საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.04.2011 ბოლო ცვლილება 27.06.2023
ნომერი
№24/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110408016, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №2 4/04

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის

დამტკიცების თაობაზე 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების კომერციული ბანკების მიერ სათანადოდ შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ დანდართული ინსტრუქცია.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 თებერვლის №18 ბრძანება;

ბ) „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №75 ბრძანება;

გ) „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №76 ბრძანება.

 

3. (ამოღებულია - 20.06.2012, №59/04).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე 

ინსტრუქცია

საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქცია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბანკო დაწესებულებების (ბანკების) მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისთვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) გახსნის წესს, ანგარიშის სახეებს და მათ დანიშნულებას. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

    მუხლი 2

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბანკო ანგარიში (ანგარიში) – ბანკში პირის ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური საშუალება;

ბ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);

გ) რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე) და რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად);

დ) არარეზიდენტი – იურიდიული პირი/ფილიალი/წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება, ორგანიზაცია რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ფიზიკური პირი, რომლის არარეზიდენტობის საკითხს ბანკი ადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მოქალაქეობის მიხედვით;

ე) ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები ერთ კონკრეტულ ვალუტაში;

ვ) მულტისავალუტო საბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები რამდენიმე ვალუტაში ცალ-ცალკე და რომელიც რაოდენობრივად წარმოადგენს ერთ ანგარიშს;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დადასტურება აგრეთვე შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული პირის შესაბამისი მონაცემებით (ინფორმაციით). პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის სახელზე დეპოზიტის (ანაბრის) გახსნის შემთხვევაში);

თ) მეწარმე ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ი) არამეწარმე ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, მათ შორის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი;

კ) საბიუჯეტო ორგანიზაცია – ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მისი მართვისთვის, ასევე ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების შესაბამისად;

ლ) სსიპ – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაცია;

მ) შიდასაბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელიც არ არის კლიენტის საბანკო ანგარიში ;

ნ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის მოთხოვნამდე ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები;

ო) დეპოზიტი (ანაბარი) – ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) და მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი).

ო.ა) ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელთა გატანა შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;

ო.ბ) მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელზეც თანხის შეტანა, ჩარიცხვა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია მოთხოვნისთანავე;

პ) მიმდინარე ანგარიში – საბანკო ანგარიში, რომლებზეც აღირიცხება პირის ფულადი სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან სხვა მიზნით. აღნიშნული ტიპის ანგარიში მოიცავს საბარათე ანგარიშებსაც და ბინათმესაკუთრეთა მიერ გახსნილ საანგარიშგებო ანგარიშებსაც;

ჟ) საკორესპონდენტო ანგარიში – ანგარიში, რომელსაც ერთი ბანკი ხსნის მეორეში და რომელიც გამოიყენება ბანკებს შორის ანგარიშსწორებისათვის;

რ) საკასო მომსახურების ანგარიში – ბანკის, ბანკის ფილიალის, განყოფილების (სერვის - ცენტრის) ანგარიში ეროვნულ ბანკში და/ან სხვა კომერციულ ბანკში (მის ფილიალში), რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციების, სათავო ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციების, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების სათავო ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე გადარიცხვის მიზნებისათვის;

ს) ნომინალური მფლობელობის ანგარიში – ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში ან ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში;

ტ) ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის, ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის (კლიენტების) ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად;

უ) ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად;

ფ) „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია“ (OECD) – ეკონომუკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პარიზის 1960 წლის 14 დეკემბრის კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაცია;

ქ) ფინანსური ინსტრუმენტი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  ფინანსური ინსტრუმენტი;

ღ) ესქრო მომსახურება – მომსახურება, რომლის შესაბამისად ესქრო აგენტი კისრულობს ვალდებულებას ესქრო მომსახურების ფარგლებში გადამხდელის მიერ ესქრო აგენტისათვის მიწოდებული ფულადი სახსრები ესქრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დადგომისას გადაურიცხოს მიმღებს, რომელიც ესქრო ხელშეკრულების მხარეა, ხოლო ესქრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან ესქრო მომსახურების ვადის გასვლისთანავე - გადამხდელს, ესქრო ხელშეკრულების შესაბამისად;

ყ) ესქრო აგენტი – კომერციული ბანკი, რომელიც ესქრო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ახორციელებს ესქრო მომსახურებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 9 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 16 აპრილის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 16.04.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №63/04 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

    მუხლი 3

1. ბანკში პირს შეიძლება გაეხნას შემდეგი სახის ანგარიშები:

ა) მიმდინარე ანგარიში;

ბ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში;

გ) საკორესპონდენტო ანგარიში;

დ) საკასო მომსახურების ანგარიში;

ე) ნომინალური მფლობელობის ანგარიში.

1 ​1. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშების გახსნა და წარმოება, როდესაც მფლობელის იდენტიფიკაციის მიზნით გამოიყენება კოდური სიტყვა ან ციფრი (ციფრების კომბინაცია), რომელიც არ ატარებს მისი მფლობელის სახელს და ანგარიშის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ ანგარიშის ნომრის მეშვეობით (ნომრიანი ანგარიში), მათ შორის, ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშის გახსნა და წარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ბანკის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციას.

2. რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებს შეუძლიათ გახსნან მიმდინარე ანგარიშები (გარდა კომერციული ბანკებისა), ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშები.

3. პირისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ამავე პირს ეხსნება მიმდინარე ანგარიში ან მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიში ლარში, თუკი მას არ აქვს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში იმავე ბანკში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლარის ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელდეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტების დამატებით ბანკისათვის წარდგენის გარეშე.

4. მიმდინარე ან სადეპოზიტო ანგარიში შეიძლება გაეხსნას და მას შეიძლება განკარგავდეს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში). ანგარიშის განკარგვის პირობები განისაზღვრება ანგარიშის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით.

4​1. ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირის ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელდეს მინდობილობის საფუძველზე.

5. რეზიდენტი იურიდიული პირის (გარდა კომერციული ბანკებისა) ფილიალებს, განყოფილებებს და სხვა განცალკევებულ ქვედანაყოფებს ანგარიში გაეხსნებათ სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) შუამდგომლობით, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციას – სახაზინო სამსახურის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის საფუძველზე. ამასთანავე, სათავო საწარმოები (ორგანიზაციები), სახაზინო სამსახური ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ შუამდგომლობა ან გააუქმონ ადრე გაცემული თანხმობა ანგარიშის გახსნის შესახებ.

6. საკასო მომსახურების ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს და მათ ფილიალებს და განყოფილებებს (სერვისცენტრებს).

7. სათავო ბანკებს საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნებათ:

ა) საქართველოს ეროვნულ ბანკში;

ბ) სხვა (სათავო) კომერციულ ბანკში.

8. კომერციულ ბანკს, მის ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გაეხსნება ერთი საკასო მომსახურების ანგარიში თითოეულ ვალუტაში. კომერციული ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციები, სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციები, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების გადარიცხვა სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 9 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №89/04 - ვებგვერდი, 12.09.2014წ.

    მუხლი 4

1. პირს უფლება აქვს აირჩიოს ერთი ან რამდენიმე ბანკი მომსახურებისათვის.

2. ანგარიშის გახსნა და მომსახურება ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის პირობებსაც განსაზღვრავენ მხარეები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2​1. თუ პირს ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად უკვე გახსნილი აქვს ანგარიში ამავე ბანკში, მაშინ დასაშვებია ამ პირისათვის დამატებითი ანგარიშის გახსნა დისტანციურად (სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით) მიღებული განაცხადის საფუძველზე. ბანკს წინასწარ უნდა გააჩნდეს კლიენტის თანხმობა დისტანციური საშუალებით დამატებითი ანგარიშის გახსნის თაობაზე.

2​2. ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის გახსნის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე კლიენტის მიერ თანხმობის სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით გამოხატვის შემთხვევაში, ბანკმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი განაცხადის  შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი კლიენტისათვის გადაცემა მოთხოვნის შემთხვევაში.

2​3. (ამოღებულია - 20.08.2013, №79/04) .

3. ბანკს უფლება აქვს არ დაუშვას ვადიანი დეპოზიტების გატანა/გადარიცხვა ვადის ამოწურვამდე, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

3​1. თუ ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კლიენტის მიერ თანხის ვადაზე ადრე გატანის შესაძლებლობა, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებულ პირობებს.

3​2. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა , შეტანა , გადარიცხვა და გატანა , გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ვადიანი დეპოზიტის და ამ მუხლის 3​3  და 3​5  პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა , შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით .

3​3. არასრულწლოვნის სახელზე გახსნილი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებადართულია თანხის შემომტანი პირის ანგარიშის მეშვეობით, ხოლო ანაბრის გატანა/გადარიცხვა – ანაბრის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ანგარიშის მეშვეობით.

3​4. მოთხოვნამდე დეპოზიტის გატანისას, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს წინასწარი შეტყობინება თანხის გატანის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით.

3​5. ბანკი უფლებამოსილია მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა  განახორციელოს ვადიანი დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის გადატანის გარეშე, თუ აღნიშნული ვადიანი დეპოზიტი გამოყენებულია ბანკის მიმართ კლიენტის ვალდებულების უზრუნველსაყოფად და ვადიანი დეპოზიტის მოქმედების ვადა არ არის ვადიანი დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების ვადაზე ნაკლები. ამასთანავე, ბანკის მიერ აღნიშნული ვადიანი დეპოზიტის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებამდე, ვადიანი დეპოზიტის მფლობელი პირის ანგარიშების მიმართ არ უნდა მოქმედებდეს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები ამავე ბანკში.

4. (ამოღებულია - 20.06.2012, №59/04).

5. (ამოღებულია - 20.06.2012, №59/04).

6. საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ ხელშეკრულების პირობებზე კლიენტის მიერ თანხმობის ელექტრონული ფორმით გამოხატვის შემთხვევაში, ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამგვარი ხელშეკრულების და მასში შეტანილი ცვლილებების შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით.

7. ბანკს შეუძლია პირს (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), რომელსაც ამავე ბანკში უკვე გახსნილი აქვს ანგარიში, გაუხსნას ახალი ანგარიში მხოლოდ განაცხადისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე, ხოლო არამეწარმე ფიზიკურ პირს – მხოლოდ განაცხადის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ანგარიშის გახსნისას ბანკმა უნდა მოახდინოს კლიენტის გადამოწმება (ვერიფიკაცია).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 9 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №79/04 - ვებგვერდი, 23.08.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №21/04 - ვებგვერდი, 12.04.2014წ.

    მუხლი 5

1. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება განთავსდეს და/ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.

1​1. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაიხსნას როგორც მიმდინარე ანგარიშის, ასევე სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის სახით.

2. ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში, ნომინალური ანგარიშის მფლობელი პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.

3. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შინაარსსა და დანიშნულებაზე პასუხს აგებს ანგარიშის ნომინალური მფლობელი.

4. აკრძალულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის მიერ წარმოდგენილი დავალების საფუძველზე.

5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაეხსნას იმ არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ეწევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის საქმიანობას და მის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლი პირის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა ითვალისწინებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 9 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

  მუხლი 5​1.

1. საბანკო გარანტიის და აკრედიტივის უზრუნველყოფის თანხები გაცემული გარანტიისა და გახსნილი აკრედიტივის ფარგლებში, ასევე ბანკის მიერ გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაჯავშნული თანხები სესხის ათვისებული ოდენობის ფარგლებში და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით ესქრო მომსახურების ფარგლებში განთავსებული თანხები აღირიცხება შიდასაბანკო ანგარიშებზე.

2. ბანკი უფლებამოსილია გარანტიასა და აკრედიტივიდან, ასევე, ბანკის მიერ გაცემული სესხიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უშუალოდ შიდასაბანკო ანგარიშიდან.

3. ბანკი, როგორც ესქრო აგენტი, უფლებამოსილია შიდასაბანკო ანგარიშზე გადაიტანოს ესქრო მომსახურების ფარგლებში მასთან განთავსებული თანხები, თუ:

ა) ესქრო მომსახურება დაკავშირებულია უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციასთან; და

ბ) ესქრო მომსახურების ვალუტა არის ლარი.

4. ესქრო მომსახურების ფარგლებში ბანკის შიდასაბანკო ანგარიშზე თანხა შეიძლება განთავსდეს ესქრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვისა. 

5. ბანკის მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვა შესაბამის მხარეზე ხდება მხოლოდ ესქრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:

ა) ესქრო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში თანხა ირიცხება ესქრო ხელშეკრულების მხარის – მიმღების მიმდინარე ანგარიშზე;

ბ) ესქრო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში, თანხა ირიცხება ესქრო ხელშეკრულების მხარის – გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №63/04 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

თავი II

ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტები

    მუხლი 6

1. რეზიდენტ იურიდიულ პირს (გარდა კომერციული ბანკისა) ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში, გარდა ამ ინსტრუქციის 8​1 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. რეზიდენტი იურიდიული პირის (გარდა კომერციული ბანკისა) ფილიალს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) სათავო დაწესებულების უფლებამოსილი პირის განაცხადი ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) სათავო დაწესებულების ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ფილიალის ხელმძღვანელის და/ან ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

3. მეწარმე ფიზიკურ პირს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები ან ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

4. არამეწარმე ფიზიკურ პირს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის თაობაზე (რომლიც ადასტურებს, რომ იგი არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და არ გამოიყენებს ამ ანგარიშს სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში რეზიდენტ პირს გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ნოტარიუსის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები);

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) ლიცენზია ან სხვა ტიპის დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შესაბამისი კანომდებლობის საფუძველზე, რომელიც პირს უფლებას აძლევს კლიენტთან ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე, ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდეს, ან/და კლიენტის სახელით ფლობდეს და განკარგავდეს კლიენტის ფულად სახსრებს.

6. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა:

ა.ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ა.ბ) ამხანაგობის წესდება ან ხელშეკრულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

ა.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები (გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში). თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ანგარიშის გახსნის შემდგომ დაუდგა გადასახადის გადახდის ვალდებულება, ბანკს დამატებით წარედგინება საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე, ყველა შედეგზე პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი;

ბ)  ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), რომელსაც ეხსნება ანგარიში , მათ შორის , დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობიდან გამომდინარე:

ბ.ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე (რომლითაც ერთობლივი ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) არ მისდევს სამეწარმეო საქმიანობას ან/და ამ ანგარიშს არ გამოიყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს);

ბ.ბ) ამხანაგობის ხელშეკრულება ან სანოტარო წესით დამოწმებული წესდება;

ბ.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის  ნიმუში;

ბ.დ) გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები .

გ) არარეგისტრირებული კავშირი:

გ.ა) განცახადი ანგარიშის გახსნაზე;

გ.ბ) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მაჟორიტარი კანდიდატი:

დ.ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

დ.ბ) საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის მოწმობა;

დ.გ) საარჩევნო სუბიექტის წესდება (გარდა დამოუკიდებელი კანდიდატისა);

დ.დ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ.ე)  გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტიას ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ბ) პარტიის სარეგისტრაციო მოწმობა (ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან პარტიის რეგისტრაციის შესახებ);

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები .

8. საბიუჯეტო ორგანიზაციას და/ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ბ) შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერი;

გ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში. ხელმოწერის უფლება ენიჭება პირს, რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს უფლება განკარგოს თანხები, ასევე ამ პირის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;

დ)  საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – სახაზინო სამსახურის თანხმობა ანგარიშის გახსნის და/ან თანხის განკარგვის შესახებ, თუ ასეთი თანხობის ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

9. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ბ) საპატრიარქოს ან შესაბამისი ეპარქიის ნებართვა ანგარიშის გახსნის შესახებ;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

10. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადად ჩაითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით კომერციული ბანკისათვის გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა ანგარიშის გახსნის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა კომერციულ ბანკში გაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამისი პირის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის იდენტიფიკაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია პირის უფლებამოსილი წარმომადგენილის ვინაობის გადამოწმება (ვერიფიკაცია) განახორციელოს სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 9 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 16 აპრილის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 16.04.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №63/04 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

    მუხლი 7

1. არარეზიდენტი იურიდიული პირი ან მისი ფილიალი (გარდა ბანკისა) ანგარიშის გასახნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, ან სხვა დოკუმენტს, რომელიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს არარეზიდენტი პირის იურიდიულ სტატუსს;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად არარეზიდენტი იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება) რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ბანკისა), ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

3. ნომინალური მფლობელობის ანგარიში არარეზიდენტ იურიდიულ პირს გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც არარეზიდენტის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს პირის იურიდიულ სტატუსს;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) ლიცენზია ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე და რომელიც პირს უფლებას აძლევს კლიენტთან ხელშეკრულების საფუძველზე, ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდეს, ან/და კლიენტის სახელით ფლობდეს და განკარგავდეს კლიენტის ფულად სახსრებს.

4. დიპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ფილიალები, წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას არ განახორციელებენ, ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენენ:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა (დაფუძნდა) ან განახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოში;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერების ნიმუშს;

დ) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

    მუხლი 8

1. რეზიდენტი ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ბანკის უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშებს;    

დ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ასლს.

2. საკასო მომსახურების ანგარიშის გასახსნელად ბანკს, მის ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) ეროვნულ ბანკში ან/და სხვა ბანკში (მის ფილიალში/ფილიალებში და/ან სერვისცენტრში/სერვისცენტრებში) შეიძლება გაეხსნას თითო ანგარიში საკასო მომსახურებისათვის. ანგარიშის გასახსნელად ბანკი წარადგენს:

ა) განაცხადს საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) კომერციული ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშს;

გ) სათავო დაწესებულების შესახებ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იმ შემთხვევაში, თუ მას უკვე გახსნილი არ აქვს საკორესპონდენტო ანგარიში აღნიშნულ ბანკში).

3. საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის ბანკის ფილიალი საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ფილიალის უფლებამოსილი პირი;

ბ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშს;

გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ასლს.

4. არარეზიდენტი ბანკი (გარდა ამ მუხლის მე - 3 პუნქტში მითითებული არარეზიდენტი ბანკის ფილიალისა) საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ბანკის უფლებამოსილი პირი;

ბ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუშს (ნიმუშებს);

გ) დოკუმენტაციას (ან შევსებულ კითხვარს), რომელიც ასახავს ბანკში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პოლიტიკას. კითხვარის ფორმას შეიმუშავებს ბანკი, რომელშიც იხსნება ანგარიში;

დ) სხვა დოკუმენტაციას ბანკის (რომელშიც იხსნება საკორესპონდენტო ანგარიში) შიდანორმატივების (ინსტრუქციების) შესაბამისად.

5. საკორესპონდენტო ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ ბანკებს. ბანკის (ბანკების) ფილიალებს ეკრძალებათ ერთმანეთში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა. ბანკმა შეიძლება გამოიყენოს  სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში საკუთარი გადახდების (მათ შორის, ბანკის სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე გადახდების) განსახორციელებლად.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ბანკისთვის ანგარიში გაიხსნება იმ ბანკის დირექტორატის (ან უფლებამოსილი დირექტორის) თანხმობის შემდეგ, სადაც იხსნება ანგარიში.

7. ბანკს შეუძლია თავად განსაზღვროს მასთან საკორესპონდენტო ანგარიშის მქონე ბანკისათვის სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გახსნისათვის საჭირო საბუთები, ხოლო საკორესპონდენტო ანგარიშის არმქონე ბანკს სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში გაეხნება შესაბამისად ამ მუხლის პირველ ან მე-3 ან მე-4 პუნქტებში მოყვანილი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

8. რეზიდენტ ბანკს, რომელსაც მეორე რეზიდენტ ბანკში გახსნილი აქვს საკორესპონდენტო ანგარიში, უფლება აქვს ამავე ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში SWIFT-ის ავტორიზებული შეტყობინების მეშვეობით. ამ შემთ ხ ვევაში ანგარიშის გასახსნელად დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №89/04 - ვებგვერდი, 12.09.2014წ.

    მუხლი 8​1

1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს უშუალოდ იდენტიფიკაციის განხორციელების გარეშე გაუხსნას ანგარიშები პირებს:

ა) რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) კომერციული ბანკი დაეყრდნო მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და ამ მესამე პირის/შუამავლის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.  მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით საქართველო კანონმდებლობის  იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს. 

ბ) რომლებსაც უკვე გახსნილი აქვთ ანგარიშები საქართველოში მოქმედ სხვა კომერციულ ბანკებში და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) კომერციული ბანკი, ამ წესის მე–6 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე, პირველი ჩარიცხვის ოპერაცია უნდა განხორციელდეს ანგარიშის გამხსნელი პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს იმ ქვეყნის კომერციულ ბანკში, რომელ ქვეყანაშიც განხორციელდა აღნიშნული პირის იდენტიფიკაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე – იმ ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ანგარიშის გასახსნელად ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში ბანკი არ მიიღებს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს იმავე ანგარიშზე საიდანაც განხორციელდა პირველი ჩარიცხვის ოპერაცია.

4. ანგარიშის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გახსნის შემთხვევაში, ანგარიშის გამხსნელ კომერციულ ბანკში პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისვლამდე, ამ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარადგენს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება ანგარიშის მფლობელ პირს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (პირების) მიერ (რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას ბანკი დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს)  ანგარიშის გახსნის შესახებ დაფიქსირებულ განაცხადად ჩათვალოს კომერციული ბანკისათვის დისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების საშუალებით განხორციელებული მიმართვა და იმოქმედოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე ვინაობის გადამოწმება (იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ანგარიშის გამხსნელ კომერციულ ბანკში პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისვლამდე ამ ანგარიშზე ოპერაციების წარმოება შესაძლებელია კომერციული ბანკის მიერ დადგენილი შიდა პროცედურების მიხედვით.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის მიერ კომერციულ ბანკში ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება არ არსებობს, თუ დოკუმენტაცია მოიპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებული ინფორმაციისა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 9 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 16 აპრილის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 16.04.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №63/04 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

    მუხლი 9. ( ამოღებულია)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

    მუხლი 10

1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 8 ​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 8 ​1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები;

გ) ამ ინსტრუქციის 8 ​1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციული ბანკისათვის ანგარიშის გახსნის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ;

დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია და ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმით.

1​1. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მოწმდება ნოტარიუსის ან ანგარიშის გამხსნელი ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 8​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 8​1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

1​2. ბანკს უფლება აქვს მოიპოვოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სამართლებრივი სტატუსის შესახებ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის (თუ ბანკსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელშეკრულებით დარეგულირებულია ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის საკითხი) საფუძველზე , ხოლო პირის თანხმობის საფუძველზე ბანკსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად , სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს პირის პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია.

1 ​3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) ბანკს წარედგინება აპოსტილით დამოწმებული სახით, ხოლო  „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს დოკუმენტების გამარტივებული წესით წარდგენის თაობაზე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) - ნოტარიულად დამოწმებული ასლის ან ორიგინალის სახით. ყველა სხვა შემთხვევაში უცხო ქვეყანაში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) ბანკს წარედგინება ლეგალიზებული სახით.

1​4. ამ მუხლის 1​3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირის ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტაცია დამოწმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის მიერ პირის იდენტიფიკაციის დროს ეს საბუთები მიღებული იყო ამ მუხლის 1​3 პუნქტის დაცვით.

2. (ამოღებულია - 20.06.2012, №59/04).

3. განაცხადში (ანგარიშის გახსნაზე) უნდა მიეთითოს პირის საქმიანობა.

4. ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილმა პირმა ბანკში უნდა წარადგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21​1 მუხლის მე-3 პუნქტის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

6. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანაგარიშის გახსნაზე.

7. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის ფილიალის განყოფილების (სერვის ცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნაზე.

8. ბანკს უფლება აქვს, ანგარიშის გახსნის მსურველი პირის მიერ მისთვის წარსადგენი დოკუმენტები მოიპოვოს თავად, მათ შორის ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შემდეგი შინაარსის მე-9-მე-11 პუნქტები:

9. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკიდან სხვა ბანკში სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლების ან ვალდებულების გადაცემისას, თუ ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში პირი არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა ბანკში გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემისას არ იცვლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები.

11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭირო არაა მიმღებ ბანკში პირის მიერ ანგარიშის გახსნისათვის განაცხადის წარდგენა. ანგარიშების გახსნა ხდება ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის ხელთ არსებულ პირის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციისთვის განკუთვნილ დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით. მიმღებმა ბანკმა, ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის მიერ გადაცემული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა განახორციელოს მხოლოდ თანხის ერთი ოპერაციის ფარგლებში სრულად განაღდება, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ კლიენტი არ არის შეტანილი ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. თუ მიმღებ ბანკში გადატანილ ანგარიშზე გამოყენებული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმღები ბანკი ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს თანხის ჩარიცხვის ოპერაციას და ყადაღის აღსასრულებლად ყადაღის მოცულობის ფარგლებში არსებული თანხების ჩამოჭრას. ნებისმიერი სხვა ტიპის საბანკო მომსახურების გაწევისას, მიმღები ბანკი  ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 9 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 16 აპრილის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 16.04.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №89/04 - ვებგვერდი, 12.09.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №63/04 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №47/04 - ვებგვერდი, 16.03.2018წ.

თავი III

ამოღებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

    მუხლი 11. ამოღებულია.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №86/04 - ვებგვერდი, 10.10.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 16 აპრილის ბრძანება №36/04 - ვებგვერდი, 16.04.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 19 ივნისის ბრძანება №58/04 - ვებგვერდი, 20.06.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.

თავი IV

ანგარიშების გადაფორმება და დახურვა

    მუხლი 12

1. სამეწარმეო იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელის და/ან გვარის შეცვლისას ბანკში ანგარიშის მფლობელი წარადგენს განაცხადს ცვლილების შესახებ და შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რის საფუძველზეც ხდება ანგარიშის გადაფორმება.

2. ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, არსებული საკორესპონდენტო ანგარიში (ანგარიშები) იხურება და ხდება ახალი სალიკვიდაციო ანგარიშის გახსნა ეროვნულ ბანკში. სალიკვიდაციო ანგარიშის გახსნისას ეროვნულ ბანკს წარედგინება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული ლიკვიდატორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

3. ბანკში პირის ანგარიში დაიხურება:

ა) ანგარიშის მფლობელის განცხადებით;

ბ) ლიკვიდატორის განცხადებით (გარდა ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშებისა) და/ან პირის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემთხვევაში;

გ) ეროვნულ ბანკში გახსნილი კომერციული ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშის შემთხვევაში – ლიკვიდაციის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

დ) ფილიალის შემთხვევაში – მისი სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) განცხადებით, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – ანგარიშის გახსნაზე თანხმობის გამცემი ორგანოს განცხადებით;

ე) ფიზიკური პირის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე- 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) დადგენილი წესით პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირის) გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში;

ზ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;

თ) ანგარიშზე ანგარიშის მომსახურებისათვის და/ან დახურვისათვის ბანკში განსაზღვრული საკომისიოს ოდენობის ნაშთის და არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ოპერაციების არარსებობისას, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს;

ი) მოქმედი კანონმდებლობისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. ბანკს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის (ანგარიშების) არდახურვის შესახებ იმ შემთხვევებში, თუკი ამავე კლიენტს ბანკში გახსნილი აქვს სხვა ანგარიში (ანგარიშები), რომლებზეც იმავე პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა კლიენტის ოპერაციები.

5. სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის მფლობელის გარდაცვალებისას, მემკვიდრის განცხადებით, სამკვიდრო მოწმობის, მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ხელმოწერის ნიმუშის წარდგენის შემთხვევაში, მემკვიდრის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია არ დახუროს ვადიანი სადეპოზიტო ანგარიში სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში ხდება სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გადაფორმება მემკვიდრის სახელზე.

6. (ამოღებულია - 14 .12.2011, №102/04).

7. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გადაფორმდეს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. აკრძალულია ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, თუ პირის საბანკო ანგარიშების მიმართ გამოყენებულია ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №24/04, 07.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279467-13/