მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (13)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი სანებართვო პირობები.
მუხლი 1. დადგენილების მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას.
2. ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. მშენებლობის, კერძოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟისათვის.
4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისტორიისა და კულტურის ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობების და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი;
გ) რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის გადაკეთების, გამაგრების, გაბარიტების შეცვლის და აღდგენის მიზნით შესასრულებელ სამშენებლო სამუშაოთა პროცესი, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში – კონსტრუქციული ელემენტების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მისი კონფიგურაციის მნიშვნელოვან ან/და ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას;
დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა);
ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები;
ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან ძირითად ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები;
ზ) საკომუნიკაციო ქსელი – ხაზოვანი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ერთობლიობა (კომპლექსი, სისტემა), რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროდუქტის გატარებას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში ობიექტის განთავსების შესახებ საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობის მიზნით განსაზღვრული ტერიტორია;
ი) სანებართვო ობიექტი – სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ებ)ის (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს მშენებლობ(ებ)ის (მათ შორის რეკონსტრუქცია, დემონტაჟი), რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;
კ) შენობა-ნაგებობათა კომპლექსი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული მატერიალური ან/და არამატერიალური ტექნოლოგიური ციკლით.
მუხლი 3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას ან რომელთა მშენებლობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ნებართვას არ საჭიროებს:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 60კვმ-მდე ფართობის ან/და 5მ-მდე სიმაღლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების მშენებლობა;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მ-მდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ;
დ) არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული შენობა-ნაგებობებისა, ასევე ისეთი ზონებისა, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვით მ მართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ე) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოები;
ვ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, არასაზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნიათ საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 25 კუბ.მ-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2,2 მ სიღრმის აუზების, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
კ) სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ ღობეების, მათ შორის 2,2 მ-მდე სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, საქალაქო დასახლებებებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ღობეების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) IV კატეგორიისა და გრუნტის გზებზე ასაგები 5 მ-მდე სიგრძის ერთმალიანი ხიდების მშენებლობა;
მ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 კუბ.მ-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნევო კოშკების მშენებლობა;
ნ) სასაფლაოებზე 4 მ-მდე სიმაღლის საფლავების, ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების აგება;
ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 1,2 მ-მდე სიმაღლის ტერასების აგება;
პ) ფორსმაჟორულ ვითარებაში დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
ვ) დემონტაჟის სამუშაოები, თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ასეთ სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა.
2. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქირექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით (II სტადია) დაიშვება:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-დან 250 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო, საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიმდინარე მშენებლობებისა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;
გ) საზოგადოებრივ ადგილებში და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული მოედნებისა (მაყურებელთა ტრიბუნების და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა დამხმარე შენობების გარეშე) და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
დ) საზოგადოებრვ ადგილებში სანახაობითი ღონისძიებების, სახალხო დღესასწაულებისა და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა;
ე) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობა, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 18,0 კვ.მ-ს;
ვ) შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დამხმარე არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა 50 კუბ.მ-მდე მოცულობით, რომელთა ფასადი განთავსებულია ქუჩების, ავტომაგისტრალებისა და გზების, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მომიჯნავედ;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე და მის მიმდებარედ წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, თუ ეს განპირობებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წყლისგან დაცვის საჭიროებით;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზების მშენებლობა;
კ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ღობეების, მათ შორის 2,2 მ-მდე სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, საქალაქო დასახლებებებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვით მ მართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ამგვარად რეგულირდება;
ლ) საზოგადოებრივ ადგილებში გაყვანილობისა და განათებისათვის განკუთვნილი 8 მ-დან 12 მ-მ დე სიმაღლის ანძებისა და ბოძების მშენებლობა;
მ) საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული 4 მ-მდე სიმაღლის ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების მშენებლობა;
ნ) საზოგადოებრივ ადგილებში ბაღების, პარკების და სკვერების სავალი ბილიკების მოწყობა და ტროტუარების კეთილმოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთ სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას;
პ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით დადგენილია ამგვარი რეგულირება.
3. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებითა (II სტადია) და III სტადიით მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები ან/და არსებითად არ იცვლება ფუნქციური დანიშნულება;
ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 2,2 მ-ზე მეტი სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა;
გ) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი 18 კვ.მ-ზე მეტია.
დ) მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნდათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია).
4. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ ითვალისწინებს III სტადიის განხორციელებას და შესაბამის ცალკე ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ამ შემთხვევაში II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც III სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს მხოლოდ II სტადიას და ამ სტადიაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად II სტადიაზე ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ვალდებულია გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა არ გაიცემა, მაგრამ საპროექტო დოკუმენტაციისათვის ძალაშია I, II და III სტადიებით დადგენილი მოთხოვნები.
6. ხაზობრივი ნაგებობისთვის, რომელიც გადის ქვეყნის რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე, I და II სტადიებს ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო III სტადიას ახორციელებს თვითმმართველობის ის ორგანო, რომელსაც მიმართავს ნებართვის მაძიებელი.
7. უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიით.
8. ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო. ყველა დანარჩენ სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, როლებზეც გაიცემა ნებართვა, ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახური.
9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროვებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, რის გამოც შეუძლებელია III სტადიაზე სრულად დაკომპლექტებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის სრულად დაკომპლექტებისა და ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოდგენის პირობები და ვადები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზების ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ.მ-ს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ. და მეტი) და ქვესადგური (110 კვ. და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი), ქარის ელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი), გეოთერმული ელექტროსადგური (1 მგვტ და მეტი) და მზის დანადგარი (2 მგვტ);
ვ) მეტროპოლიტენი;
ზ) 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ანძა, კოშკი და სხვა სივრცითი კონსტრუქცია;
თ) 100 000 კუბ. მ და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ი) რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და მაგისტრალური წყალსადენი;
კ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი წარმადობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
მ) აეროპორტი და საზღვაო პორტი;
ნ) 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი, ბერმა და ჯებირი, აგრეთვე პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი და ტალღმკვეთი;
ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები (სამთო, ქიმიური, მეტალურგიული, ნავთობგადამმუშავებელი, აფეთქებასაფრთხიანი), გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები (აალებადი, მჟანგავი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური, რადიოაქტიური);
პ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამიზნული 10 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) 10-ზე მეტსართულიანი შენობები, აგრეთვე 20 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები;
ს) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) საჰაერო-საბაგირო გზა და ფუნიკულიორი;
უ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან სხვა საკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალები;
ფ) შახტების მიწისქვეშა ნაგებობები, კარიერები;
ქ) დახურული აკვაპარკები, საცურაო აუზები 3500 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის;
ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერების საცავები, ნაგავსაყრელები;
ყ) 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან/და 3.5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმის ან კონსოლის მქონე სივრცითი კონსტრუქციის ატრაქციონი, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივ ადგილებში ან/და განკუთვნილია კომერციული გამოყენებისათვის.
2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსადმი შუამდგომლობის საფუძველზე ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო არასაცხოვრებელი დანიშნულების სპეციალურ შენობა-ნაგებობებზე შესაძლებელია გავრცელდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსი. აღნიშნულ შენობა-ნაგებობებზე გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვა.

თავი II
ნებართვის გამცემი ორგანოები, ნებართვის სტადიები და ვადები
მუხლი 5. ნებართვის გამცემი ორგანოები
1. ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემის, კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების I და II სტადიებთან დაკავშირებულ პროცედურებს აწარმოებენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი სამსახურები.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის (კერძოდ, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის) ნებართვას (III სტადია) გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის (მმართველობის) სათანადო სამსახური.
4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება იმ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მშენებლობის ნებართვის გაცემა სამივე სტადიით დელეგირებულია ამ ქალაქის თვითმმართველობის (მმართველობის) შესაბამის სამსახურზე.

მუხლი 6. ნებართვის გაცემის სტადიები და მათი ვადები
1. მშენებლობის (კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება – აგდ) – 30 დღე;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება – 20 დღე;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.
2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისა, აწარმოებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 7. ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელება
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. თითოეული სტადიისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა ნებართვის გამცემის მიერ შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადის ნახევრით.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისათვის, ბუნების ძეგლებისათვის და დაცული ტერიტორიებისათვის ნებართვის თითოეული სტადიის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადისა.
4. მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გადაწყვეტილება ჩააბაროს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს.
5. ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა გრძელდება გაგრძელებული ვადის 5 დღეზე ნაკლები ვადით.
6. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს ჩააბაროს გაგრძელებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
7. ნებართვის გამცემი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტადიებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადების ნახევრისა.
8. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადიდან 3 დღეში ნებართვის მაძიებელს არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება.
9. თუ ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გამოირკვა, რომ განცხადებით განსაზღვრული საქმიანობა ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მომეტებული ხარისხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაზრდილი ვადა, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გაგრძელებული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 10 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული წარმოების ვადის კიდევ ერთხელ იმ ვადით გაგრძელების შესახებ, რა ვადითაც იქნა ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებული.
10. თუ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების ზემოაღნიშნული საფუძველი არსებობს და ცნობილი გახდა ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ორმაგი ოდენობით გაგრძელების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოქმედებს მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები.
12. მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე, ამ მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
მუხლი 8. სანებართვო პირობების დადგენა და ამ პირობების შესრულების დადასტურება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
1. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დადგენა ხდება მე-6 მუხლში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების I და II სტადიაზე, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის ასევე – III სტადიაზეც:
ა) I სტადიაზე, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, განისაზღვრება ის დამატებითი პირობები, რომელთა მიხედვითაც მაძიებელმა უნდა შეადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია და შესათანხმებლად წარუდგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს;
ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემის მონაწილე ორგანოებისა და ქალაქთმშენებლობის პირობებით განსაზღვრული ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობის პირობებსა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;
გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

თავი III
ქალაქ თ მშენებლობითი პირობების დადგენა
მუხლი 9. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე განცხადების წარდგენა
1. განცხადება ს ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ნებართვის მაძიებელი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 4 ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. განცხადება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) თუ მესაკუთრის წარმომადგენელს შეაქვს განცხადება, მას უნდა დაერთოს უფლებამოსილების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი;
გ) საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით, მასშტაბით – 1:2000;
დ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
ე) საპროექტო ტერიტორიის გეგმა მასშტაბით – 1:500;
ვ) ობიექტის ტერიტორიის მოწყობის სქემა;
ზ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სიმძლავრეს – საწარმოო შენობებისათვის, ადგილების რაოდენობას – საზოგადოებრივი შენობებისათვის, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი შენობებისათვის და სხვა;
თ) თუ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი და მშენებლობა ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლების დაცვის ზონაში – შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი.
4. ხაზობრივი ნაგებობებისათვის განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ტრასის გეგმა – სქემატური ნახაზი სხვა ხაზობრივი ნაგებობების გადაკვეთებისა ან მათი გასხვისების ზონასთან მიახლოების მითითებით;
ბ) ტოპოგრაფიული გეგმა 1:2000
გ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაციის (დანიშნულება, სიმძლავრე, მასალა, მასზე განლაგებული ობიექტების ჩამონათვალი ამ ნაგებობათა მახასიათებლები და სხვა);
დ) მიწის ნაკვეთების სამართლ ე ბრივი სტატუსი, რომლებზეც გაივლის ნაგებობა,
ე) ინფორმაცია ისტორიულ-კულტურულ ან/და დაცულ ტერიტორიებზე ან მათ სიახლოვეს ხაზოვანი ნაგებობის გავლის შესახებ, ასევე ვიზუალური აღქმის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ამსახველი ფოტომასალა.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები ხორციელდება ორი მიმართულებით:
ა) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერული სამუშაოები;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ნაკვეთი (ობიექტი) განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფარგლებში ან დაშორებულია ისტორიისა და კულტურის ძეგლიდან მისი ნაკვეთის გაბარიტების არა უმეტეს ორმაგი მანძილით, განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა დაერთოს ისტორიულ-არქიტექტურული ანალიტიკური ინფორმაცია. კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან:
ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება;
ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგეგმა არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩვენებით მ. 1:500 და 1:200;
გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები;
დ) საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ისტორიული მასალები, მათ შორის გეგმები და საპროექტო ტერიტორიის ფოტომასალა;
ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ორთოგონალური გრძივი და განივი განშლები, საპროექტო ნაკვეთის, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების მითითებით;
ვ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი;
ზ) ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს შესასრულებელი კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი, ფუნქციური, სტრუქტურული, მოცულობითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.
7. არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების განხორციელების მეთოდოლოგია განისაზღვრება ნორმატიული აქტით.
8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ. 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური ანაზომი – მ. 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები მ. 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალების ჩამონათვალი, სამშენებლო ფენების შერჩევა);
ზ) არქეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
ი) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ნ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
პ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ. 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ. 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ჟ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ს) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში _ კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 10. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის წესი
1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები და შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობაზე, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობის ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნეგებობების გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარმოსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომე ლ საც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
2. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის დადგენის ან დადგენაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 27-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, ნებართვის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
5. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღეში განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.
6. ნებართვის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მართავს ზეპირ მოსმენას.
7. ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში უარის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
8. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქთმშენებლობითი პირობები გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მოცემული საპროექტო ნაკვეთის (ობიექტის) მიმართ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი შეზღუდვები.
მუხლი 11. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
ამ აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შემდეგი განსაკუთრებული რეჟიმის ტერიტორიებისათვის მონაწილეობენ კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები:
ა) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;
ბ) ბუნების ძეგლების, გარემოს დაცვითი ზონის, დაცული ტერიტორიისათვის და გარემოს დაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული I კატეგორიის ობიექტებისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
თავი IV
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება
მუხლი 12. განცხადების წარდგენა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (ხაზობრივი ნაგებობებისათვის სამუშაო პროექტის) შეთანხმებაზე
1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს, (სამუშაო პროექტს ხაზობრივი ნაგებობებისათვის) ქალაქმშენებლობითი პირობების საფუძველზე, ამუშავებს ნებართვის მაძიებელი და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენისას განსაზღვრული რაოდენობით წარუდგენს ქალაქმშენებლობითი პირობების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობით პირობებსა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ხოლო მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის მხოლოდ ფასადები, განშლები, ტერიტორიის მოწყობის გეგმა და შენობათა სქემატური გეგმა;
გ) განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება დასაბუთებული საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობა;
დ) ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ე) დაპროექტების დავალება;
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ზ) ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ფოტოილუსტრაცია;
თ) ტოპოაგეგმვის მასალა;
ი) გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი I კატეგორიის ობიექტებისათვის.
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაციის შესახებ (გაბარიტები, მასალა);
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
დ) მიმდებარე ტერიტორიის განშლა;
ე) ასაგები შენობა-ნაგებობის პროექტი.
5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი;
ბ) სამუშაოთა ორგანიზების პროექტი.
მუხლი 13. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების წესი
1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრული თანდართული დამატებითი დოკუმენტებით წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისობა დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქმშენებლობითი პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.
მუხლი 14. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობ ს:
ა) ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომ ე ლიც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მონაწილეობ ს ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაში;
ბ) ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომ ე ლსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით (განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის დროს) დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
თავი V
ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების ვადა და საჯაროობა
მუხლი 15. ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენა
1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შემთხვევაში დამატებით წარუდგენს სიმტკიცესთან მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კიდევ ერთ ეგზემპლარს.
2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:
ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;
ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;
ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყობილობები;
ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყობილობები;
ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე.
3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო „ა.გ“-„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარმოდგენილი, ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სათანადო დასაბუთება არასრული კომპლექტაციის პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
4. ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტს ნებართვის გამცემი გადასცემს ექსპერტებს/საექსპერტო ორგანიზაციებს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის“ შესაბამისად. ექსპერტიზა იმართება სულ ბევრი 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში უნდა გაიცეს საექსპერტო დასკვნა პროექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების თაობაზე.
5. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის გამო, რომელშიც ფიქსირდება შენიშვნები და პროექტის გასწორების მიზნით შესატანი ცვლილებები, ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში პროექტში შესაბამისი შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შემდეგ განმცხადებელს ნებართვის მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს იმ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების გასავლელად, რომელზეც უნდა დადასტურდეს პროექტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების სისწორე და შემდგომ, საჭიროების მიხედვით, გაიაროს მომდევნო სტადია. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაბამისად გაიცემა მშენებლობის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 16. ნებართვის გაცემის წესი
1. განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ წარედგინება ნებართვის გამცემს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, ნებართვის გამცემი საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სანებართვო მოწმობა.
51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვალიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადასტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებული იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:
ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:
ა.ა) დაკვალვა;
ა.ბ) ფუძის მოწყობა;
ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;
ა.დ) გადახურვის მოწყობა;
ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;
ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:
ბ.ა) დაკვალვა;
ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;
ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან;
გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისთვის:
გ.ა) დაკვალვა;
გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;
გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;
გ.დ) საჭირო ელექტრო-საკონტაქტო ქსელის გამოცდა;
გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა;
დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:
დ.ა) დაკვალვა;
დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;
დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;
დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა;
ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:
ე.ა) დაკვალვა;
ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):
ვ.ა) დაკვალვა;
ვ.ბ) ანძების დაყენება;
ვ.გ) სადენების მონტაჟი;
ვ.დ) ქსელის გამოცდა;
ზ) ხიდებისათვის:
ზ.ა) დაკვალვა;
ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;
ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;
ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;
ზ.ე) საფარის მოწყობა;
თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპი);
ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:
ი.ა) დაკვალვა;
ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;
ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება;
კ) ანძისა და კოშკისათვის:
კ.ა) დაკვალვა;
კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.
52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრულების შესახებ შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა საპროექტო დოკუმენტაციაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს.
53. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე შესაბამისი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, რასაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრულებული, დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხარვეზები და შენიშვნები. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი შედგება შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.
54. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი მოწმდება ნებართვის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირისა და მენარდის მიერ, რომელიც ძალაშია მისი ასლის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურში ჩაბარების დღიდან.
6. მშენებლობის ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის შეიძლება „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 17. ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობები
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს – მშენებლობის ნებართვის მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი.
მუხლი 18. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, რომელიც განისაზღვრება მშენებლობის ორგანიზების პროექტით.
2. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III ეტაპით დადგენილი წესით.
3. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, საჭიროებს ახალ ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც მოხდა ცვლილება, ამასთან, ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 19. მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფა
1. ნებართვის გაცემის საჯაროობა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გადაწყვეტილების მიღებისა, დამატებით უზრუნველყოფილია ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ნებართვის მაძიებელი განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემებში და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულებისა. კერძოდ:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) ნებართვის მაძიებლის ვინაობა;
გ) ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის სავარაუდო ვადები;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაცია.
3. დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პერიოდში შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე) თვალსაჩინო ადგილას ნებართვის მფლობელმა საინფორმაციო დაფაზე უნდა განათავსოს სანებართვო დოკუმენტაციის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის:

ბ) ნებართვის მფლობელის ვინაობა და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
გ) ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ) ნებართვის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია
4. საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.
5. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ ადგილობრივი თვით მ მართველობისა და მმართველობის ორგანოებმა.
მუხლი 20. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სანებართვო პირობების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
თავი V1
სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 201. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები
1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციებზე პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება;
გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო ნახაზები (მშენებლობის პროექტში ცვლილების შემთხვევაში);
დ) საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტორულ პროექტთან არსებითი ვიზუალური შეუსაბამისობა.
6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 202
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ დადგენილების 201 მუხლის მოთხოვნები და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ობიექტის მესაკუთრეს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ობიექტის ქალაქთმშენებლობის ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვიზუალური დათვალიერების შემდეგ განცხადების შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ობიექტის მესაკუთრის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

თავი VI
პასუხისმგებლობა ამ აქტის დარღვევისათვის
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის, აგრეთვე გადაწყვეტილების სისწორისათვის განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია მშენებლობის მთელი პროცესის, მათ შორის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.
3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
თავი VII
დადგენილების მოქმედება დროში
მუხლი 22. დადგენილების მოქმედება დროში
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებულია გარკვეული პროცედურები და გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდება ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი შესაბამისი სტადიიდან, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის განხორციელებელი გარკვეული პროცედურები და გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
3. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, წარმოება სრულდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციულ ი ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი სანებართვო პირობები.
მუხლი 1. დადგენილების მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას.
2. ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. მშენებლობის, კერძოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟისათვის.
4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისტორიისა და კულტურის ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობების და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი;
გ) რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის გადაკეთების, გამაგრების, გაბარიტების შეცვლის და აღდგენის მიზნით შესასრულებელ სამშენებლო სამუშაოთა პროცესი, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში – კონსტრუქციული ელემენტების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მისი კონფიგურაციის მნიშვნელოვან ან/და ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას;
დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა);
ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები;
ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან ძირითად ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები;
ზ) საკომუნიკაციო ქსელი – ხაზოვანი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ერთობლიობა (კომპლექსი, სისტემა), რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროდუქტის გატარებას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში ობიექტის განთავსების შესახებ საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობის მიზნით განსაზღვრული ტერიტორია;
ი) სანებართვო ობიექტი – სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ებ)ის (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს მშენებლობ(ებ)ის (მათ შორის რეკონსტრუქცია, დემონტაჟი), რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;
კ) შენობა-ნაგებობათა კომპლექსი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული მატერიალური ან/და არამატერიალური ტექნოლოგიური ციკლით.
მუხლი 3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას ან რომელთა მშენებლობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ნებართვას არ საჭიროებს:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 60კვმ-მდე ფართობის ან/და 5მ-მდე სიმაღლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების მშენებლობა;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მ-მდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ;
დ) არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული შენობა-ნაგებობებისა, ასევე ისეთი ზონებისა, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ე) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოები;
ვ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, არასაზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნიათ საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 25 კუბ.მ-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2,2 მ სიღრმის აუზების, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
კ) სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ ღობეების, მათ შორის 2,2 მ-მდე სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, საქალაქო დასახლებებებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ღობეების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) IV კატეგორიისა და გრუნტის გზებზე ასაგები 5 მ-მდე სიგრძის ერთმალიანი ხიდების მშენებლობა;
მ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 კუბ.მ-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნევო კოშკების მშენებლობა;
ნ) სასაფლაოებზე 4 მ-მდე სიმაღლის საფლავების, ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების აგება;
ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 1,2 მ-მდე სიმაღლის ტერასების აგება;
პ) ფორსმაჟორულ ვითარებაში დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
ვ) დემონტაჟის სამუშაოები, თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ასეთ სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა.
2. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქირექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით (II სტადია) დაიშვება:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-დან 250 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო, საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიმდინარე მშენებლობებისა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;
გ) საზოგადოებრივ ადგილებში და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული მოედნებისა (მაყურებელთა ტრიბუნების და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა დამხმარე შენობების გარეშე) და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
დ) საზოგადოებრვ ადგილებში სანახაობითი ღონისძიებების, სახალხო დღესასწაულებისა და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა;
ე) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობა, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 18,0 კვ.მ-ს;
ვ) შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დამხმარე არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა 50 კუბ.მ-მდე მოცულობით, რომელთა ფასადი განთავსებულია ქუჩების, ავტომაგისტრალებისა და გზების, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მომიჯნავედ;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე და მის მიმდებარედ წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, თუ ეს განპირობებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წყლისგან დაცვის საჭიროებით;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზების მშენებლობა;
კ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ღობეების, მათ შორის 2,2 მ-მდე სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, საქალაქო დასახლებებებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ამგვარად რეგულირდება;
ლ) საზოგადოებრივ ადგილებში გაყვანილობისა და განათებისათვის განკუთვნილი 8 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის ანძებისა და ბოძების მშენებლობა;
მ) საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული 4 მ-მდე სიმაღლის ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების მშენებლობა;
ნ) საზოგადოებრივ ადგილებში ბაღების, პარკების და სკვერების სავალი ბილიკების მოწყობა და ტროტუარების კეთილმოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთ სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას;
პ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით დადგენილია ამგვარი რეგულირება.
3. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებითა (II სტადია) და III სტადიით მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები ან/და არსებითად არ იცვლება ფუნქციური დანიშნულება;
ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 2,2 მ-ზე მეტი სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა;
გ) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი 18 კვ.მ-ზე მეტია.
დ) მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნდათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია).
4. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ ითვალისწინებს III სტადიის განხორციელებას და შესაბამის ცალკე ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ამ შემთხვევაში II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც III სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს მხოლოდ II სტადიას და ამ სტადიაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად II სტადიაზე ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ვალდებულია გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
5. ქვეყნის სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე წარმოებს I და II სტადიებით დადგენილი პროცედურები, III სტადიაზე საპროექტო დოკუმენტაცია გადის სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, მაგრამ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა არ გაიცემა.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა არ გაიცემა, მაგრამ საპროექტო დოკუმენტაციისათვის ძალაშია I, II და III სტადიებით დადგენილი მოთხოვნები.
6. ხაზობრივი ნაგებობისთვის, რომელიც გადის ქვეყნის რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე, I და II სტადიებს ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო III სტადიას ახორციელებს თვითმმართველობის ის ორგანო, რომელსაც მიმართავს ნებართვის მაძიებელი.
7. უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიით.
8. ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო. ყველა დანარჩენ სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, როლებზეც გაიცემა ნებართვა, ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახური.
9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროვებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, რის გამოც შეუძლებელია III სტადიაზე სრულად დაკომპლექტებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის სრულად დაკომპლექტებისა და ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოდგენის პირობები და ვადები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია:
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ.მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ. მ-ს;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზების ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ.მ-ს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გვირაბი, გზაგამტარი;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (35 კვ და მეტი) და ქვესადგური (110 კვ და მეტი);
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ. და მეტი) და ქვესადგური (110 კვ. და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი), ქარის ელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი), გეოთერმული ელექტროსადგური (1 მგვტ და მეტი) და მზის დანადგარი (2 მგვტ);
ვ) მეტროპოლიტენი;
ზ) 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ანძა, კოშკი და სხვა სივრცითი კონსტრუქცია;
თ) 100 000 კუბ. მეტრისა და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
თ) 100 000 კუბ. მ და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ი) რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და მაგისტრალური წყალსადენი;
კ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ. მეტრი და მეტი მწარმოებლურობის მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი, აგრეთვე რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები;
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი წარმადობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
მ) აეროვაგზალი, აეროპორტი, რკინიგზის ვაგზალი, საზღვაო პორტი და ვაგზალი;
მ) აეროპორტი და საზღვაო პორტი;
ნ) ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები;
ნ) 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი, ბერმა და ჯებირი, აგრეთვე პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი და ტალღმკვეთი;
ო) 10 მეტრზე მეტი სიმაღლის კაშხალი და ჯებირი, აგრეთვე პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი;
ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები (სამთო, ქიმიური, მეტალურგიული, ნავთობგადამმუშავებელი, აფეთქებასაფრთხიანი), გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები (აალებადი, მჟანგავი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური, რადიოაქტიური);
პ) სამრეწველო ობიექტები, როლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები (მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობები, სამთო-მეტალურგიული, ნავთობგადამმუშავებელი, ქიმიური) და გამოიყენება საშიში ნივთიერებები (აალებადი, მჟანგავი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური, რადიოაქტიური);
პ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამიზნული 10 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისათვის გამიზნული 10,0 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50,0 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) 10-ზე მეტსართულიანი შენობები, აგრეთვე 20 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები;
ს) საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების საზოგადოებრივი შენობები 10-ზე მეტსართულიანი, აგრეთვე 18 000 კუბ. მ-ზე მეტი მოცულობის შენობები;
ს) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) საჰაერო-საბაგირო გზა და ფუნიკულიორი;
უ) თეატრის, დახურული საკონცერტო და სპორტული, აგრეთვე სხვა ტიპის სამაყურებლო დანიშნულების 1000-ზე მეტადგილიანი შენობა-ნაგებობები;
უ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან სხვა საკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალები;
ფ) ბიბლიოთეკის, არქივისა და მუზეუმის შენობა-ნაგებობები, რომელთა საცავების და საგამოფენო-სადემონსტრაციო დარბაზების მოცულობა 6000 კუბ. მეტრზე მეტია;
ფ) შახტების მიწისქვეშა ნაგებობები, კარიერები;
ქ) 2000 და მეტ სტუდენტზე გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლის შენობა-ნაგებობები ან/და მათი კომპლექსი;
ქ) დახურული აკვაპარკები, საცურაო აუზები 3500 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის;
ღ) 300-ზე მეტადგილიანი სასტუმროს, სანატორიუმისა და სამედიცინო დაწესებულების შენობა-ნაგებობები ან/და მათი კომპლექსი.
ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერების საცავები, ნაგავსაყრელები;
ყ) 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან/და 3.5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმის ან კონსოლის მქონე სივრცითი კონსტრუქციის ატრაქციონი, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივ ადგილებში ან/და განკუთვნილია კომერციული გამოყენებისათვის.
2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსადმი შუამდგომლობის საფუძველზე ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო არასაცხოვრებელი დანიშნულების სპეციალურ შენობა-ნაგებობებზე შესაძლებელია გავრცელდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსი. აღნიშნულ შენობა-ნაგებობებზე გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
თავი II
ნებართვის გამცემი ორგანოები, ნებართვის სტადიები და ვადები
მუხლი 5. ნებართვის გამცემი ორგანოები
1. ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემის, კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების I და II სტადიებთან დაკავშირებულ პროცედურებს აწარმოებენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი სამსახურები.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის (კერძოდ, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის) ნებართვას (III სტადია) გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
3. თუ მე-4 მუხლის „ს”, „ტ”, „უ”, „ფ”, „ქ”, „ღ” ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას გასცემს ქ. თბილისის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური.
3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის (მმართველობის) სათანადო სამსახური.
4. თუ მე-4 მუხლის „ს” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი მდებარეობს ქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვას სამივე სტადიით გასცემენ ამ ქალაქის შესაბამისი სამსახურები.
4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება იმ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მშენებლობის ნებართვის გაცემა სამივე სტადიით დელეგირებულია ამ ქალაქის თვითმმართველობის (მმართველობის) შესაბამის სამსახურზე.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 6. ნებართვის გაცემის სტადიები და მათი ვადები
1. მშენებლობის (კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება – აგდ) – 30 დღე;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება – 20 დღე;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.
2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისა, აწარმოებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 7. ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელება
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. თითოეული სტადიისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა ნებართვის გამცემის მიერ შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადის ნახევრით.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისათვის, ბუნების ძეგლებისათვის და დაცული ტერიტორიებისათვის ნებართვის თითოეული სტადიის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადისა.
4. მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გადაწყვეტილება ჩააბაროს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს.
5. ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა გრძელდება გაგრძელებული ვადის 5 დღეზე ნაკლები ვადით.
6. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს ჩააბაროს გაგრძელებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
7. ნებართვის გამცემი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტადიებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადების ნახევრისა.
8. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადიდან 3 დღეში ნებართვის მაძიებელს არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება.
9. თუ ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გამოირკვა, რომ განცხადებით განსაზღვრული საქმიანობა ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მომეტებული ხარისხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაზრდილი ვადა, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გაგრძელებული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 10 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული წარმოების ვადის კიდევ ერთხელ იმ ვადით გაგრძელების შესახებ, რა ვადითაც იქნა ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებული.
10. თუ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების ზემოაღნიშნული საფუძველი არსებობს და ცნობილი გახდა ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ორმაგი ოდენობით გაგრძელების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოქმედებს მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები.
12. მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე, ამ მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
მუხლი 8. სანებართვო პირობების დადგენა და ამ პირობების შესრულების დადასტურება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
1. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დადგენა ხდება მე-6 მუხლში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების I და II სტადიაზე, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის ასევე – III სტადიაზეც:
ა) I სტადიაზე, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, განისაზღვრება ის დამატებითი პირობები, რომელთა მიხედვითაც მაძიებელმა უნდა შეადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია და შესათანხმებლად წარუდგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს;
ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემის მონაწილე ორგანოებისა და ქალაქთმშენებლობის პირობებით განსაზღვრული ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობის პირობებსა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;
გ) III სტადიაზე სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტების შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს, სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის განხორციელების მიზნით.
გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
თავი III
ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა
მუხლი 9. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე განცხადების წარდგენა
1. განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ნებართვის მაძიებელი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 4 ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. განცხადება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) თუ მესაკუთრის წარმომადგენელს შეაქვს განცხადება, მას უნდა დაერთოს უფლებამოსილების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი;
გ) საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით, მასშტაბით – 1:2000;
დ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
ე) საპროექტო ტერიტორიის გეგმა მასშტაბით – 1:500;
ვ) ობიექტის ტერიტორიის მოწყობის სქემა;
ზ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სიმძლავრეს – საწარმოო შენობებისათვის, ადგილების რაოდენობას – საზოგადოებრივი შენობებისათვის, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი შენობებისათვის და სხვა;
თ) თუ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი და მშენებლობა ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლების დაცვის ზონაში – შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი.
4. ხაზობრივი ნაგებობებისათვის განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ტრასის გეგმა – სქემატური ნახაზი სხვა ხაზობრივი ნაგებობების გადაკვეთებისა ან მათი გასხვისების ზონასთან მიახლოების მითითებით;
ბ) ტოპოგრაფიული გეგმა 1:2000
გ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაციის (დანიშნულება, სიმძლავრე, მასალა, მასზე განლაგებული ობიექტების ჩამონათვალი ამ ნაგებობათა მახასიათებლები და სხვა);
დ) მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსი, რომლებზეც გაივლის ნაგებობა,
ე) ინფორმაცია ისტორიულ-კულტურულ ან/და დაცულ ტერიტორიებზე ან მათ სიახლოვეს ხაზოვანი ნაგებობის გავლის შესახებ, ასევე ვიზუალური აღქმის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ამსახველი ფოტომასალა.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „გ”, „ე”, „თ”, „ი”, „კ”, „მ”, „ო”, „ჟ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს, ქალაქთმშენებლობითი ობიექტების გაცემის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების თაობაზე; კვლევითი სამუშაოები ხორციელდება ორი მიმართულებით:
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები ხორციელდება ორი მიმართულებით:
ა) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერალური სამუშაოები;
ა) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერული სამუშაოები;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ნაკვეთი (ობიექტი) განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფარგლებში ან დაშორებულია ისტორიისა და კულტურის ძეგლიდან მისი ნაკვეთის გაბარიტების არა უმეტეს ორმაგი მანძილით, განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა დაერთოს ისტორიულ-არქიტექტურული ანალიტიკური ინფორმაცია. კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან:
ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება;
ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგეგმა არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩვენებით მ. 1:500 და 1:200;
გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები;
დ) საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ისტორიული მასალები, მათ შორის გეგმები და საპროექტო ტერიტორიის ფოტომასალა;
ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ორთოგონალური გრძივი და განივი განშლები, საპროექტო ნაკვეთის, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების მითითებით;
ვ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი;
ზ) ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს შესასრულებელი კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი, ფუნქციური, სტრუქტურული, მოცულობითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.
7. არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების განხორციელების მეთოდოლოგია განისაზღვრება ნორმატიული აქტით.
8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ. 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური ანაზომი – მ. 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები მ. 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალების ჩამონათვალი, სამშენებლო ფენების შერჩევა);
ზ) არქეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
ი) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ნ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
პ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ. 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ. 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ჟ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ს) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში _ კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 10. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის წესი
1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები და შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობაზე, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობის ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნეგებობების გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარმოსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
2. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის დადგენის ან დადგენაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 27-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, ნებართვის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
5. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღეში განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.
6. ნებართვის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მართავს ზეპირ მოსმენას.
7. ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში უარის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
8. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქთმშენებლობითი პირობები გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მოცემული საპროექტო ნაკვეთის (ობიექტის) მიმართ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი შეზღუდვები.
მუხლი 11. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
ამ აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შემდეგი განსაკუთრებული რეჟიმის ტერიტორიებისათვის მონაწილეობენ კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები:
ა) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;
ბ) ბუნების ძეგლების, გარემოს დაცვითი ზონის, დაცული ტერიტორიისათვის და გარემოს დაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული I კატეგორიის ობიექტებისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
თავი IV
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება
მუხლი 12. განცხადების წარდგენა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (ხაზობრივი ნაგებობებისათვის სამუშაო პროექტის) შეთანხმებაზე
1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს, (სამუშაო პროექტს ხაზობრივი ნაგებობებისათვის) ქალაქმშენებლობითი პირობების საფუძველზე, ამუშავებს ნებართვის მაძიებელი და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენისას განსაზღვრული რაოდენობით წარუდგენს ქალაქმშენებლობითი პირობების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობით პირობებსა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ხოლო მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის მხოლოდ ფასადები, განშლები, ტერიტორიის მოწყობის გეგმა და შენობათა სქემატური გეგმა;
გ) განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება დასაბუთებული საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობა;
დ) ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ე) დაპროექტების დავალება;
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ზ) ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ფოტოილუსტრაცია;
თ) ტოპოაგეგმვის მასალა;
ი) გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი I კატეგორიის ობიექტებისათვის.
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაციის შესახებ (გაბარიტები, მასალა);
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
დ) მიმდებარე ტერიტორიის განშლა;
ე) ასაგები შენობა-ნაგებობის პროექტი.
5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი;
ბ) სამუშაოთა ორგანიზების პროექტი.
მუხლი 13. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების წესი
1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრული თანდართული დამატებითი დოკუმენტებით წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისობა დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქმშენებლობითი პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.
მუხლი 14. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს:
ა) ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მონაწილეობს ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაში;
ბ) ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით (განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის დროს) დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
თავი V
ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების ვადა და საჯაროობა
მუხლი 15. ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენა
1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის – ოთხ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შემთხვევაში დამატებით წარუდგენს სიმტკიცესთან მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კიდევ ერთ ეგზემპლარს.
2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:
ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;
ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;
ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყობილობები;
ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყობილობები;
ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე.
3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო „ა.გ“-„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარმოდგენილი, ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სათანადო დასაბუთება არასრული კომპლექტაციის პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტებს ნებართვის მაძიებლის მიერ ექსპერტიზის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ საბუთთან ერთად სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისათვის გზავნის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო. ექსპერტიზა იმართება არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში უნდა გაიცეს საექსპერტო დასკვნა პროექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების თაობაზე. თუ ექსპერტიზისათვის დადგენილ ვადაში არ გამოიცა აქტი პროექტის შეფასების შესახებ, პროექტი ითვლება დადებითად შეფასებულად.
4. ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტს ნებართვის გამცემი გადასცემს ექსპერტებს/საექსპერტო ორგანიზაციებს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის“ შესაბამისად. ექსპერტიზა იმართება სულ ბევრი 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში უნდა გაიცეს საექსპერტო დასკვნა პროექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების თაობაზე.
5. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის გამო, რომელშიც აღინიშნება შენიშვნები და პროექტის გასწორების მიზნით შესატანი ცვლილებები, ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ განმცხადებელს შეუძლია მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს იმ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების განმეორებით ჩასატარებლად, რომელზეც უნდა დადასტურდეს პროექტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების სისწორე და შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, გაიაროს მომდევნო სტადია. სანებართვო მოსაკრებელი განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ხელმეორედ.
5. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის გამო, რომელშიც ფიქსირდება შენიშვნები და პროექტის გასწორების მიზნით შესატანი ცვლილებები, ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში პროექტში შესაბამისი შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შემდეგ განმცხადებელს ნებართვის მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს იმ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების გასავლელად, რომელზეც უნდა დადასტურდეს პროექტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების სისწორე და შემდგომ, საჭიროების მიხედვით, გაიაროს მომდევნო სტადია. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაბამისად გაიცემა მშენებლობის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 16. ნებართვის გაცემის წესი
1. განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ წარედგინება ნებართვის გამცემს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, ნებართვის გამცემი საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სანებართვო მოწმობა.
51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვალიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადასტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებული იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:
ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:
ა.ა) დაკვალვა;
ა.ბ) ფუძის მოწყობა;
ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;
ა.დ) გადახურვის მოწყობა;
ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;
ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:
ბ.ა) დაკვალვა;
ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;
ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან;
გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისთვის:
გ.ა) დაკვალვა;
გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;
გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;
გ.დ) საჭირო ელექტრო-საკონტაქტო ქსელის გამოცდა;
გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა;
დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:
დ.ა) დაკვალვა;
დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;
დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;
დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა;
ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:
ე.ა) დაკვალვა;
ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):
ვ.ა) დაკვალვა;
ვ.ბ) ანძების დაყენება;
ვ.გ) სადენების მონტაჟი;
ვ.დ) ქსელის გამოცდა;
ზ) ხიდებისათვის:
ზ.ა) დაკვალვა;
ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;
ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;
ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;
ზ.ე) საფარის მოწყობა;
თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპი);
ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:
ი.ა) დაკვალვა;
ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;
ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება;
კ) ანძისა და კოშკისათვის:
კ.ა) დაკვალვა;
კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.
52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრულების შესახებ შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა საპროექტო დოკუმენტაციაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს.
53. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე შესაბამისი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, რასაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრულებული, დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხარვეზები და შენიშვნები. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი შედგება შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.
54. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი მოწმდება ნებართვის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირისა და მენარდის მიერ, რომელიც ძალაშია მისი ასლის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურში ჩაბარების დღიდან.
6. მშენებლობის ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის შეიძლება „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 17. ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობები
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს – მშენებლობის ნებართვის მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი.
მუხლი 18. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, რომელიც განისაზღვრება მშენებლობის ორგანიზების პროექტით.
2. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III ეტაპით დადგენილი წესით.
3. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, საჭიროებს ახალ ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც მოხდა ცვლილება, ამასთან, ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 19. მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფა
1. ნებართვის გაცემის საჯაროობა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გადაწყვეტილების მიღებისა, დამატებით უზრუნველყოფილია ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ნებართვის მაძიებელი განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემებში და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულებისა. კერძოდ:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) ნებართვის მაძიებლის ვინაობა;
გ) ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის სავარაუდო ვადები;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაცია.
3. დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პერიოდში შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე) თვალსაჩინო ადგილას ნებართვის მფლობელმა საინფორმაციო დაფაზე უნდა განათავსოს სანებართვო დოკუმენტაციის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) ნებართვის მფლობელის ვინაობა და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
გ) ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ) ნებართვის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია
4. საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.
5. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა.
მუხლი 20. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სანებართვო პირობების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 201. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები🔗
1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციებზე პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება;
გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო ნახაზები (მშენებლობის პროექტში ცვლილების შემთხვევაში);
დ) საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტორულ პროექტთან არსებითი ვიზუალური შეუსაბამისობა.
6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 202🔗
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ დადგენილების 201 მუხლის მოთხოვნები და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ობიექტის მესაკუთრეს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ობიექტის ქალაქთმშენებლობის ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვიზუალური დათვალიერების შემდეგ განცხადების შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ობიექტის მესაკუთრის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
თავი VI
პასუხისმგებლობა ამ აქტის დარღვევისათვის
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების დარღვევისათვის🔗
1. პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის, აგრეთვე გადაწყვეტილების სისწორისათვის განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია მშენებლობის მთელი პროცესის, მათ შორის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.
3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
თავი VII
დადგენილების მოქმედება დროში
მუხლი 22. დადგენილების მოქმედება დროში
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებულია გარკვეული პროცედურები და გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდება ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი შესაბამისი სტადიიდან, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის განხორციელებელი გარკვეული პროცედურები და გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
3. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, წარმოება სრულდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
ზოგადი დებულებები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი სანებართვო პირობები.
მუხლი 1. დადგენილების მიზანი და რეგულირების სფერო🔗
1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას.
2. ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. მშენებლობის, კერძოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟისათვის.
4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისტორიისა და კულტურის ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობების და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი;
გ) რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის გადაკეთების, გამაგრების, გაბარიტების შეცვლის და აღდგენის მიზნით შესასრულებელ სამშენებლო სამუშაოთა პროცესი, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში – კონსტრუქციული ელემენტების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მისი კონფიგურაციის მნიშვნელოვან ან/და ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას;
დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა);
ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები;
ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან ძირითად ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები;
ზ) საკომუნიკაციო ქსელი – ხაზოვანი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ერთობლიობა (კომპლექსი, სისტემა), რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროდუქტის გატარებას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში ობიექტის განთავსების შესახებ საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობის მიზნით განსაზღვრული ტერიტორია;
ი) სანებართვო ობიექტი – სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ებ)ის (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს მშენებლობ(ებ)ის (მათ შორის რეკონსტრუქცია, დემონტაჟი), რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;
კ) შენობა-ნაგებობათა კომპლექსი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული მატერიალური ან/და არამატერიალური ტექნოლოგიური ციკლით.
მუხლი 3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას ან რომელთა მშენებლობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი🔗
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ნებართვას არ საჭიროებს:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 60კვმ-მდე ფართობის ან/და 5მ-მდე სიმაღლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების მშენებლობა;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მ-მდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ;
დ) არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული შენობა-ნაგებობებისა, ასევე ისეთი ზონებისა, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ე) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოები;
ვ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, არასაზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნიათ საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 25 კუბ.მ-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2,2 მ სიღრმის აუზების, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
კ) სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ ღობეების, მათ შორის 2,2 მ-მდე სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, საქალაქო დასახლებებებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ღობეების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;
ლ) IV კატეგორიისა და გრუნტის გზებზე ასაგები 5 მ-მდე სიგრძის ერთმალიანი ხიდების მშენებლობა;
მ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 კუბ.მ-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნევო კოშკების მშენებლობა;
ნ) სასაფლაოებზე 4 მ-მდე სიმაღლის საფლავების, ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების აგება;
ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 1,2 მ-მდე სიმაღლის ტერასების აგება;
პ) ფორსმაჟორულ ვითარებაში დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
ვ) დემონტაჟის სამუშაოები, თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ასეთ სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა.
2. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქირექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით (II სტადია) დაიშვება:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-დან 250 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო, საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიმდინარე მშენებლობებისა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და საქალაქო და სადაბო დასახლებათა ტერიტორიებზე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;
გ) საზოგადოებრივ ადგილებში და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული მოედნებისა (მაყურებელთა ტრიბუნების და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა დამხმარე შენობების გარეშე) და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
დ) საზოგადოებრვ ადგილებში სანახაობითი ღონისძიებების, სახალხო დღესასწაულებისა და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა;
ე) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობა, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 18,0 კვ.მ-ს;
ვ) შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დამხმარე არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა 50 კუბ.მ-მდე მოცულობით, რომელთა ფასადი განთავსებულია ქუჩების, ავტომაგისტრალებისა და გზების, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მომიჯნავედ;
თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე და მის მიმდებარედ წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, თუ ეს განპირობებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წყლისგან დაცვის საჭიროებით;
ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-მდე მოცულობის არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზების მშენებლობა;
კ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ღობეების, მათ შორის 2,2 მ-მდე სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, საქალაქო დასახლებებებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ამგვარად რეგულირდება;
ლ) საზოგადოებრივ ადგილებში გაყვანილობისა და განათებისათვის განკუთვნილი 8 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის ანძებისა და ბოძების მშენებლობა;
მ) საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული 4 მ-მდე სიმაღლის ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების მშენებლობა;
ნ) საზოგადოებრივ ადგილებში ბაღების, პარკების და სკვერების სავალი ბილიკების მოწყობა და ტროტუარების კეთილმოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთ სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას;
პ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით დადგენილია ამგვარი რეგულირება.
3. გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებითა (II სტადია) და III სტადიით მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები ან/და არსებითად არ იცვლება ფუნქციური დანიშნულება;
ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 2,2 მ-ზე მეტი სიმაღლის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების მშენებლობა;
გ) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი 18 კვ.მ-ზე მეტია.
დ) მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნდათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია).
4. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ ითვალისწინებს III სტადიის განხორციელებას და შესაბამის ცალკე ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ამ შემთხვევაში II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც III სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს მხოლოდ II სტადიას და ამ სტადიაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად II სტადიაზე ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ვალდებულია გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა არ გაიცემა, მაგრამ საპროექტო დოკუმენტაციისათვის ძალაშია I, II და III სტადიებით დადგენილი მოთხოვნები.
6. ხაზობრივი ნაგებობისთვის, რომელიც გადის ქვეყნის რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე, I და II სტადიებს ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო III სტადიას ახორციელებს თვითმმართველობის ის ორგანო, რომელსაც მიმართავს ნებართვის მაძიებელი.
7. უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიით.
8. ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო. ყველა დანარჩენ სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, როლებზეც გაიცემა ნებართვა, ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახური.
9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროვებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, რის გამოც შეუძლებელია III სტადიაზე სრულად დაკომპლექტებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის სრულად დაკომპლექტებისა და ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოდგენის პირობები და ვადები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები🔗
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზების ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ.მ-ს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ. და მეტი) და ქვესადგური (110 კვ. და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი), ქარის ელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი), გეოთერმული ელექტროსადგური (1 მგვტ და მეტი) და მზის დანადგარი (2 მგვტ);
ვ) მეტროპოლიტენი;
ზ) 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ანძა, კოშკი და სხვა სივრცითი კონსტრუქცია;
თ) 100 000 კუბ. მ და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ი) რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და მაგისტრალური წყალსადენი;
კ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი წარმადობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
მ) აეროპორტი და საზღვაო პორტი;
ნ) 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი, ბერმა და ჯებირი, აგრეთვე პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი და ტალღმკვეთი;
ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები (სამთო, ქიმიური, მეტალურგიული, ნავთობგადამმუშავებელი, აფეთქებასაფრთხიანი), გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები (აალებადი, მჟანგავი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური, რადიოაქტიური);
პ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამიზნული 10 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) 10-ზე მეტსართულიანი შენობები, აგრეთვე 20 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები;
ს) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) საჰაერო-საბაგირო გზა და ფუნიკულიორი;
უ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან სხვა საკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალები;
ფ) შახტების მიწისქვეშა ნაგებობები, კარიერები;
ქ) დახურული აკვაპარკები, საცურაო აუზები 3500 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის;
ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერების საცავები, ნაგავსაყრელები;
ყ) 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან/და 3.5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმის ან კონსოლის მქონე სივრცითი კონსტრუქციის ატრაქციონი, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივ ადგილებში ან/და განკუთვნილია კომერციული გამოყენებისათვის.
2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსადმი შუამდგომლობის საფუძველზე ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო არასაცხოვრებელი დანიშნულების სპეციალურ შენობა-ნაგებობებზე შესაძლებელია გავრცელდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსი. აღნიშნულ შენობა-ნაგებობებზე გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
ნებართვის გამცემი ორგანოები, ნებართვის სტადიები და ვადები
მუხლი 5. ნებართვის გამცემი ორგანოები🔗
1. ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემის, კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების I და II სტადიებთან დაკავშირებულ პროცედურებს აწარმოებენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი სამსახურები.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის (კერძოდ, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის) ნებართვას (III სტადია) გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის (მმართველობის) სათანადო სამსახური.
4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება იმ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მშენებლობის ნებართვის გაცემა სამივე სტადიით დელეგირებულია ამ ქალაქის თვითმმართველობის (მმართველობის) შესაბამის სამსახურზე.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 6. ნებართვის გაცემის სტადიები და მათი ვადები🔗
1. მშენებლობის (კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება – აგდ) – 30 დღე;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება – 20 დღე;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.
2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისა, აწარმოებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს:
ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 7. ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელება🔗
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. თითოეული სტადიისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა ნებართვის გამცემის მიერ შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადის ნახევრით.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისათვის, ბუნების ძეგლებისათვის და დაცული ტერიტორიებისათვის ნებართვის თითოეული სტადიის ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადისა.
4. მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გადაწყვეტილება ჩააბაროს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს.
5. ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა გრძელდება გაგრძელებული ვადის 5 დღეზე ნაკლები ვადით.
6. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს ჩააბაროს გაგრძელებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
7. ნებართვის გამცემი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტადიებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადების ნახევრისა.
8. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადიდან 3 დღეში ნებართვის მაძიებელს არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება.
9. თუ ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გამოირკვა, რომ განცხადებით განსაზღვრული საქმიანობა ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მომეტებული ხარისხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაზრდილი ვადა, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გაგრძელებული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 10 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული წარმოების ვადის კიდევ ერთხელ იმ ვადით გაგრძელების შესახებ, რა ვადითაც იქნა ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებული.
10. თუ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების ზემოაღნიშნული საფუძველი არსებობს და ცნობილი გახდა ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ორმაგი ოდენობით გაგრძელების შესახებ.
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოქმედებს მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები.
12. მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე, ამ მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
მუხლი 8. სანებართვო პირობების დადგენა და ამ პირობების შესრულების დადასტურება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში🔗
1. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დადგენა ხდება მე-6 მუხლში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების I და II სტადიაზე, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის ასევე – III სტადიაზეც:
ა) I სტადიაზე, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, განისაზღვრება ის დამატებითი პირობები, რომელთა მიხედვითაც მაძიებელმა უნდა შეადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია და შესათანხმებლად წარუდგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს;
ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემის მონაწილე ორგანოებისა და ქალაქთმშენებლობის პირობებით განსაზღვრული ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობის პირობებსა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;
გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა
მუხლი 9. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე განცხადების წარდგენა🔗
1. განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ნებართვის მაძიებელი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 4 ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. განცხადება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) თუ მესაკუთრის წარმომადგენელს შეაქვს განცხადება, მას უნდა დაერთოს უფლებამოსილების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი;
გ) საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით, მასშტაბით – 1:2000;
დ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
ე) საპროექტო ტერიტორიის გეგმა მასშტაბით – 1:500;
ვ) ობიექტის ტერიტორიის მოწყობის სქემა;
ზ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სიმძლავრეს – საწარმოო შენობებისათვის, ადგილების რაოდენობას – საზოგადოებრივი შენობებისათვის, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი შენობებისათვის და სხვა;
თ) თუ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი და მშენებლობა ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლების დაცვის ზონაში – შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი.
4. ხაზობრივი ნაგებობებისათვის განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ტრასის გეგმა – სქემატური ნახაზი სხვა ხაზობრივი ნაგებობების გადაკვეთებისა ან მათი გასხვისების ზონასთან მიახლოების მითითებით;
ბ) ტოპოგრაფიული გეგმა 1:2000
გ) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაციის (დანიშნულება, სიმძლავრე, მასალა, მასზე განლაგებული ობიექტების ჩამონათვალი ამ ნაგებობათა მახასიათებლები და სხვა);
დ) მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსი, რომლებზეც გაივლის ნაგებობა,ე) ინფორმაცია ისტორიულ-კულტურულ ან/და დაცულ ტერიტორიებზე ან მათ სიახლოვეს ხაზოვანი ნაგებობის გავლის შესახებ, ასევე ვიზუალური აღქმის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ამსახველი ფოტომასალა.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები ხორციელდება ორი მიმართულებით:
ა) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერული სამუშაოები;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ნაკვეთი (ობიექტი) განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფარგლებში ან დაშორებულია ისტორიისა და კულტურის ძეგლიდან მისი ნაკვეთის გაბარიტების არა უმეტეს ორმაგი მანძილით, განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა დაერთოს ისტორიულ-არქიტექტურული ანალიტიკური ინფორმაცია. კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან:
ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება;
ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგეგმა არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩვენებით მ. 1:500 და 1:200;
გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები;
დ) საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ისტორიული მასალები, მათ შორის გეგმები და საპროექტო ტერიტორიის ფოტომასალა;
ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ორთოგონალური გრძივი და განივი განშლები, საპროექტო ნაკვეთის, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების მითითებით;
ვ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი;
ზ) ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს შესასრულებელი კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი, ფუნქციური, სტრუქტურული, მოცულობითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.
7. არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების განხორციელების მეთოდოლოგია განისაზღვრება ნორმატიული აქტით.
8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ. 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური ანაზომი – მ. 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები მ. 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალების ჩამონათვალი, სამშენებლო ფენების შერჩევა);
ზ) არქეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
ი) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ნ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
პ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ. 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ. 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ჟ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ს) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში _ კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 10. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის წესი🔗
1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები და შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობაზე, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობის ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნეგებობების გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარმოსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
2. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის დადგენის ან დადგენაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 27-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, ნებართვის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
5. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღეში განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.
6. ნებართვის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მართავს ზეპირ მოსმენას.
7. ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში უარის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
8. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქთმშენებლობითი პირობები გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მოცემული საპროექტო ნაკვეთის (ობიექტის) მიმართ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი შეზღუდვები.
მუხლი 11. ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები🔗
ამ აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შემდეგი განსაკუთრებული რეჟიმის ტერიტორიებისათვის მონაწილეობენ კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები:
ა) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;
ბ) ბუნების ძეგლების, გარემოს დაცვითი ზონის, დაცული ტერიტორიისათვის და გარემოს დაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული I კატეგორიის ობიექტებისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.
3. ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისას, თუ ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა განლაგებული, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დასკვნის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი სათათბირო ორგანოს – კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება
მუხლი 12. განცხადების წარდგენა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (ხაზობრივი ნაგებობებისათვის სამუშაო პროექტის) შეთანხმებაზე🔗
1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს, (სამუშაო პროექტს ხაზობრივი ნაგებობებისათვის) ქალაქმშენებლობითი პირობების საფუძველზე, ამუშავებს ნებართვის მაძიებელი და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენისას განსაზღვრული რაოდენობით წარუდგენს ქალაქმშენებლობითი პირობების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობით პირობებსა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ხოლო მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის მხოლოდ ფასადები, განშლები, ტერიტორიის მოწყობის გეგმა და შენობათა სქემატური გეგმა;
გ) განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება დასაბუთებული საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობა;
დ) ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
ე) დაპროექტების დავალება;
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ზ) ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ფოტოილუსტრაცია;
თ) ტოპოაგეგმვის მასალა;
ი) გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი I კატეგორიის ობიექტებისათვის.
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;
ბ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაციის შესახებ (გაბარიტები, მასალა);
გ) ტოპოგრაფიული საფუძველი;
დ) მიმდებარე ტერიტორიის განშლა;
ე) ასაგები შენობა-ნაგებობის პროექტი.
5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) შენობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი ნახაზი;
ბ) სამუშაოთა ორგანიზების პროექტი.
მუხლი 13. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების წესი🔗
1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრული თანდართული დამატებითი დოკუმენტებით წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისობა დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქმშენებლობითი პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.
მუხლი 14. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები🔗
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს:
ა) ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მონაწილეობს ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაში;
ბ) ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით (განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის დროს) დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების ვადა და საჯაროობა
მუხლი 15. ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენა🔗
1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შემთხვევაში დამატებით წარუდგენს სიმტკიცესთან მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კიდევ ერთ ეგზემპლარს.
2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:
ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;
ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;
ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყობილობები;
ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყობილობები;
ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე.
3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო „ა.გ“-„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარმოდგენილი, ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სათანადო დასაბუთება არასრული კომპლექტაციის პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
4. ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტს ნებართვის გამცემი გადასცემს ექსპერტებს/საექსპერტო ორგანიზაციებს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის“ შესაბამისად. ექსპერტიზა იმართება სულ ბევრი 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში უნდა გაიცეს საექსპერტო დასკვნა პროექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების თაობაზე.
5. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის გამო, რომელშიც ფიქსირდება შენიშვნები და პროექტის გასწორების მიზნით შესატანი ცვლილებები, ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში პროექტში შესაბამისი შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შემდეგ განმცხადებელს ნებართვის მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს იმ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების გასავლელად, რომელზეც უნდა დადასტურდეს პროექტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების სისწორე და შემდგომ, საჭიროების მიხედვით, გაიაროს მომდევნო სტადია. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაბამისად გაიცემა მშენებლობის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
მუხლი 16. ნებართვის გაცემის წესი🔗
1. განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ წარედგინება ნებართვის გამცემს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, ნებართვის გამცემი საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სანებართვო მოწმობა.
51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვალიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადასტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებული იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:
ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:
ა.ა) დაკვალვა;
ა.ბ) ფუძის მოწყობა;
ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;
ა.დ) გადახურვის მოწყობა;
ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;
ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:
ბ.ა) დაკვალვა;
ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;
ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან;
გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისთვის:
გ.ა) დაკვალვა;
გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;
გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;
გ.დ) საჭირო ელექტრო-საკონტაქტო ქსელის გამოცდა;
გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა;
დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:
დ.ა) დაკვალვა;
დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;
დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;
დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა;
ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:
ე.ა) დაკვალვა;
ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):
ვ.ა) დაკვალვა;
ვ.ბ) ანძების დაყენება;
ვ.გ) სადენების მონტაჟი;
ვ.დ) ქსელის გამოცდა;
ზ) ხიდებისათვის:
ზ.ა) დაკვალვა;
ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;
ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;
ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;
ზ.ე) საფარის მოწყობა;
თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპი);
ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:
ი.ა) დაკვალვა;
ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;
ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება;
კ) ანძისა და კოშკისათვის:
კ.ა) დაკვალვა;
კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.
52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრულების შესახებ შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა საპროექტო დოკუმენტაციაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს.
53. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე შესაბამისი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, რასაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრულებული, დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხარვეზები და შენიშვნები. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი შედგება შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.
54. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი მოწმდება ნებართვის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირისა და მენარდის მიერ, რომელიც ძალაშია მისი ასლის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურში ჩაბარების დღიდან.
6. მშენებლობის ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის შეიძლება „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 17. ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობები🔗
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს – მშენებლობის ნებართვის მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი.
მუხლი 18. ნებართვის მოქმედების ვადა🔗
1. ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, რომელიც განისაზღვრება მშენებლობის ორგანიზების პროექტით.
2. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III ეტაპით დადგენილი წესით.
3. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, საჭიროებს ახალ ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც მოხდა ცვლილება, ამასთან, ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 19. მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფა🔗
1. ნებართვის გაცემის საჯაროობა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გადაწყვეტილების მიღებისა, დამატებით უზრუნველყოფილია ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ნებართვის მაძიებელი განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემებში და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულებისა. კერძოდ:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) ნებართვის მაძიებლის ვინაობა;
გ) ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის სავარაუდო ვადები;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაცია.
3. დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პერიოდში შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე) თვალსაჩინო ადგილას ნებართვის მფლობელმა საინფორმაციო დაფაზე უნდა განათავსოს სანებართვო დოკუმენტაციის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის:
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ბ) ნებართვის მფლობელის ვინაობა და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
გ) ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
დ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
ე) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;
ვ) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ) ნებართვის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია
4. საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.
5. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა.
მუხლი 20. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა🔗
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სანებართვო პირობების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 201. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები🔗
1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები;
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციებზე პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება;
გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო ნახაზები (მშენებლობის პროექტში ცვლილების შემთხვევაში);
დ) საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტორულ პროექტთან არსებითი ვიზუალური შეუსაბამისობა.
6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
მუხლი 202🔗
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ დადგენილების 201 მუხლის მოთხოვნები და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ობიექტის მესაკუთრეს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ობიექტის ქალაქთმშენებლობის ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვიზუალური დათვალიერების შემდეგ განცხადების შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ობიექტის მესაკუთრის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
პასუხისმგებლობა ამ აქტის დარღვევისათვის
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების დარღვევისათვის🔗
1. პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის, აგრეთვე გადაწყვეტილების სისწორისათვის განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია მშენებლობის მთელი პროცესის, მათ შორის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.
3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
დადგენილების მოქმედება დროში
მუხლი 22. დადგენილების მოქმედება დროში🔗
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებულია გარკვეული პროცედურები და გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდება ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი შესაბამისი სტადიიდან, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის განხორციელებელი გარკვეული პროცედურები და გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
3. თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, წარმოება სრულდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №151-სსმIII,№104,02.09.2005წ.,მუხ.1158
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1დეკემბრის დადგენილება №214-სსმIII,№141,03.12.2005წ.,მუხ.1552
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 იანვრის დადგენილება №16-სსმIII,№9,24.01.2006წ.,მუხ.87
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება №115-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1104
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №160-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1601
6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1608
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, №140, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1287720-5/