მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2000 ძალადაკარგული 25.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 02/02/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

                           საქართველოს პრეზიდენტის         

  ბრძანებულება №16

2000 წლის 26 იანვარი

  ქ. თბილისი

მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

„მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1 დამტკიცდეს ორი წლით მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

თე ი მურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

ნინო ელიზბარაშვილი – ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ პრეზიდენტი

ბონდო ზარნაძე – საქართველოს მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე

მერაბ კაკულია – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ნინო მამუკელაშვილი – მცირე და საშუალო სავაჭრო-სამრეწველო მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე

გენრიხ მურადიანი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

მერაბ მჭედლიძე – საქართველოს გადამხდელთა კავშირის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საბჭოს თავმჯდომარე

არჩილ სამადაშვილი – საქართველოს სამრეწველო და საინჟინრო მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე

რეზო საყვარელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ტყეშელაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრი ს ბრძანებულება №410 - სსმ III, №86, 20.09.2000 წ., მუხ.755

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 თებერვლის ბრძანებულება №60 - სსმ III, №16, 21.02.2001 წ., მუხ.141

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 მაისის ბრძანებულება №243 - სსმ III, №48, 20.05.2002 წ., მუხ.450

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №485 - სსმ III, №116, 27.11.2002 წ., მუხ.1012

 2. დამტკიცდეს მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

3. მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭომ წელიწადში ორჯერ წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

4. მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭომ „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარმოადგინოს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის კანდიდატურა.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მცირე ბიზნესის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ივლისის №361 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრი ს ბრძანებულება №410 - სსმ III, №86, 20.09.2000 წ., მუხ.755

2. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 თებერვლი ს ბრძანებულება №60 - სსმ III, №16, 21.02.2001 წ., მუხ.141

3. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 მაისი ს ბრძანებულება №243 - სსმ III, №48, 20.05.2002 წ., მუხ.450

4. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრი ს ბრძანებულება №485 - სსმ III, №116, 27.11.2002 წ., მუხ.1012

მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს დებულება

I. ზოგადი დებულება

1. მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კანონით „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით და ამ დებულებით.

II. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საბჭოს წევრებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი 2 წლის ვადით, 13 კაცის შემადგენლობით, რომელთაგან:

ა) ექვსი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელია;

ბ) ხუთი თითოეული რეგისტრირებული მცირე და საშუალო საწარმოს მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენელია;

გ) ერთი ეროვნული ბანკის წარმომადგენელია;

დ) ერთი სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელია.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №485 - სსმ III, №116, 27.11.2002 წ., მუხ.1012

3. საბჭოს წევრები საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისას არ იღებენ რაიმე ანაზღაურებას.

4. საბჭოს წევრების დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავის მე-10 მუხლის განსაზღვრული წესით.

5. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ წარმომადგენლობით ორგანოთა და სხვა უწყებათა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები (ხმის უფლების გარეშე).

III. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი

1. საბჭო:   

ა) წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის განმახორციელებელ და მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის საქმიანობის წარმმართველ ორგანოს;

ბ) განსაზღვრავს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრისა და მისი რეგიონული ორგანოების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საქმიანობის მიმართულებებს;

გ) მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების რეალიზების მიზნით წინასწარ საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერის არსებული პროგრამების სახეობის შინაარსისა და მიმართულებების შესახებ, პროგრამაში მონაწილეობის უფლებების მქონე მცირე და საშუალო საწარმოთა კონკრეტული მახასიათებლების, მათ შორის დასაქმებულთა რაოდენობისა და საწარმოთა წლიური ბრუნვის მაჩვენებელთა თაობაზე, პროგრამების მიხედვით გასანაწილებელი, სესხების მოცულობათა, საპროცენტო განაკვეთებისა და ვადების შესახებ;

დ) მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისათვის განსაზღვრავს ფინანსური მხარდაჭერის ოდენობას, ფორმასა და პროპორციებს;

ე) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №485 - სსმ III, №116, 27.11.2002 წ., მუხ.1012

2. ცენტრის დირექტორს საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

IV. საბჭოს რეგლამენტი

1. საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან წევრთა ხმების უმრავლესობით.

2. საბჭოს სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი მაინც. საბჭოს წევრის სხდომაზე არდასწრების შემთხვევაში იგი ვალდებულია სხდომამდე სულ ცოტა სამი დღით ადრე, წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შეხედულება განსახილველი საკითხის შესახებ.

3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

4. საბჭოს სხდომის მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა მისი ყველა წევრი წერილობით ეთანხმება განსახილველ საკითხს.

5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომლის შესრულებას ახორციელებს „მცირე  და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“.

6. საბჭოს საქმიანობა პერიოდულად შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

7. საბჭოს ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“, №16, 26.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1270043-4/