საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №846
2005 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2).
2. საშტატო განრიგის შესაბამისად განისაზღვროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასახელება და თანამდებობრივი სარგოები.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 28 (ოცდარვა) საშტატო ერთეულით.
4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის კავშირგაბმულობისა და კომუნალური მომსახურება, ხოლო საკანცელარიო, სატრანსპორტო და სხვა სახის ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №737 ბრძანებულება (სსმ III, 14.09.2005 წ., №107, მუხლი 1189).
6. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 22 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას.
2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
5. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. აპარატის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.
2. აპარატი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, უშიშროების, სამართალდაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი:
ა) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;
თ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;
ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნის, მათთვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო, სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების მიმართვებსა და წერილებს;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარმართავს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;
ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას.
3. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;
ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე. ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილისა და დეპარტამენტების დირექტორების კანდიდატურებს;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;
ი) უფლებამოსილია გასცეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის ნებართვა;
კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;
ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;
ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
რ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;
ს) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;
ტ) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
უ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;
ფ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რისთვისაც ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. დეპარტამენტი მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. დეპარტამენტის ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მისი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს.
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას, აწესებს კონტროლს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები. დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი №2
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი
| №
| თანამდებობა
| საშტატო კატეგორია
| საშტატო ერთეულის რაოდენობა
| თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||
| 1 | საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 950.00 | 3000.00 |
| 2 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 800.00 | 2000.00 |
| 3 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 1100.00 |
| 4 | მთავარი სპეციალისტი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 400.00 | 800.00 |
| 5 | სპეციალისტი | უფროსი საჯარო თანამდებობა | 1 | 220.00 | 550.00 |
| სულ: | 5 |
| |||
სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი
| №
| თანამდებობა
| საშტატო კატეგორია
| საშტატო ერთეულის რაოდენობა
| თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 700.00 | 1800.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 605.00 | 1400.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 7 | 450.00 | 900.00 |
| სულ დეპარტამენტში: | 9 |
| |||
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
| №
| თანამდებობა
| საშტატო კატეგორია
| საშტატო ერთეულის რაოდენობა
| თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 700.00 | 1800.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 605.00 | 1400.00 |
| საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება | |||||
| 3 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 1100.00 |
| 4 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 450.00 | 900.00 |
| 5 | მთავარი სპეციალისტი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 400.00 | 800.00 |
| 6 | წამყვანი სპეციალისტი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 390.00 | 780.00 |
| 7 | სპეციალისტი | უფროსი საჯარო თანამდებობა | 2 | 220.00 | 550.00 |
| საფინანსო-სამეურნეო განყოფილება | |||||
| 8 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 1100.00 |
| 9 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 450.00 | 900.00 |
| 10 | ბუღალტერი | უფროსი საჯარო თანამდებობა | 1 | 350.00 | 680.00 |
| 11 | მოლარე | უფროსი საჯარო თანამდებობა | 1 | 300.00 | 550.00 |
| სულ დეპარტამენტში: | 14 |
| |||
| სულ აპარატში: | 28 |
| |||
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №846
2005 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2).
2. საშტატო განრიგის შესაბამისად განისაზღვროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასახელება და თანამდებობრივი სარგოები.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 28 (ოცდარვა) საშტატო ერთეულით.
4. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 თებერვლის ბრძანებულება №99 - სსმ III, №30, 26.02.2008 წ., მუხ.316
4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის კავშირგაბმულობისა და კომუნალური მომსახურება, ხოლო საკანცელარიო, სატრანსპორტო და სხვა სახის ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №737 ბრძანებულება (სსმ III, 14.09.2005 წ., №107, მუხლი 1189).
6. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 22 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №1042 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1608
2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №58 - სსმ III, №9, 24.01.2006 წ., მუხ.81
3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №12 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.113
4. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 თებერვლის ბრძანებულება №99 - სსმ III, №30, 26.02.2008 წ., მუხ.316
5. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 მარტის ბრძანებულება №125 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.394
6. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 მარტის ბრძანებულება №132 - სსმ III, №38, 11.03.2008 წ., მუხ.408
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას.
2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
5. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. აპარატის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.
2. აპარატი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, უშიშროების, სამართალდაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი:
ა) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;
თ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;
ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნის, მათთვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო, სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების მიმართვებსა და წერილებს;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარმართავს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;
ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას.
3. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა🔗
მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;
ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე. ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის კანდიდატურას;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილისა და დეპარტამენტების დირექტორების კანდიდატურებს;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;
ი) (ამოღებულია);
ი) უფლებამოსილია გასცეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის ნებართვა;
კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;
ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;
ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
რ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;
ს) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;
ტ) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
უ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;
ფ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №1042 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1608
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 მარტის ბრძანებულება №125 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.394
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები🔗
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ანალიზისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდომარეობის შიდა და გარე საფრთხეების და გამოწვევების შეფასებას და პროგნოზირებას; ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს და საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს; კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შესახებ“;
ბ) კოორდინაციის დეპარტამენტი ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის კოორდინაციას, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს, კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი კომისიების მუშაობაში;
გ) საორგანიზაციო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. სამსახური ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას.
2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები და სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის დირექტორს (სამსახურის უფროსს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №1042 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1608
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №58 - სსმ III, №9, 24.01.2006 წ., მუხ.81
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 მარტის ბრძანებულება №125 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.394
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი🔗
ა) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რისთვისაც ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. დეპარტამენტი მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. დეპარტამენტის ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მისი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს.
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას, აწესებს კონტროლს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები. დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი №2
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი
№
N
თანამდებობა
საშტატო
კატეგორია
საშტატო ერთეულის რაოდენობა
თანამდებობრივი
სარგო
თანამდებობრივი სარგო
2005 წელს
2006 წლის 1 იანვრიდან
1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
3540
950.00
3000.00
2
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
2720
800.00
2000.00
3
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
1070
580.00
1100.00
4
მთავარი სპეციალისტი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
830
400.00
800.00
5
სპეციალისტი
უფროსი საჯარო თანამდებობა
1
220.00
550.00
სულ:
5
სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი
№
650
თანამდებობა
საშტატო
კატეგორია
საშტატო ერთეულის რაოდენობა
კოორდინაციის დეპარტამენტი
თანამდებობრივი სარგო
2005 წელს
2006 წლის 1 იანვრიდან
1
დეპარტამენტის დირექტორი
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
1890
700.00
1800.00
2
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილე
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
605.00
1400.00
3
მთავარი მრჩეველი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
7
450.00
900.00
სულ დეპარტამენტში:
9
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
№
3
თანამდებობა
საშტატო
კატეგორია
1070
საშტატო ერთეულის რაოდენობა
ანალიზისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი
თანამდებობრივი სარგო
2005 წელს
2006 წლის 1 იანვრიდან
1
დეპარტამენტის დირექტორი
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
1890
700.00
1800.00
2
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილე
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
605.00
1400.00
საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება
3
განყოფილების უფროსი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
580.00
1100.00
4
მთავარი მრჩეველი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
2
1070
3
მრჩეველი
450.00
900.00
5
მთავარი სპეციალისტი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
2
830
4
სპეციალისტი
400.00
800.00
6
წამყვანი სპეციალისტი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
650
საორგანიზაციო სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1
1300
390.00
780.00
7
სპეციალისტი
უფროსი საჯარო თანამდებობა
2
220.00
550.00
საფინანსო-სამეურნეო განყოფილება
8
განყოფილების უფროსი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
580.00
1100.00
9
მთავარი მრჩეველი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
1070
3
მთავარი სპეციალისტი
450.00
900.00
10
ბუღალტერი
უფროსი საჯარო თანამდებობა
1
830
4
სპეციალისტი
3
650
5
მოლარე-ბუღალტერი
350.00
680.00
11
მოლარე
უფროსი საჯარო თანამდებობა
1
300.00
550.00
სულ დეპარტამენტში:
14
710
სულ
22
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №58 - სსმ III, №9, 24.01.2006 წ., მუხ.81
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №12 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.113
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 მარტის ბრძანებულება №125 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.394
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 მარტის ბრძანებულება №132 - სსმ III, №38, 11.03.2008 წ., მუხ.408
სულ აპარატში:
28
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.01.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №846. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.01.2009.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.01.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“, №846, 24.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1283238/