საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.10.2005 ძალადაკარგული 06.01.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№846
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 123, 25/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №846

2005 წლის 24 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2).

2. საშტატო განრიგის შესაბამისად განისაზღვროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასახელება და თანამდებობრივი სარგოები.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 28 (ოცდარვა) საშტატო ერთეულით.

4. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 თებერვლი ს ბრძანებულება №99 - სსმ III, №30, 26.02.2008 წ., მუხ.316

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №737 ბრძანებულება (სსმ III, 14.09.2005 წ., №107, მუხლი 1189).

6. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 22 ნოემბრიდან.

 მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანებულება №1042 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1608

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრი ს ბრძანებულება №58 - სსმ III, №9, 24.01.2006 წ., მუხ.81

3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრი ს ბრძანებულება №12 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.113

4. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 თებერვლი ს ბრძანებულება №99 - სსმ III, №30, 26.02.2008 წ., მუხ.316

დანართი №1

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას.

2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.

5. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

    მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. აპარატის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.

2. აპარატი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, უშიშროების, სამართალდაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი:

ა) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;

გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;

ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას;

ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;

ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;

თ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;

ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;

ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნის, მათთვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;

მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო, სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების მიმართვებსა და წერილებს;

ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარმართავს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;

ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას.

3. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

    მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;

გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;

ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე. ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილისა და დეპარტამენტების დირექტორების კანდიდატურებს;

თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;

ი) (ამოღებულია);

კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;

ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

მ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;

ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;

ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;

პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

რ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;

ს) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

ტ) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;

უ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;

ფ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.

4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანებულება №1042 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1608

    მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები

1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  თავდაცვის და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს თავდაცვის და უშიშროების სფეროში განხორციელებული პოლიტიკის კოორდინაციას; კორუფციასთან, ტერორიზმთან და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის უწყვეტ მონიტორინგს; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდი-ნაციას; მონაწილეობს სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის იმპლემენტაციაში; ეროვნული უშიშროების საბჭო კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხებზე;

ბ)  სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ახორციელებს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგს, თავისი კომპეტენციის სფეროში, თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აწარმოებს საფრთხეების იდენტიფიკაციას და კოორდინაციას უწევს მათი თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციის ღონისძიებებს; ახორციელებს ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკურ პროცესთა კოორდინაციას; საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების ადეკვატური აღსრულების უზრუნველსაყოფად აწარმოებს ადგილებზე სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის უწყვეტ მონიტორინგს;

გ) საორგანიზაციო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. სამსახური ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას.

2. აპარატის სტუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები და სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის დირექტორს (სამსახურის უფროსს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანებულება №1042 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1608

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №58 - სსმ III, №9, 24.01.2006 წ., მუხ.81

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

დანართი №2

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის

N

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდ ებობრივი სარგო

1

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

1

3540

 

2

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

1

2720

3

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე

1

1070

4

მთავარი სპეციალისტი

1

830

5

სპეციალისტი

1

650

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი

1

დეპარტამენტის დირექტორი

1

1890

2

მთავარი მრჩეველი

2

1070

3

 მრჩეველი

4

830

თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტი

1

დეპარტამენტის დირექტორი

1

1890

2

მთავარი მრჩეველი

2

1070

3

 მრჩეველი

4

830

საორგანიზაციო სამსახური

1

სამსახურის უფროსი

1

1300

2

მთავარი სპეციალისტი

1

830

3

წამყვანი სპეციალისტი

2

770

4

 სპეციალისტი

4

650

5

მოლარე-ბუღალტერი

1

710

 სულ ეუს აპარატში შტატი: 28

                                                                             საშტატო განრიგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №58 - სსმ III, №9, 24.01.2006 წ., მუხ.81

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №12 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.113

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“, №846, 24.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1283238-4/