხ.912
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ნოემრის ბრძანებულება №547, სსმIII, №141, 03.12.2004წ., მუხ.1260
მუხლი 4. ანგარიშგება🔗
პგრ ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს წინაშე, რომელსაც კვარტალში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ.
პგრ ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ნოემრის ბრძანებულება №547, სსმIII, №141, 03.12.2004წ., მუხ.1260
მუხლი 5. პგრ-ის დაფინანსება და საბუღალტრო ანგარიშგება🔗
1. პგრ-ის დაფინანსება ხდება პროექტებით გათვალისწინებული სპეციალური ნაწილით, რომელიც მიზნობრივად განსაზღვრულია პგრ-ის ფუნქციონირებისათვის საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების შეთანხმების საფუძველზე გამოყოფილი სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა წყაროებით.
2. პგრ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მსოფლიო ბანკთან არსებული შეთანხმებით.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი🔗
1. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. პგრ-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პგრ-ის ლიკვიდაციის შემთხვევაში ქონება გადადის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის განკარგულებაში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“, №331, 15.08.2001, სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002140 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257144-1/