აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №21
2006 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიენიჭოს უფლებამოსილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასცეს შემდეგი ლიცენზია და ნებართვები:
ა) სასარგებლო წიაღისეულის (მხოლოდ საშენი მასალების) მოპოვების ლიცენზია;
ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების ნებართვა;
გ) ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვების ნებართვა;
დ) ნადირობის ნებართვა;
ე) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის სეზონური) ტყითსარგებლობისათვის.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №113 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1087
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) დაამტკიცოს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საშენ მასალათა ნუსხა ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №113 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1087
+

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – მხოლოდ საშენი მასალებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა მტკნარი წყლების მოპოვებისათვის;
ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების ნებართვა;
გ) ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვების ნებართვა;
დ) ნადირობის ნებართვა;
ე) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის სეზონური) ტყითსარგებლობისათვის.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №113 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1087
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის დადგენილება №127- სსმ III, №91, 28.06.2007 წ., მუხ.979
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) დაამტკიცოს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საშენ მასალათა ნუსხა ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №113 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1087
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის დადგენილება №127- სსმ III, №91, 28.06.2007 წ., მუხ.979
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“, №21, 26.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1287490-1/