ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (24 მუხლი)
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19-72 |
|
2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
ა) დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თანდართული წესი.
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილება. |
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
1. ა) დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თანდართული წესი. |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველის პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
1. ა) დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თანდართული წესი.
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
+
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – აუქციონატორი).
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული, შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ წერილობით აცნობოს აუქციონატორს იმ შემთხვევაში, თუ ქონება აუქციონატორის მიერ გაყიდულია გარკვეული საპრივატიზებო პირობებით.
6. აუქციონატორი არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ და უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას, აუქციონის გამოცხადებას, ჩატარებას, ორგანიზებას და შედეგების გაფორმებას. აუქციონატორი ქონების პრივატიზებისას მოქმედებს როგორც აუქციონზე გატანილი ქონების მესაკუთრე.
8. (ამოღებულია - 12.08.15 №21-89).
9. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის შეფასების აუდიტორული მომსახურების შესყიდვის პირობებს, მომსახურების პაკეტს ადგენს და დაკვეთას უზრუნველყოფს აუქციონატორი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლებელია განისაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
11. ბიჯის ოდენობა ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში განისაზღვრება აუქციონატორის მიერ, ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში სააუქციონო კომისიის მიერ.
14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული/წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზებისა და შედეგების გაფორმებისას აუქციონატორი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით.
15. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების განხორციელებისას აუქციონატორი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია აუქციონატორის ოფიციალური ვებგვერდის – www.iauction.ge (ან auction.tbilisi.gov.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.
16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული „ბე“-ს თანხების საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშზე მიღებას ახორციელებს აუქციონატორი და უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ხაზინის ანგარიშზე მიმართვას. ამასთან, აღნიშნული თანხების აუქციონატორის ანგარიშზე განთავსების მიზანს არ წარმოადგენს რაიმე სარგებლის მიღება. ხოლო პრივატიზების საფასურის, საბანკო გარანტიის, პირგასამტეხლოს, საურავის და ა.შ. მიმართვა ხორციელდება ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
გ) (ამოღებულია - 12.08.15 №21-89);
დ) (ამოღებულია - 12.08.15 №21-89);
ე) აუქციონი - (პირობები ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, პირობებიან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდებააუქციონისგამარჯვებულიმონაწილე;
თ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით;
ი) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებით და ფასით;
კ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საპრივატიზებო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ და უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას, სააგენტო აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე;
მ) მომხმარებელი - აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge. დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება);
მ) მომხმარებელი - აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება);
ტ) საწყისი საპრივატიზებო საფასური – აუქციონზე გატანილ ლოტზე (მოძრავი და უძრავი ქონება, წილები, აქციები და სხვა), დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის; ლოტში რამდენიმე ქონების გაერთიანების შემთხვევაში, ლოტის საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ლოტში შემავალი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურების ჯამის ოდენობით;
უ) სრული საპრივატიზებო საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ. საპრივატიზებო საფასური არ მოიცავს აუქციონატორის მომსახურების საფასურს;
ქ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;
ყ) ხელშეკრულება - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს;
ც) ბილინგის სისტემით გადახდა – ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) განთავსებული გადახდის ფორმის – ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის კომერციულ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).
ც) ბილინგისსისტემითგადახდა - ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ვებგვერდზე განთავსებული გადახდის ფორმის - ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №18-72 - ვებგვერდი, 22.07.2015წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-31 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
2. ქონების სააუქციონოდ მომზადების საფუძველი, მოძრავი ქონების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომართვა, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მომართვა, ასევე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მომართვა/თანხმობა, წილებისა და აქციების შემთხვევაში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ან/და აუქციონატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სარგებლობის უფლების შემთხვევაში - დაინტერესებული პირის მომართვა, ხოლო უძრავი ქონების მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ.
3. ქონების სააუქციონოდ მომზადება გულისხმობს ქონების შერჩევას, აზომვას, რეგისტრაციას და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
მუხლი 4. ელექტრონული აუქციონის გამოცხადება და ჩატარებისორგანიზება🔗
1. ელექტრონული აუქციონის ფორმით თბილისის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, მის გამოცხადებას, ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს აუქციონატორი.
3. აუქციონის დასაწყისად ითვლება აუქციონატორის მიერ აუქციონის დაწყების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) გამოცხადების მომენტი.
2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს უფროსის ბრძანებით, რომლის საფუძველზე აუქციონის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) და ვებგვერდზე www.eauction.ge.
3. აუქციონის დასაწყისად ითვლება აუქციონატორის მიერ აუქციონის დაწყების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) გამოცხადების მომენტი. ელექტრონული აუქციონის ფორმით თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
ზ) ბიჯის ოდენობას, რომელსაც განსაზღვრავს აუქციონატორი;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელსაც განსაზღვრავს აუქციონატორი და რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10 %-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
მუხლი 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები🔗
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 - 4 პუნქტების და მე-6 მუხლის შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.
ა) აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);
ა) აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე,იურიდიული პირები);
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
1. აუქციონში მონაწილეობის მსურველი გადის რეგისტრაციას აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ან ვებგვერდზე www.eauction.ge, სადაც ავსებს პირადი მონაცემების ველებს და აფიქსირებს მომხმარებლის სახელს, ეცნობა ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებს და ეთანხმება მათ.
1. აუქციონში მონაწილეობის მსურველი გადის რეგისტრაციას აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge), სადაც ავსებს პირადი მონაცემების ველებს და აფიქსირებს მომხმარებლის სახელს, ეცნობა ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებს და ეთანხმება მათ.
3. აუქციონატორის ვებგვერდზე დარეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველი სისტემაში შედის „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ შესაბამის გრაფაში - „სისტემაში შესვლა“ შეყვანის გზით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
1.ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება აუქციონატორის ვებგვერდზე ან ვებგვერდზე www.eauction.ge, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს (მომხმარებელს) ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი.
6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
8. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) წუთისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია გადაიხადოს ბე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და წარმოუდგინოს აუქციონატორს გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
მუხლი 71. სეპარირებული შეგროვების შედეგად მიღებულ ერთგვაროვან მუნიციპალურ ნარჩენებზე აუქციონის გამოცხადების წესი🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრული ოპერატორის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირის მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული და აუქციონის გამოცხადებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში წარმოქმნილი დაუზუსტებელი ოდენობის საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ერთგვაროვანი ნარჩენის (შემდგომში – „ნარჩენი“) პრივატიზების მიზნით, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ერთ ერთეულ (წონა, მოცულობა და სხვა) ნარჩენზე ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს და იკისრებს ვალდებულებას გადაიხადოს ყოველ ერთეულზე დადგენილი სრული საპრივატიზებო საფასური ნარჩენის შესაბამის ჯამურ ოდენობაზე გაანგარიშებით. ელექტრონული აუქციონის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ნარჩენის მინიმალურ სავარაუდო ჯამურ ოდენობას.
3. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ნარჩენის გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, აუქციონის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული/წარმოქმნილი ნარჩენის შესაბამისი ოდენობით. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნარჩენის ფაქტობრივად გადაცემამდე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე), გადაიხადოს ნარჩენის შესაბამისი ოდენობის ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში ოდენობის/ღირებულების დაზუსტების პირობით, შესაბამისი ოპერატორის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. ამასთან, ნარჩენის გადაცემის ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლა განხორციელდება მხოლოდ წინა ეტაპის დასრულების შემდეგ.
4. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამის ეტაპისთვის გადახდილი სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული ნარჩენების ჯამურ ღირებულებას, აუქციონში გამარჯვებულ პირს შესაბამისი სხვაობა დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემი ნარჩენების დაზუსტებული ოდენობა აღემატება დაუზუსტებელს, აუქციონში გამარჯვებულ პირს ნარჩენი გადაეცემა მხოლოდ შესაბამისი ღირებულების დამატებით გადახდის შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ვადაში.
5. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ნარჩენის ეტაპობრივად გადაცემა და აღნიშნულთან დაკავშირებით შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ეკისრება საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრულ ოპერატორს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შესაბამის იურიდიული პირს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი უთანაბრდება საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
6. აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ აღნიშნული პირის მიზეზით/ბრალით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არ აუნაზღაურდება შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ბე, საპრივატიზებო საფასური და გაწეული ხარჯები.
7. ამ მუხლის მიზნებისთვის ბეს ოდენობა უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ნარჩენის სავარაუდო ჯამური ოდენობის ღირებულების არანაკლებ 20%-ს და არაუმეტეს 80%-ს. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო ეტაპის შესაბამის გადახდაში. საბოლოო ანგარიშსწორებისას, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბეს ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული ნარჩენების ჯამური ღირებულების შესაბამის ოდენობას, აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული სხვაობა დაუბრუნდება.
8. ამ მუხლის მიზნებისთვის, აუქციონით განსაზღვრული საპრივატიზებო საფასური მოქმედია აუქციონში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით.
9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ აუქციონზე შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები”
10. სააგენტო აუქციონის გამოცხადებას, ჩატარებას და ორგანიზებას ახორციელებს ამ წესისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №25-34 - ვებგვერდი, 22.05.2023 წ.
მუხლი 72. სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მოძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების წესი🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიმართვის საფუძველზე, ამავე გამგეობის მიერ განხორციელებული სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად აუქციონის გამოცხადებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში წარმოქმნილი დაუზუსტებელი ოდენობის ერთგვაროვანი მოძრავი ქონების (ფერადი ლითონი, ქვაფენილი და სხვ.) პრივატიზების მიზნით, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი, ამ წესით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ერთ ერთეულ (წონა, მოცულობა და სხვა) ქონებაზე ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს და აიღებს ვალდებულებას გადაიხადოს ყოველ ერთეულზე დადგენილი სრული საპრივატიზებო საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ქონების ჯამურ ოდენობაზე გაანგარიშებით. ელექტრონული აუქციონის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მოძრავი ქონების მინიმალურ სავარაუდო ჯამურ ოდენობას.
3. აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, დაესწროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებულ სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებას, ამასთანავე, იგი ვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ განსაზღვრულ ვადაში ან შესაბამისი რაიონის გამგეობის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაიტანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონება დემონტაჟის განხორციელების შესაბამისი ადგილიდან.
4. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, აუქციონის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული/წარმოქმნილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების შესაბამისი ოდენობით. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ფაქტობრივად გადაცემამდე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე), გადაიხადოს ქონების შესაბამისი ოდენობის ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში ოდენობის/ღირებულების დაზუსტების პირობით, შესაბამისი რაიონის გამგეობის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლა განხორციელდება მხოლოდ წინა ეტაპის დასრულების შემდეგ.
5. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამის ეტაპისთვის გადახდილი სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული მოძრავი ქონების (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების) ჯამურ ღირებულებას, აუქციონში გამარჯვებულ პირს შესაბამისი სხვაობა დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემი მოძრავი ქონების დაზუსტებული ოდენობა აღემატება დაუზუსტებელს, აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული ქონება (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონება) გადაეცემა მხოლოდ შესაბამისი ღირებულების დამატებით გადახდის შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ვადაში.
6. აუქციონში გამარჯვებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, ამ პირისათვის მოძრავი ქონების ეტაპობრივად გადაცემა და აღნიშნულთან დაკავშირებით შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გამგეობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი უთანაბრდება საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
7. აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ აღნიშნული პირის მიზეზით/ბრალით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არ აუნაზღაურდება შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ბე, საპრივატიზებო საფასური და გაწეული ხარჯები.
8. ამ მუხლის მიზნებისთვის ბეს ოდენობა უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოძრავი ქონების სავარაუდო ჯამური ოდენობის ღირებულების არანაკლებ 20%-ს და არაუმეტეს 80%-ს. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო ეტაპის შესაბამის გადახდაში. საბოლოო ანგარიშსწორებისას, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბეს ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული მოძრავი ქონების ჯამური ღირებულების შესაბამის ოდენობას, აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული სხვაობა დაუბრუნდება.
9. ამ მუხლის მიზნებისთვის, აუქციონით განსაზღვრული საპრივატიზებო საფასური მოქმედია აუქციონში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით.
10. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ აუქციონზე შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
11. სააგენტო აუქციონის გამოცხადებას, ჩატარებას და ორგანიზებას ახორციელებს ამ წესისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №25-34 - ვებგვერდი, 22.05.2023 წ.
1. აუქციონატორი უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და მისი პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ე) ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიიღოს ელექტრონული ფორმით;
ვ) აუქციონატორი უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული აუქციონი და ამოიღოს აუქციონიდან ლოტი, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში აუქციონის მონაწილეს უბრუნდება გადახდილი ბე/საბანკო გარანტია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
მუხლი 10. ანგარიშსწორება🔗
1. შესაბამისი პირობების არსებობისას საბანკო გარანტიის გარანტისაგან მოთხოვნის უფლებამოსილება ენიჭება აუქციონატორს.
2. (ამოღებულია - 22.09.202 3წ., №30-69).
4. ბეს გადახდის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული საპრივატიზებო საფასურისა და ბეს სხვაობას.
5. აუქციონში გამარჯვებული, საბოლოო თანხას იხდის საბანკო დაწესებულებაში აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ან აუქციონატორის ვებგვერდის საშუალებით.
ბ) ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხაზე, გადამხდელზე, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 სექტემბრის დადგენილება №30-69 - ვებგვერდი, 25.09.2023 წ.
1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში - ოქმი) საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება).
2. პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის შეძენილი ქონების საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შემოთავაზებულ/დასახელებულ საბოლოო ფასს.
4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
11. შემდგომ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გაიცემა ცალკე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
13. ელექტრონული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №25-34 - ვებგვერდი, 22.05.2023 წ.
3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, აუქციონატორთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი ან საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად იპოთეკით ან გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული, შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ წერილობით აცნობოს აუქციონატორს იმ შემთხვევაში, თუ ქონება აუქციონატორის მიერ გაყიდულია გარკვეული საპრივატიზებო პირობებით.
9. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა აუქციონატორის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად, ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
მუხლი 13. განმეორებითი ელექტრონული აუქციონი🔗
1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია გატანილ იქნას საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, აღმასრულებელი ორგანოს მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქონების მმართველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სააუქციონო კომისია;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის იმ ქონების დასახელებას, რომლის შეძენაც სურს საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველს, ლოტის ნომერს, საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, განაცხადში უნდა აისახოს, რომ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს;
4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, აუქციონატორი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს.
6. აუქციონის მონაწილე, რომელსაცსურსსაწყისიფასიდანდაიწყოსვაჭრობა, სწევსთავის სპეციალურ დაფას (რაცნიშნავსსაწყისფასზებიჯისდამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონებაითვლება გასხვისებულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და აუქციონატორი. ოქმში ასევე აისახება აუქციონის მიმდინარეობა, მონაწილეთა რაოდენობა, და ფიქსირებული ბიჯები და საბოლოო შედეგი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია გატანილ იქნას საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, აღმასრულებელი ორგანოს მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქონების მმართველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონისშემთხვევაში🔗
1. სხვა პირობებთან ერთად, აუქციონის პირობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს:
გ) (ამოღებულია - 17.03.2023, №23-17);
ე) ქალაქგეგმარებითი და ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე აუქციონატორის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა, აუქციონატორის მიერ სრულად ირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
9. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
მუხლი 23. (ამოღებულია )🔗
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდა (გარდა მომსახურების საფასურისა) ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
5. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ ინფორმაციას აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული პირის/პირების მიერ გაცემული დასკვნით.
6. (ამოღებულია - 12.08.15 №21-89).
7. ფინანსური ვალდებულებების გარდა, სხვა სააუქციონო პირობები და ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი შესრულების მიღების/დადასტურების მომენტიდან.
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განიხილავს თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის უფლებით მიმღები ან მართვის უფლებით მიმღები პირის მიმართვას და საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-17 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
მუხლი 241. საწყისი საპრივატიზებო საფასური🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ“.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ“.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.
1. აუქციონის ფორმით განკარგულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილ ქონებაზე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, წყვეტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. აუქციონში გამარჯვებულის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილი ქონების მესამე პირზე იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით, აღნაგობის უფლებით გადაცემაზე ან/და ისეთი სამუშაოების წარმოების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, წყვეტს აუქციონატორი.
3. აუქციონატორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან დაკავშირებით (თუ აღნიშნული საკითხი განსაზღვრულია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ან/და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით).
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა), ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ამ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების მარეგისტრირებელ შესაბამის ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული დავები (მათ შორის, პირობების შეუსრულებლობის გამო) განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აუქციონის ფორმით პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე გამოცხადებული აუქციონების დასრულება ან/და შედეგების გაფორმება აუქციონატორმა უზრუნველყოს „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.
3. 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის დადგენილება №57-54 - ვებგვერდი, 19.05.2020 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.12.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19-72. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.35.101.016060.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 24 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“, №19-72, 22.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.101.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2640691/