მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი სანებართვო პირობები.
მუხლი 1. დადგენილების მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას.
2. ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. მშენებლობის, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟისათვის.
4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისტორიისა და კულტურის ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესი;
გ) რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის გადაკეთების, გამაგრების, გაბარიტების შეცვლის და აღდგენის მიზნით შესასრულებელ სამშენებლო სამუშაოთა პროცესი, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში – კონსტრუქციული ელემენტების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მისი კონფიგურაციის მნიშვნელოვან ან/და ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას;
დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა); ხაზოვანი ნაგებობებისათვის – ლოკალური (ორმული, წერტილოვანი და სხვ.) დაზიანების შეკეთება;
ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის სამშენებლო კომპლექსისათვის, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს;
ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან გარე ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები;
ზ) საკომუნიკაციო ქსელი – ხაზოვანი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ერთობლიობა (კომპლექსი, სისტემა), რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროდუქტის გატარებას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია;
ი) სანებართვო ობიექტი – სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ები) (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;
კ) შენობა-ნაგებობათა კომპლექსი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული მატერიალური ან/და არამატერიალური ტექნოლოგიური ციკლით;
ლ) მშენებარე ობიექტი – ობიექტი, რომელზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მათ საექსპლუატაციოდ გადაცემამდე, აგრეთვე დანგრეული, დამწვარი, დაზიანებული ან/და საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები;
მ) იერსახის არსებითი შეცვლა – შენობის იერსახის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც ფასადის მოპირკეთება ხდება მთლიანად ახალი მასალის, კონსტრუქციების, ნაკეთობების გამოყენებით, შენობათა ფასადებსა და სახურავებზე დგება (მონტაჟდება) ახალი არქიტექტორული ელემენტები, ახალი ტექნიკური საშუალებები, კონსტრუქციები, ნაკეთობები; აგრეთვე ხდება ღიობების ისეთი გადაკეთება, რომლის დროსაც მისი ერთ-ერთი ხაზოვანი პარამეტრი იცვლება 2%-ზე მეტად და ეს ცვლილება აღემატება 10 სმ-ს (ისეთი სამუშაოს გარდა, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუქციის სამუშაოს ნაწილს);
ნ) ფუნქციური დანიშნულების არსებითი შეცვლა – შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში განსახორციელებელი საქმიანობის სახის ან დანიშნულების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეცვლას (მაგ: იზრდება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებზე დატვირთვები, იცვლება ემისიების დადგენილი რაოდენობა და ტიპი, აგრეთვე უსაფრთხოების მახასიათებლები და სხვ.);
ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი – ამ დადგენილების მიზნებისათვის გათვალისწინებული ობიექტი, რომლის მდგრადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და რომლის მშენებლობის პროექტი ექვემდებარება სავალდებულო ექსპერტიზას და მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით;
პ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედ ე გად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;
ჟ) ნაგებობა – გამაგრების, საყრდენი, დამცავი, გამიჯვნის, საწარმოო, ტვირთებისა და ადამიანთა გადაადგილების, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზნით აგებული მიწისზედა, მიწაზე მდებარე ან მიწისქვეშა ხაზოვანი, ორგანზომილებიანი ან სივრცითი სამშენებლო სისტემა, რომელში/ზეც ადამიანთა ყოფნა გათვალისწინებულია ხანმოკლე ვადით, აგრეთვე განპირობებულია ნაგებობის მომსახურებით ან სხვა განსაკუთრებული მიზნებით;
რ) მონტაჟი – სამშენებლო კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების დაყენება (დამაგრება-ჩამაგრება) შენობა-ნაგებობათა აგების ან/და მათი აღჭურვისა და ფუნქციონირების მიზნით;
ს) დემონტაჟი – შენობა-ნაგებობათა დაშლა (დანგრევა) ან/და კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების მოხსნა;
ტ) დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები ფუნქციონირებს მშენებლობის პროექტით განსაზღვრული ვადით, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში დროებითი ნაგებობის ფუნქციონირების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის მოქმედების ვადა განისაზღვრება მესაკუთრის მიერ;
უ) დამხმარე სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა – შინამეურნეობაში არაკომერციული (არასამეწარმეო) მიზნებით გამოყენებისა ან სხვა დამხმარე მიზნებისათვის აგებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის უშუალოდ ჩართული საწარმოო ტექნოლოგიურ ციკლში;
ფ) საზოგადოებრივი ადგილი – დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიათა ფარგლებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყალსატევების სანაპირო ზოლი და სხვა ადგილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის;
ქ) მშენებლობადამთავრებული ობიექტი – მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ობიექტი, მათ შორის შენობა-ნაგებობის ცალკეული, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული მათი ჯგუფი, რომლებზეც დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები ისე, რომ მათი ფუნქციონირება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა შენობა-ნაგებობათა კომპლექსში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას ან რომელთა მშენებლობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი
1. ნებართვას არ საჭიროებს:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100-კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების ფარგლებში მშენებლობისა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 5 მ-მდე სიმაღლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების მშენებლობა, რომელთა ფართობი არ აღემატება 60 კვ.მ-ს, სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მ-მდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების ან/და არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ;
დ) არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გარდა ისტორიის და კულტურის ძეგლებისა, ასევე ისეთი ზონებისა, სადაც ეს სამუშაოები საჭიროებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურებით რეგულირებას;
ე) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოები;
ვ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, არასაზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რის შესახებაც მიღებულია უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ისეთი წყალ-სარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, რომლებიც უერთდება მიწის ნაკვეთზე უკვე არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას, ბუნებრივ წყალშემკრებებს, ან ხდება შეკრებილი წყლის გრუნტში ბუნებრივი ინფილტრაცია;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 25 კუბ.მ-მდე მოცულობის და 2,2 მეტრამდე სიღრმის აუზების, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
კ) 2,2 მ-მდე სიმაღლის სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) 5 მ-მდე სიგრძის ერთმალიანი საქვეითო ხიდების მშენებლობა;
მ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 კუბ.მ-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნევო კოშკების მშენებლობა;
ნ) სასაფლაოებზე ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების, აგრეთვე 4 მ-მდე სიმაღლის საფლავის ნაგებობების აგება;
ო) ფორსმაჟორული ვითარებით განპირობებული ან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
პ) დემონტაჟის სამუშაოები, თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ასეთ სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე იმ ობიექტების დემონტაჟზე, რომელთა მშენებლობა ნებართვას არ საჭიროებს;
ჟ) საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, ბაღების, პარკებისა და სკვერების სავალი ბილიკებისა და ტროტუარების რემონტი და მოვლა-შენახვა.
2. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქირექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით (II სტადია) დაიშვება:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-დან 250 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;
გ) საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული მოედნებისა (მაყურებელთა ტრიბუნების და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა დამხმარე შენობების გარეშე) და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;
დ) საზოგადოებრივ ადგილებში სანახაობითი ღონისძიებების, სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა;
ე) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობა, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 18,0 კვ.მ-ს;
ვ) შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დამხმარე არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა 50 კუბ.მ-მდე მოცულობით, რომელთა ფასადი განთავსებულია ქუჩების, ავტომაგისტრალებისა და გზების, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მომიჯნავედ;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე და მის მიმდებარედ წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, თუ ეს განპირობებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წყლისაგან დაცვის საჭიროებით და უერთდება მიწის ნაკვეთს გარეთ არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზების მშენებლობა;
კ) სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების, აგრეთვე ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 2,2 მ-ს. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) გაყვანილობისა და განათებისათვის განკუთვნილი 8 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის ანძებისა და ბოძების მშენებლობა;
მ) საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული 4 მ-მდე სიმაღლის ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების მშენებლობა;
ნ) საზოგადოებრივ ადგილებში ბაღების, პარკების და სკვერების სავალი ბილიკების მოწყობა და ტროტუარების კეთილმოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთ სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას;
პ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული შენობების არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე ფასადისა და სახურავის სარემონტო მოპირკეთებით სამუშაოთა შესრულება, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებით დადგენილია ასეთი პროცედურით რეგულირება.
3. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებითა (II სტადია) და III სტადიით მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები ან/და არსებითად არ იცვლება ფუნქციური დანიშნულება;
ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 2,2 მ-ზე მეტი სიმაღლის (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების მშენებლობა;
გ) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი 18 კვ.მ-ზე მეტია;
დ) მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია). ასეთ შემთხვევაში:
დ.ა) ობიექტის მესაკუთრე სათანადო დასაბუთებით წარადგენს განცხადებას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში არსებული საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის თანდართვით, რათა აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყებისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით;
დ.ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას ფირნიში სახელმწიფო ორგანოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, აგრეთვე აქვეყნებს ინფორმაციას პრესაში;
დ.გ) დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განმცხადებელს (მესაკუთრეს) უდგენს დავალებას ობიექტის მდგომარეობის გამოსაკვლევად;
დ.დ) დავალების შესაბამისად ობიექტის მესაკუთრე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ობიექტის გამოკვლევის სამუშაოების შესრულებას და გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს;
დ.ე) ადმინისტრაციული ორგანო გამოკვლევის შედეგებს წარდგენიდან 10 დღეში, მაგრამ განცხადების მიღებიდან არანაკლებ 20 დღისა, იხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში შუამდგომლობის შეტანის თაობაზე მიღებული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით;
დ.ვ) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონით დადგენილ ვადებში.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს I და II სტადიებს ან მხოლოდ II სტადიას, II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც III სტადიაზე გამოცემულს და იგი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველია.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
6. ხაზობრივი ნაგებობისათვის, რომელიც გადის ქვეყნის რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე, I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებს ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო III სტადიისათვის, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისა, ახორციელებს თვითმმართველობის ის ორგანო, რომელსაც მიმართავს ნებართვის მაძიებელი.
7. უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებით.
8. სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, რომლებზეც გაიცემა ნებართვა, ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახური.
9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია III სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის პირობები და ვადები.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამშენებლო ობიექტის შესახებ უნდა ეცნობოს ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს, რისთვისაც განაცხადს უნდა დაერთოს ობიექტის სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსების გეგმა და არქიტექტურული პროექტი.
11. თუ ნებართვის მაძიებელს კონკრეტული ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ერთხელ მიღებული აქვს ნებართვა, შემდგომში იმავე ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადასტურდა წინა ნებართვის მიღებისას. თუ ასეთ შემთხვევაში სანებართვო პირობების დასადასტურებლად საკმარისია I და II სტადიებით დადგენილი პროცედურების ჩატარება, III სტადია აღარ იმართება.
12. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ყველა დანარჩენი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამივე სტადიით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების დაცვით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601

მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზების ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ.მ-ს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ და მეტი) და ელექტროქვესადგური (110 კვ და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი), ქარის ელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი), გეოთერმული ელექტროსადგური (1 მგვტ და მეტი) და მზის დანადგარი (2 მგვტ);
ვ) მეტროპოლიტენი;
ზ) 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ანძა, კოშკი და სხვა სივრცითი კონსტრუქცია;
თ) 100 000 კუბ. მ და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ი) დღე-ღამეში 10 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და 500 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი;
კ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე 700 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
მ) აეროპორტი და საზღვაო პორტი;
ნ) პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი, ბერმა და ტალღამტეხი, აგრეთვე 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი და ჯებირი;
ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები, კერძოდ:
ო.ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები;
ო.ბ) მაღალი წნევის ბუნებრივი გაზისა და თხევადი ნახშირბადიანი გაზის საკომპრესორო, გაზგამანაწილებელი და შემვსები სადგურები;
ო.გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები;
ო.დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ და გაზგადამმუშავებელი საწარმოები;
ო.ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი და მომხმარებელი საწარმოები;
ო.ვ) ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები;
ო.ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
ო.თ) ცელულოზა-ქაღალდის მწარმოებელი საწარმოები;
ო.ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები;
ო.კ) დღეღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები;
ო.ლ) ცივი და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები;
ო.მ) შავი და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები;
პ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამიზნული 10 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) 10-ზე მეტსართულიანი შენობები, აგრეთვე 20 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები;
ს) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) საჰაერო-საბაგირო გზა და ფუნიკულიორი;
უ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან სხვა საკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალები;
ფ) შახტების მიწისქვეშა ნაგებობები, კარიერები;
ქ) დახურული აკვაპარკები, საცურაო აუზები 3500 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის;
ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების საცავები, ნაგავსაყრელები და მათი გადამმუშავებელი საწარმოები;
ყ) 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან/და 3.5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმის ან კონსოლის მქონე სივრცითი კონსტრუქციის ატრაქციონი, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივ ადგილებში ან/და განკუთვნილია კომერციული გამოყენებისათვის.
2 შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსი შესაძლებელია გავრცელდეს ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო არასაცხოვრებელი დანიშნულების სპეციალიზებულ შენობა-ნაგებობებზე.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისათვის დადგენილი წესით.

თავი II
ნებართვის გამცემი ორგანოები, ნებართვის სტადიები და ვადები
მუხლი 5. ნებართვის გამცემი ორგანოები
1. ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემის, კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების I და II სტადიებთან დაკავშირებულ პროცედურებს აწარმოებენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის) ნებართვას (III სტადია) გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი სამსახურები.
3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“, „ს“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის სათანადო სამსახური.
4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას სამივე სტადიით გასცემს ამ ქალაქის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური.

მუხლი 6. ნებართვის გაცემის სტადიები და მათი ვადები
1. მშენებლობის (მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით (გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება – აგდ) – 30 დღე;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება – 20 დღე;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.
2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას, გარდა ამ დადგენილებით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი გამონაკლისებისა, აწარმოებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 7. ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელება
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, მოცემული სამშენებლო ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებულ გარემოებათა დასადგენად ვადების არასაკმარისობისას უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში (სამშენებლო ობიექტის გეგმარებით, კონსტრუქციულ ან/და გამოსაყენებელ ტექნოლოგიურ გადაწყვეტათა სირთულე ან უნიკალურობა, შესასწავლი და განსახილველი მასალის სიმრავლე და სხვ.) საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. თითოეული სტადიისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა ნებართვის გამცემის მიერ შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადის ნახევრით.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისათვის, ბუნების ძეგლებისათვის და დაცული ტერიტორიებისათვის ნებართვის თითოეული სტადიის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადისა.
4. მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გადაწყვეტილება ჩააბაროს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს.
5. ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომელიც ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებულ ვადაზე 5 დღით ნაკლები უნდა იყოს.
6. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს ჩააბაროს გაგრძელებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
7. ნებართვის გამცემი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტადიებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადების ნახევრის გასვლამდე.
8. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადიდან 3 დღეში ნებართვის მაძიებელს არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება.
9. თუ ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გამოირკვა, რომ განცხადებით განსაზღვრული საქმიანობა ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მომეტებული ხარისხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაზრდილი ვადა, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გაგრძელებული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 10 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული წარმოების ვადის კიდევ ერთხელ იმ ვადით გაგრძელების შესახებ, რა ვადითაც იქნა ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებული.
10. თუ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების ზემოაღნიშნული საფუძველი არსებობს და ცნობილი გახდა ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ორმაგი ოდენობით გაგრძელების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოქმედებს მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები.
12. მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე, ამ მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.

მუხლი 8. სანებართვო პირობების დადგენა და ამ პირობების შესრულების დადასტურება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
1. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დადგენა ხდება მე-6 მუხლში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების I და II სტადიაზე, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის ასევე – III სტადიაზეც:
ა) I სტადიაზე ნებართვის გამცემის მიერ, აგრეთვე ამ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ორგანოს ადმინისტრაციული აქტის გათვალისწინებით, განისაზღვრება ის ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომელთა მიხედვითაც უნდა შედგეს საპროექტო დოკუმენტაცია, რომელსაც მაძიებელი შესათანხმებლად წარუდგენს ნებართვის გამცემ ორგანოს II სტადიაზე;
ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის მონაწილე ორგანოები და ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას ქალაქთმშენებლობით პირობებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას სათანადო ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;
გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაცია გადის სავალდებულო ექსპერტიზას. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

თავი III
ქალაქ თ მშენებლობითი პირობების დადგენა
მუხლი 9. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე განცხადების წარდგენა
1. განცხადება ს ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ნებართვის მაძიებელი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 4 ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. განცხადება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) თუ განცხადება მესაკუთრის წარმომადგენელს შეაქვს, წარდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი;
გ) საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
დ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების გეგმა;
ე) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სიმძლავრეს – საწარმოო შენობებისათვის, ადგილების რაოდენობას – საზოგადოებრივი შენობებისათვის, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი შენობებისათვის; აგრეთვე ობიექტის ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების საანგარიშო დატვირთვების პარამეტრებს;
ვ) თუ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების დაცვის ზონაში – შენობის ამსახველი ფოტო-მასალა და აზომვითი ნახაზი;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია).
4. ხაზობრივი ნაგებობებისათვის განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ტრასის გეგმა – სქემატური ნახაზი სხვა ხაზობრივი ნაგებობების გადაკვეთებისა ან მათი გასხვისების ზონასთან მიახლოების მითითებით;
ბ) ტოპოგრაფიული გეგმა 1:2000
გ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაციის (დანიშნულება, სიმძლავრე, მასალა, მასზე განლაგებული ობიექტების ჩამონათვალი ამ ნაგებობათა მახასიათებლები და სხვა);
დ) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომლებზეც გაივლის ნაგებობა;
ე) ინფორმაცია ისტორიულ-კულტურულ ან/და დაცულ ტერიტორიებზე ან მათ სიახლოვეს ხაზოვანი ნაგებობის გავლის შესახებ, ასევე ვიზუალური აღქმის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ამსახველი ფოტომასალა.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები უნდა მოიცავდეს:
ა) საველე-საკვლევ და წინასწარ კამერულ სამუშაოებს;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიულ და საარქივო კვლევას.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ნაკვეთი (ობიექტი) განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფარგლებში ან დაშორებულია ისტორიისა და კულტურის ძეგლიდან მისი ნაკვეთის გაბარიტების არა უმეტეს ორმაგი მანძილით, განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა დაერთოს ისტორიულ-არქიტექტურული ანალიტიკური ინფორმაცია. კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან:
ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება;
ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგეგმა არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩვენებით მ. 1:500 და 1:200;
გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები;
დ) საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ისტორიული მასალები, მათ შორის გეგმები და საპროექტო ტერიტორიის ფოტომასალა;
ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ორთოგონალური გრძივი და განივი განშლები, საპროექტო ნაკვეთის, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების მითითებით;
ვ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი;
ზ) ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს შესასრულებელი კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი, ფუნქციური, სტრუქტურული, მოცულობითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.
7. არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების განხორციელების მეთოდოლოგია განისაზღვრება ნორმატიული აქტით.
8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, როდესაც ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრეული მნიშვნელობის ობიექტი, სარეკონსტრუქციო-გამაგრებით სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ. 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა – მ 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები მ. 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალების ჩამონათვალი, სამშენებლო ფენების შერჩევა);
ზ) არქეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
ი) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ნ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
პ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ. 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ. 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ჟ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ს) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში _ კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები.
9. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებლობას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (,,არატექნიკური რეზიუმეს“ სახით).
10. განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ადგილზე განთავსების დამადასტურებელი ფოტოილუსტრაცია.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 10. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის წესი
1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები და შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობა, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობის ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნაგებობების გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომ ე ლსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ამავე სტადიაზე, საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, გაიცემა ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირება, მიერთების ადგილის, ტიპის და სიმძლავრის მითითებით, ხოლო თუ არსებული ქსელის პარამეტრები არ იძლევა მიერთების შესაძლებლობას, უნდა მიეთითოს მათი განვითარების პარამეტრები.
2. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის დადგენის ან დადგენაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 27-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, ნებართვის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
5. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღეში განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.
6. ნებართვის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მართავს ზეპირ მოსმენას.
7. ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
8. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქთმშენებლობითი პირობები გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მოცემული საპროექტო ნაკვეთის (ობიექტის) მიმართ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი შეზღუდვები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 11. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
1. ამ აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ შემდეგი ადმინისტრაციული ორგანოები:
ა) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
ბ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომლებშიც განსახორციელებელი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
დ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ზონებისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
ე) იმ ენერგეტიკის ობიექტებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, მათ შორის ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტებისათვის და ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ ობიექტებისათვის, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
ვ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“, „ბ“, „ვ“, „ო“, „პ“, „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;
ზ) სანაპირო ზოლისა და სანაპირო ზონისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი;
თ) საინჟინრო კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირების მისაღებად – ქსელების ოპერატორი კომპანიები, როგორც საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების შემსრულებელი ადმინისტრაციული ორგანოები.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
3. ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისას, თუ ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა განლაგებული, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დასკვნის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი სათათბირო ორგანოს – კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №187-სსმIII,№138,09.10.2006წ.,მუხ.1912

თავი IV
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება
მუხლი 12. განცხადების წარდგენა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (ხაზობრივი ნაგებობებისათვის სამუშაო პროექტის) შეთანხმებაზე
1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს (სამუშაო პროექტს ხაზობრივი ნაგებობებისათვის) ქალაქთმშენებლობითი პირობების საფუძველზე ამუშავებს/უკვეთავს ნებართვის მაძიებელი და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული რაოდენობით წარუდგენს ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობით პირობებსა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) (ამოღებულია);
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ხოლო მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის მხოლოდ ფასადები, განშლები, ტერიტორიის მოწყობის გეგმა, შენობათა სქემატური გეგმა და მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
გ) განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება დასაბუთებული საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობა;
დ) ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ე) (ამოღებულია);
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ზ) ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ფოტოილუსტრაცია;
თ) ტოპოაგეგმვის მასალა;
ი) (ამოღებულია).
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის (გარდა ,,ვ“ ქვეპუნქტისა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაციის შესახებ (გაბარიტები, მასალა);
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
დ) მიმდებარე ტერიტორიის განშლის ნახაზი;
ე) ასაგები შენობა-ნაგებობის პროექტი;
ვ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი;
ბ) სამუშაოთა ორგანიზების პროექტი;
გ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის დემონტაჟის თაობაზე.
6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების ან რეკონსტრუქციის თაობაზე;
ბ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ე) საპროექტო დოკუმენტაცია.
7. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყების თაობაზე;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
დ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);
ე) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ვ) არსებული საპროექტო დოკუმენტაცია;
ზ) შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგები.
8. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – ხუთ ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით;
ბ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციათა ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად);
გ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
9. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს II და III სტადიების გაერთიანებას ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში ან მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში III სტადია არ ხორციელდება, განმცხადებელი სანებართვო მოსაკრებლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს II სტადიაზე განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
10. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან, ნებართვის მაძიებელმა II სტადიაზე უნდა წარადგინოს ექსპერტიზის მონაცემები, რო მ ლებიც უნდა შეესაბამებოდეს ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №823 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №113, მუხლი 1552) დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც გადაეგზავნება შესათანხმებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემა არ არის დელეგირებული ორგანოსადმი, რომელშიც მიმდინარეობს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 13. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების წესი
1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრული თანდართული დამატებითი დოკუმენტებით წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისობა დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქმშენებლობითი პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.
მუხლი 14. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაში და ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალებათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ყველა ეს ორგანო განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის დროს.

თავი V
ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების ვადა და საჯაროობა
მუხლი 15. ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენა
1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შემთხვევაში დამატებით წარუდგენს სიმტკიცესთან მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კიდევ ერთ ეგზემპლარს.
2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი (თითოეული ფურცლის დამოწმებით) და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:
ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;
ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;
ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყობილობები;
ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყობილობები;
ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი/სამუშაოთა წარმოების გრაფიკი;
ბ) (ამოღებულია).
3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარდგენილი, შენობებისათვის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ნაგებობებისათვის „ა.ა“ და „ა.ბ“ პუნქტების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ასევე არასრულად არსებობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სათანადო დასაბუთება არასრული შემადგენლობით პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
4. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტზე დამკვეთი წარადგენს ამ დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ შესრულებულ საექსპერტო დასკვნას.
5. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 16. ნებართვის გაცემის წესი
1. განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ წარედგინება ნებართვის გამცემს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, ნებართვის გამცემი საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სანებართვო მოწმობა.
51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტსა და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება შენობა-ნაგებობის (ხოლო მათი კომპლექსებისათვის – თითოეული შენობა-ნაგებობისათვის ცალ-ცალკე) მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვალიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადასტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებულ იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:
ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:
ა.ა) დაკვალვა;
ა.ბ) ფუძის მოწყობა;
ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;
ა.დ) გადახურვის მოწყობა;
ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;
ა.ზ) ორსართულიან და 200 კუბ.მ მოცულობის საზოგადოებრივი შენობებისათვის – მხოლოდ დაკვალვა და ძირითადი მზიდი კონსტრუქციული სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.თ) კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება;
ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:
ბ.ა) დაკვალვა;
ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;
ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან.
გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისათვის:
გ.ა) დაკვალვა;
გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;
გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;
გ.დ) საჭირო ელექტროსაკონტაქტო ქსელის გამოცდა;
გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა.
დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:
დ.ა) დაკვალვა;
დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;
დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;
დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა.
ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:
ე.ა) დაკვალვა;
ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება.
ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):
ვ.ა) დაკვალვა;
ვ.ბ) ანძების დაყენება;
ვ.გ) სადენების მონტაჟი;
ვ.დ) ქსელის გამოცდა.
ზ) ხიდებისათვის:
ზ.ა) დაკვალვა;
ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;
ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;
ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;
ზ.ე) საფარის მოწყობა.
თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპისა).
ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:
ი.ა) დაკვალვა;
ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;
ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება.
კ) ანძისა და კოშკისათვის:
კ.ა) დაკვალვა;
კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.
52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრულება შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა სანებართვო მოწმობაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს.
53. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე შესაბამისი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, რასაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრულებული, დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხარვეზები და შენიშვნები. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი შედგება შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.
54. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი მოწმდება ნებართვის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირისა და მენარდის მიერ, რომელიც ძალაშია მისი ასლის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურში ჩაბარების დღიდან.
6. მშენებლობის ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის შეიძლება „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №91-სსმIII,№65,11,05.2007წ.,მუხ.726
მუხლი 17. ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობები
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს – მშენებლობის ნებართვის მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი.
მუხლი 18. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ამასთან მშენებლობის დაწყების ვადად შეიძლება განისაზღვროს ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან არა უმეტეს 6 თვისა, განცხადების მოთხოვნის შესაბამისად: კლიმატური, ტექნიკური თუ სხვა მიზეზით არგუმენტირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
2. თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია ბუნებრივი, ტექნიკური ან სხვა მიზეზებით, ნებართვის მფლობელმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე. განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის წარმოების ახალი გრაფიკი, ხოლო მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში აგრეთვე მშენებლობის კონსერვაციის პროექტი. ნებართვის გამცემი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის ცვლილების შესახებ, რის შესაბამისად ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.
3. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III სტადიით დადგენილი წესით, დარჩენილ სამუშაოებზე სამუშაოთა ორგანიზების განახლებული პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ახალი გრაფიკით.
4. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს:
ა) ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას (მაგ; იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), საჭიროებს ახალ ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც უნდა მოხდეს დოკუმენტაციაში ასახული ცვლილების დადასტურება, ამასთან ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ნებართვას გასცემს III სტადიით) სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას;
ბ) ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლას, რაც არ იწვევს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, საჭიროებს შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაციისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის შესაბამის ადმინისტრაციული წარმოების სტადიაზე წარდგენას ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. ნებართვის გამცემის მიერ ცვლილების დადასტურება ხდება წერილის ფორმით, რომელიც ნებართვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, და მისი ერთი ეგზემპლარი გადაეგზავნება არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს. ამ შემთხვევაში ახალი ნებართვის აღება საჭირო არ არის;
გ) შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) უმნიშვნელო ცვლილებას (თითოეული პარამეტრის 2%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 10 სმ-ისა), არ მიიჩნევა პროექტიდან გადახვევად და სანებართვო პირობების დარღვევად, თუ ეს არ ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინტერესებს, შესაბამისად არ საჭიროებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების შესრულებას.

მუხლი 19. მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფა
1. ნებართვის გაცემის საჯაროობა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გადაწყვეტილების მიღებისა, დამატებით უზრუნველყოფილია ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ნებართვის მაძიებელი განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ხოლო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის შემთხვევაში – შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის (რეკონსტრუქციის, დემონტაჟის) მონაცემები და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება. კერძოდ:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) (ამოღებულია);
გ) ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის სავარაუდო ვადები;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) (ამოღებულია).
3. დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პერიოდში შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე) თვალსაჩინო ადგილას ნებართვის მფლობელმა საინფორმაციო დაფაზე უნდა განათავსოს სანებართვო დოკუმენტაციის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის:

გ) ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ) (ამოღებულია).
4. საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.
5. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით.

მუხლი 20. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სანებართვო პირობების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
თავი V1
სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით

მუხლი 201. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები
1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი – დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის საბუთი (მათ შორის სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითარი);
გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები;
დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, შიდა სისტემების (გათბობის, კონდიცირება-ვენტილაციის, ავტომატური ცეცხლქრობის, ელექტრო- და წყალმომარაგება-კანალიზაციის), ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს ამას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის სათანადო სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტორულ პროექტთან არსებითი ვიზუალური შეუსაბამისობა.
6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 202
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ დადგენილების 201 მუხლის მოთხოვნები და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ობიექტის მესაკუთრეს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ობიექტის ქალაქთმშენებლობის ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვიზუალური დათვალიერების შემდეგ განცხადების შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ობიექტის მესაკუთრის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

თავი VI
პასუხისმგებლობა ამ აქტის დარღვევისათვის
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის, აგრეთვე გადაწყვეტილების სისწორისათვის განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია მშენებლობის მთელი პროცესის, მათ შორის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.
3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
თავი VII
დადგენილების მოქმედება დროში
მუხლი 22. დადგენილების მოქმედება დროში
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებულია გარკვეული პროცედურები და გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდება ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი შესაბამისი სტადიიდან, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის განხორციელებელი გარკვეული პროცედურები და გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
3. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, წარმოება სრულდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციულ ი ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
6. ს აქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
7. ს აქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №187-სსმIII,№138,09.10.2006წ.,მუხ.1912
8. ს აქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
9. ს აქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
10. ს აქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №91-სსმIII,№65,11,05.2007წ.,მუხ.726
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი სანებართვო პირობები.
მუხლი 1. დადგენილების მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას.
2. ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. მშენებლობის, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟისათვის.
4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისტორიისა და კულტურის ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესი;
გ) რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის გადაკეთების, გამაგრების, გაბარიტების შეცვლის და აღდგენის მიზნით შესასრულებელ სამშენებლო სამუშაოთა პროცესი, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში – კონსტრუქციული ელემენტების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მისი კონფიგურაციის მნიშვნელოვან ან/და ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას;
დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა); ხაზოვანი ნაგებობებისათვის – ლოკალური (ორმული, წერტილოვანი და სხვ.) დაზიანების შეკეთება;
ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის სამშენებლო კომპლექსისათვის, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს;
ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან გარე ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები;
ზ) საკომუნიკაციო ქსელი – ხაზოვანი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ერთობლიობა (კომპლექსი, სისტემა), რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროდუქტის გატარებას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია;
ი) სანებართვო ობიექტი – სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ები) (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;
კ) შენობა-ნაგებობათა კომპლექსი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული მატერიალური ან/და არამატერიალური ტექნოლოგიური ციკლით;
ლ) მშენებარე ობიექტი – ობიექტი, რომელზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მათ საექსპლუატაციოდ გადაცემამდე, აგრეთვე დანგრეული, დამწვარი, დაზიანებული ან/და საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები;
მ) იერსახის არსებითი შეცვლა – შენობის იერსახის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც ფასადის მოპირკეთება ხდება მთლიანად ახალი მასალის, კონსტრუქციების, ნაკეთობების გამოყენებით, შენობათა ფასადებსა და სახურავებზე დგება (მონტაჟდება) ახალი არქიტექტორული ელემენტები, ახალი ტექნიკური საშუალებები, კონსტრუქციები, ნაკეთობები; აგრეთვე ხდება ღიობების ისეთი გადაკეთება, რომლის დროსაც მისი ერთ-ერთი ხაზოვანი პარამეტრი იცვლება 2%-ზე მეტად და ეს ცვლილება აღემატება 10 სმ-ს (ისეთი სამუშაოს გარდა, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუქციის სამუშაოს ნაწილს);
ნ) ფუნქციური დანიშნულების არსებითი შეცვლა – შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში განსახორციელებელი საქმიანობის სახის ან დანიშნულების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეცვლას (მაგ: იზრდება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებზე დატვირთვები, იცვლება ემისიების დადგენილი რაოდენობა და ტიპი, აგრეთვე უსაფრთხოების მახასიათებლები და სხვ.);
ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი – ამ დადგენილების მიზნებისათვის გათვალისწინებული ობიექტი, რომლის მდგრადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და რომლის მშენებლობის პროექტი ექვემდებარება სავალდებულო ექსპერტიზას და მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით;
პ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;
ჟ) ნაგებობა – გამაგრების, საყრდენი, დამცავი, გამიჯვნის, საწარმოო, ტვირთებისა და ადამიანთა გადაადგილების, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზნით აგებული მიწისზედა, მიწაზე მდებარე ან მიწისქვეშა ხაზოვანი, ორგანზომილებიანი ან სივრცითი სამშენებლო სისტემა, რომელში/ზეც ადამიანთა ყოფნა გათვალისწინებულია ხანმოკლე ვადით, აგრეთვე განპირობებულია ნაგებობის მომსახურებით ან სხვა განსაკუთრებული მიზნებით;
რ) მონტაჟი – სამშენებლო კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების დაყენება (დამაგრება-ჩამაგრება) შენობა-ნაგებობათა აგების ან/და მათი აღჭურვისა და ფუნქციონირების მიზნით;
ს) დემონტაჟი – შენობა-ნაგებობათა დაშლა (დანგრევა) ან/და კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების მოხსნა;
ტ) დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები ფუნქციონირებს მშენებლობის პროექტით განსაზღვრული ვადით, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში დროებითი ნაგებობის ფუნქციონირების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის მოქმედების ვადა განისაზღვრება მესაკუთრის მიერ;
უ) დამხმარე სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა – შინამეურნეობაში არაკომერციული (არასამეწარმეო) მიზნებით გამოყენებისა ან სხვა დამხმარე მიზნებისათვის აგებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის უშუალოდ ჩართული საწარმოო ტექნოლოგიურ ციკლში;
ფ) საზოგადოებრივი ადგილი – დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიათა ფარგლებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყალსატევების სანაპირო ზოლი და სხვა ადგილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის;
ქ) მშენებლობადამთავრებული ობიექტი – მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ობიექტი, მათ შორის შენობა-ნაგებობის ცალკეული, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული მათი ჯგუფი, რომლებზეც დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები ისე, რომ მათი ფუნქციონირება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა შენობა-ნაგებობათა კომპლექსში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას ან რომელთა მშენებლობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი
1. ნებართვას არ საჭიროებს:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100-კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების ფარგლებში მშენებლობისა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 5 მ-მდე სიმაღლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების მშენებლობა, რომელთა ფართობი არ აღემატება 60 კვ.მ-ს, სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მ-მდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების ან/და არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ;
დ) არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გარდა ისტორიის და კულტურის ძეგლებისა, ასევე ისეთი ზონებისა, სადაც ეს სამუშაოები საჭიროებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურებით რეგულირებას;
ე) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოები;
ვ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, არასაზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რის შესახებაც მიღებულია უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ისეთი წყალ-სარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, რომლებიც უერთდება მიწის ნაკვეთზე უკვე არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას, ბუნებრივ წყალშემკრებებს, ან ხდება შეკრებილი წყლის გრუნტში ბუნებრივი ინფილტრაცია;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 25 კუბ.მ-მდე მოცულობის და 2,2 მეტრამდე სიღრმის აუზების, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
კ) 2,2 მ-მდე სიმაღლის სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) 5 მ-მდე სიგრძის ერთმალიანი საქვეითო ხიდების მშენებლობა;
მ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 კუბ.მ-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნევო კოშკების მშენებლობა;
ნ) სასაფლაოებზე ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების, აგრეთვე 4 მ-მდე სიმაღლის საფლავის ნაგებობების აგება;
ო) ფორსმაჟორული ვითარებით განპირობებული ან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
პ) დემონტაჟის სამუშაოები, თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ასეთ სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე იმ ობიექტების დემონტაჟზე, რომელთა მშენებლობა ნებართვას არ საჭიროებს;
ჟ) საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, ბაღების, პარკებისა და სკვერების სავალი ბილიკებისა და ტროტუარების რემონტი და მოვლა-შენახვა.
2. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქირექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით (II სტადია) დაიშვება:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-დან 250 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;
გ) საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული მოედნებისა (მაყურებელთა ტრიბუნების და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა დამხმარე შენობების გარეშე) და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;
დ) საზოგადოებრივ ადგილებში სანახაობითი ღონისძიებების, სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა;
ე) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობა, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 18,0 კვ.მ-ს;
ვ) შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დამხმარე არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა 50 კუბ.მ-მდე მოცულობით, რომელთა ფასადი განთავსებულია ქუჩების, ავტომაგისტრალებისა და გზების, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მომიჯნავედ;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე და მის მიმდებარედ წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, თუ ეს განპირობებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წყლისაგან დაცვის საჭიროებით და უერთდება მიწის ნაკვეთს გარეთ არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზების მშენებლობა;
კ) სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების, აგრეთვე ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 2,2 მ-ს. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) გაყვანილობისა და განათებისათვის განკუთვნილი 8 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის ანძებისა და ბოძების მშენებლობა;
მ) საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული 4 მ-მდე სიმაღლის ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების მშენებლობა;
ნ) საზოგადოებრივ ადგილებში ბაღების, პარკების და სკვერების სავალი ბილიკების მოწყობა და ტროტუარების კეთილმოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთ სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას;
პ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული შენობების არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე ფასადისა და სახურავის სარემონტო მოპირკეთებით სამუშაოთა შესრულება, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებით დადგენილია ასეთი პროცედურით რეგულირება.
3. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებითა (II სტადია) და III სტადიით მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები ან/და არსებითად არ იცვლება ფუნქციური დანიშნულება;
ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 2,2 მ-ზე მეტი სიმაღლის (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების მშენებლობა;
გ) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი 18 კვ.მ-ზე მეტია;
დ) მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია). ასეთ შემთხვევაში:
დ.ა) ობიექტის მესაკუთრე სათანადო დასაბუთებით წარადგენს განცხადებას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში არსებული საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის თანდართვით, რათა აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყებისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით;
დ.ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას ფირნიში სახელმწიფო ორგანოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, აგრეთვე აქვეყნებს ინფორმაციას პრესაში;
დ.გ) დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განმცხადებელს (მესაკუთრეს) უდგენს დავალებას ობიექტის მდგომარეობის გამოსაკვლევად;
დ.დ) დავალების შესაბამისად ობიექტის მესაკუთრე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ობიექტის გამოკვლევის სამუშაოების შესრულებას და გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს;
დ.ე) ადმინისტრაციული ორგანო გამოკვლევის შედეგებს წარდგენიდან 10 დღეში, მაგრამ განცხადების მიღებიდან არანაკლებ 20 დღისა, იხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში შუამდგომლობის შეტანის თაობაზე მიღებული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით;
დ.ვ) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონით დადგენილ ვადებში.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს I და II სტადიებს ან მხოლოდ II სტადიას, II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც III სტადიაზე გამოცემულს და იგი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველია.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
6. ხაზობრივი ნაგებობისათვის, რომელიც გადის ქვეყნის რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე, I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებს ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო III სტადიისათვის, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისა, ახორციელებს თვითმმართველობის ის ორგანო, რომელსაც მიმართავს ნებართვის მაძიებელი.
7. უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებით.
8. სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, რომლებზეც გაიცემა ნებართვა, ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახური.
9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია III სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის პირობები და ვადები.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამშენებლო ობიექტის შესახებ უნდა ეცნობოს ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს, რისთვისაც განაცხადს უნდა დაერთოს ობიექტის სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსების გეგმა და არქიტექტურული პროექტი.
11. თუ ნებართვის მაძიებელს კონკრეტული ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ერთხელ მიღებული აქვს ნებართვა, შემდგომში იმავე ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადასტურდა წინა ნებართვის მიღებისას. თუ ასეთ შემთხვევაში სანებართვო პირობების დასადასტურებლად საკმარისია I და II სტადიებით დადგენილი პროცედურების ჩატარება, III სტადია აღარ იმართება.
12. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ყველა დანარჩენი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამივე სტადიით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების დაცვით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზების ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ.მ-ს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ და მეტი) და ელექტროქვესადგური (110 კვ და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი), ქარის ელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი), გეოთერმული ელექტროსადგური (1 მგვტ და მეტი) და მზის დანადგარი (2 მგვტ);
ვ) მეტროპოლიტენი;
ზ) 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ანძა, კოშკი და სხვა სივრცითი კონსტრუქცია;
თ) 100 000 კუბ. მ და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ი) დღე-ღამეში 10 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და 500 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი;
კ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე 700 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
მ) აეროპორტი და საზღვაო პორტი;
ნ) პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი, ბერმა და ტალღამტეხი, აგრეთვე 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი და ჯებირი;
ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები, კერძოდ:
ო.ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები;
ო.ბ) მაღალი წნევის ბუნებრივი გაზისა და თხევადი ნახშირბადიანი გაზის საკომპრესორო, გაზგამანაწილებელი და შემვსები სადგურები;
ო.გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები;
ო.დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ და გაზგადამმუშავებელი საწარმოები;
ო.ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი და მომხმარებელი საწარმოები;
ო.ვ) ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები;
ო.ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
ო.თ) ცელულოზა-ქაღალდის მწარმოებელი საწარმოები;
ო.ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები;
ო.კ) დღეღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები;
ო.ლ) ცივი და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები;
ო.მ) შავი და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები;
პ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამიზნული 10 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) 10-ზე მეტსართულიანი შენობები, აგრეთვე 20 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები;
ს) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) საჰაერო-საბაგირო გზა და ფუნიკულიორი;
უ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან სხვა საკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალები;
ფ) შახტების მიწისქვეშა ნაგებობები, კარიერები;
ქ) დახურული აკვაპარკები, საცურაო აუზები 3500 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის;
ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების საცავები, ნაგავსაყრელები და მათი გადამმუშავებელი საწარმოები;
ყ) 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან/და 3.5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმის ან კონსოლის მქონე სივრცითი კონსტრუქციის ატრაქციონი, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივ ადგილებში ან/და განკუთვნილია კომერციული გამოყენებისათვის.
2 შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსი შესაძლებელია გავრცელდეს ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო არასაცხოვრებელი დანიშნულების სპეციალიზებულ შენობა-ნაგებობებზე.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
თავი II
ნებართვის გამცემი ორგანოები, ნებართვის სტადიები და ვადები
მუხლი 5. ნებართვის გამცემი ორგანოები
1. ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემის, კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების I და II სტადიებთან დაკავშირებულ პროცედურებს აწარმოებენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის) ნებართვას (III სტადია) გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი სამსახურები.
3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“, „ს“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის სათანადო სამსახური.
4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას სამივე სტადიით გასცემს ამ ქალაქის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 6. ნებართვის გაცემის სტადიები და მათი ვადები
1. მშენებლობის (მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით (გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება – აგდ) – 30 დღე;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება – 20 დღე;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.
2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას, გარდა ამ დადგენილებით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი გამონაკლისებისა, აწარმოებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 7. ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელება
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, მოცემული სამშენებლო ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებულ გარემოებათა დასადგენად ვადების არასაკმარისობისას უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში (სამშენებლო ობიექტის გეგმარებით, კონსტრუქციულ ან/და გამოსაყენებელ ტექნოლოგიურ გადაწყვეტათა სირთულე ან უნიკალურობა, შესასწავლი და განსახილველი მასალის სიმრავლე და სხვ.) საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. თითოეული სტადიისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა ნებართვის გამცემის მიერ შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადის ნახევრით.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისათვის, ბუნების ძეგლებისათვის და დაცული ტერიტორიებისათვის ნებართვის თითოეული სტადიის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადისა.
4. მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გადაწყვეტილება ჩააბაროს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს.
5. ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომელიც ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებულ ვადაზე 5 დღით ნაკლები უნდა იყოს.
6. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს ჩააბაროს გაგრძელებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
7. ნებართვის გამცემი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტადიებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადების ნახევრის გასვლამდე.
8. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადიდან 3 დღეში ნებართვის მაძიებელს არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება.
9. თუ ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გამოირკვა, რომ განცხადებით განსაზღვრული საქმიანობა ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მომეტებული ხარისხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაზრდილი ვადა, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გაგრძელებული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 10 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული წარმოების ვადის კიდევ ერთხელ იმ ვადით გაგრძელების შესახებ, რა ვადითაც იქნა ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებული.
10. თუ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების ზემოაღნიშნული საფუძველი არსებობს და ცნობილი გახდა ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ორმაგი ოდენობით გაგრძელების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოქმედებს მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები.
12. მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე, ამ მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 8. სანებართვო პირობების დადგენა და ამ პირობების შესრულების დადასტურება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
1. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დადგენა ხდება მე-6 მუხლში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების I და II სტადიაზე, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის ასევე – III სტადიაზეც:
ა) I სტადიაზე ნებართვის გამცემის მიერ, აგრეთვე ამ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ორგანოს ადმინისტრაციული აქტის გათვალისწინებით, განისაზღვრება ის ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომელთა მიხედვითაც უნდა შედგეს საპროექტო დოკუმენტაცია, რომელსაც მაძიებელი შესათანხმებლად წარუდგენს ნებართვის გამცემ ორგანოს II სტადიაზე;
ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის მონაწილე ორგანოები და ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას ქალაქთმშენებლობით პირობებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას სათანადო ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;
გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაცია გადის სავალდებულო ექსპერტიზას. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
თავი III
ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა
მუხლი 9. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე განცხადების წარდგენა
1. განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ნებართვის მაძიებელი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 4 ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. განცხადება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) თუ განცხადება მესაკუთრის წარმომადგენელს შეაქვს, წარდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი;
გ) საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
დ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების გეგმა;
ე) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სიმძლავრეს – საწარმოო შენობებისათვის, ადგილების რაოდენობას – საზოგადოებრივი შენობებისათვის, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი შენობებისათვის; აგრეთვე ობიექტის ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების საანგარიშო დატვირთვების პარამეტრებს;
ვ) თუ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების დაცვის ზონაში – შენობის ამსახველი ფოტო-მასალა და აზომვითი ნახაზი;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია).
4. ხაზობრივი ნაგებობებისათვის განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ტრასის გეგმა – სქემატური ნახაზი სხვა ხაზობრივი ნაგებობების გადაკვეთებისა ან მათი გასხვისების ზონასთან მიახლოების მითითებით;
ბ) ტოპოგრაფიული გეგმა 1:2000
გ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაციის (დანიშნულება, სიმძლავრე, მასალა, მასზე განლაგებული ობიექტების ჩამონათვალი ამ ნაგებობათა მახასიათებლები და სხვა);
დ) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომლებზეც გაივლის ნაგებობა;
ე) ინფორმაცია ისტორიულ-კულტურულ ან/და დაცულ ტერიტორიებზე ან მათ სიახლოვეს ხაზოვანი ნაგებობის გავლის შესახებ, ასევე ვიზუალური აღქმის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ამსახველი ფოტომასალა.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები უნდა მოიცავდეს:
ა) საველე-საკვლევ და წინასწარ კამერულ სამუშაოებს;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიულ და საარქივო კვლევას.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ნაკვეთი (ობიექტი) განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფარგლებში ან დაშორებულია ისტორიისა და კულტურის ძეგლიდან მისი ნაკვეთის გაბარიტების არა უმეტეს ორმაგი მანძილით, განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა დაერთოს ისტორიულ-არქიტექტურული ანალიტიკური ინფორმაცია. კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან:
ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება;
ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგეგმა არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩვენებით მ. 1:500 და 1:200;
გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები;
დ) საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ისტორიული მასალები, მათ შორის გეგმები და საპროექტო ტერიტორიის ფოტომასალა;
ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ორთოგონალური გრძივი და განივი განშლები, საპროექტო ნაკვეთის, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების მითითებით;
ვ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი;
ზ) ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს შესასრულებელი კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი, ფუნქციური, სტრუქტურული, მოცულობითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.
7. არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების განხორციელების მეთოდოლოგია განისაზღვრება ნორმატიული აქტით.
8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, როდესაც ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრეული მნიშვნელობის ობიექტი, სარეკონსტრუქციო-გამაგრებით სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ. 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა – მ 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები მ. 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალების ჩამონათვალი, სამშენებლო ფენების შერჩევა);
ზ) არქეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
ი) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ნ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
პ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ. 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ. 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ჟ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ს) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში _ კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები.
9. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებლობას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (,,არატექნიკური რეზიუმეს“ სახით).
10. განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ადგილზე განთავსების დამადასტურებელი ფოტოილუსტრაცია.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 10. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის წესი
1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები და შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობა, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობის ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნაგებობების გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ამავე სტადიაზე, საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, გაიცემა ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირება, მიერთების ადგილის, ტიპის და სიმძლავრის მითითებით, ხოლო თუ არსებული ქსელის პარამეტრები არ იძლევა მიერთების შესაძლებლობას, უნდა მიეთითოს მათი განვითარების პარამეტრები.
2. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის დადგენის ან დადგენაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 27-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, ნებართვის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
5. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღეში განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.
6. ნებართვის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მართავს ზეპირ მოსმენას.
7. ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
8. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქთმშენებლობითი პირობები გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მოცემული საპროექტო ნაკვეთის (ობიექტის) მიმართ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი შეზღუდვები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 11. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
1. ამ აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ შემდეგი ადმინისტრაციული ორგანოები:
ა) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
ბ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომლებშიც განსახორციელებელი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
დ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ზონებისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
ე) იმ ენერგეტიკის ობიექტებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, მათ შორის ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტებისათვის და ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ ობიექტებისათვის, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
ვ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“, „ბ“, „ვ“, „ო“, „პ“, „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;
ზ) სანაპირო ზოლისა და სანაპირო ზონისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი;
თ) საინჟინრო კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირების მისაღებად – ქსელების ოპერატორი კომპანიები, როგორც საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების შემსრულებელი ადმინისტრაციული ორგანოები.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
3. ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისას, თუ ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა განლაგებული, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დასკვნის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი სათათბირო ორგანოს – კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №187-სსმIII,№138,09.10.2006წ.,მუხ.1912
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
თავი IV
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება
მუხლი 12. განცხადების წარდგენა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (ხაზობრივი ნაგებობებისათვის სამუშაო პროექტის) შეთანხმებაზე
1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს (სამუშაო პროექტს ხაზობრივი ნაგებობებისათვის) ქალაქთმშენებლობითი პირობების საფუძველზე ამუშავებს/უკვეთავს ნებართვის მაძიებელი და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული რაოდენობით წარუდგენს ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობით პირობებსა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) (ამოღებულია);
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ხოლო მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის მხოლოდ ფასადები, განშლები, ტერიტორიის მოწყობის გეგმა, შენობათა სქემატური გეგმა და მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
გ) განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება დასაბუთებული საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობა;
დ) ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ე) (ამოღებულია);
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ზ) ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ფოტოილუსტრაცია;
თ) ტოპოაგეგმვის მასალა;
ი) (ამოღებულია).
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის (გარდა ,,ვ“ ქვეპუნქტისა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაციის შესახებ (გაბარიტები, მასალა);
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
დ) მიმდებარე ტერიტორიის განშლის ნახაზი;
ე) ასაგები შენობა-ნაგებობის პროექტი;
ვ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი;
ბ) სამუშაოთა ორგანიზების პროექტი;
გ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის დემონტაჟის თაობაზე.
6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების ან რეკონსტრუქციის თაობაზე;
ბ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ე) საპროექტო დოკუმენტაცია.
7. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყების თაობაზე;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
დ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);
ე) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ვ) არსებული საპროექტო დოკუმენტაცია;
ზ) შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგები.
8. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – ხუთ ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით;
ბ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციათა ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად);
გ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
9. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს II და III სტადიების გაერთიანებას ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში ან მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში III სტადია არ ხორციელდება, განმცხადებელი სანებართვო მოსაკრებლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს II სტადიაზე განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
10. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან, ნებართვის მაძიებელმა II სტადიაზე უნდა წარადგინოს ექსპერტიზის მონაცემები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №823 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №113, მუხლი 1552) დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც გადაეგზავნება შესათანხმებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემა არ არის დელეგირებული ორგანოსადმი, რომელშიც მიმდინარეობს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 13. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების წესი
1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრული თანდართული დამატებითი დოკუმენტებით წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისობა დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქმშენებლობითი პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.
მუხლი 14. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაში და ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალებათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ყველა ეს ორგანო განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის დროს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
თავი V
ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების ვადა და საჯაროობა
მუხლი 15. ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენა
1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შემთხვევაში დამატებით წარუდგენს სიმტკიცესთან მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კიდევ ერთ ეგზემპლარს.
2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი (თითოეული ფურცლის დამოწმებით) და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:
ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;
ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;
ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყობილობები;
ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყობილობები;
ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი/სამუშაოთა წარმოების გრაფიკი;
ბ) (ამოღებულია).
3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარდგენილი, შენობებისათვის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ნაგებობებისათვის „ა.ა“ და „ა.ბ“ პუნქტების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ასევე არასრულად არსებობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სათანადო დასაბუთება არასრული შემადგენლობით პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
4. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტზე დამკვეთი წარადგენს ამ დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ შესრულებულ საექსპერტო დასკვნას.
5. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 16. ნებართვის გაცემის წესი
1. განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ წარედგინება ნებართვის გამცემს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, ნებართვის გამცემი საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სანებართვო მოწმობა.
51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტსა და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება შენობა-ნაგებობის (ხოლო მათი კომპლექსებისათვის – თითოეული შენობა-ნაგებობისათვის ცალ-ცალკე) მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვალიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადასტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებულ იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:
ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:
ა.ა) დაკვალვა;
ა.ბ) ფუძის მოწყობა;
ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;
ა.დ) გადახურვის მოწყობა;
ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;
ა.ზ) ორსართულიან და 200 კუბ.მ მოცულობის საზოგადოებრივი შენობებისათვის – მხოლოდ დაკვალვა და ძირითადი მზიდი კონსტრუქციული სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.თ) კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება.
ა.თ) კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება;
ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:
ბ.ა) დაკვალვა;
ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;
ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან.
გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისათვის:
გ.ა) დაკვალვა;
გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;
გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;
გ.დ) საჭირო ელექტროსაკონტაქტო ქსელის გამოცდა;
გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა.
დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:
დ.ა) დაკვალვა;
დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;
დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;
დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა.
ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:
ე.ა) დაკვალვა;
ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება.
ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):
ვ.ა) დაკვალვა;
ვ.ბ) ანძების დაყენება;
ვ.გ) სადენების მონტაჟი;
ვ.დ) ქსელის გამოცდა.
ზ) ხიდებისათვის:
ზ.ა) დაკვალვა;
ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;
ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;
ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;
ზ.ე) საფარის მოწყობა.
თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპისა).
ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:
ი.ა) დაკვალვა;
ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;
ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება.
კ) ანძისა და კოშკისათვის:
კ.ა) დაკვალვა;
კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.
52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრულება შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა სანებართვო მოწმობაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს.
53. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე შესაბამისი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, რასაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრულებული, დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხარვეზები და შენიშვნები. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი შედგება შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.
54. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი მოწმდება ნებართვის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირისა და მენარდის მიერ, რომელიც ძალაშია მისი ასლის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურში ჩაბარების დღიდან.
6. მშენებლობის ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის შეიძლება „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 17. ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობები🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №91-სსმIII,№65,11,05.2007წ.,მუხ.726
მუხლი 17. ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობები
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს – მშენებლობის ნებართვის მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი.
მუხლი 18. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ამასთან მშენებლობის დაწყების ვადად შეიძლება განისაზღვროს ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან არა უმეტეს 6 თვისა, განცხადების მოთხოვნის შესაბამისად: კლიმატური, ტექნიკური თუ სხვა მიზეზით არგუმენტირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
2. თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია ბუნებრივი, ტექნიკური ან სხვა მიზეზებით, ნებართვის მფლობელმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე. განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის წარმოების ახალი გრაფიკი, ხოლო მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში აგრეთვე მშენებლობის კონსერვაციის პროექტი. ნებართვის გამცემი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის ცვლილების შესახებ, რის შესაბამისად ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.
3. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III სტადიით დადგენილი წესით, დარჩენილ სამუშაოებზე სამუშაოთა ორგანიზების განახლებული პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ახალი გრაფიკით.
4. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს:
ა) ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას (მაგ; იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), საჭიროებს ახალ ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც უნდა მოხდეს დოკუმენტაციაში ასახული ცვლილების დადასტურება, ამასთან ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ნებართვას გასცემს III სტადიით) სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას;
ბ) ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლას, რაც არ იწვევს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, საჭიროებს შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაციისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის შესაბამის ადმინისტრაციული წარმოების სტადიაზე წარდგენას ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. ნებართვის გამცემის მიერ ცვლილების დადასტურება ხდება წერილის ფორმით, რომელიც ნებართვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, და მისი ერთი ეგზემპლარი გადაეგზავნება არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს. ამ შემთხვევაში ახალი ნებართვის აღება საჭირო არ არის;
გ) შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) უმნიშვნელო ცვლილებას (თითოეული პარამეტრის 2%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 10 სმ-ისა), არ მიიჩნევა პროექტიდან გადახვევად და სანებართვო პირობების დარღვევად, თუ ეს არ ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინტერესებს, შესაბამისად არ საჭიროებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების შესრულებას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 19. მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფა
1. ნებართვის გაცემის საჯაროობა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გადაწყვეტილების მიღებისა, დამატებით უზრუნველყოფილია ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ნებართვის მაძიებელი განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ხოლო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის შემთხვევაში – შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის (რეკონსტრუქციის, დემონტაჟის) მონაცემები და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება. კერძოდ:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) (ამოღებულია);
გ) ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის სავარაუდო ვადები;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) (ამოღებულია).
3. დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პერიოდში შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე) თვალსაჩინო ადგილას ნებართვის მფლობელმა საინფორმაციო დაფაზე უნდა განათავსოს სანებართვო დოკუმენტაციის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) (ამოღებულია);
გ) ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ) (ამოღებულია).
4. საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.
5. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 20. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სანებართვო პირობების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 201. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები🔗
1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი – დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის საბუთი (მათ შორის სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითარი);
გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები;
დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, შიდა სისტემების (გათბობის, კონდიცირება-ვენტილაციის, ავტომატური ცეცხლქრობის, ელექტრო- და წყალმომარაგება-კანალიზაციის), ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს ამას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის სათანადო სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტორულ პროექტთან არსებითი ვიზუალური შეუსაბამისობა.
6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 202🔗
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ დადგენილების 201 მუხლის მოთხოვნები და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ობიექტის მესაკუთრეს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ობიექტის ქალაქთმშენებლობის ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვიზუალური დათვალიერების შემდეგ განცხადების შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ობიექტის მესაკუთრის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
თავი VI
პასუხისმგებლობა ამ აქტის დარღვევისათვის
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების დარღვევისათვის🔗
1. პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის, აგრეთვე გადაწყვეტილების სისწორისათვის განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია მშენებლობის მთელი პროცესის, მათ შორის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.
3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
თავი VII
დადგენილების მოქმედება დროში
მუხლი 22. დადგენილების მოქმედება დროში
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებულია გარკვეული პროცედურები და გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდება ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი შესაბამისი სტადიიდან, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის განხორციელებელი გარკვეული პროცედურები და გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
3. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, წარმოება სრულდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №187-სსმIII,№138,09.10.2006წ.,მუხ.1912
8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №91-სსმIII,№65,11,05.2007წ.,მუხ.726
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
ზოგადი დებულებები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი სანებართვო პირობები.
მუხლი 1. დადგენილების მიზანი და რეგულირების სფერო🔗
1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას.
2. ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. მშენებლობის, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟისათვის.
4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისტორიისა და კულტურის ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესი;
გ) რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის გადაკეთების, გამაგრების, გაბარიტების შეცვლის და აღდგენის მიზნით შესასრულებელ სამშენებლო სამუშაოთა პროცესი, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში – კონსტრუქციული ელემენტების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მისი კონფიგურაციის მნიშვნელოვან ან/და ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას;
დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა); ხაზოვანი ნაგებობებისათვის – ლოკალური (ორმული, წერტილოვანი და სხვ.) დაზიანების შეკეთება;
ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის სამშენებლო კომპლექსისათვის, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს;
ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან გარე ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები;
ზ) საკომუნიკაციო ქსელი – ხაზოვანი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ერთობლიობა (კომპლექსი, სისტემა), რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროდუქტის გატარებას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი არის საკადასტრო ერთეული – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო ან/და საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის საკომლო მეურნეობის, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების (შენობა-ნაგებობების) გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია;
ი) სანებართვო ობიექტი – სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ები) (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;
კ) შენობა-ნაგებობათა კომპლექსი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული მატერიალური ან/და არამატერიალური ტექნოლოგიური ციკლით;
ლ) მშენებარე ობიექტი – ობიექტი, რომელზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მათ საექსპლუატაციოდ გადაცემამდე, აგრეთვე დანგრეული, დამწვარი, დაზიანებული ან/და საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები;
მ) იერსახის არსებითი შეცვლა – შენობის იერსახის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც ფასადის მოპირკეთება ხდება მთლიანად ახალი მასალის, კონსტრუქციების, ნაკეთობების გამოყენებით, შენობათა ფასადებსა და სახურავებზე დგება (მონტაჟდება) ახალი არქიტექტორული ელემენტები, ახალი ტექნიკური საშუალებები, კონსტრუქციები, ნაკეთობები; აგრეთვე ხდება ღიობების ისეთი გადაკეთება, რომლის დროსაც მისი ერთ-ერთი ხაზოვანი პარამეტრი იცვლება 2%-ზე მეტად და ეს ცვლილება აღემატება 10 სმ-ს (ისეთი სამუშაოს გარდა, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუქციის სამუშაოს ნაწილს);
ნ) ფუნქციური დანიშნულების არსებითი შეცვლა – შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში განსახორციელებელი საქმიანობის სახის ან დანიშნულების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეცვლას (მაგ: იზრდება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებზე დატვირთვები, იცვლება ემისიების დადგენილი რაოდენობა და ტიპი, აგრეთვე უსაფრთხოების მახასიათებლები და სხვ.);
ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი – ამ დადგენილების მიზნებისათვის გათვალისწინებული ობიექტი, რომლის მდგრადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და რომლის მშენებლობის პროექტი ექვემდებარება სავალდებულო ექსპერტიზას და მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით;
პ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;
ჟ) ნაგებობა – გამაგრების, საყრდენი, დამცავი, გამიჯვნის, საწარმოო, ტვირთებისა და ადამიანთა გადაადგილების, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზნით აგებული მიწისზედა, მიწაზე მდებარე ან მიწისქვეშა ხაზოვანი, ორგანზომილებიანი ან სივრცითი სამშენებლო სისტემა, რომელში/ზეც ადამიანთა ყოფნა გათვალისწინებულია ხანმოკლე ვადით, აგრეთვე განპირობებულია ნაგებობის მომსახურებით ან სხვა განსაკუთრებული მიზნებით;
რ) მონტაჟი – სამშენებლო კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების დაყენება (დამაგრება-ჩამაგრება) შენობა-ნაგებობათა აგების ან/და მათი აღჭურვისა და ფუნქციონირების მიზნით;
ს) დემონტაჟი – შენობა-ნაგებობათა დაშლა (დანგრევა) ან/და კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების მოხსნა;
ტ) დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები ფუნქციონირებს მშენებლობის პროექტით განსაზღვრული ვადით, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში დროებითი ნაგებობის ფუნქციონირების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის მოქმედების ვადა განისაზღვრება მესაკუთრის მიერ;
უ) დამხმარე სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა – შინამეურნეობაში არაკომერციული (არასამეწარმეო) მიზნებით გამოყენებისა ან სხვა დამხმარე მიზნებისათვის აგებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის უშუალოდ ჩართული საწარმოო ტექნოლოგიურ ციკლში;
ფ) საზოგადოებრივი ადგილი – დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიათა ფარგლებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყალსატევების სანაპირო ზოლი და სხვა ადგილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის;
ქ) მშენებლობადამთავრებული ობიექტი – მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ობიექტი, მათ შორის შენობა-ნაგებობის ცალკეული, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული მათი ჯგუფი, რომლებზეც დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები ისე, რომ მათი ფუნქციონირება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა შენობა-ნაგებობათა კომპლექსში.
ქ) მშენებლობადამთავრებული ობიექტი – მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ობიექტი, მათ შორის შენობა-ნაგებობის ცალკეული, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული მათი ჯგუფი, რომლებზეც დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები ისე, რომ მათი ფუნქციონირება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა შენობა-ნაგებობათა კომპლექსში;
ღ) საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების კერძო საკუთრებაში გადაცემული ან მათ მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მათ კერძო საკუთრებად და რომელზეც დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების, სამეურნეო შენობა-ნაგებობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;
ყ) შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციოდ მიღება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციისათვის ვარგისიანად აღიარება, რაც მოქმედი (ძალაში მყოფი) მშენებლობის ნებართვისათვის ადგენს მის ძალადაკარგულობას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის დადგენილება №102-სსმIII,№70,18,05.2007წ.,მუხ.766
მუხლი 3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას ან რომელთა მშენებლობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი🔗
1. ნებართვას არ საჭიროებს:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100-კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების ფარგლებში მშენებლობისა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 5 მ-მდე სიმაღლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების მშენებლობა, რომელთა ფართობი არ აღემატება 60 კვ.მ-ს, სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მ-მდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების ან/და არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ;
დ) არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გარდა ისტორიის და კულტურის ძეგლებისა, ასევე ისეთი ზონებისა, სადაც ეს სამუშაოები საჭიროებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურებით რეგულირებას;
ე) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოები;
ვ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, არასაზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რის შესახებაც მიღებულია უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ისეთი წყალ-სარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, რომლებიც უერთდება მიწის ნაკვეთზე უკვე არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას, ბუნებრივ წყალშემკრებებს, ან ხდება შეკრებილი წყლის გრუნტში ბუნებრივი ინფილტრაცია;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 25 კუბ.მ-მდე მოცულობის და 2,2 მეტრამდე სიღრმის აუზების, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
კ) 2,2 მ-მდე სიმაღლის სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) 5 მ-მდე სიგრძის ერთმალიანი საქვეითო ხიდების მშენებლობა;
მ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 კუბ.მ-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნევო კოშკების მშენებლობა;
ნ) სასაფლაოებზე ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების, აგრეთვე 4 მ-მდე სიმაღლის საფლავის ნაგებობების აგება;
ო) ფორსმაჟორული ვითარებით განპირობებული ან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
პ) დემონტაჟის სამუშაოები, თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ასეთ სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე იმ ობიექტების დემონტაჟზე, რომელთა მშენებლობა ნებართვას არ საჭიროებს;
ჟ) საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, ბაღების, პარკებისა და სკვერების სავალი ბილიკებისა და ტროტუარების რემონტი და მოვლა-შენახვა.
2. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქირექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით (II სტადია) დაიშვება:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-დან 250 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;
გ) საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული მოედნებისა (მაყურებელთა ტრიბუნების და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა დამხმარე შენობების გარეშე) და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;
დ) საზოგადოებრივ ადგილებში სანახაობითი ღონისძიებების, სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა;
ე) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობა, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 18,0 კვ.მ-ს;
ვ) შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დამხმარე არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა 50 კუბ.მ-მდე მოცულობით, რომელთა ფასადი განთავსებულია ქუჩების, ავტომაგისტრალებისა და გზების, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მომიჯნავედ;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე და მის მიმდებარედ წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, თუ ეს განპირობებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წყლისაგან დაცვის საჭიროებით და უერთდება მიწის ნაკვეთს გარეთ არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზების მშენებლობა;
კ) სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების, აგრეთვე ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 2,2 მ-ს. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) გაყვანილობისა და განათებისათვის განკუთვნილი 8 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის ანძებისა და ბოძების მშენებლობა;
მ) საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული 4 მ-მდე სიმაღლის ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების მშენებლობა;
ნ) საზოგადოებრივ ადგილებში ბაღების, პარკების და სკვერების სავალი ბილიკების მოწყობა და ტროტუარების კეთილმოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთ სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას;
პ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული შენობების არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე ფასადისა და სახურავის სარემონტო მოპირკეთებით სამუშაოთა შესრულება, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებით დადგენილია ასეთი პროცედურით რეგულირება.
3. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებითა (II სტადია) და III სტადიით მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები ან/და არსებითად არ იცვლება ფუნქციური დანიშნულება;
ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 2,2 მ-ზე მეტი სიმაღლის (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების მშენებლობა;
გ) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი 18 კვ.მ-ზე მეტია;
დ) მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია). ასეთ შემთხვევაში:
დ.ა) ობიექტის მესაკუთრე სათანადო დასაბუთებით წარადგენს განცხადებას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში არსებული საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის თანდართვით, რათა აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყებისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით;
დ.ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას ფირნიში სახელმწიფო ორგანოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, აგრეთვე აქვეყნებს ინფორმაციას პრესაში;
დ.გ) დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განმცხადებელს (მესაკუთრეს) უდგენს დავალებას ობიექტის მდგომარეობის გამოსაკვლევად;
დ.დ) დავალების შესაბამისად ობიექტის მესაკუთრე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ობიექტის გამოკვლევის სამუშაოების შესრულებას და გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს;
დ.ე) ადმინისტრაციული ორგანო გამოკვლევის შედეგებს წარდგენიდან 10 დღეში, მაგრამ განცხადების მიღებიდან არანაკლებ 20 დღისა, იხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში შუამდგომლობის შეტანის თაობაზე მიღებული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით;
დ.ვ) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონით დადგენილ ვადებში.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს I და II სტადიებს ან მხოლოდ II სტადიას, II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც III სტადიაზე გამოცემულს და იგი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველია.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
6. ხაზობრივი ნაგებობისათვის, რომელიც გადის ქვეყნის რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე, I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებს ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო III სტადიისათვის, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისა, ახორციელებს თვითმმართველობის ის ორგანო, რომელსაც მიმართავს ნებართვის მაძიებელი.
7. უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებით.
8. სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, რომლებზეც გაიცემა ნებართვა, ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახური.
9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია III სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის პირობები და ვადები.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამშენებლო ობიექტის შესახებ უნდა ეცნობოს ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს, რისთვისაც განაცხადს უნდა დაერთოს ობიექტის სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსების გეგმა და არქიტექტურული პროექტი.
11. თუ ნებართვის მაძიებელს კონკრეტული ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ერთხელ მიღებული აქვს ნებართვა, შემდგომში იმავე ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადასტურდა წინა ნებართვის მიღებისას. თუ ასეთ შემთხვევაში სანებართვო პირობების დასადასტურებლად საკმარისია I და II სტადიებით დადგენილი პროცედურების ჩატარება, III სტადია აღარ იმართება.
12. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ყველა დანარჩენი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამივე სტადიით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების დაცვით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები🔗
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზების ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ.მ-ს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ და მეტი) და ელექტროქვესადგური (110 კვ და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი), ქარის ელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი), გეოთერმული ელექტროსადგური (1 მგვტ და მეტი) და მზის დანადგარი (2 მგვტ);
ვ) მეტროპოლიტენი;
ზ) 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ანძა, კოშკი და სხვა სივრცითი კონსტრუქცია;
თ) 100 000 კუბ. მ და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ი) დღე-ღამეში 10 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და 500 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი;
კ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე 700 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
მ) აეროპორტი და საზღვაო პორტი;
ნ) პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი, ბერმა და ტალღამტეხი, აგრეთვე 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი და ჯებირი;
ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები, კერძოდ:
ო.ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები;
ო.ბ) მაღალი წნევის ბუნებრივი გაზისა და თხევადი ნახშირბადიანი გაზის საკომპრესორო, გაზგამანაწილებელი და შემვსები სადგურები;
ო.გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები;
ო.დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ და გაზგადამმუშავებელი საწარმოები;
ო.ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი და მომხმარებელი საწარმოები;
ო.ვ) ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები;
ო.ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
ო.თ) ცელულოზა-ქაღალდის მწარმოებელი საწარმოები;
ო.ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები;
ო.კ) დღეღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები;
ო.ლ) ცივი და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები;
ო.მ) შავი და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები;
პ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამიზნული 10 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) 10-ზე მეტსართულიანი შენობები, აგრეთვე 20 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები;
ს) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) საჰაერო-საბაგირო გზა და ფუნიკულიორი;
უ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან სხვა საკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალები;
ფ) შახტების მიწისქვეშა ნაგებობები, კარიერები;
ქ) დახურული აკვაპარკები, საცურაო აუზები 3500 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის;
ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების საცავები, ნაგავსაყრელები და მათი გადამმუშავებელი საწარმოები;
ყ) 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან/და 3.5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმის ან კონსოლის მქონე სივრცითი კონსტრუქციის ატრაქციონი, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივ ადგილებში ან/და განკუთვნილია კომერციული გამოყენებისათვის.
2 შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსი შესაძლებელია გავრცელდეს ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო არასაცხოვრებელი დანიშნულების სპეციალიზებულ შენობა-ნაგებობებზე.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
ნებართვის გამცემი ორგანოები, ნებართვის სტადიები და ვადები
მუხლი 5. ნებართვის გამცემი ორგანოები🔗
1. ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემის, კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების I და II სტადიებთან დაკავშირებულ პროცედურებს აწარმოებენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის) ნებართვას (III სტადია) გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი სამსახურები.
3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“, „ს“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის სათანადო სამსახური.
4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას სამივე სტადიით გასცემს ამ ქალაქის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 6. ნებართვის გაცემის სტადიები და მათი ვადები🔗
1. მშენებლობის (მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით (გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება – აგდ) – 30 დღე;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება – 20 დღე;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.
2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას, გარდა ამ დადგენილებით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი გამონაკლისებისა, აწარმოებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 7. ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელება🔗
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, მოცემული სამშენებლო ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებულ გარემოებათა დასადგენად ვადების არასაკმარისობისას უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში (სამშენებლო ობიექტის გეგმარებით, კონსტრუქციულ ან/და გამოსაყენებელ ტექნოლოგიურ გადაწყვეტათა სირთულე ან უნიკალურობა, შესასწავლი და განსახილველი მასალის სიმრავლე და სხვ.) საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. თითოეული სტადიისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა ნებართვის გამცემის მიერ შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადის ნახევრით.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისათვის, ბუნების ძეგლებისათვის და დაცული ტერიტორიებისათვის ნებართვის თითოეული სტადიის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადისა.
4. მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გადაწყვეტილება ჩააბაროს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს.
5. ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომელიც ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებულ ვადაზე 5 დღით ნაკლები უნდა იყოს.
6. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს ჩააბაროს გაგრძელებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
7. ნებართვის გამცემი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტადიებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადების ნახევრის გასვლამდე.
8. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადიდან 3 დღეში ნებართვის მაძიებელს არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება.
9. თუ ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გამოირკვა, რომ განცხადებით განსაზღვრული საქმიანობა ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მომეტებული ხარისხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაზრდილი ვადა, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გაგრძელებული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 10 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული წარმოების ვადის კიდევ ერთხელ იმ ვადით გაგრძელების შესახებ, რა ვადითაც იქნა ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებული.
10. თუ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების ზემოაღნიშნული საფუძველი არსებობს და ცნობილი გახდა ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ორმაგი ოდენობით გაგრძელების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოქმედებს მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები.
12. მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე, ამ მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 8. სანებართვო პირობების დადგენა და ამ პირობების შესრულების დადასტურება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში🔗
1. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დადგენა ხდება მე-6 მუხლში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების I და II სტადიაზე, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის ასევე – III სტადიაზეც:
ა) I სტადიაზე ნებართვის გამცემის მიერ, აგრეთვე ამ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ორგანოს ადმინისტრაციული აქტის გათვალისწინებით, განისაზღვრება ის ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომელთა მიხედვითაც უნდა შედგეს საპროექტო დოკუმენტაცია, რომელსაც მაძიებელი შესათანხმებლად წარუდგენს ნებართვის გამცემ ორგანოს II სტადიაზე;
ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის მონაწილე ორგანოები და ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას ქალაქთმშენებლობით პირობებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას სათანადო ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;
გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაცია გადის სავალდებულო ექსპერტიზას. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა
მუხლი 9. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე განცხადების წარდგენა🔗
1. განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ნებართვის მაძიებელი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 4 ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. განცხადება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) თუ განცხადება მესაკუთრის წარმომადგენელს შეაქვს, წარდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი;
გ) საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
დ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების გეგმა;
ე) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სიმძლავრეს – საწარმოო შენობებისათვის, ადგილების რაოდენობას – საზოგადოებრივი შენობებისათვის, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი შენობებისათვის; აგრეთვე ობიექტის ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების საანგარიშო დატვირთვების პარამეტრებს;
ვ) თუ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების დაცვის ზონაში – შენობის ამსახველი ფოტო-მასალა და აზომვითი ნახაზი;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია).
4. ხაზობრივი ნაგებობებისათვის განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ტრასის გეგმა – სქემატური ნახაზი სხვა ხაზობრივი ნაგებობების გადაკვეთებისა ან მათი გასხვისების ზონასთან მიახლოების მითითებით;
ბ) ტოპოგრაფიული გეგმა 1:2000
გ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაციის (დანიშნულება, სიმძლავრე, მასალა, მასზე განლაგებული ობიექტების ჩამონათვალი ამ ნაგებობათა მახასიათებლები და სხვა);
დ) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომლებზეც გაივლის ნაგებობა;
ე) ინფორმაცია ისტორიულ-კულტურულ ან/და დაცულ ტერიტორიებზე ან მათ სიახლოვეს ხაზოვანი ნაგებობის გავლის შესახებ, ასევე ვიზუალური აღქმის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ამსახველი ფოტომასალა.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები უნდა მოიცავდეს:
ა) საველე-საკვლევ და წინასწარ კამერულ სამუშაოებს;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიულ და საარქივო კვლევას.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ნაკვეთი (ობიექტი) განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფარგლებში ან დაშორებულია ისტორიისა და კულტურის ძეგლიდან მისი ნაკვეთის გაბარიტების არა უმეტეს ორმაგი მანძილით, განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა დაერთოს ისტორიულ-არქიტექტურული ანალიტიკური ინფორმაცია. კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან:
ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება;
ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგეგმა არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩვენებით მ. 1:500 და 1:200;
გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები;
დ) საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ისტორიული მასალები, მათ შორის გეგმები და საპროექტო ტერიტორიის ფოტომასალა;
ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ორთოგონალური გრძივი და განივი განშლები, საპროექტო ნაკვეთის, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების მითითებით;
ვ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი;
ზ) ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს შესასრულებელი კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი, ფუნქციური, სტრუქტურული, მოცულობითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.
7. არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების განხორციელების მეთოდოლოგია განისაზღვრება ნორმატიული აქტით.
8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, როდესაც ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრეული მნიშვნელობის ობიექტი, სარეკონსტრუქციო-გამაგრებით სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ. 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა – მ 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები მ. 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალების ჩამონათვალი, სამშენებლო ფენების შერჩევა);
ზ) არქეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
ი) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ნ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
პ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ. 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ. 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ჟ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ს) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში _ კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები.
9. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებლობას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (,,არატექნიკური რეზიუმეს“ სახით).
10. განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ადგილზე განთავსების დამადასტურებელი ფოტოილუსტრაცია.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 10. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის წესი🔗
1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები და შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობა, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობის ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნაგებობების გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ამავე სტადიაზე, საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, გაიცემა ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირება, მიერთების ადგილის, ტიპის და სიმძლავრის მითითებით, ხოლო თუ არსებული ქსელის პარამეტრები არ იძლევა მიერთების შესაძლებლობას, უნდა მიეთითოს მათი განვითარების პარამეტრები.
2. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის დადგენის ან დადგენაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 27-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, ნებართვის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
5. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღეში განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.
6. ნებართვის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მართავს ზეპირ მოსმენას.
7. ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
8. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქთმშენებლობითი პირობები გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მოცემული საპროექტო ნაკვეთის (ობიექტის) მიმართ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი შეზღუდვები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 11. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები🔗
1. ამ აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ შემდეგი ადმინისტრაციული ორგანოები:
ა) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
ბ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომლებშიც განსახორციელებელი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
დ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ზონებისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
ე) იმ ენერგეტიკის ობიექტებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, მათ შორის ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტებისათვის და ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ ობიექტებისათვის, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
ვ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“, „ბ“, „ვ“, „ო“, „პ“, „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;
ზ) სანაპირო ზოლისა და სანაპირო ზონისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი;
თ) საინჟინრო კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირების მისაღებად – ქსელების ოპერატორი კომპანიები, როგორც საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების შემსრულებელი ადმინისტრაციული ორგანოები.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
3. ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისას, თუ ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა განლაგებული, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დასკვნის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი სათათბირო ორგანოს – კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №187-სსმIII,№138,09.10.2006წ.,მუხ.1912
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება
მუხლი 12. განცხადების წარდგენა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (ხაზობრივი ნაგებობებისათვის სამუშაო პროექტის) შეთანხმებაზე🔗
1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს (სამუშაო პროექტს ხაზობრივი ნაგებობებისათვის) ქალაქთმშენებლობითი პირობების საფუძველზე ამუშავებს/უკვეთავს ნებართვის მაძიებელი და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული რაოდენობით წარუდგენს ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობით პირობებსა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) (ამოღებულია);
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ხოლო მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის მხოლოდ ფასადები, განშლები, ტერიტორიის მოწყობის გეგმა, შენობათა სქემატური გეგმა და მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
გ) განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება დასაბუთებული საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობა;
დ) ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ე) (ამოღებულია);
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ზ) ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ფოტოილუსტრაცია;
თ) ტოპოაგეგმვის მასალა;
ი) (ამოღებულია).
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის (გარდა ,,ვ“ ქვეპუნქტისა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაციის შესახებ (გაბარიტები, მასალა);
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
დ) მიმდებარე ტერიტორიის განშლის ნახაზი;
ე) ასაგები შენობა-ნაგებობის პროექტი;
ვ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი;
ბ) სამუშაოთა ორგანიზების პროექტი;
გ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის დემონტაჟის თაობაზე.
6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების ან რეკონსტრუქციის თაობაზე;
ბ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ე) საპროექტო დოკუმენტაცია.
7. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყების თაობაზე;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
დ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);
ე) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ვ) არსებული საპროექტო დოკუმენტაცია;
ზ) შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგები.
8. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – ხუთ ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით;
ბ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციათა ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად);
გ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
9. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს II და III სტადიების გაერთიანებას ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში ან მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში III სტადია არ ხორციელდება, განმცხადებელი სანებართვო მოსაკრებლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს II სტადიაზე განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
10. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან, ნებართვის მაძიებელმა II სტადიაზე უნდა წარადგინოს ექსპერტიზის მონაცემები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №823 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №113, მუხლი 1552) დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც გადაეგზავნება შესათანხმებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემა არ არის დელეგირებული ორგანოსადმი, რომელშიც მიმდინარეობს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 13. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების წესი🔗
1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრული თანდართული დამატებითი დოკუმენტებით წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისობა დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქმშენებლობითი პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.
მუხლი 14. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები🔗
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაში და ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალებათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ყველა ეს ორგანო განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის დროს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების ვადა და საჯაროობა
მუხლი 15. ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენა🔗
1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შემთხვევაში დამატებით წარუდგენს სიმტკიცესთან მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კიდევ ერთ ეგზემპლარს.
2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი (თითოეული ფურცლის დამოწმებით) და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:
ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;
ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;
ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყობილობები;
ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყობილობები;
ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი/სამუშაოთა წარმოების გრაფიკი;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
ბ) (ამოღებულია).
,ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშება.
3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარდგენილი, შენობებისათვის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ნაგებობებისათვის „ა.ა“ და „ა.ბ“ პუნქტების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ასევე არასრულად არსებობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სათანადო დასაბუთება არასრული შემადგენლობით პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
4. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტზე დამკვეთი წარადგენს ამ დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ შესრულებულ საექსპერტო დასკვნას.
5. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის დადგენილება №102-სსმIII,№70,18,05.2007წ.,მუხ.766
მუხლი 16. ნებართვის გაცემის წესი🔗
1. განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ წარედგინება ნებართვის გამცემს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, ნებართვის გამცემი საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სანებართვო მოწმობა.
51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტსა და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება შენობა-ნაგებობის (ხოლო მათი კომპლექსებისათვის – თითოეული შენობა-ნაგებობისათვის ცალ-ცალკე) მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვალიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადასტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებულ იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:
ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:
ა.ა) დაკვალვა;
ა.ბ) ფუძის მოწყობა;
ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;
ა.დ) გადახურვის მოწყობა;
ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;
ა.ზ) ორსართულიან და 200 კუბ.მ მოცულობის საზოგადოებრივი შენობებისათვის – მხოლოდ დაკვალვა და ძირითადი მზიდი კონსტრუქციული სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.თ) კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება;
ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:
ბ.ა) დაკვალვა;
ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;
ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან.
გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისათვის:
გ.ა) დაკვალვა;
გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;
გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;
გ.დ) საჭირო ელექტროსაკონტაქტო ქსელის გამოცდა;
გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა.
დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:
დ.ა) დაკვალვა;
დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;
დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;
დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა.
ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:
ე.ა) დაკვალვა;
ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება.
ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):
ვ.ა) დაკვალვა;
ვ.ბ) ანძების დაყენება;
ვ.გ) სადენების მონტაჟი;
ვ.დ) ქსელის გამოცდა.
ზ) ხიდებისათვის:
ზ.ა) დაკვალვა;
ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;
ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;
ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;
ზ.ე) საფარის მოწყობა.
თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპისა).
ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:
ი.ა) დაკვალვა;
ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;
ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება.
კ) ანძისა და კოშკისათვის:
კ.ა) დაკვალვა;
კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.
52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრულება შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა სანებართვო მოწმობაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს.
52 ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შვიდი დღით ადრე შეატყობინოს სანებართვო პირობებით განსაზღვრული საზედამხედველო ეტაპის დაწყების, ასევე მიმდინარე ეტაპის დასრულების შესახებ, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ერთი შეტყობინებით.
53. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე შესაბამისი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, რასაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრულებული, დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხარვეზები და შენიშვნები. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი შედგება შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.
54. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი მოწმდება ნებართვის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირისა და მენარდის მიერ, რომელიც ძალაშია მისი ასლის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურში ჩაბარების დღიდან.
6. მშენებლობის ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის შეიძლება „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №91-სსმIII,№65,11,05.2007წ.,მუხ.726
მუხლი 17. ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობები🔗
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს – მშენებლობის ნებართვის მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი.
მუხლი 18. ნებართვის მოქმედების ვადა🔗
1. ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ამასთან მშენებლობის დაწყების ვადად შეიძლება განისაზღვროს ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან არა უმეტეს 6 თვისა, განცხადების მოთხოვნის შესაბამისად: კლიმატური, ტექნიკური თუ სხვა მიზეზით არგუმენტირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
1. ნებართვა გაიცემა მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განმცხადებლის მიერ მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშების შესაბამისად.
2. თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია ბუნებრივი, ტექნიკური ან სხვა მიზეზებით, ნებართვის მფლობელმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე. განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის წარმოების ახალი გრაფიკი, ხოლო მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში აგრეთვე მშენებლობის კონსერვაციის პროექტი. ნებართვის გამცემი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის ცვლილების შესახებ, რის შესაბამისად ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.
2. თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია ბუნებრივი, ტექნიკური ან სხვა მიზეზებით, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე. განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის ახალი გაანგარიშება, ხოლო მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში – მშენებლობის კონსერვაციის პროექტი. ნებართვის გამცემი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის ცვლილების შესახებ, რის შესაბამისადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.
3. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III სტადიით დადგენილი წესით, დარჩენილ სამუშაოებზე სამუშაოთა ორგანიზების განახლებული პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ახალი გრაფიკით.
4. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს:
ა) ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას (მაგ; იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), საჭიროებს ახალ ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც უნდა მოხდეს დოკუმენტაციაში ასახული ცვლილების დადასტურება, ამასთან ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ნებართვას გასცემს III სტადიით) სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას;
ბ) ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლას, რაც არ იწვევს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, საჭიროებს შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაციისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის შესაბამის ადმინისტრაციული წარმოების სტადიაზე წარდგენას ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. ნებართვის გამცემის მიერ ცვლილების დადასტურება ხდება წერილის ფორმით, რომელიც ნებართვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, და მისი ერთი ეგზემპლარი გადაეგზავნება არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს. ამ შემთხვევაში ახალი ნებართვის აღება საჭირო არ არის;
გ) შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) უმნიშვნელო ცვლილებას (თითოეული პარამეტრის 2%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 10 სმ-ისა), არ მიიჩნევა პროექტიდან გადახვევად და სანებართვო პირობების დარღვევად, თუ ეს არ ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინტერესებს, შესაბამისად არ საჭიროებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების შესრულებას.
გ) შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) უმნიშვნელო ცვლილებას (თითოეული პარამეტრის 2%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 10 სმ-ისა), არ მიიჩნევა პროექტიდან გადახვევად და სანებართვო პირობების დარღვევად, თუ ეს არ ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინტერესებს, შესაბამისად არ საჭიროებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების შესრულებას;
დ) თუ სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც, როგორც ცალკე აღებული ობიექტები ამ წესის შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ. მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი ნაგებობები, 2,2მ სიმაღლის ღობეები და სხვ.), ასევე საპროექტო დოკუმენტაციის ის ნაწილები, რომლებიც ცალკე აღებული არ წარმოადგენს სანებართვო ობიექტს (მაგ. შიდა დაგეგმარება, შიდა მოპირკეთება, შიდა ელექტროგაყვანილობა, შიდა ღიობები და სხვ.), მაშინ მშენებლობის პროცესში მათ მიმართ განხორციელებული ცვლილება არ ჩაითვლება სანებართვო პირობის დარღვევად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის დადგენილება №102-სსმIII,№70,18,05.2007წ.,მუხ.766
მუხლი 19. მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფა🔗
1. ნებართვის გაცემის საჯაროობა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გადაწყვეტილების მიღებისა, დამატებით უზრუნველყოფილია ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ნებართვის მაძიებელი განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ხოლო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის შემთხვევაში – შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის (რეკონსტრუქციის, დემონტაჟის) მონაცემები და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება. კერძოდ:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) (ამოღებულია);
გ) ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის სავარაუდო ვადები;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) (ამოღებულია).
3. დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პერიოდში შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე) თვალსაჩინო ადგილას ნებართვის მფლობელმა საინფორმაციო დაფაზე უნდა განათავსოს სანებართვო დოკუმენტაციის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) (ამოღებულია);
გ) ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ) (ამოღებულია).
4. საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.
5. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
მუხლი 20. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა🔗
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სანებართვო პირობების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 201. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები🔗
1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.
1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველო-ბის ორგანოს (შემდგომში – ექსპლუატაციაში მიმღები).
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი – დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი – დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის საბუთი (მათ შორის სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითარი);
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის დადასტურება (მათ შორის სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითრის სახით);
გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები;
დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, შიდა სისტემების (გათბობის, კონდიცირება-ვენტილაციის, ავტომატური ცეცხლქრობის, ელექტრო- და წყალმომარაგება-კანალიზაციის), ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.
დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს ამას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის სათანადო სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
21. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის №115 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას ნებართვის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა უნდა დაურთოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, გეოდეზიური ანაზომი და აგრეთვე შენობა-ნაგებობის სიმტკიცისა და მდგრადობის ექსპერტული გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ტარდება ნებართვის მფლობელის სახსრებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მფლობელს გააჩნია მშენებლობის პროცესში შედგენილი ფარული სამუშაოების ჟურნალები და გამოყენებული ძირითადი სამშენებლო მასალების (ცემენტი, ბეტონი, ინერტული მასალა, ლითონი, საკედლე ბლოკი, აგური) შესაბამისობის სერტიფიკატები ან/და მათი ლაბორატორიული გამოცდის შედეგები, შენობა-ნაგებობის ექსპერტული გამოკვლევის ჩატარება საჭირო არ არის.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
3. ექსპლუატაციაში მიმღებს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთანავე, ექსპლუატაციაში მიმღები არ იკვლევს იმ სამუშაოების შესრულების ხარისხს და მახასიათებლებს, რომლებიც არ წარმოადგენს სანებართვო ობიექტს, არ ახდენს გავლენას შენობა-ნაგებობის სიმტკიცესა და მდგრადობაზე და არ ყოფილა დადგენილი სანებართვო პირობებით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიმღების შეუფერხებელი შესვლა ობიექტზე.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ექსპლუატაციაში მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ა) ამ მუხლის მე-2 ან/და 21 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ა) დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიმღებისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტორულ პროექტთან არსებითი ვიზუალური შეუსაბამისობა.
ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტურულ პროექტთან არსებითი შეუსაბამობა, ანუ დარღვეულია ქალაქთმშენებლობითი პირობებით დადგენილი მოთხოვნები ან/და შენობა-ნაგებობის იერსახე არსებითად არის შეცვლილი, კერძოდ, ფასადის ელემენტების ცვლილება სცილდება დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პარამეტრებს.
6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის დადგენილება №102-სსმIII,№70,18,05.2007წ.,მუხ.766
მუხლი 202🔗
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ დადგენილების 201 მუხლის მოთხოვნები და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ობიექტის მესაკუთრეს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ობიექტის ქალაქთმშენებლობის ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვიზუალური დათვალიერების შემდეგ განცხადების შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ობიექტის მესაკუთრის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
პასუხისმგებლობა ამ აქტის დარღვევისათვის
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების დარღვევისათვის🔗
1. პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის, აგრეთვე გადაწყვეტილების სისწორისათვის განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია მშენებლობის მთელი პროცესის, მათ შორის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.
3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
დადგენილების მოქმედება დროში
მუხლი 22. დადგენილების მოქმედება დროში🔗
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებულია გარკვეული პროცედურები და გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდება ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი შესაბამისი სტადიიდან, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის განხორციელებელი გარკვეული პროცედურები და გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
3. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, წარმოება სრულდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №187-სსმIII,№138,09.10.2006წ.,მუხ.1912
8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №39-სსმIII,№25,26.02.2007წ.,მუხ.310
9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №66-სსმIII,№45,02,04.2007წ.,მუხ.512
10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №91-სსმIII,№65,11,05.2007წ.,მუხ.726
11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის დადგენილება №102-სსმIII,№70,18,05.2007წ.,მუხ.766
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, №140, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1287720-10/