თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 08.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6/38
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.111.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401050, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №6/38

2011 წლის 31 მარტი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 თავის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის; საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსმ №54, 12.10.2010 წელი) I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის; მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის; მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის; ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების.;, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.

    მუხლი 2

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები:

1. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს,  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით;

2. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის - ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის  წლიური განაკვეთი   შეადგენს 0,01 პროცენტს  2015 წლის 1 იანვრამდე;

3. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – საქმიანობისათვის სპორტის, კულტურის და ხელოვნების დარგში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების    საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების     0,01   პროცენტს    2015 წლის 1 იანვრამდე;

4. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის–საქმიანობისათვის სკოლამდელ აღზრდაში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2015 წლის 1 იანვრამდე;

5. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, (მათ შორის: იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების)   საშუალო    წლიური   საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს,- ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით;

6. სალიზინგო კომპანიებისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტის ოდენობით;

7. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის: დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე)– დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

ა) 100000 (ასიათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %-ს;

ბ) 100000 (ასიათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის   დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს”.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №18/64 -ვებგვერდი, 07.11.2011წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/1 -ვებგვერდი, 17.01.2013წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება №4/10 -ვებგვერდი, 05.03.2013წ.

    მუხლი 3.

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

1. სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 85 ლარი;

2. საკარმიდამო – 80 ლარი;

3. სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 27 ლარი;

4. საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 22 ლარი;

5. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „1“; „2“; „3“ და „4“ ქვეპუნქტებით დადგენილი ოდენობით.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 30 მაისის დადგენილება № 10/51-ვებგვერდი, 03.06.2011წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №4/7 -ვებგვერდი, 09.03.2012წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №5/12 -ვებგვერდი, 04.04.2012წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/1 -ვებგვერდი, 17.01.2013წ.

    მუხლი 3​1

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის  (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე 3 ლარის ოდენობით.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/1 -ვებგვერდი, 17.01.2013წ.

    მუხლი 4

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ტერიტორიული კოეფიციენტი 1.4 ოდენობით.

2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 0.34 თეთრის ოდენობით.

    მუხლი 5 

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის).

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №5/12 -ვებგვერდი, 04.04.2012წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2012 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №20/27 -ვებგვერდი, 03.10.2012წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/1 -ვებგვერდი, 17.01.2013წ.

    მუხლი 6

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

    მუხლი 7

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/50 დადგენილება(სსმ, 12/01/2011) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.

    მუხლი 8

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის დადგენილება №10/51-ვებგვერდი, 03.06.2011წ.

2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №18/64 -ვებგვერდი, 07.11.2011წ.

3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №4/7 -ვებგვერდი, 09.03.2012წ.

4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №5/12 -ვებგვერდი, 04.04.2012წ.

5. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2012 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №20/27 -ვებგვერდი, 03.10.2012წ.

6. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/1 -ვებგვერდი, 17.01.2013წ.

7. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება №4/10 -ვებგვერდი, 05.03.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“, №6/38, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1266491-7/