მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №626
1999 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ
„მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფის, მშენებლობის პროექტების ხარისხის ამაღლების, სამშენებლო საქმიანობის შემდგომი სრულყოფისა და ეფექტიანი განხორციელების მიზნით:
1. „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებად“ მიჩნეულ იქნეს მშენებლობები 500 ათასი ლარი და მეტი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, მიუხედავად დაფინანსების წყაროს, საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა.
2. ექსპერტიზა მშენებლობის იმ პროექტებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, ხორციელდება დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.
3. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზა განახორციელონ:
ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებულმა მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარმა სამმართველომ, როდესაც ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არის ან აღემატება 0,5 მილიონ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - 1 მილიონ ლარს და იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, მიუხედავად სახარჯთაღრიცხვო ღირებულებისა, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან არსებულმა მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოებმა, შესაბამისად მათი იურისდიქციის ტერიტორიებზე, როდესაც ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არის 0,5-დან 1 მილიონ ლარამდე.
4. მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ღირებულების გაფასებების კრებულის“ მიხედვით, დადგენილი წესით დამტკიცებულ ხარჯთა ნუსხაში, ამ დანიშნულებით გათვალისწინებული კაპდაბანდებების თანხის ფარგლებში, დამკვეთისა და ექსპერტიზის მომწყობ ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან გარიგების სხვა წესით (დაკვეთა, გადახდის გარანტით).
საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ კანონის მიღების კვალობაზე ზემოაღნიშნულ განფასებებს დაემატება ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლების თანხა.
5. ობიექტებისათვის, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, აუცილებელია ამ პროექტების შემადგენლობაში დამუშავებულ იქნეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული ყველა თავი, მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა მიმდინარე ფასებში (ხარჯთანუსხის შედგენა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთანუსხების შედგენის მეთოდოლოგიისა და საპროექტო და საექსპერტო სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის სახარჯთაღრიცხვო ნორმების საფუძველზე.
6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) გაამკაცროს კონტროლი მშენებლობის დამკვეთებისა და მენარდე ორგანიზაციების მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციების მეშვეობით, რათა არ იქნეს დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე იმ ობიექტების მშენებლობა და დაფინანსება, რომელთა პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას და არ მიუღიათ შესაბამის სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა დადებითი დასკვნა.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
+

1. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის პროექტები, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად განსაზღვრული ობიექტების მშენებლობის პროექტები, მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა (ობიექტების მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №564 - სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.851
1. „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებად“ მიჩნეულ იქნეს მშენებლობები 500 ათასი ლარი და მეტი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, მიუხედავად დაფინანსების წყაროს, საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა.
2. ექსპერტიზა მშენებლობის იმ პროექტებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, ხორციელდება დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.
3. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა განახორციელონ „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარმა სამმართველომ, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა სამმართველოებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №564 - სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.851
3. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზა განახორციელონ:
ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებულმა მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარმა სამმართველომ, როდესაც ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არის ან აღემატება 0,5 მილიონ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - 1 მილიონ ლარს და იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, მიუხედავად სახარჯთაღრიცხვო ღირებულებისა, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან არსებულმა მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოებმა, შესაბამისად მათი იურისდიქციის ტერიტორიებზე, როდესაც ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არის 0,5-დან 1 მილიონ ლარამდე.
4. მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ღირებულების გაფასებების კრებულის“ მიხედვით, დადგენილი წესით დამტკიცებულ ხარჯთა ნუსხაში, ამ დანიშნულებით გათვალისწინებული კაპდაბანდებების თანხის ფარგლებში, დამკვეთისა და ექსპერტიზის მომწყობ ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან გარიგების სხვა წესით (დაკვეთა, გადახდის გარანტით).
საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ კანონის მიღების კვალობაზე ზემოაღნიშნულ განფასებებს დაემატება ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლების თანხა.
5. ობიექტებისათვის, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, აუცილებელია ამ პროექტების შემადგენლობაში დამუშავებულ იქნეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული ყველა თავი, მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა მიმდინარე ფასებში (ხარჯთანუსხის შედგენა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთანუსხების შედგენის მეთოდოლოგიისა და საპროექტო და საექსპერტო სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის სახარჯთაღრიცხვო ნორმების საფუძველზე.
6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) გაამკაცროს კონტროლი მშენებლობის დამკვეთებისა და მენარდე ორგანიზაციების მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციების მეშვეობით, რათა არ იქნეს დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე იმ ობიექტების მშენებლობა და დაფინანსება, რომელთა პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას და არ მიუღიათ შესაბამის სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა დადებითი დასკვნა.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №564 - სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.851
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.07.2006.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“?
- „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“ მიღებულია 21.11.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №626. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2006.
- სად არის „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“, №626, 21.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1262592/