ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.36.101.000.588
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №9-63
2010 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა დამტკიცდეს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
დანართი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
3. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონის გამარჯვებულს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მონაწილეს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულები თ, ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუქციონის გამოცხადება – წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე);
ბ) აუქციონი (საჯარო აუქციონი, ელექტრონული აუქციონი, პირობებით გამოცხადებული აუქციონი, განმეორებითი ან ვადაგაგრძელებული აუქციონი) – ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზაციო ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე;
გ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი), – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზაციო ქონების დადგენილი ფასითა და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც საპრივატიზაციო ქონების მესაკუთრე;
დ) აუქციონის მონაწილე – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია;
ე) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს, სადაც აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
ვ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხის ოდენობა; ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე, მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაირიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ზ) საბანკო გარანტია – საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;
თ) ლოტი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო ქონება (უძრავ-მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.). ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე საპრივატიზაციო ობიექტი;
ი) საწყისი ფასი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ საპრივატიზებო ქონებაზე დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი;
კ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთი და იგივე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად;
ლ) ბიჯი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;
მ) ქონების შემძენი – აუქციონში გამარჯვებული პირი, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი;
ნ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი)– აუქციონატორის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება, რაც წარმოადგენს სრული/საბოლოო თანხის გადახდისა ან/და აუქციონის სხვა პირობების შესრულების შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველს, ოქმში აღინიშნება ლოტის პრივატიზაციის პირობები, სრული/საბოლოო თანხის გადახდის ვადები, პასუხისმგებლობის ზომები და ქონების შეძენის სხვა პირობები;
ო) მომსახურების საფასური – ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ აუქციონის გამოცხადებამდე დადგენილი თანხის ოდენობა, რომელსაც ქონების შემძენი უხდის აუქციონატორს აუქციონის ჩატარებისა და შემდგომი მომსახურებისთვის, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე სრულ/საბოლოო თანხასთან ერთად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად;
პ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა – აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საბოლოო/სრული თანხისა და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც გამარჯვებულისთვის პრივატიზებული ქონების სათანადო რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 3. აუქციონის მომზადება
1. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის დისკრ ე ციულ უფლებამოსილებას. გადაწყვეტილების მიღებისას, ქ. თბილისის მთავრობა ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით.
2. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ , ქ. თბილისის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასრულებს და აუქციონის ჩატარებას, ორგანიზებას და შედეგების გაფორმებას ახორციელებს აუქციონატორი.
3. ქ. თბილისის მთავრობა აუქციონის გზით საპრივატიზებო ქონებაზე საწყის ფასს განსაზღვრავს მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის შემთხვევაში , ქ. თბილისის მთავრობა საწყის ფასს ადგენს , ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გათვალისწინებით. თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთზე მეტ ნორმატიულ ზონაში, საწყისი ფასის გამოთვლისთვის აუცილებელია კონკრეტულ ზონაში არსებული ფართობების და შესაბამისი ნორმატიული ფასის ნამრავლთა ჯამის , მიწის საერთო ფართობზე გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის გათვალისწინება.
4. ქალაქ თბილისის მთავრობა მიწის ნაკვეთის საწყის ფასს განსაზღვრავს წინასწარ დადგენილი ფორმულის შესაბამისად.
5. ცალკეულ შემთხვევებში სათანადო საფუძვლების არსებობისას, ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია აუქციონის გზით საპრივატიზებო მიწის ნაკვეთს სხვა საწყისი ფასი მიანიჭოს. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი არ უნდა იყოს ნორმატიულ ფასზე ნაკლები (გარდა განმეორებითი აუქციონისა).
6. ქალაქ თბილისის მთავრობა აუქციონატორს უმტკიცებს სამოქმედო ინსტრუქციას, რითაც განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების სააუქციონოდ მომზადების წესი, საწყისი ფასის განსაზღვრის ფორმულა და სხვა პირობები.
7. ქალაქ თბილისის მთავრობა ამტკიცებს საპრივატიზებო ქონების (ლოტების) ჩამონათვალს, მათი საწყისი ფასისა და ბიჯის ოდენობას, აუქციონის ფორმას და სხვა სააუქციონო პირობებს.
8. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მმართვის სააგენტო ქონების აუქციონის გზით პრივატიზებისას ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესით, სამოქმედო ინსტრუქციითა და ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობებით.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 4. აუქციონის გამოცხადება
1. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ , აუქციონატორი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, ხოლო მოძრავ ნივთზე არანაკლებ 5 დღით ადრე, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის შესაბამისად, აცხადებს აუქციონს და აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
ა ) აუქციონატორის (გამყიდველის) დასახელებას;
ბ ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერსა და საწყის ფასს;
დ ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე ) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის 30%-ით,ხოლო ელექტრონული აუქციონის ან/და სხვა ცალკეულ შემთხვევ ა ში ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობის შეცვლის შესახებ;
ვ ) ბიჯის ოდენობა ს ;
ზ ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად.
2. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) საწარმოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდს და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს ან/ და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად.
3. მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონებას.
5. აუქციონის ჩატარებამდე აუქციონის მონაწილეთა რაოდენობა და ვინაობა კონფიდენციალურია.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 5. პირობებით გამოცხადებული აუქციონი
1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საპრივატიზაციო ლოტის გარკვეული პირობებით რეალიზაციის თაობაზე.
2. აუქციონის პირობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს:
ა) ლოტის ფაქტობრივი მდებარეობა;
ბ) ლოტის ფაქტობრივი მდგომარეობა;
გ) ლოტის განვადებით პრივატიზაცია;
დ) უძრავი ქონების შემთხვევაში ლოტზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება;
ე) ქალაქგეგმარებითი და ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები;
ვ) სხვა პირობები, რაც მიზანშეწონილია სააუქციონო ლოტის საპრივატიზაციოდ.
3. ერთ ლოტზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე პირობა.
4. თუ პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე გატანილი ქონება ექვემდებარება მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციას. აუქციონის შეზღუდვა ან/და ვალდებულება ექვემდებარება შესაბამის რეგისტრაციას.
5. მყიდველი ვალდებულია უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შეცვლა აუქციონის გამოცხადებამდე დასაშვებია ქალაქ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.
6. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნელყოფს მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
8. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მუხლი 6. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. თუ აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
ა) აუქციონატორის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადის შევსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე (მათ შორის მონაწილის პირად ნომერს ან პას პ ორტის ნომერს), ლოტის ნომერს, დასახელებას და საწყის ფასს. განაცხადის წარდგენამდე მონაწილეობის მიღების მსურველი ეცნობა აუქციონის წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ, რაზეც განაცხადში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა;
ბ) აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ბეს გადახდა, ანგარიშზე თანხის გაყინვა ან საბანკო გარანტიის წარმოდგენა. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აუქციონის სხვადასხვა ლოტზე გამოცხადებულ ვაჭრობაში, საბანკო გარანტია/ბე უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე;
გ) სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) ყველა სხვა დოკუმენტაცია, რასაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად კონკრეტული ლოტის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სისწორესა და მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მონაწილე, რომელსაც განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, აუქციონატორი ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს.
4. მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 7. განმეორებითი და ვადაგაგრძელებული აუქციონი
1. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების პრივატიზება, ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არსებული ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონზე გატანის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი.
2. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ საპრივატიზებო ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
3. განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადებიდან არანაკლებ მე-10 დღისა, ხოლო მოძრავი ნივთების შემთხვევაში არანაკლებ მე-5 დღისა.
4. თუ არ მოხდება აუქციონზე ან განმეორებით აუქციონზე გატანილი ქონების პრივატიზება ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იგივე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ.
5. აუქციონის ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 180 კალენდარული დღით.
6. ვადაგაგრძელებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ განაცხადის წარმოდგენის შესახებ ინფორმაცია (გარდა მონაწილის პირადი მონაცემებისა) ქვეყნდება საიტის მეშვეობით და გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-10 დღისა, ხოლო მოძრავი ნივთების შემთხვევაში არანაკლებ მე-5 დღისა ტარდება აუქციონი.
მუხლი 8. აუქციონის ჩატარება
1. აუქციონატორი, საპრივატიზებო ქონების შესახებ აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-15 დღისა ატარებს აუქციონს.
2. აუქციონატორი, საპრივატიზებო მოძრავი ნივთების შესახებ აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-5 დღისა ატარებს აუქციონს.
3. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას ცხადდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, მისი საწყისი ფასი, ბიჯის ოდენობა.
4. აუქციონის მონაწილე უფლებამოსილია საწყის ფასს ან მიმდინარე ბიჯს დაამატოს ბიჯი და გამოხატოს საკუთარი ფასი. აუქციონატორი დააფიქსიროს ყველა ბიჯს არსებული თანმიმდევრობით მანამ, სანამ რომელიმე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ბიჯს, ე.ი. ფასს, რომლის შემდეგაც სხვა მონაწილეები არ აგრძელებენ ვაჭრობას.
5. ბიჯის დასაფიქსირებლად აუქციონის მონაწილეს ეძლევა გონივრული დრო.
6. ყველაზე მაღალი ფასის შემთავაზებელი აუქციონის მონაწილე ცხადდება აუქციონის გამარჯვებულად და სააუქციონო ლოტში შემავალი ქონების შემძენად. ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით –აუქციონის გამარჯვებულად და სააუქციონო ლოტში შემავალი ქონების შემძენად ცხადდება აუქციონის მონაწილე, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ აუქციონატორი როგორც მესაკუთრის მიერ ქონების აუქციონის ფორმით განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგენს ოქმს – ადმინისტრაციულ დაპირებას.
მუხლი 9. აუქციონის მონაწილის პასუხისმგებლობა
აუქციონის მონაწილე კარგავს წარმოდგენილ საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბე შემდეგ შემთხვევაში, თუ:
ა) აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
ბ) აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილეა და მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
გ) აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მონაწილეს მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;
დ) აუქციონის მონაწილე ხელს შეუშლის აუქციონის ჩატარებას ან/და შედეგების გაფორმებას.
მუხლი 10. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა
1. აუქციონის შედეგები ავტომატურად უქმდება და ქონების შემძენს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან კარგავს საბანკო გარანტიას, თუ:
ა) ქონების შემძენი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის სრულ/საბოლოო თანხას და მომსახურების საფასურს;
ბ) ქონების შემძენი არ შეასრულებს აუქციონის პირობებს, თუ პირობის შესრულება სავალდებულო იყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე განსაზღვრულ ვადაში;
გ) ქონების შემძენი არ ეთანხმება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს;
დ) ქონების შემძენის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მას მიეცა აუქციონში გამარჯვების ან/და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ან/და სხვა სარგებლის მიღების შესაძლებლობა;
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობითა და ოქმით განსაზღვრული შეზღუდვების ან/და ვალდებულებების გათვალისწინებით (აუქციონის პირობები), ვალდე-ბულებების შესრულებაზე აუქციონატორს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით.
3. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში (ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე), ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში, ქონება ახალ მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე გადადის იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით.
5. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ აცნობოს აუქციონატორს. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს.
6. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქონების მესაკუთრე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) ქონების შემძენის მიერ სააუქციონო და ოქმის გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ლოტის საბოლოო/სრული საპრივატიზებო ღირებულების 0,05% ყოველ დარღვევაზე.
8. ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობისას ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დაავალოს აუქციონატორს აუქციონის შედეგებისა (ოქმის) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს, ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
9. ოქმით განსაზღვრული შეზღუდვები განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა, შესაბამისად, შეზღუდვების შესრულების კონტროლი არ წარმოადგენს გამყიდველის ქონების პრივატიზებიდან გამომდინარე ინტერესს.
10. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
11. თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება რომ იგი ეთანხმება ოქმს და აუქციონის შედეგები არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძვლით ავტომატურად გაუქმებას.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 11. ქონების გამყიდველის უფლება-მოვალეობები
1. ქონების პრივატიზაციის შემდეგ ქონების გამყიდველი ვალდებულია:
ა) სათანადო პირობების არსებობისას გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) ქონების მესაკუთრეს დაუდასტუროს სააუქციონო პირობის (ვალდებულების) შესრულება;
გ) მიაწოდოს მესაკუთრეს პრივატიზებულ ქონებაზე მასთან არსებული ინფორმაცია;
დ) დაიცვას და შეასრულოს ოქმითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
2. ქონების გამყიდველი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს ინფორმაცია მესაკუთრეს ვალდებულებების შესრულების შესახებ;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ვალდებულებების შესრულების პერიოდში დაათვალიეროს პრივატიზებული საინვესტიციო ობიექტი;
გ) ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მესაკუთრეს გაფრთხილება;
დ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში განიხილოს აუქციონის შედეგებისა (ოქმის) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების საკითხი;
ე) მესაკუთრეს შესთავაზოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მისაღები ვადა და პირობები;
ვ) განიხილოს ამ წესით ან ამ წესის ძალაში შესვლამდე პრივატიზებული ქონების არასაფინანსო და არასაინვესტიციო პირობების მოხსნის საკითხი;
ზ) ქონების მესაკუთრეს მოსთხოვოს ოქმით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 12. ვალდებულებათა შესრულება
1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.
3. ქონების შემძენის მიერ თანხის გადახდა (გარდა მომსახურების საფასურისა) ხორციელდება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია თანხების მიღების უფლებამოსილება მიანიჭოს აუქციონატორს, რომელიც გონივრულ ან/და დადგენილ ვადებში მის ანგარიშებზე შემოსულ თანხებს მიმართავს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში;
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას, გასცემს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობას;
5. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ ქონების შემძენი ინფორმაციას, როგორც წესი, ადასტურებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ან/და სხვა სათანადო დოკუმენტით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შესწავლა სცილდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაძლებლობების ფარგლებს, ქონების შემძენი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული/ექსპერტული დასკვნა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 13. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი
1. ქონების შემძენი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს, გადაიხადოს სრული/საბოლოო თანხა და მომსახურების საფასური.
2. ქონების შემძენი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია. ბეს გადახდის შემთხვევაში, გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული თანხისა და ბეს სხვაობას.
3. ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობებით, ოქმი, ასევე უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებსა და თანხის გადახდის ვადებს.
4. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამადე ქონების შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვა-ლისწინებული.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
6. იმ შემთხვევაში, თუ საპრივატიზაციო ლოტზე საკუთრების უფლების გადაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შემდგომ რეგისტრაციას. მყიდველი მესაკუთრედ ითვლება მხოლოდ სარეგისტრაციო ორგანოში შესაბამისი ცვლილებების ასახვის შემდეგ.
7. შეძენილი ქონების რეგისტრაციის ხარჯებს იხდის ქონების შემძენი.
8. აუქციონატორი უფლებამოსილია პრივატიზებული ქონების შემდგომი რეგისტრაცია თავად განახორციელოს, რისთვისაც ქონების შემძენი უზრუნველყოფს შესაბამისი ხაჯების გადახდას.
მუხლი 14. აუქციონის შედეგების ბათილობა
1. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მუხლი 15. ელექტრონული აუქციონი
1. აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის განაცხადების მიღება, ჩატარება და შედეგების გაფორმება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება აუქციონატორის ინტერნეტსაიტის - www.iauction.tbilisi.gov.ge მეშვეობით, რომელზეც რეგისტრირდება აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი.
3. ელექტრონული აუქციონისას ვაჭრობა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცნობის დღედ ჩაითვლება, შესაბამისად, ოქმის ან/და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის აუქციონატორის ინტერნეტსაიტზე განთავსების დღე.
5. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.
6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორთან წარდგენილ უნდა იქნ ე ს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (რწმუნებულება), თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტის (წესდების) დამოწმებული ასლი;
დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ქონების შეძენაზე) დამოწმებული ასლი;
ე) წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
7. ქ. თბილისის მთავრობა განსაზღვრავს ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესს, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 16. დასკვნითი დებულებები
1. ქ. თბილისის მთავრობა ან აუქციონატორი, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია განიხილოს სააუქციონო ვალდებულებების, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებუ-ლებებისა, მოხსნის ან/და სხვა შესრულების მიღების საკითხი.
2. ვალდებულებების მოხსნის ან/და სხვა შესრულების საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი.
3. ვალდებულებების მოხსნის ან/და სხვა შესრულების მიღების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა.
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე გამოცხადებული აუქციონების დასრულება ან/და შედეგების გაფორმება აუქციონატორმა უზრუნველყოს „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ქ. თბილისის მთავრობამ უზრუნველყოს აუქციონის ჩატარების, ორგანიზებისა და შედეგების გაფორმების, მათ შორის ელექტრონული წარმოების შიდა ინსტრუქციის დადგენა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.36.101.000.588
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №9-63
2010 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა დამტკიცდეს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
2. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №7-35 - ვებგვერდი, 28.06.2011 წ.
დანართი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
3. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონის გამარჯვებულს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მონაწილეს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუქციონის გამოცხადება – წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე);
ბ) აუქციონი (საჯარო აუქციონი, ელექტრონული აუქციონი, პირობებით გამოცხადებული აუქციონი, განმეორებითი ან ვადაგაგრძელებული აუქციონი) – ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზაციო ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე;
გ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი), – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზაციო ქონების დადგენილი ფასითა და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც საპრივატიზაციო ქონების მესაკუთრე;
დ) აუქციონის მონაწილე – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია;
ე) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს, სადაც აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
ვ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხის ოდენობა; ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე, მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაირიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ზ) საბანკო გარანტია – საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;
თ) ლოტი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო ქონება (უძრავ-მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.). ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე საპრივატიზაციო ობიექტი;
ი) საწყისი ფასი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ საპრივატიზებო ქონებაზე დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი;
კ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთი და იგივე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად;
ლ) ბიჯი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;
მ) ქონების შემძენი – აუქციონში გამარჯვებული პირი, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი;
ნ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი)– აუქციონატორის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება, რაც წარმოადგენს სრული/საბოლოო თანხის გადახდისა ან/და აუქციონის სხვა პირობების შესრულების შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველს, ოქმში აღინიშნება ლოტის პრივატიზაციის პირობები, სრული/საბოლოო თანხის გადახდის ვადები, პასუხისმგებლობის ზომები და ქონების შეძენის სხვა პირობები;
ო) მომსახურების საფასური – ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ აუქციონის გამოცხადებამდე დადგენილი თანხის ოდენობა, რომელსაც ქონების შემძენი უხდის აუქციონატორს აუქციონის ჩატარებისა და შემდგომი მომსახურებისთვის, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე სრულ/საბოლოო თანხასთან ერთად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად;
პ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა – აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საბოლოო/სრული თანხისა და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც გამარჯვებულისთვის პრივატიზებული ქონების სათანადო რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 3. აუქციონის მომზადება🔗
1. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის დისკრე ციულ უფლებამოსილებას. გადაწყვეტილების მიღებისას, ქ. თბილისის მთავრობა ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით.
2. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ , ქ. თბილისის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასრულებს და აუქციონის ჩატარებას, ორგანიზებას და შედეგების გაფორმებას ახორციელებს აუქციონატორი.
3. ქ. თბილისის მთავრობა აუქციონის გზით საპრივატიზებო ქონებაზე საწყის ფასს განსაზღვრავს მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის შემთხვევაში , ქ. თბილისის მთავრობა საწყის ფასს ადგენს , ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გათვალისწინებით. თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთზე მეტ ნორმატიულ ზონაში, საწყისი ფასის გამოთვლისთვის აუცილებელია კონკრეტულ ზონაში არსებული ფართობების და შესაბამისი ნორმატიული ფასის ნამრავლთა ჯამის , მიწის საერთო ფართობზე გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის გათვალისწინება.
4. ქალაქ თბილისის მთავრობა მიწის ნაკვეთის საწყის ფასს განსაზღვრავს წინასწარ დადგენილი ფორმულის შესაბამისად.
5. ცალკეულ შემთხვევებში სათანადო საფუძვლების არსებობისას, ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია აუქციონის გზით საპრივატიზებო მიწის ნაკვეთს სხვა საწყისი ფასი მიანიჭოს. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი არ უნდა იყოს ნორმატიულ ფასზე ნაკლები (გარდა განმეორებითი აუქციონისა).
6. ქალაქ თბილისის მთავრობა აუქციონატორს უმტკიცებს სამოქმედო ინსტრუქციას, რითაც განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების სააუქციონოდ მომზადების წესი, საწყისი ფასის განსაზღვრის ფორმულა და სხვა პირობები.
7. ქალაქ თბილისის მთავრობა ამტკიცებს საპრივატიზებო ქონების (ლოტების) ჩამონათვალს, მათი საწყისი ფასისა და ბიჯის ოდენობას, აუქციონის ფორმას და სხვა სააუქციონო პირობებს.
8. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მმართვის სააგენტო ქონების აუქციონის გზით პრივატიზებისას ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესით, სამოქმედო ინსტრუქციითა და ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობებით.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 4. აუქციონის გამოცხადება🔗
1. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ , აუქციონატორი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, ხოლო მოძრავ ნივთზე არანაკლებ 5 დღით ადრე, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის შესაბამისად, აცხადებს აუქციონს და აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
ა ) აუქციონატორის (გამყიდველის) დასახელებას;
ბ ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერსა და საწყის ფასს;
დ ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე ) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის 30%-ით,ხოლო ელექტრონული აუქციონის ან/და სხვა ცალკეულ შემთხვევა ში ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობის შეცვლის შესახებ;
ე ) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, განისაზღვრება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში;
ვ ) ბიჯის ოდენობას ;
ზ ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად.
2. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) საწარმოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდს და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს ან/ და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად.
3. მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონებას.
5. აუქციონის ჩატარებამდე აუქციონის მონაწილეთა რაოდენობა და ვინაობა კონფიდენციალურია.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №7-35 - ვებგვერდი, 28.06.2011 წ.
მუხლი 5. პირობებით გამოცხადებული აუქციონი🔗
1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საპრივატიზაციო ლოტის გარკვეული პირობებით რეალიზაციის თაობაზე.
2. აუქციონის პირობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს:
ა) ლოტის ფაქტობრივი მდებარეობა;
ბ) ლოტის ფაქტობრივი მდგომარეობა;
გ) ლოტის განვადებით პრივატიზაცია;
დ) უძრავი ქონების შემთხვევაში ლოტზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება;
ე) ქალაქგეგმარებითი და ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები;
ვ) სხვა პირობები, რაც მიზანშეწონილია სააუქციონო ლოტის საპრივატიზაციოდ.
3. ერთ ლოტზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე პირობა.
4. თუ პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე გატანილი ქონება ექვემდებარება მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციას. აუქციონის შეზღუდვა ან/და ვალდებულება ექვემდებარება შესაბამის რეგისტრაციას.
5. მყიდველი ვალდებულია უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შეცვლა აუქციონის გამოცხადებამდე დასაშვებია ქალაქ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.
6. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნელყოფს მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
8. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მუხლი 6. აუქციონში მონაწილეობის პირობები🔗
1. თუ აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
ა) აუქციონატორის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადის შევსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე (მათ შორის მონაწილის პირად ნომერს ან პას პორტის ნომერს), ლოტის ნომერს, დასახელებას და საწყის ფასს. განაცხადის წარდგენამდე მონაწილეობის მიღების მსურველი ეცნობა აუქციონის წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ, რაზეც განაცხადში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა;
ბ) აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ბეს გადახდა, ანგარიშზე თანხის გაყინვა ან საბანკო გარანტიის წარმოდგენა. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აუქციონის სხვადასხვა ლოტზე გამოცხადებულ ვაჭრობაში, საბანკო გარანტია/ბე უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე;
გ) სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) ყველა სხვა დოკუმენტაცია, რასაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად კონკრეტული ლოტის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სისწორესა და მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მონაწილე, რომელსაც განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, აუქციონატორი ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს.
4. მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 7. განმეორებითი და ვადაგაგრძელებული აუქციონი🔗
1. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების პრივატიზება, ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არსებული ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონზე გატანის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი.
2. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ საპრივატიზებო ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
3. განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადებიდან არანაკლებ მე-10 დღისა, ხოლო მოძრავი ნივთების შემთხვევაში არანაკლებ მე-5 დღისა.
4. თუ არ მოხდება აუქციონზე ან განმეორებით აუქციონზე გატანილი ქონების პრივატიზება ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იგივე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ.
5. აუქციონის ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 180 კალენდარული დღით.
6. ვადაგაგრძელებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ განაცხადის წარმოდგენის შესახებ ინფორმაცია (გარდა მონაწილის პირადი მონაცემებისა) ქვეყნდება საიტის მეშვეობით და გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-10 დღისა, ხოლო მოძრავი ნივთების შემთხვევაში არანაკლებ მე-5 დღისა ტარდება აუქციონი.
მუხლი 8. აუქციონის ჩატარება🔗
1. აუქციონატორი, საპრივატიზებო ქონების შესახებ აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-15 დღისა ატარებს აუქციონს.
2. აუქციონატორი, საპრივატიზებო მოძრავი ნივთების შესახებ აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-5 დღისა ატარებს აუქციონს.
3. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას ცხადდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, მისი საწყისი ფასი, ბიჯის ოდენობა.
4. აუქციონის მონაწილე უფლებამოსილია საწყის ფასს ან მიმდინარე ბიჯს დაამატოს ბიჯი და გამოხატოს საკუთარი ფასი. აუქციონატორი დააფიქსიროს ყველა ბიჯს არსებული თანმიმდევრობით მანამ, სანამ რომელიმე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ბიჯს, ე.ი. ფასს, რომლის შემდეგაც სხვა მონაწილეები არ აგრძელებენ ვაჭრობას.
5. ბიჯის დასაფიქსირებლად აუქციონის მონაწილეს ეძლევა გონივრული დრო.
6. ყველაზე მაღალი ფასის შემთავაზებელი აუქციონის მონაწილე ცხადდება აუქციონის გამარჯვებულად და სააუქციონო ლოტში შემავალი ქონების შემძენად. ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით –აუქციონის გამარჯვებულად და სააუქციონო ლოტში შემავალი ქონების შემძენად ცხადდება აუქციონის მონაწილე, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ აუქციონატორი როგორც მესაკუთრის მიერ ქონების აუქციონის ფორმით განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგენს ოქმს – ადმინისტრაციულ დაპირებას.
მუხლი 9. აუქციონის მონაწილის პასუხისმგებლობა🔗
აუქციონის მონაწილე კარგავს წარმოდგენილ საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბე შემდეგ შემთხვევაში, თუ:
ა) აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
ბ) აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილეა და მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
გ) აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მონაწილეს მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;
დ) აუქციონის მონაწილე ხელს შეუშლის აუქციონის ჩატარებას ან/და შედეგების გაფორმებას.
მუხლი 10. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა🔗
1. აუქციონის შედეგები ავტომატურად უქმდება და ქონების შემძენს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან კარგავს საბანკო გარანტიას, თუ:
ა) ქონების შემძენი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის სრულ/საბოლოო თანხას და მომსახურების საფასურს;
ბ) ქონების შემძენი არ შეასრულებს აუქციონის პირობებს, თუ პირობის შესრულება სავალდებულო იყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე განსაზღვრულ ვადაში;
გ) ქონების შემძენი არ ეთანხმება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს;
დ) ქონების შემძენის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მას მიეცა აუქციონში გამარჯვების ან/და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ან/და სხვა სარგებლის მიღების შესაძლებლობა;
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობითა და ოქმით განსაზღვრული შეზღუდვების ან/და ვალდებულებების გათვალისწინებით (აუქციონის პირობები), ვალდე-ბულებების შესრულებაზე აუქციონატორს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით.
3. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში (ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე), ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში, ქონება ახალ მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე გადადის იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით.
5. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ აცნობოს აუქციონატორს. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს.
6. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქონების მესაკუთრე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) ქონების შემძენის მიერ სააუქციონო და ოქმის გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ლოტის საბოლოო/სრული საპრივატიზებო ღირებულების 0,05% ყოველ დარღვევაზე.
8. ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობისას ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დაავალოს აუქციონატორს აუქციონის შედეგებისა (ოქმის) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს, ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
9. ოქმით განსაზღვრული შეზღუდვები განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა, შესაბამისად, შეზღუდვების შესრულების კონტროლი არ წარმოადგენს გამყიდველის ქონების პრივატიზებიდან გამომდინარე ინტერესს.
10. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
11. თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება რომ იგი ეთანხმება ოქმს და აუქციონის შედეგები არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძვლით ავტომატურად გაუქმებას.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 11. ქონების გამყიდველის უფლება-მოვალეობები🔗
1. ქონების პრივატიზაციის შემდეგ ქონების გამყიდველი ვალდებულია:
ა) სათანადო პირობების არსებობისას გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) ქონების მესაკუთრეს დაუდასტუროს სააუქციონო პირობის (ვალდებულების) შესრულება;
გ) მიაწოდოს მესაკუთრეს პრივატიზებულ ქონებაზე მასთან არსებული ინფორმაცია;
დ) დაიცვას და შეასრულოს ოქმითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
2. ქონების გამყიდველი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს ინფორმაცია მესაკუთრეს ვალდებულებების შესრულების შესახებ;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ვალდებულებების შესრულების პერიოდში დაათვალიეროს პრივატიზებული საინვესტიციო ობიექტი;
გ) ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მესაკუთრეს გაფრთხილება;
დ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში განიხილოს აუქციონის შედეგებისა (ოქმის) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების საკითხი;
ე) მესაკუთრეს შესთავაზოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მისაღები ვადა და პირობები;
ვ) განიხილოს ამ წესით ან ამ წესის ძალაში შესვლამდე პრივატიზებული ქონების არასაფინანსო და არასაინვესტიციო პირობების მოხსნის საკითხი;
ზ) ქონების მესაკუთრეს მოსთხოვოს ოქმით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 12. ვალდებულებათა შესრულება🔗
1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.
3. ქონების შემძენის მიერ თანხის გადახდა (გარდა მომსახურების საფასურისა) ხორციელდება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია თანხების მიღების უფლებამოსილება მიანიჭოს აუქციონატორს, რომელიც გონივრულ ან/და დადგენილ ვადებში მის ანგარიშებზე შემოსულ თანხებს მიმართავს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში;
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას, გასცემს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობას;
5. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ ქონების შემძენი ინფორმაციას, როგორც წესი, ადასტურებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ან/და სხვა სათანადო დოკუმენტით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შესწავლა სცილდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაძლებლობების ფარგლებს, ქონების შემძენი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული/ექსპერტული დასკვნა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 13. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი🔗
1. ქონების შემძენი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს, გადაიხადოს სრული/საბოლოო თანხა და მომსახურების საფასური.
2. ქონების შემძენი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია. ბეს გადახდის შემთხვევაში, გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული თანხისა და ბეს სხვაობას.
2. ქონების შემძენი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში , თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია . ბეს გადახდის შემთხვევაში , გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული თანხის და ბეს სახით გადახდილი თანხის სხვაობას .
3. ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობებით, ოქმი, ასევე უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებსა და თანხის გადახდის ვადებს.
4. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამადე ქონების შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვა-ლისწინებული.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
6. იმ შემთხვევაში, თუ საპრივატიზაციო ლოტზე საკუთრების უფლების გადაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შემდგომ რეგისტრაციას. მყიდველი მესაკუთრედ ითვლება მხოლოდ სარეგისტრაციო ორგანოში შესაბამისი ცვლილებების ასახვის შემდეგ.
7. შეძენილი ქონების რეგისტრაციის ხარჯებს იხდის ქონების შემძენი.
8. აუქციონატორი უფლებამოსილია პრივატიზებული ქონების შემდგომი რეგისტრაცია თავად განახორციელოს, რისთვისაც ქონების შემძენი უზრუნველყოფს შესაბამისი ხაჯების გადახდას.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №7-35 - ვებგვერდი, 28.06.2011 წ.
მუხლი 14. აუქციონის შედეგების ბათილობა🔗
1. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მუხლი 15. ელექტრონული აუქციონი🔗
1. აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის განაცხადების მიღება, ჩატარება და შედეგების გაფორმება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება აუქციონატორის ინტერნეტსაიტის - www.iauction.tbilisi.gov.ge მეშვეობით, რომელზეც რეგისტრირდება აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი.
3. ელექტრონული აუქციონისას ვაჭრობა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცნობის დღედ ჩაითვლება, შესაბამისად, ოქმის ან/და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის აუქციონატორის ინტერნეტსაიტზე განთავსების დღე.
4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დღედ ჩაითვლება შესაბამისად, ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის აუქციონატორის ინტერნეტსაიტზე განთავსების დღე.
5. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.
6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორთან წარდგენილ უნდა იქნ ეს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (რწმუნებულება), თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტის (წესდების) დამოწმებული ასლი;
დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ქონების შეძენაზე) დამოწმებული ასლი;
ე) წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
7. ქ. თბილისის მთავრობა განსაზღვრავს ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესს, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №7-35 - ვებგვერდი, 28.06.2011 წ.
მუხლი 16. დასკვნითი დებულებები🔗
1. ქ. თბილისის მთავრობა ან აუქციონატორი, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია განიხილოს სააუქციონო ვალდებულებების, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებუ-ლებებისა, მოხსნის ან/და სხვა შესრულების მიღების საკითხი.
2. ვალდებულებების მოხსნის ან/და სხვა შესრულების საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი.
3. ვალდებულებების მოხსნის ან/და სხვა შესრულების მიღების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა.
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები🔗
1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე გამოცხადებული აუქციონების დასრულება ან/და შედეგების გაფორმება აუქციონატორმა უზრუნველყოს „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ქ. თბილისის მთავრობამ უზრუნველყოს აუქციონის ჩატარების, ორგანიზებისა და შედეგების გაფორმების, მათ შორის ელექტრონული წარმოების შიდა ინსტრუქციის დადგენა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება №3-18 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“, №9-63, 27.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110030.36.101.000558 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1268468-1/