საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2011 ბოლო ცვლილება 17.12.2025
ნომერი
№1-1/585
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110414011, 14/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/585

+

2011 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

+

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულება“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილდან. 

ვ. ქობალია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს

+

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ ან „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცრების შესახებ“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს საზღვაო კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგუილირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანოებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6. სააგენტოს აქვს ემბლემა და მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №50.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №1-1/1503 - ვებგვერდი, 19.07.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 30 მარტის  ბრძანება №1-1/172 - ვებგვერდი, 31.03.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/228 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

+

სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს საზღვაო უსაფრთხოება და საზღვაო ტრანსპორტის   ფუნქციონირების ორგანიზაციულ - სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანი

+

1. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია საზღვაო ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირება, სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, ასევე საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანების შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების ხელშეწყობა.

1​1. სააგენტო წარმოადგენს საქართველოში სანავიგაცო გაფრთხილებების ეროვნულ კოორდინატორს.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დროშის სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის საქართველოს დროშით მცურავი გემის ინსპექტირება;

ბ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

გ) გემის რეგისტრაციის პირობების, აგრეთვე გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დადგენა;

დ) გემის რეგისტრაციის მოწმობის, ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების და რადიოსადგურის მოწმობების გაცემა;

დ​1) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემებისათვის  მინიჭებული  სახმობი და ამოსაცნობი ნიშნის  მონიტორინგი;

ე)ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრა;

ვ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგი და საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფა;

ზ)  საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის გემის სამეთაურო და რიგითი შემადგენლობის პირის წოდების მინიჭება;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობა სანაპირო წყლებში;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლების ხელშეწყობა;

კ)  საზღვაო ნავსადგურის მიერ შემუშავებული ნავსადგურის/ტერმინალის უშიშროების გეგმის დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესების დადგენა;

მ) საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით.

ნ) ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა ან გაუქმება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

პ) გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის მეზღვაურისათვის სერტიფიკატების გაცემა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;

ჟ) საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა.

რ) სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის ცნობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ს) სერტიფიკატის მქონე მეზღვაურთა რეგისტრაცია;

ტ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

უ) სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა, ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის, მზადყოფნის და თანამშრომლობის და გემების მიერ ანგარიშგების სისტემაში (GEOREP) მონაწილეობაზე ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობა;

ფ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის  პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ღონისძიებების გეგმის დამტკიცება;

ქ) საზღვაო ნავსადგურებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული სტანდარტებით დადგენილი უშიშროების ზომების შემოწმება და სათანადო სერტიფიკატის გაცემა;

ღ) საქართველოს ნავსადგურების მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში სალოცმანო გაცილების წესის შემუშავება;

ყ) სალოცმანო სამსახურების და ლოცმანის სერტიფიცირება, მათი საქმიანობის ზედამხედველობა;

შ) ზღვის დაბინძურებისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, შემოწმება და აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჩ) ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის მოწმობის გაცემა, შემოწმება და აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ც) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის  კონტროლის განხორციელება შესაბამის უწყებებთან ერთად;

ძ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით მოძრაობის დაყოფის სისტემების, საზღვაო დერეფნების, ფარვატერებისა და რეკომენდებული გზების, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესების შემუშავება, კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, ულფებამოსილების ფარგლებში;

წ) ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვა უფლებამოსილების ფარგლებში.

ჭ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საზღვაო ტრანსპორტის დარგში მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება;

ხ) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი შეუსრულებლობის  შემთხვევაში დადგენილი ღონისძიებების გატარება;

ჯ) საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის და ბარგის გადაზიდვის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების  შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;

ჰ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება ;  

ჰ​1) სხვა ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციებთან ურთიერთობა ინფორმაციის გაცვლის, აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად;

ჰ​2) საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების, უშიშროებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ჰ​3) სააგენტოში შემოსული განცხადებების განხილვა და გადაწყვეტა უფლებამოსილების ფარგლებში;

ჰ​4) საზღვაო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა, საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღება მათ მიერ გამართულ შეხვედრებში (შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, ა.შ.) საქართველოს ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების ფარგლებში;

ჰ​5) სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მონაცემთა კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ჰ​6) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა და/ან ამ ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

ჰ​7) „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ჰ​8) კანონით დადგენილი წესით , მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება ;

ჰ​9) სააგენტოს შექმნამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;

ჰ​10) უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების შემუავება და დამტკიცება;

ჰ​11) ქვემდებარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

ჰ​12) მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის გაცემა;

ჰ​13) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;

ჰ​14) მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ჰ​15) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ჰ​16) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიისა და ნებართვის გაცემა;

ჰ​​17) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახელმწიფო კონტროლი;

ჰ​​18) საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;

ჰ​19) საზღვაო ციფრული სერვისების შექმნა, მართვა და განვითარება;

ჰ​20) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირება და ინსპექტირება.

ჰ​21) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარება;

ჰ​22) სააგენტო კომპანიების აღიარება და გემის აგენტების სერტიფიცირება;

ჰ​23) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების განხორციელება;

ჰ​24) საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების ტექნიკური მეთვალყურეობა, მომსახურების გაუმჯობესება და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO), ნავიგაციის დამხმარე საშუალებებისა და შუქურების საერთაშორისო ასოციაციისა (IALA) და საერთაშორისო კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ (SOLAS) მიერ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად;

 ჰ​25) საზღვაო ნავსადგურებისა და ნავსადგურთან მისასვლელი გზების (არხების) სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა;

ჰ​26) საზღვაო გაფრთხილებების, შეტყობინებისა და სანავიგაციო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მყოფი გემებისათვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ნავიგაციური გაფრთხილების სამსახურისთვის (WWNWS);

ჰ​27) ნავსადგურებში, მათ მისასვლელ გზებზე (არხები) და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების ცვლილებების კონტროლის მიზნით ბათიმეტრიული კვლევების განხორციელება;

ჰ​28) სანაპირო ზოლის მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება შესაბამის მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით;

ჰ​29) რადიო და მანათობელა შუქურების ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება და მეთვალყურეობა;

ჰ​30) საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ნაოსნობისთვის საჭირო საზღვაო ქაღალდისა და ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENC) შექმნა, გამოცემა და მუდმივი კორექტირება, ასევე შუქურების ჩამონათვალის, „ზღვაოსანთა უწყებების“ და სხვა საზღვაო პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება;

ჰ​31) ზღვაზე უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემების MSI დანერგვა და განვითარება (NAVTEX; AIS; Notices to Mariners);

ჰ​32) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობისათვის საფრთხის შემცველი საზღვაო რაიონების თანამედროვე კარდინალური ნიშნებით მარკირება;

ჰ​33) სახმელეთო და საზღვაო-სანავიგაციო საშუალებების აღჭურვა თანამედროვე სამეთვალყურეო სისტემით;

ჰ​34) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში (მათ შორის, ნავსადგურებში, ნავსადგურების მიმდებარე აკვატორიაში, დახურულ და დროებით დახურულ რაიონებში, დაცულ ტერიტორიებში) მნათი სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნების მოქმედების ზონაში სანავიგაციო საშუალებების განთავსების, გადაადგილების, მოხსნის, შუქების დაყენების შეთანხმება, მათ შორის, ნებისმიერი ობიექტის განთავსებისა ზღვის ზედაპირზე და ზღვის ფსკერზე.

3. სააგენტოს თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) დააკავოს გემი და/ან ტვირთი;

ბ)შეამოწმოს საქართველოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემების დოკუმენტები, ეკიპაჟის წევრთა სერტიფიკატები;

გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გაუწიოს მონიტორინგი;

დ) თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას ითანამშრომლოს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობი დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) მოითხოვოს სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურების გამწევი კომპანიების შესახებ;

ვ) შეითანხმოს საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფის, ასევე მშენებლობის შეთანხმება უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) შეითანხმოს შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებისა და ნაოსნობის საზღვრები;

თ) შეითანხმოს გემების კონვენციური სერტიფიკატებთან დაკავშირებული მოთხოვნებიდან გამონაკლისები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ი) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

კ) შეითანხმოს სამხედრო სწავლებისა და მანევრების დროს საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების გარკვეულ რაიონებში არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით დროებით ნაოსნობის შეჩერება;

ლ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №1-1/1503 - ვებგვერდი, 19.07.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1854 - ვებგვერდი, 10.10.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №1-1/1907 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 9 სექტემბრის  ბრძანება №1-1/245 - ვებგვერდი, 10.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 30 მარტის  ბრძანება №1-1/172 - ვებგვერდი, 31.03.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 23 აგვისტოს  ბრძანება №1-1/445 - ვებგვერდი, 25.08.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/228 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/533 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის ბრძანება №1-1/242 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.

მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა

+

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირქტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი .

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) კანონმდებლობისა და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;

ვ​1) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  საქმიანობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრების ფარგლებში;

ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;

თ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ი) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

კ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;

ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;

მ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ნ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

პ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;

ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

რ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

ს) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;

ტ) ამტკიცებს სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს;

უ) უზრუნველყოფს „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას უფლებამოსილების ფარგლებში.

ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე,  მათ შორის პირველი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. მოადგილეები სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

5 სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს დირქტორის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირქტორის პირველი მოადგილე.

6 სააგენტოს დირქტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

7. (ამოღბულია - 13.06.2013, №1-1/152).

8. (ამოღბულია - 27.12.2023,  №1-1/533).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №1-1/715 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №1-1/1907 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 13 ივნისის  ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 9 სექტემბრის  ბრძანება №1-1/245 - ვებგვერდი, 10.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/533 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

+

1. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ზღვაზე ძებნა -გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი;

ბ) მეზღვაურთა დეპარტამენტი;

გ) ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახური;

დ) საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ე) გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტი;

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;

ზ) ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო;

თ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო;

ი) იურიდიული სამმართველო;

კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ლ) ანალიტიკური სამსახური;

მ) საზღვაო ციფრული სერვისების მართვის სამსახური;

ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტი;

ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

პ) ჰიდროგრაფიული სამსახური.

2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მომზადებულ დოკუმენტებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) სააგენტოს დირქტორს ან კურატორ დირექტორის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს დირქტორის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

5. სააგენტოს აქვს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისში და ქ. ფოთში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/33 - ვებგვერდი, 15.02.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 13 ივნისის  ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 9 სექტემბრის  ბრძანება №1-1/245 - ვებგვერდი, 10.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 30 მარტის  ბრძანება №1-1/172 - ვებგვერდი, 31.03.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის  ბრძანება №1-1/66 - ვებგვერდი,18.02.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/533 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის ბრძანება №1-1/242 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.

მუხლი 6. ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი

+

1. დეპარტამენტში შედის  საზღვაო-სამაშველო  საკოორდინაციო  ცენტრი  და გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი.
   2.   საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი:
  ა) ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი;
 ბ) ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სააგენტოს სხვა აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
  3.   გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი:
  ა) უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ნავსადგურის აკვატორიებში გემების მოძრაობის 24 საათიან მონიტორინგს;
 ბ) უზრუნველყოფს გემების საინფორმაციო მომსახურებას მნიშვნელოვანი სანავიგაციო ინფორმაციის დროულ მიწოდებას გემებზე სანავიგაციო გადაწყვეტილების მიღების გაადვილების მიზნით;
  გ) უზრუნველყოფს ნავიგაციურ დახმარებას გემებზე გადაწყვეტილების მიღებისა და ეფექტური მონიტორინგისათვის, განსაკუთრებით რთულ სანავიგაციო ან/და მეტეოროლოგიურ პირობებში და სხვა შემთხვევებში;
  დ) მოძრაობის ორგანიზებას საქართველოს ნავსადგურებში და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ასამაღლებლად, ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის მიზნით;
  ე) გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი განთავსებულია სააგენტოს ადმინისტრაციულ  შენობაში;
   ვ)    გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრს აქვს ქვე ცენტრები, რომლებიც  განთავსებულია საქართველოს ყველა ნავსადგურში. სუფსის ნავსადგურის მომსახურება წარმოებს ფოთის ნავსადგურის ქვეცენტრიდან.
  ზ) ქვეცენტრის ოპერატორი იღებს ტექნიკური ხასიათის მითითებებს შესაბამისი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსისგან (ნავსადგურის კაპიტანი).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 30 მარტის  ბრძანება №1-1/172 - ვებგვერდი, 31.03.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/228 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

მუხლი 7. მეზღვაურთა დეპარტამენტი

+

1. მეზღვაურთა დეპარტამენტი პასუხისმგებელია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიანი სისტემის შექმნაზე .

2. მეზღვაურთა დეპარტამენტში შედის მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველო და მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველო.

3. მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველო:

ა) ახორციელებს საზღვაო საწვრთნელი ცენტრების და საწვრთნელი პროგრამების აღიარების საკითხის შესწავლას და წინადადებების მომზადებას;

ბ) შეიმუშავებს საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შემოწმების გეგმას და წარუდგენს დასამტკიცებლად სააგენტოს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;

გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში გამოცდებზე დასწრებისა და მონიტორინგის თაობაზე;

დ) უზრუნველყოფს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

ე) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას, საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს და მათ  საქმიანობაზე ზედამხედველობას;

ე​​1) ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების შერჩევას;

ე​​2) ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგსა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევას და მათ  საქმიანობაზე ზედამხედველობას;

ე​​3) ახორციელებს კანდიდატთა კომპეტენციის/კვალიფიკაციის შეფასებისა და დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდების საკითხების მომზადებას და განახლებას;

ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს .

4. მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველო უზრუნველყოფს:

ა)  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მეზღვაურთა დოკუმენტების, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების მომზადებას;

ბ)გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის მეზღვაურისათვის სერტიფიკატების გაცემას და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებას;

გ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის გემის სამეთაურო და რიგითი შემადგენლობის პირის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მეზღვაურთა დოკუმენტების მქონე მეზღვაურების რეგისტრაცია

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მეზღვაურთა დოკუმენტების მოქმედების ვადის დროებით შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას;

ვ) კანდიდატთა კომპეტენციის/კვალიფიკაციის შეფასებისა და დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდების (ტესტური/გასაუბრება) ორგანიზება-ჩატარებას;

ზ)  კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების შესახებ ოქმის ფორმის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;

თ) მეზღვაურის დოკუმენტების მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხის პროექტის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) (ამოღებულია - 30.03.2016 წ., №1-1/172);

კ) სააგენტოს მიერ გაცემული, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დიპლომებისა და მოწმობების ნამდვილობის დადასტურებას;

ლ) სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის ცნობას (აღიარებას);

მ) მეზღვაურთა საიდენტიფიკაციო ბარათისა და ნაოსნობის წიგნაკის გაცემას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატების გაცემას;

ნ​​1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მეთევზე-მეზღვაურებისათვის სერტიფიკატის გაცემას, რეგისტრაციას და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებას

ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №1-1/1503 - ვებგვერდი, 19.07.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1854 - ვებგვერდი, 10.10.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 13 ივნისის  ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 30 მარტის  ბრძანება №1-1/172 - ვებგვერდი, 31.03.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/228 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

 

მუხლი 8. ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახური

+

ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001-ის შემუშავებას, დანერგვასა და განახლებას;

ბ) უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და განახლებას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოფს მართვის სისტემების ინტეგრირებას საჭიროებისამებრ;

დ) განსაზღვრავს ინტეგრირებული მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესებსა და მათ გამოყენებას სააგენტოში;

ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ინტეგრირებული მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით;

ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის;

ზ) ინტეგრირებული მართვის სისტემის შეფასების მიზნით, დადგენილი ინტერვალებით განახორციელებს შიდა აუდიტს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე წელიწადში მინიმუმ ერთხელ;

თ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელ და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის აუდიტს და აწარმოებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ხარისხის სისტემის რევერიფიკაციას;

ი) მონაწილეობს სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მეორე მხარის აუდიტებსა და მონიტორინგის პროცესში;

კ) ახორციელებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის აღიარებას, პერიოდულ მონიტორინგსა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;

ლ)  ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1854 - ვებგვერდი, 10.10.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №1-1/715 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №1-1/1907 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 23 აგვისტოს  ბრძანება №1-1/445 - ვებგვერდი, 25.08.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის  ბრძანება №1-1/66 - ვებგვერდი,18.02.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

მუხლი 9. საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტი

+

1. საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტში შედის  ნავსადგურის  სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურები და უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველო.

2. უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველო:

ა) ახორციელებს ნავსადგურებში, ნავსადგურის აკვატორიაში და საღუზე რაიონებში გემების უსაფრთხო ნაოსნობასა და დგომაზე ზედამხედველობას და კონტროლს;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობას სანაპირო წყლებში;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლების ხელშეწყობას;

დ) მონაწილეობს საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავებაში;

ე) ახორციელებს ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვაზე საერთო ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ახორციელებს საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

ზ) ამოწმებს საზღვაო ნავსადგურების უშიშიროებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებას უფლებამოსილების ფარგლებში და გასცემს სათანადო მოწმობებს;

თ) ამტკიცებს საზღვაო ნავსადგურის მიერ შემუშავებული ნავსადგურის/ტერმინალის უშიშროების გეგმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემების შემოწმების და/ან დაკავების თაობაზე;

კ) მონაწილეობს გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესების დადგენაში;

ლ) უზრუნველყოფს საზღვაო ნავსადგურებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული სტანდარტებით დადგენილი უშიშროების ზომების შემოწმებას და სათანადო სერტიფიკატის გაცემას;

მ) ამზადებს რეკომენდაციებს საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში სალოცმანო გაცილების წესის თაობაზე;

ნ) მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით მოძრაობის დაყოფის სისტემების, საზღვაო დერეფნების, ფარვატერებისა და რეკომენდებული გზების, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესების შემუშავებში;

ო) უზრუნველყოფს ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში;

პ) ახორციელებს სალოცმანო სამსახურების და ლოცმანის სერტიფიცირებას, მათი საქმიანობის ზედამხედველობას;

ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურები იქმნება ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებში. ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ასევე ფარავს სუფსის ტერმინალს. ამ სამსახურების უფლებამოსილებაა:

ა) შესაბამის ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ნავსადგურის წესების შესაბამისად;

გ) საქართველოს შიდა წყლებში შემოსული გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

დ) საფრთხეში მყოფი ადამიანისა და გემის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და ნავსადგურში არსებული ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრთან შეთანხმებით;

ე) გემის გასვლის შეზღუდვა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას, შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს;

ვ) სააგენტოს დირექტორთან შეთანხმებით თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე;

ზ) საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი;

თ) სააგენტოს დირექტორის ან კურატორი დირექტორის მოადგილის მიერ დელეგირებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება ამ  დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1854 - ვებგვერდი, 10.10.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №1-1/1907 - ვებგვერდი, 13.12.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 13 ივნისის  ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/228 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

მუხლი 10 . გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტი

+

1. გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტში შედის გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის სამმართველოები.

2. გემების რეგისტრაციის სამმართველო:

ა) ახორციელებს გემების საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭებას და ჩამორთმევას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს;

გ) ახდენს იპოთეკის რეგისტრაციას საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე;

დ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს გემების რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესს;

ე) გასცემს ამონაწერს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ვ) უზრუნველყოფს გემების ნაოსნობისათვის შესაბამისი მოწმობის/სერტიფიკატის გაცემას;

ზ) თანამშრომლობს გემთმფლობელებთან, საკლასიფიკაციო საზოგადოებებთან და სხვა ქვეყნების საზღვაო ხელისუფლებასთან უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) ამტკიცებს გემთფლობელის მიერ შემუშავებული გემის უშიშროების დაცვის გეგმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ი) უზრუნველყოფს ზღვის დაბინძურებისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, შემოწმებას და აღიარებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) უზრუნველყოფს ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის მოწმობის გაცემას, შემოწმებას და აღიარებას კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ლ) გასცემს გემის რეგისტრაციის მოწმობას, ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების და   რადიოსადგურის მოწმობებს;

მ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დროშის კონტროლის სამმართველო:    

ა) ახორციელებს კონტროლს საქართველოს დროშით მცურავ გემებზე საერთაშორისო მოთხოვნებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭების/ჩამორთმევის თაობაზე;

გ) ზედამხედველობს საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ სააგენტოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას;

დ) ახორციელებს საქართველოს დროშით მცურავი გემის ინსპექტირებას;

ე) აგროვებს და აანალიზებს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მქონე გემების თაობაზე;

ვ) შეიმუშავებს და სააგენტოს დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს კონცეფციას საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭების თაობაზე;

ზ) მეზღვაურთა დეპარტამენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პირობებს;

თ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №1-1/1503 - ვებგვერდი, 19.07.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1854 - ვებგვერდი, 10.10.2012 წ.

მუხლი 11. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო

+

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო პასუხისმგებელია:

ა)  ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, კერძოდ:

ა.ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვას, მონიტორინგს და ანალიზს;

ა.ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს;

ა.გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;

ა.დ) უზრუნველყოფს კადრების შერჩევას და ორგანიზებას უწევს კონკურსების ჩატარების პროცესს;

ა.ე) ატარებს ტრენინგების საჭიროების კვლევასა და ანალიზს, ადგენს და ახორციელებს პროფესიული განვითარების გეგმებს, ორგანიზებას უწევს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას;

ა.ვ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს, სამუშაოთა აღწერილობას და აკონტროლებს მის შესრულებას;

ა.ზ) სააგენტოში მაღალი მოტივაციისა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, უზრუნველყოფს  თანამშრომელთა მოტივაციის და კმაყოფილების ზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას;

ა.თ) ორგანიზებას უწევს თანამშრომლის ან/და  შესრულებული სამუშაოს შეფასების ჩატარების პროცესს;

ა.ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვის კუთხით;

ბ) საქმისწარმოების ორგანიზებაზე, კერძოდ:

ბ.ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს დოკუმენტბრუნვას სააგენტოში;

ბ.ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და საკონტროლო დავალებების  შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

ბ.გ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);

ბ.დ) (ამოღებულია - 08.02.2022 №1-1/49);

ბ.ე) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სააგენტოს დოკუმენტების გაგზავნას და მათ უსაფრთხოებას;

ბ.ვ) ახორციელებს სააგენტოს შექმნამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული და მის კომპეტენციას განკუთვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას;

ბ.ზ) ქმნის სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მონაცემთა კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას;

ბ​​1) სრულიად საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვაზე და ორგანიზებაზე;

გ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 13 ივნისის  ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 მაისის ბრძანება №1-1/228 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/66 - ვებგვერდი,18.02.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

 

მუხლი 11​​1. ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო

+

ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო :

ა) ახორციელებს სააგენტოს ფუნქციონირების მატერიალურ -ტექნიკურ უზრუნველყოფას ;

ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს ;

გ) უზრუნველყოფს ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას ;

დ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს ;

ე) ამზადებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ხელშეკრულებებს ;

ვ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას , ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას , უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას ;

ზ) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში საფინანსო -ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას ;

თ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს , კრებითი ბალანსების , ანგარიშების მომზადებას ;

ი)  შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს ;

კ) ადგენს საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში ;

ლ) პასუხისმგებელია ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებთან დაკავშირებით სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე ;

მ) ახორციელებს სხვა უფლება -მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/66 - ვებგვერდი,18.02.2019 წ .

 

მუხლი11​​2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო

+

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

ბ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;

გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;

დ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;

ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;

ზ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების შემუშავებას და დანერგვას, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, სააგენტოს თანამშრომელთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას,  კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სააგენტოს თანამშრომელთა თანაბარ მონაწილეობას;

თ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/66 - ვებგვერდი,18.02.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

 

მუხლი 12. იურიდიული სამმართველო

+

იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;

გ) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) სააგენტოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადება; 

ე)კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უწყებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების  ექსპერტიზა  და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტების შემუშავება;

ზ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა;

თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, შესაბამისი მემორანდუმების მომზადება;

კ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება;

ლ) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სააგენტოს ინტერესების დაცვა;

მ) ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინური გადაცდომის ფაქტების მოკვლევა;

ო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების ექპერტიზა;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ჟ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;

ს) სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 9 სექტემბრის  ბრძანება №1-1/245 - ვებგვერდი, 10.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 23 აგვისტოს  ბრძანება №1-1/445 - ვებგვერდი, 25.08.2016 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/66 - ვებგვერდი,18.02.2019 წ.

 

მუხლი 12​​1. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო

+

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო :

ა) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებს ;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ;

გ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან ;

დ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება -განხილვაში და მათ რეალიზაციაში კომპეტენციის ფარგლებში ;

ე) თანამშრომლობს საზღვაო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იცავს საქართველოსინტერესებს მათთან ურთიერთობისას ;

ვ) ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზესაერთაშორისო და ქვეყნის შიდა კონფერენციებში , სემინარებში , შეხვედრებში და სხვა ამგვარი სახისღონისძიებებში ;

ზ) ახორციელებს საპროტოკოლო ფუნქციებს , მათ შორის : სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების შეხვედრა -გაცილება , მათ გადაადგილებაში თანხლება , შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა , მიღებებისა დაკულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა ;

თ) ამზადებს ანგარიშებს საერთაშორისო ხელშეკრულებების და /ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად ;

ი) ახორციელებს სხვა უფლება -მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/66 - ვებგვერდი,18.02.2019 წ.

მუხლი 13. (ამოღებულია)

+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/2116 - ვებგვერდი, 21.10.2011 წ .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 13 ივნისის  ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ. 

მუხლი 13​1. ანალიტიკური სამსახური

+

ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სხვადასხვა დეპარტამენტებიდან  მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სააგენტოს საქმიანობის შესწავლა, შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სააგენტოს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით და სააგენტოს დირექტორისთვის ანგარიშის წარდგენა;

გ) ინოვაციური პროექტების ინიციირება და მათი შედეგების ანალიზი;

დ) სააგენტოს მოქმედების სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ე) საზღვაო დარგში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება საზღვაო დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; 

ე​​1)კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – შემოსავლების სამსახურიდან შემოსული დოკუმენტაციის განხილვა-დამუშავება;

ვ) ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/33 - ვებგვერდი, 15.02.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 13 ივნისის  ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

 

მუხლი 13​2. საზღვაო ციფრული სერვისების მართვის სამსახური

საზღვაო ციფრული სერვისების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ტექნიკური პლატფორმის შექმნას, განვითარებასა და ფუნქციონირებას;

ბ) საქართველოს ნავსადგურებში სანავსადგურე მომსახურებების გამარტივებას, რათა მოხდეს გემის დანიშნულების ნავსადგურში შესვლისას დეკლარანტების მიერ ინფორმაციის ერთჯერადად წარდგენა;

გ) გემების ნავსადგურში შესვლისა და ნავსადგურის დატოვების სავარაუდო და ზუსტი დროების ელექტრონული ფორმატის გასაჯაროებას დეკლარანტების მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე;

დ) საკონტროლო ჩანაწერების სისტემის ტექნიკური პლატფორმისა და ინფორმაციის შენახვას;

ე) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის ხელმძღვანელობას;

ვ) სააგენტო კომპანიების აღიარებას და გემის აგენტების სერტიფიცირებას;

ზ) ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის ტექნიკურ ადმინისტრირებას, სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფას და მის შემდგომ განვითარებას;

თ) სანავსადგურე მომსახურების გაწევაში ჩართული კერძო და საჯარო უწყებებს შორის ციფრული ინფორმაციული ურთიერთქმედების კოორდინაციას;

ი) საზღვაო ციფრულ სისტემებში მიღებული და გადაცემული მონაცემების დაცვას, ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოებასა და უწყვეტობას;

კ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1-1/49 - ვებგვერდი, 08.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის ბრძანება №1-1/242 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.

 

მუხლი 13​3. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტი:

+

1.  შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტში შედის დასავლეთ საქართველოს  შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო და აღმოსავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო.

2.  დასავლეთ საქართველოს  შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო და აღმოსავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სამმართველო:

ა) ახორციელებენ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭებას და ჩამორთმევას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) აწარმოებენ  შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების რეესტრს;

გ) უზრუნველყოფენ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობისთვის შესაბამისი მოწმობის/სერტიფიკატის გაცემას;

დ) უზრუნველყოფენ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავებას;

ე) ახორციელებენ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებას;

ვ) ზედამხედველობენ საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ სააგენტოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას;

ზ) ახორციელებენ სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/533 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.

 

მუხლი 13​4.​ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზოგადოების ინფორმირების მიზნით სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების და საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მიწოდება;

ბ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება;

გ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

დ) სააგენტოს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს ოფიციალური  სოციალური ქსელისა და  ვებგვერდის ადმინისტრირება; 

ვ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;

თ) სააგენტოს ბრენდის თანმიმდევრული განვითარება და ცნობადობის ამაღლება;

ი) ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/533 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.

 

მუხლი 13​5. ჰიდროგრაფიული სამსახური

1. ჰიდროგრაფიულ სამსახურში შედის ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო, სინოპტიკური სამმართველო, სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის სამმართველო.

2. ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებში, ნავსადგურების მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს სანაპირო ზოლში ჰიდროგრაფიული და გეოდეზიური კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ბ) საქართველოს სანაპირო ზოლის კვლევას და მისი შედეგების საზღვაო სანავიგაციო რუკებზე ასახვას;

გ) გენერალური რუკების, სამგზავრო-სანავიგაციო და ნავსადგურების რუკების შექმნას, წარმოებასა და პერიოდულ კორექტირებას;

დ) ნავიგაციისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების იდენტიფიცირებისა და მათი სანავიგაციო რუკებზე ასახვის მიზნით, რეგულარულ მონიტორინგს;

ე) არსებული საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტირების მიზნით „ზღვაოსანთა უწყებების” გამოცემასა და შესაბამისი ფორმით გავრცელებას;

ვ) სანავიგაციო საშიშროების და ასევე ზღვაზე მეტეოროლოგიური მდგომარების შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას;

ზ) საზღვაო სანავიგაციო გაფრთხილებების გავრცელებას ნავიგაციური ტელექსის საშუალებით, დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებისა და სანავიგაციო გაფრთხილებების მსოფლიო სამსახურის (WWNWS) მიერ განსაზღვრული დროითი შუალედებისა და სიხშირეების გათვალისწინებით;

თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.

3. სინოპტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) ამინდის რეგულარულ მონიტორინგს ტექნიკური და ინფორმაციული საშუალებების გამოყენებით;

ბ) ამინდის პროგნოზირებას და საშტორმო გაფრთხილებების გამოცემას ზღვაზე და ნავსადგურებში ადამიანის სიცოცხლისა და ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

გ) მეტეოროლოგიური მონაცემებისა და პროგნოზების აღრიცხვას, ბაზის შექმნას, განახლებასა და მათ დაარქივებას დადგენილი წესით;

დ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.

4. სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში სანავიგაციო ნიშნების (GPS) მონიტორინგის კომპლექსური სისტემის დანერგვასა და ოპერირებას;

ბ) ნავსადგურებში, მათ მისასვლელ არხებსა და მიმდებარე აკვატორიაში განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) დანერგვასა და ოპერირებას;

გ) მცურავი და სახმელეთო სანავიგაციო მოწყობილობების უწყვეტ და გამართულ მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში ახალი სანავიგაციო ნიშნების განთავსებას და გადაადგილებას საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;

დ) მშენებარე ნავსადგურების სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვას;

ე) საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო ნიშნებზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას;

ვ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის ბრძანება №1-1/242 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.

 

მუხლი 14. სააგენტოს ქონება

+

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოსათვის  ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

მუხლი 15. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

+

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

მუხლი 16. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

+

1. სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების  გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახლემწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 9 სექტემბრის  ბრძანება №1-1/245 - ვებგვერდი, 10.09.2014 წ.

მუხლი 17. საბუღალტრო ანგარიშგება

+

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 18. სახელმწიფო კონტროლი

+

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.

3. საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს  არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მუხლი 19. სააგენტოს ლიკვიდაცია

+

სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს უფროსი.

მუხლი 20. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

+

სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 21. დასკვნითი დებულება

+

დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/585, 14.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1293478-15/