თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 08.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6/38
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.111.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401050, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №6/38

2011 წლის 31 მარტი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 თავის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის; საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსმ №54, 12.10.2010 წელი) I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის; მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის; მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის; ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების.;, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.

    მუხლი 2

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:

ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით;

ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით;

გ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით;

გ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0. 2 პროცენტის ოდენობით;

გ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

   განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

 

№

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის გაკულტურებული)

27.00

2

საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული)

22.50

3

სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის)

 

     85.00

4

საკარმიდამო (კარგი და მწირი ხარისხის)

     80.00

 

5

 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები)

3.00

6

 ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

     30.00

 

7

 

სხვა მიწები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად (კარგი და მწირი  ხარისხის)

    

      90.00

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 30 მაისის დადგენილება № 10/51-ვებგვერდი, 03.06.2011წ.

    

    მუხლი 4

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ტერიტორიული კოეფიციენტი 1.4 ოდენობით.

2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 0.34 თეთრის ოდენობით.

    მუხლი 5

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.

    მუხლი 6

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

    მუხლი 7

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/50 დადგენილება(სსმ, 12/01/2011) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.

    მუხლი 8

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის დადგენილება №10/51-ვებგვერდი, 03.06.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“, №6/38, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1266491-1/