მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.1999 ძალადაკარგული 18.07.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№626
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62(69), 26/11/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №626

1999 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ

„მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფის, მშენებლობის პროექტების ხარისხის ამაღლების, სამშენებლო საქმიანობის შემდგომი სრულყოფისა და ეფექტიანი განხორციელების მიზნით:

1. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის პროექტები, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად განსაზღვრული ობიექტების მშენებლობის პროექტები, მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა (ობიექტების მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №564  - სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.851

2. ექსპერტიზა მშენებლობის იმ პროექტებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, ხორციელდება დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.

3. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა განახორციელონ „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარმა სამმართველომ, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა სამმართველოებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №564  - სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.851

4. მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ღირებულების გაფასებების კრებულის“ მიხედვით, დადგენილი წესით დამტკიცებულ ხარჯთა ნუსხაში, ამ დანიშნულებით გათვალისწინებული კაპდაბანდებების თანხის ფარგლებში, დამკვეთისა და ექსპერტიზის მომწყობ ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან გარიგების სხვა წესით (დაკვეთა, გადახდის გარანტით).

საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ კანონის მიღების კვალობაზე ზემოაღნიშნულ განფასებებს დაემატება ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლების თანხა.

5. ობიექტებისათვის, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, აუცილებელია ამ პროექტების შემადგენლობაში დამუშავებულ იქნეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული ყველა თავი, მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა მიმდინარე ფასებში (ხარჯთანუსხის შედგენა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთანუსხების შედგენის მეთოდოლოგიისა და საპროექტო და საექსპერტო სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის სახარჯთაღრიცხვო ნორმების საფუძველზე.

6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) გაამკაცროს კონტროლი მშენებლობის დამკვეთებისა და მენარდე ორგანიზაციების მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციების მეშვეობით, რათა არ იქნეს დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე იმ ობიექტების მშენებლობა და დაფინანსება, რომელთა პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას და არ მიუღიათ შესაბამის სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა დადებითი დასკვნა.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №564  - სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.851

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“, №626, 21.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1262592-1/