ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.12.2014 ბოლო ცვლილება 20.05.2025
ნომერი
№19-72
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.101.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-72

2014 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველის პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის,  ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.


1. ა) დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თანდართული წესი.

ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილება.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
+




დანართი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი (გარდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ  გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – აუქციონატორი).

4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული, შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში,  ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ წერილობით აცნობოს აუქციონატორს იმ შემთხვევაში, თუ ქონება აუქციონატორის მიერ გაყიდულია გარკვეული საპრივატიზებო პირობებით.

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონის გამარჯვებულს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს (პირობის გარეშე აუქციონი), ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მონაწილეს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

6.  აუქციონატორი არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ და უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას,  აუქციონის გამოცხადებას, ჩატარებას, ორგანიზებას და შედეგების გაფორმებას.  აუქციონატორი ქონების პრივატიზებისას მოქმედებს როგორც აუქციონზე გატანილი ქონების მესაკუთრე.

7. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედისააუქციონოკომისიის წევრის - აუქციონატორის ფუნქციას ახორციელებს კომისიის შემადგენლობაში აუქციონატორად  განსაზღვრული ფიზიკური პირი. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება  ამ  წესის შესაბამისად.

8. (ამოღებულია - 12.08.15 №21-89).

9. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის შეფასების  აუდიტორული მომსახურების შესყიდვის პირობებს, მომსახურების პაკეტს ადგენს და დაკვეთას უზრუნველყოფს აუქციონატორი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლებელია განისაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

11. ბიჯის ოდენობა ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში განისაზღვრება აუქციონატორის მიერ, ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში სააუქციონო კომისიის მიერ.

12. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის - აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.

13. ქონების ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის, ასევე, აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება ხორციელდება შესაბამისი წესების და  ამ წესით  დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის შესაბამისად.

14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული/წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზებისა და შედეგების გაფორმებისას აუქციონატორი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით. 

15. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების განხორციელებისას აუქციონატორი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია აუქციონატორის ოფიციალური ვებგვერდის – www.iauction.ge (ან auction.tbilisi.gov.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.

16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული „ბე“-ს თანხების საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშზე მიღებას ახორციელებს აუქციონატორი და უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ხაზინის  ანგარიშზე მიმართვას. ამასთან, აღნიშნული თანხების აუქციონატორის ანგარიშზე განთავსების მიზანს არ წარმოადგენს რაიმე სარგებლის მიღება. ხოლო  პრივატიზების საფასურის, საბანკო გარანტიის, პირგასამტეხლოს, საურავის და ა.შ. მიმართვა ხორციელდება ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი -  თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით, გარკვეული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო;

ბ) პრივატიზება - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონის -  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად;

გ)  (ამოღებულია - 12.08.15 №21-89);

დ) (ამოღებულია - 12.08.15 №21-89);

 ე) აუქციონი - (პირობები ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, პირობებიან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და  სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდებააუქციონისგამარჯვებულიმონაწილე;

ვ) პირობების გარეშე აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;

ზ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების  უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;

თ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და  ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით;

ი) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და  ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი  პირობებით და ფასით;

კ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საპრივატიზებო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ და უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას, სააგენტო აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე;

ლ) აუქციონის გამოცხადება – წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე);

მ) მომხმარებელი - აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge. დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება);

ნ)  განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც  ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია;

ო) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონის მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა.  აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

პ) საბანკო გარანტია – საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წერილობითი ფორმით;

ჟ)  აუქციონის მონაწილე - პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი.

რ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონშიგამარჯვებისდამადასტურებელიოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

ს) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე  ქონება;

ტ) საწყისი საპრივატიზებო საფასური – აუქციონზე გატანილ ლოტზე (მოძრავი და უძრავი ქონება, წილები, აქციები და სხვა), დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის; ლოტში რამდენიმე ქონების გაერთიანების შემთხვევაში, ლოტის საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ლოტში შემავალი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურების ჯამის ოდენობით;

უ) სრული საპრივატიზებო საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ. საპრივატიზებო საფასური არ მოიცავს აუქციონატორის მომსახურების საფასურს და განვადების საფასურს.

ფ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთი და იგივე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად;

ქ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;

ღ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში ოქმი) - არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც გამოიცემა  სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, ლოტის პრივატიზაციის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები.  საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და აუქციონატორი  (მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე).

ყ) ხელშეკრულება - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით  ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს;

შ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა - აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებოსაფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.

ჩ) მომსახურების საფასური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტით დადგენილი თანხის ოდენობა, რომელსაც აუქციონში გამარჯვებული უხდის აუქციონატორს აუქციონის ჩატარებისა და შემდგომი მომსახურებისთვის, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე სრულ საპრივატიზებო საფასურთან ერთად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად;

ც)  ბილინგის სისტემით გადახდა – ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც  ვებგვერდზე (www.iauction.ge ან  auction.tbilisi.gov.ge) განთავსებული გადახდის ფორმის – ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის კომერციულ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით  გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ  ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №18-72 - ვებგვერდი, 22.07.2015წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-31 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.

 

მუხლი. 3 ქონების სააუქციონოდ მომზადება

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ და მოძრავ ქონებას, სარგებლობის უფლებას, ქ. თბილისის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების აქციებს/წილებს სააუქციონოდ ამზადებს აუქციონატორი.

2. ქონების სააუქციონოდ მომზადების საფუძველი, მოძრავი ქონების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომართვა, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მომართვა, ასევე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მომართვა/თანხმობა, წილებისა და აქციების შემთხვევაში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ან/და აუქციონატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სარგებლობის უფლების შემთხვევაში - დაინტერესებული პირის მომართვა, ხოლო უძრავი ქონების მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ.

3. ქონების სააუქციონოდ მომზადება გულისხმობს ქონების შერჩევას, აზომვას, რეგისტრაციას და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.  

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

 მუხლი 4. ელექტრონული აუქციონის გამოცხადება და ჩატარებისორგანიზება

1. ელექტრონული აუქციონის ფორმით თბილისის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, მის გამოცხადებას, ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს  აუქციონატორი.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს უფროსის ბრძანებით, რომლის საფუძველზე აუქციონის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) და ვებგვერდზე www.eauction.ge.

3. აუქციონის დასაწყისად ითვლება აუქციონატორის მიერ აუქციონის დაწყების შესახებ ინფორმაციის  ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) გამოცხადების მომენტი. ელექტრონული აუქციონის ფორმით თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონატორის დასახელებას;

ბ) საპრივატიზებო ქონებისდასახელებას;

გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;

დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული  ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;

ვ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონისშემთხვევაში);

ზ) ბიჯის ოდენობას, რომელსაც განსაზღვრავს აუქციონატორი;

თ) მომსახურების საფასურის ოდენობას

ი)  აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას;

კ)   საპრივატიზებო ქონებასთან დაკავშირებულ სხვაინფორმაციას;

ლ) ყველას ხვაინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ვებგვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, რეგისტრაციის გავლის, ელექტრონული განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები.

6. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან წილის საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელსაც განსაზღვრავს აუქციონატორი და რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10 %-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;

ვ) ყველას ხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი ჩათვლის მიზანშეწონილად.

7. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთარსებული, კანონმდებლობითდაშვებული, ნებისმიერიინფორმაცია.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონებას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

 მუხლი 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 - 4 პუნქტების და მე-6 მუხლის შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.

2. ელექტრონულაუქციონშიმონაწილეობისმისაღებადსავალდებულოა:

ა) აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების და პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონის პირობების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წერილობითი ფორმით  წარდგენა.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული საპრივატიზაციო ქონებისთვის ცალ-ცალკე.

4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/დამე-3 პუნქტისმოთხოვნები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 6. სისტემაში შესვლა, აუქციონში მონაწილეობის მსურველის ანგარიში და ლოტების შერჩევის პროცესი

1.  აუქციონში მონაწილეობის მსურველი გადის რეგისტრაციას აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან  auction.tbilisi.gov.ge) ან ვებგვერდზე www.eauction.ge, სადაც ავსებს პირადი მონაცემების ველებს და აფიქსირებს მომხმარებლის სახელს, ეცნობა ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებს და ეთანხმება  მათ.

2. აუქციონატორს არეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმების ვალდებულება.  წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველს.

3. აუქციონატორის ვებგვერდზე დარეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველი სისტემაში შედის „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ შესაბამის გრაფაში - „სისტემაში შესვლა“ შეყვანის გზით. 

4. ვებგვერდზე რეგისტრირებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს აუქიონატორის ვებგვერდზე აქვს საკუთარი ანგარიში, სადაც შეუძლია ნახოს მის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში, შეიტანოს მასში გარკვეული ცვლილებები.

5. აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს შესაძლებლობა ეძლევა მიმდინარე აუქციონებზე გამოცხადებული ლოტებიდან შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე ლოტი. შერჩეული ლოტების ჩამონათვალი აისახება მის პირად ანგარიშზე.

6. შერჩეულ ლოტზე/ლოტებზე ბეს გადახდის ან საბანკო გარანტიის წარმოდგენის  და  აუქციონატორის მიერ განაცხადის მიღების (დადასტურების) შემდეგ, მომხმარებელს ენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი, ეძლევა საშუალება  მონაწილეობა მიიღოს ლოტზე/ლოტებზე  გამართულ ელექტრონულ ვაჭრობაში და მასზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები.

7. ლოტის შერჩევა და განაცხადის წარმოდგენა (აუქციონში მონაწილეობის სურვილის დადასტურება) არ წარმოშობს ვებგვერდზე რეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველისთვის  აუქციონში მონაწილეობის ვალდებულებას, თუკი არ იქნება გადახდილი შესაბამისი ბეს თანხა ან/და არ იქნება  წარმოდგენილი  საბანკო გარანტია.

8. ბეს თანხის არასწორად და არასრულად გადახდის ან არასრულ თანხაზე წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს არ წარმოეშვება აუქციონში მონაწილეობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში, არასრულად გადახდილი ბეს თანხა ან საბანკო გარანტია  უკან ბრუნდება.

9. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. აუქციონში მონაწილისათვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 7. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1.ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება აუქციონატორის ვებგვერდზე ან ვებგვერდზე www.eauction.ge, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს (მომხმარებელს) ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში, აუქციონის მიმდინარეობისას აუქციონის მონაწილეს საშუალება აქვს სრულად იხილოს ფასების შეთავაზების ისტორია, როგორც ვაჭრობის გვერდზე, ასევე ვებგვერდზე არსებულ საკუთარ ანგარიშში.

4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის ან მისთვის სასურველი, ბიჯზე მეტი თანხის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალფასს.  ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინ რეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

5. აუქციონში მონაწილეს არ შეუძლია დადგენილი ბიჯის ოდენობაზე დაბალი ბიჯის დაფიქსირება, ამასთან, შუალედში აუქციონის სხვა მონაწილის მიერ ფასის შეთავაზების დაფიქსირების გარეშე, არ შეუძლია ორჯერ ზედიზედ ფასის შეთავაზება.

6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.

7. აუქციონის დასრულების ვადის ან/და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე ლოტზე წყდება ვაჭრობა.

8. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს წინა სამუშო დღის 18 საათისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია გადაიხადოს ბე უნაღდო  ანგარიშსწორების ფორმით ან  წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს  2 წუთისა, ბეს გადახდა  აუქციონში მონაწილეობის მსურველს  შეუძლია  მხოლოდ ბილინგის სისტემით.

10. თუ აუქციონის დასრულების  დღე ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, აუქციონი დასრულდება და გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.

11. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ამასთან, აუქციონის ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა  პრივატიზებული ლოტის, სრული საპრივატიზებო საფასურის  და აუქციონის მიმდინარეობის შესახებ  ინფორმაცია იხილონ ვებგვერდის საშუალებით.

12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული  ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის  გადახდის თარიღი და მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული  ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულს შესაძლებლობა აქვს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით გაეცნოს და ჩამოტვირთოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.

13. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ბე აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო საბანკო გარანტია  დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 8. აუქციონის მონაწილის პასუხისმგებლობა

აუქციონის მონაწილე კარგავს წარმოდგენილ საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;

ბ) აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილეა და მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;

გ) აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მონაწილეს მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;

დ) აუქციონის მონაწილე ხელს შეუშლის აუქციონის ჩატარებას.

ვ) დაარღვია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.

 

მუხლი 9. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1.  აუქციონატორი უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და მისი პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს აუქციონთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.

ე) ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიიღოს ელექტრონული ფორმით;

ვ) აუქციონატორი უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული აუქციონი და ამოიღოს აუქციონიდან ლოტი, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში აუქციონის მონაწილეს უბრუნდება გადახდილი ბე/საბანკო გარანტია.

2. აუქციონატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში,  აუქციონში გამარჯვებულ  პირს   აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვოს აუქციონატორისთვის საჭირო ინფორმაციული ხასიათის ნებისმიერი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა.

3. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.

4. აუქციონატორი ვალდებულია, შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ,გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების მოწმობა შეძენილ ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების მოწმობა  ვალდებულებების შესრულების პირობით).

5. აუქციონში მონაწილე უფლებამოსილია:

ა) შეარჩიოს ლოტი და შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუქციონატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი10. ანგარიშსწორება 

1. შესაბამისი პირობების არსებობისას საბანკო გარანტიის გარანტისაგან მოთხოვნის უფლებამოსილება ენიჭება აუქციონატორს. 

2. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას,  არაუგვიანეს შედეგების გაუქმებიდან 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური.

3. თუ აუქციონში მონაწილეს, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, წარმოდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში,  იგი იხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს. სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

4.  ბეს გადახდის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული საპრივატიზებო საფასურისა და ბეს სხვაობას. 

5. აუქციონში გამარჯვებული, საბოლოო თანხას იხდის საბანკო დაწესებულებაში აუქციონატორის მიერ  მითითებულ ანგარიშზე ან აუქციონატორის ვებგვერდის  საშუალებით. 

6. აუქციონატორის ვებგვერდზე აუქციონში მონაწილისათვის ხელმისაწვდომია:

ა) ბეს გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის შესახებ, ინფორმაციას აუქციონის და ლოტის ნომრის შესახებ, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის  ნომრების მითითებით.

ბ)  ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, განვადების საფასურის  გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხაზე,  გადამხდელზე, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით.

7. მომხმარებელი ბეჭდავს  გადახდის დოკუმენტს  და აღნიშნული დოკუემნტის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.

 

მუხლი 11. გარიგებათაგაფორმებისწესი

1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში - ოქმი) საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება).

2. პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების  სრულ საპრივატიზებო საფასურს  და მომსახურების საფასურს, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის  შეძენილი ქონების საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, ხოლო  განვადებით სარგებლობის შემთხვევაში განვადების საფასურსაც. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შემოთავაზებულ/დასახელებულ საბოლოო ფასს.

3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიაარუბრუნდება.

4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. ელექტრონულ აუქციონშიგამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

6. თუ გამოცხადებული იყო ელექტრონული აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული   ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს.

7. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონებისმოვლა-პატრონობასადადაცვაზე.

8. პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონებისპრივატიზებისასაუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის დათქმულ დროში სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ - საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისშემდეგ. თუგამარჯვებულიპირიდათქმულვადაშიარგადაიხდის შეძენილი ქონებისსრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს  ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილიბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და  ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულადგადახდის, საკუთრებისდამადასტურებელიმოწმობისგაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ - საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისშემდეგ.  ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში --შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა დასაკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

10. თუ სააუქციონო ლოტი შედგება რამდენიმე ქონებისგან, იმ ქონებაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არექვემდებარება შემდგომ რეგისტრაციას, გაიცემა ერთი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

11.შემდგომ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გაიცემა ცალკე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

12.აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია აუქციონატორის ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

13. ელექტრონული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით.  ელექტრონულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. 

14. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს აუქციონატორი.

15. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის  წარდგინებით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 12.  აუქციონშიგამარჯვებულისპასუხისმგებლობა

1. თუ პირობების გარეშე  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, დადგენილვადებში უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე,არგადაიხდის  ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, მასარგადაეცემასაკუთრებისუფლებაქონებაზე,შეტანილიბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია,  შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისასდაიცვასოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონისპირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, აუქციონატორთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი ან საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად იპოთეკით ან გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული, შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში,  ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ წერილობით აცნობოს აუქციონატორს იმ შემთხვევაში, თუ ქონება აუქციონატორის მიერ გაყიდულია გარკვეული საპრივატიზებო პირობებით.

5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს.

6. იმ შემთხვევაში თუკი  ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.

7. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.

8. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონისა, აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:

ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში,   სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ)  აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისშ ემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველდარღვევაზე - ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.

9. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (გარდა გრაფიკით განვადების) განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა აუქციონატორის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად, ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და  ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

1. (ამოღებულია - 30.10.15 №26-107).

2. (ამოღებულია - 30.10.15 №26-107).

ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 13. განმეორებითი ელექტრონული აუქციონი

1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია  გატანილ იქნას საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე  შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით.  ასეთ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა,  აღმასრულებელი ორგანოს  მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 14. ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონი

1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა,  ქონების მმართველი  უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 15. საჯარო აუქციონისორგანიზება

1. საჯარო აუქციონისორგანიზებასახორციელებს აუქციონატორი.

2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონატორის დასახელებას;

ბ) საჯარო აუქციონის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული  ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სააუქციონო კომისია;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;

ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვაინფორმაციას.

5. აქციების ან წილებისპრივატიზებისშემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.

6. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიიღოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების შესახებ აუქციონატორის ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

7.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.

8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის წევრის - აუქციონატორის ფუნქციას ახორციელებს კომისიის შემადგენლობაში აუქციონატორად  განსაზღვრული ფიზიკური პირი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 16. საჯარო აუქციონშიმონაწილეობისპირობები

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადება არ მიიღება.

2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებადგანაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონისჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის  იმ ქონების დასახელებას, რომლის შეძენაც სურს საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველს, ლოტის ნომერს, საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, განაცხადში უნდა აისახოს, რომ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს; 

ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბესდა საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რეგისტრატორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში - მონაწილე) სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარიეთქვას საჯარო აუქციონშიმონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონებისშემძენად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლისპირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

 

მუხლი 17. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი

1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამებამის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.

3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, აუქციონატორი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს.

5. საჯარო აუქციონზევაჭრობის დასაწყისად ითვლება ლოტზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს,დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონის მონაწილე, რომელსაცსურსსაწყისიფასიდანდაიწყოსვაჭრობა, სწევსთავის სპეციალურ დაფას (რაცნიშნავსსაწყისფასზებიჯისდამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონებაითვლება გასხვისებულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. საჯარო აუქციონის ფორმით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი  შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და აუქციონატორი. ოქმში ასევე აისახება აუქციონის მიმდინარეობა, მონაწილეთა რაოდენობა, და ფიქსირებული ბიჯები და საბოლოო შედეგი.

8. თუ საჯარო აუქციონშიგამარჯვებულიპირიუარსგანაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე,მასჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილიბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არდაუბრუნდება.

9. თუ საჯარო აუქციონიარშედგებაიმმიზეზით, რომაუქციონშიმონაწილეები,  რომლებიცესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არ შემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონში მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არდაუბრუნდებათ.

10. სააუქციო ნოკომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. მოხსენებით ბარათს ხელსაწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.

11. ქონების შემძენის მიერ გადახდილი  ქონების სრული საპრივატიზებო საფასურიაუქციონატორის მიერ სრულად ირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 18. განმეორებითი საჯარო აუქციონი

1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია  გატანილ იქნას საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე  შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით.  ასეთ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, აღმასრულებელი ორგანოს  მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 19. ვადაგაგრძელებული საჯარო  აუქციონი

1.  თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქონების მმართველი  უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 20. გარიგებათაგაფორმებისწესი

1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

2. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2-14 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონისშემთხვევაში

საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 22. პირობებით გამოცხადებული აუქციონი

1. სხვა პირობებთან ერთად, აუქციონის პირობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს:

ა) ლოტის ფაქტობრივი მდებარეობა;

ბ) ლოტის ფაქტობრივი მდგომარეობა;

გ) ლოტის განვადებით პრივატიზაცია, არაუმეტეს 2 წლის ვადით;

დ) უძრავი ქონების შემთხვევაში ლოტზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება;

ე) ქალაქგეგმარებითი და ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები;

ვ) სხვა პირობები, რაც მიზანშეწონილია სააუქციონო ლოტის საპრივატიზაციოდ.

2. ერთ ლოტზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე პირობა.

3. თუ პირობებით გამოცხადებული აუქციონზე გატანილი ქონება  ექვემდებარება მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციას. აუქციონის პირობით განსაზღვრული შეზღუდვა ან/და ვალდებულება ექვემდებარება შესაბამის რეგისტრაციას.

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია  უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

6. აუქციონშიგამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, განიხილება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხიდან დარიცხული პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის ან მთლიანი თანხის ჩამოჭრის საკითხი.

7. აუქციონშიგამარჯვებულივალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე აუქციონატორის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა, აუქციონატორის მიერ სრულად ირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

9. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 23. განვადებით სარგებლობა 

1. თუ, განვადებით გამოცხადებული აუქციონის პირობით შეძენილი ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად აუქციონში გამარჯვებულს დასჭირდა 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია ისარგებლოს განვადებით, გრაფიკით ან მის გარეშე,  არაუმეტეს 2 წლის ვადით.

2 .განვადების საფასური შეადგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადის მომდევნო დღიდან,  ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე.  ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის პირველი 15 კალენდარული დღისთვის აუქციონში გამარჯვებული არ იხდის  განვადების საფასურს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 24.  ვალდებულებათა შესრულება

1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.

3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდა (გარდა მომსახურების საფასურისა და განვადების საფასურისა) ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას საკუთრების  დამადასტურებელი მოწმობის გაცემით.

5. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ ინფორმაციას აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული პირის/პირების მიერ გაცემული დასკვნით.

6. (ამოღებულია - 12.08.15 №21-89).

7. ფინანსური ვალდებულებების გარდა, სხვა სააუქციონო პირობები და ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი შესრულების მიღების/დადასტურების  მომენტიდან.

8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონში გამარჯვებული საუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების  შესახებ.

9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა  განიხილავს თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის უფლებით მიმღები ან მართვის უფლებით მიმღები პირის მიმართვას და საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 24​1. საწყისი საპრივატიზებო საფასური

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ“.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ“.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №26-107 - ვებგვერდი, 02.11.2015 წ.

 

მუხლი 25.  სხვა დებულებები

1. აუქციონის  ფორმით განკარგულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილ ქონებაზე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, წყვეტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

2. აუქციონში გამარჯვებულის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილი ქონების მესამე პირზე იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით, აღნაგობის უფლებით გადაცემაზე ან/და ისეთი სამუშაოების წარმოების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, წყვეტს აუქციონატორი.

3. აუქციონატორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან დაკავშირებით (თუ აღნიშნული საკითხი განსაზღვრულია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ან/და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით).

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა), ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ამ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების მარეგისტრირებელ შესაბამის ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 26. დავების გადაწყვეტის წესი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან  დაკავშირებული დავები (მათ შორის, პირობების შეუსრულებლობის გამო) განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აუქციონის ფორმით პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

 

მუხლი 27  გარდამავალი დებულებები

1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე გამოცხადებული აუქციონების დასრულება ან/და შედეგების გაფორმება აუქციონატორმა უზრუნველყოს „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით  გადაცემული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.

3. 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №21-89 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის დადგენილება №57-54 - ვებგვერდი, 19.05.2020 წ.
 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“, №19-72, 22.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.101.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2640691-5/